ცოტა ხნის წინ მოგზაურმა ინფლუენსერმა და მომღერალმა გურამ შეროზიამ ახალი სიმღერა და მუსიკალური ვიდეო რგოლი წარადგინა, რომლითაც საზოგადოებას მნიშვნელოვანი გზავნილი მიაწოდა.
კლიპის გამოსვლის შემდეგ გურამ შეროზიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც კლიპის არსი განმარტა:
“კლიპი სიმღერაზე “ლამაზი!” დიახ, ჩვენ ყველანი ლამაზები ვართ, განურჩევლად კანისა, თვალის ფერისა, სიმაღლისა, წონისა, ა.შ.შეზღუდული შესაძლებლობებიც არ არსებობს, მთავარია მოტივაცია და ბედნიერებისკენ სწრაფვა და ყველაფერი მიღწევადია! … ლამაზები ვართ, რაც არ უნდა თქვან სხვებმა!“- დაწერა მომღერალმა.
გურამის კლიპში უამრავმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რომელთა შორის იყვნენ ქართველი ვარსკვლავებიც.
ქართველი ვარსკვლავების გარდა კლიპში ქართველ ინფლუენსერებსაც დაინახავთ, მათ შორისაა მარიამ სადღობელაშვილი, რონელიც სოციალურ ქსელებში დიდი აქტიურობით გამოირჩევა, ინსტაგრამზე 23,7 აღასი გამომწერი ჰყავს და Tik Tok ვიდეოებს ხშირად აქვეყნებს
შეგახსენებთ, რომ გურამი სოციალურ ქსელებში დიდი აქტიურობით გამოირჩევა და აქვს საკუთარი ბლოგიც, Guram Sherozia’s Blog, სადაც მოგზაურობაზე, პირად ცხოვრებაზე, მის ემოციებსა და აზრებზე ხშირად საუბრობს.