• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Décor

#OK! PARACO-მ ახალი ჯილდო მოიპოვა

November 5, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

Paraco ყველასათვის საყვარელი კომპანიაა, რომელიც საწარმოსა და შოურუმს აერთიანებს. მისი სამუშაო მიმართულება ნებისმიერი სირთულის მყარი ავეჯის დამზადებაა, ძირითად ხაზს კი თანამედროვე და კლასიკური სამზარეულოსა და სააბაზანოს ავეჯი წარმოადგენს.  Paraco-მ შექმნის დღიდან არაერთხელ დაამტკიცა თავისი პროდუქციის სანდოობა და მრავალფეროვნება. ყოველივე ამას მოწმობს ის პრიზიც, რომელიც კომპანიამ სულ ცოტა ხნის წინ მიიღო Caucasus Build 2021 სამშენებლო მასალებისა და ინტერიერის 25-ე საერთაშორისო გამოფენაზე. დეტალური ინფორმაციისთვის OK! გაესაუბრა Paraco-ს გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, თათია მიხელიძეს.

 

გვიამბეთ „ექსპო ჯორჯიას“ იმ პრიზის შესახებ, რომელიც Paraco-მ მოიპოვა.

15-17 ოქტომბერს „ექსპო ჯორჯიაში“ Caucasus Build 2021 − სამშენებლო მასალებისა და ინტერიერის 25-ე საერთაშორისო გამოფენა გაიმართა, რომელსაც ჩვენი კომპანია პირველად დაესწრო. აღნიშნულ გამოფენას ესწრებოდა ბევრი ისეთი წარმატებული და გამოცდილი კომპანია, რომელთანაც კომუნიკაცია ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. ეს ღონისძიება გამორჩეული იყო იმითაც, რომ მისი დახმარებით მივიღეთ პარტნიორული შეთავაზებები.

გამოფენაზე წარმოდგენილები ვიყავით გამორჩეული და ჩვენთვის სახასიათო სტენდით, რომლის დამზადებასა და აწყობაზე დაიხარჯა უამრავი დრო და ენერგია, რამაც დამსახურებულად მიგვაღებინა საუკეთესო დიზაინის სტენდის ჯილდო!

რა ტიპის შეთავაზებებს გეგმავთ თქვენი მომხმარებლისთვის?

ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია მომხმარებლის კმაყოფილება და განებივრება სასიამოვნო სიახლეებით. შესაბამისად, მუდმივად ვზრუნავთ იმაზე, რომ შევთავაზოთ მათ მოთხოვნებზე მორგებული, საინტერესო პროდუქტი, სერვისი და მომსახურება.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სპეციალური შეთავაზებები მზადდება არა მხოლოდ ინდივიდუალური პირებისთვისა და დიზაინერებისთვის, არამედ კომერციული მიმართულებით. ვფიქრობთ, მოვიცვათ ძალიან დიდი და ფართო ინდუსტრიები, შევთავაზოთ მათ მოთხოვნებზე მორგებული პროექტი, გავაძლიეროთ ერთმანეთი და ეკონომიკა. ამაში ჩვენს სოციალურ პასუხისმგებლობასაც ვხედავთ.

რაც შეეხება პროექტს, მალე დავაანონსებთ!

როდის იგეგმება Paraco-ს ახალი ფილიალის გახსნა სომხეთში და რა სახის პროდუქცია იქნება იქ წარმოდგენილი?

Paraco-მ ექსკლუზიური პარტნიორობა უკვე გააფორმა სომხეთში, კომპანია Lori Architect-თან, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე რამდენიმე ფილიალით არის წარმოდგენილი. მათი ერთ-ერთი ფილიალი დედაქალაქ ერევნის ცენტრში მთლიანად დაეთმობა ჩვენი კომპანიის მიერ სპეციალურად სომხეთისთვის შექმნილ კოლექციას. ისევე, როგორც საქართველოში, სომხეთის ბაზარზეც, ვფიქრობთ ყველა იმ ავეჯის გატანას, რაც საქართველოში გვაქვს წარმოდგენილი. ექსკლუზიური შეთავაზებებით, ჩვენი ვარაუდით, მოთხოვნა უფრო მეტად გაიზრდება და სომხეთის ბაზარსაც მაქსიმალურად ავითვისებთ იმ წარმატებით, რომლითაც კომპანია თავს იწონებს საერთაშორისო ბაზარზე.

 

სამომავლო გეგმები.

კომპანია ბოლო, ძალიან მცირე პერიოდში საკმაოდ გაიზარდა, მოთხოვნაც და მიწოდებაც შესაბამისად იზრდება. ახლო მომავალში ვგეგმავთ, ახალი, საინტერესო, თანამედროვე დიზაინით შემუშავებული კარების სერიულ წარმოებას, რომელიც ასევე ხელს შეუწყობს ავეჯის ინდუსტრიის განვითარებას საქართველოში!

