თუ დედაქალაქის ცენტრში მყუდრო და უსაფრთხო საცხოვრებელს ეძებ, მაგრამ სასურველ ბინას ვერ პოულობ, იცოდე რომ მარტო არ ხარ. სტატიაში გიამბობთ თუ სად უნდა იცხოვროს ადამიანმა, რომელსაც არც თბილისის ურბანული ცხოვრების დათმობა სურს და თან მშვიდი, ოჯახური იდილიის შექმნას ესწრაფვის. რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა „თბილისის ბულვარი“, ქართულ-სლოვაკური „ჯინო ჰოლდინგის“ პროექტი თბილისის ზღვაზე, რომელიც ყველა იმ პირობას აკმაყოფილებს, რაც დღეს ასე მოთხოვნადი გახდა.
რა არის „თბილისის ბულვარი“?
„თბილისის ბულვარი“ თბილისის ზღვის სანაპიროზე, ამიერკავკასიაში უდიდესი – „ჯინო აკვაპარკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე შექმნილი მრავალფუნქციური, დახურული ტიპის საცხოვრებელი სივრცეა, ე.წ. Gated Community, რომელიც დედაქალაქში ზღვისპირა ცხოვრების თვისობრივად ახალ და უნიკალურ გამოცდილებას ქმნის. „თბილისის ბულვარის“ პოტენციურ მაცხოვრებლებს საშუალება ექნებათ მიიღონ ყველა ის სიკეთე თუ სერვისი, რაც ადამიანს მშვენიერი ცხოვრებისთვის სჭირდება.
Gated Community დახურული ტიპის, დაცული საცხოვრებელი სივრცეა რომელსაც აქვს კონტროლირებადი შესასვლელები ფეხით მოსიარულეებისთვის, ველოსიპედებისთვის და მანქანებისთვის. ამ ტიპის დასახლებებში, როგორც წესი, კარგად არის განვითარებული შიდა ინფრასტრუქტურა და ტერიტორია სავსეა ისეთი სივრცეებით, როგორებიცაა საბავშვო სკვერები, აუზები, სპორტული მოედნები, სავაჭრო ცენტრები, რეკრეაციული ზონები და სხვა. მსგავსი პროექტები ორიენტირებულია მობინადრეთა უსაფრთხოების გაძლიერებაზე, ექსკლუზიურობის განცდაზე, უძრავი ქონების ღირებულების ზრდასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე.
სწორედ ამ ტიპის პროექტია “თბილისის ბულვარიც” – ლოკაცია, რომელიც მალე კავკასიის რეგიონის სავიზიტო ბარათი გახდება.
უნიკალური ადგილმდებარეობა.
“თბილისის ბულვარი” მდებარეობს ბუნებრივად მწვანე გარემოში, სუფთა ჰაერითა და რეკრეაციული ზონებით. ეს ქმნის ეკოლოგიურად ჯანსაღ და სასიამოვნო საცხოვრებელ პირობებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ურბანულ გარემოში. სუფთა ჰაერი, მწვანე პარკები და ლანდშაფტური დაგეგმარება ხელს უწყობს მაცხოვრებლების ფიზიკურ და ემოციურ ჯანმრთელობას.
1980-იან წლებში შეიქმნა პროექტი, რომლის მიხედვითაც თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო ცენტრი უნდა აშენებულიყო.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რეაბილიტაციის და სამკურნალო მიმართულებით კვლევები ტარდებოდა და აღმოჩნდა, რომ ადგილი, სადაც ახლა „თბილისის ბულვარი“ შენდება, საუკეთესო ლოკაციაა მათთვის, ვისაც ნამდვილ კურორტზე ცხოვრება და ბუნების უშრეტ სამკურნალო ენერგიასთან ახლოს ყოფნა სურს.
შესაბამისად, თქვენ ბინას ყიდულობთ არა უბრალოდ გამწვანებულ სივრცეში, არამედ უნიკალურ ლოკაციაზე, რომელსაც საკურორტო დანიშნულება აქვს.
რამდენად დაცულები არიან მაცხოვრებლები უსაფრთხოების თვალსაზრისით?
დახურულ საცხოვრებელ სივრცეში ცხოვრება გარანტირებულად უზრუნველყოფს უსაფრთხოების უკეთეს დონეს, ვიდრე ჩვეულებრივი საცხოვრებელი გარემო. ეს არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რის გამოც ადამიანები ირჩევენ Gated Community-ს. “თბილისის ბულვარში” დაგხვდებათ 24 საათიანი დაცვა, ვიდეოკამერები, უსაფრთხოების სისტემები და დაცული შესასვლელები. ეს ყველაფერი ქმნის სიმშვიდისა და სიმყუდროვის განცდას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოჯახებისთვის და მომავალი თაობისთვის.
ინფრასტრუქტურა და კომფორტი.
დახურული საცხოვრებელი სივრცეების ინფრასტრუქტურა ხშირად მოიცავს საცურაო აუზებს, ფიტნეს ცენტრებს, პარკებს, სპორტულ და საბავშვო მოედნებს, რაც ქმნის კომფორტულ და მრავალფეროვან გარემოს, სადაც მაცხოვრებლებს ყველა შესაძლო ყოფითი მოთხოვნილების დაკმაყოფილება საკუთარ ეზოში შეუძლიათ და არ უწევთ სახლიდან, საკუთარი უბნიდან მოშორებით წასვლა.
ცხოვრების მაღალი დონე და სიმარტივე.
Gated Community-ის ტერიტორიას ხშირად მართავენ ტოპ კლასის მენეჯმენტის კომპანიები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საერთო ტერიტორიების მოვლაზე, სისუფთავესა და გარემოს შენარჩუნებაზე, რაც უზრუნველყოფს საცხოვრებელ ტერიტორიაზე მუდმივ წესრიგს და მაცხოვრებლებს საშუალებას აძლევს დაკავდნენ მათთვის უფრო პრიორიტეტული საქმეებით.
ამასთან, დახურულ საცხოვრებელ სივრცეებში მარტივია სხვადასხვა სოციალური, თუ კულტურული ღონისძიების ორგანიზება, რაც კიდევ უფრო მეტად ამდიდრებს მაცხოვრებლების ცხოვრების ხარისხსა და ყოველდღიურობას.
ქონების ფასების სტაბილურობა.
მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა, უსაფრთხოების მაღალი დონე და გარემოზე ზრუნვის სისტემა ხელს უწყობს უძრავი ქონების ფასების სტაბილურობას და ზრდას დახურულ საცხოვრებელ სივრცეებში. ეს არის მნიშვნელოვანი არგუმენტი, რომელიც იზიდავს უძრავ ქონებაში სანდო და სტაბილური ინვესტიციის განხორციელების მსურველ ადამიანებსა და კომპანიებს.
ეკომეგობრული გარემო და ბუნებრივი ლანდშაფტი.
დახურული საცხოვრებელი სივრცეები ხშირად მდებარეობს ბუნებრივად მწვანე გარემოში, სუფთა ჰაერითა და რეკრეაციული ზონებით. ეს ქმნის ეკოლოგიურად ჯანსაღ და სასიამოვნო საცხოვრებელ პირობებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ურბანულ გარემოში. სუფთა ჰაერი, მწვანე პარკები და ლანდშაფტური დაგეგმარება ხელს უწყობს მაცხოვრებლების ფიზიკურ და ემოციურ ჯანმრთელობას.
ზემოხსენებულ სიკეთეებთან ერთად, თბილისის ბულვარის ტერიტორიაზე თქვენ ასევე დაგხვდებათ :
- ზღვისპირა სასეირნო ბულვარი
- 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები
- ბიზნეს ცენტრი
- აკვაპარკი (აუზები, წყლის სლაიდები, სპა ცენტრი & დაბადების დღის ცენტრი)
- სარეაბილიტაციო კლინიკა
- ევროპული სტანდარტების სკოლა და ბაღი
- სავაჭრო ცენტრი
- სპორტული მოედნები
- პირსი
- ღია და დახურული აუზები
- სკვერები და ბავშვთა გასართობი სივრცეები
- რესტორნები და კაფეები
რატომ უნდა დაინტერესდნენ “თბილისის ბულვარში” უძრავი ქონების შეძენით ადამიანები?
“თბილისის ბულვარის” პროექტში ხორციელდება 250 მილიონი ევროს ჯამური ინვესტიცია და Gino Holding – ს პარტნიორობას სლოვაკეთისა და საქართველოს უდიდესი ბანკები უწევენ, რაც პოტენციური მყიდველებისთვის გადაწყვეტილების მიღებას ბევრად ამარტივებს. გარდა ამისა, “თბილისის ბულვარის” მიღმა ათობით წარმატებით განხორციელებული პროექტია სლოვაკეთსა და საქართველოში, რაც თქვენს საიმედო ინვესტიციას უზრუნველყოფს.
როგორც წესი, მშენებლობის საწყის ეტაპზე ფასები ყოველთვის ყველაზე ხელმისაწვდომია ხოლმე და საფასო სტრატეგიაც სწორედ ამ მოდელს ეყრდნობა. შესაბამისად, “თბილისის ბულვარში” ცხოვრებისა თუ ინვესტირების ფასი თანდათან, აუცილებლად მოიმატებს.
იჩქარეთ და გახდით უძრავი ქონების მფლობელი “თბილისის ბულვარის” უნიკალურ საცხოვრებელ კომპლექსში.