რამდენიმე საათის წინ ლოს ანჯელესში Pablo Larraín-ის ახალი ფილმის Spencer-ის პრემიერა გაიმართა, რომელსაც შოუბიზნესის არაერთი ცნობილი წარმომადგენელი დაესწრო.
სტუმრებს შორის იყვნენ 40 წლის ბრაზილიელი მოდელი ადრიანა ლიმა და მისი მეგობარი მამაკაცი ანდრე ლემერსი.
შეგახსენებთ, რომ ანდრესა და ადრიანას როგორც წყვილის საჯარო დებიუტი ვენეციის 78-ე კინოფესტივალზე შედგა, სადაც ისინი პედრო ალმოდოვარის ფილმის Madres paralelas-ის პრემიერას დაესწრნენ.
ადრიანა ლიმა წითელ ხალიჩაზე Michael Costello-ს ბუმბულებიანი კაბით წარსდგა.