აღსანიშნავია, რომ სამომავლოდ, ცენტრალურ და ალტერნატიულ ადგილას ვგეგმავთ ახალი შოურუმის გახსნასაც. ვგეგმავთ ბაზრის მოთხოვნების მიხედვით გათვალისწინებული პარტნიორული შეთავაზებების ორგანიზებას, რაც არა მარტო ჩვენი, არამედ პარტნიორი კომპანიების ფინანსურ კეთილდღეობაზე დადებითად აისახება.

არცთუ შორ მომავალში, საინტერესო ღონისძიებებისა და გრძელვადიანი პროექტების შეთავაზებას ვგეგმავთ ავეჯის ინდუსტრიაში მოქმედი კომპანიებისა და დიზაინერებისთვის, რაც საქართველოში ამ მიმართულებით საერთაშორისო სტანდარტის ჩამოყალიბებასა და განმტკიცებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

საკონტაქტო ინფორმაცია:

facebook.com/ParacoFurniturecompany

032 288 99 11

ასევე გაეცანი

#OK! მარიანო ფორტუნი –  დიზაინერი, რომელმაც ქალები მჭიდრო კორსეტებისგან გაათავისუფლა
Décor

#OK! მარიანო ფორტუნი – დიზაინერი, რომელმაც ქალები მჭიდრო კორსეტებისგან გაათავისუფლა

August 6, 2025
#OK! შეისწავლე ეტიკეტი იქ, სადაც ცხოვრება ხელოვნებაა – Laka Ètiquette
Décor

#OK! შეისწავლე ეტიკეტი იქ, სადაც ცხოვრება ხელოვნებაა – Laka Ètiquette

July 17, 2025
ცხოვრება დაკიდებულ სივრცეებში – თბილისური პროექტი „კაზა სოლე“ – საერთაშორისო არქიტექტურული დიალოგის ნაწილი
Décor

ცხოვრება დაკიდებულ სივრცეებში – თბილისური პროექტი „კაზა სოლე“ – საერთაშორისო არქიტექტურული დიალოგის ნაწილი

July 16, 2025
#OK! 5 თვის ფეხმძიმე ქალის ბიზნესად ქცეული ჰობი, რომელიც 25 წელია, წარმატებით ფუნქციონირებს
Décor

#OK! 5 თვის ფეხმძიმე ქალის ბიზნესად ქცეული ჰობი, რომელიც 25 წელია, წარმატებით ფუნქციონირებს

July 16, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ნინი ბრეგვაძემ ამერიკის ვოისის ოთხივე ჟიური შემოატრიალა!

#OK! ნინი ბრეგვაძემ ამერიკის ვოისის ოთხივე ჟიური შემოატრიალა!

October 7, 2023
#OK! კიმ კარდაშიანი სამსახიობო კარიერას იწყებს – რეალითი შოუს ვარსკვლავი American Horror Story-ის მეთორმეტე სეზონში გამოჩნდება

#OK! კიმ კარდაშიანი სამსახიობო კარიერას იწყებს – რეალითი შოუს ვარსკვლავი American Horror Story-ის მეთორმეტე სეზონში გამოჩნდება

April 11, 2023
#OK! საზაფხულო რჩევები ქალბატონებს

#OK! საზაფხულო რჩევები ქალბატონებს

July 22, 2025
#OK! დონა კარანი 73 წლის გახდა: ლეგენდარული დიზაინერის საკულტო მომენტები Vogue-ში

#OK! დონა კარანი 73 წლის გახდა: ლეგენდარული დიზაინერის საკულტო მომენტები Vogue-ში

October 2, 2021

კვირის ჰიტები

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის აგვისტოს ნომრისთვის

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის აგვისტოს ნომრისთვის

August 8, 2025
#OK! „წონა 41 კილოგრამამდე შემცირდა“ – კენსინგტონის სასახლემ ქეით მიდლტონის ახალი ფოტოები გამოაქვეყნა

#OK! „წონა 41 კილოგრამამდე შემცირდა“ – კენსინგტონის სასახლემ ქეით მიდლტონის ახალი ფოტოები გამოაქვეყნა

August 7, 2025
#OK! ვინტაჟური ტანსაცმელი − პიროვნების ორიგინალურად გამოხატვის საშუალება

#OK! ვინტაჟური ტანსაცმელი − პიროვნების ორიგინალურად გამოხატვის საშუალება

August 7, 2025
#OK! ჯენიფერ ლოურენსის 3 გამორჩეული წიგნი

#OK! ჯენიფერ ლოურენსის 3 გამორჩეული წიგნი

August 7, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები