“აჭარაბეთმა” ოლიმპიელი ამბასადორებისთვის ნახევარი მილიონი გამოყო!
უკვე 20 წელზე მეტია „აჭარაბეთი“ ონლაინ გართობის ეპიცენტრია. რეგიონში ონლაინგართობის ყველაზე ინოვაციური პროდუქტები პირველად „აჭარაბეთმა“ შემოგვთავაზა და კომპანია დღემდე სიახლეებთან ასოცირდება. „აჭარაბეთი“ მუდმივად გამოირჩევა ინოვაციებით და მომხმარებლებს ყოველთვის სთავაზობს სიახლეებს. „აჭარაბეთმა“ წლების განმავლობაში არაერთი ჯეკპოტი გასცა და თავის მომხმარებლებს სხვადასხვა წამახალისებელი აქციებითაც საკმაოდ ხშირად ანებივრებს. დეტალური ინფორმაციისთვის OK! გაესაუბრა „აჭარაბეთის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ნინი გუჯაბიძეს.
„აჭარაბეთი“ სპორტის აქტიური მხარდამჭერია, გვესაუბრეთ ამასთან დაკავშირებით.
„აჭარაბეთი“ არის კომპანია, რომლისთვისაც სპორტი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა და მუდმივად ცდილობს წვლილი შეიტანოს მის განვითარებაში. „აჭარაბეთისთვის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერაა. კომპანია მუდმივად ცდილობს, გაზარდოს ქართველი სპორტსმენების ცნობადობა, მისცეს მათ შესაძლებლობა, გამოავლინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი და იასპარეზონ მნიშვნელოვან შეჯიბრებებსა თუ ტურნირებში.
ქართული სპორტის დასახმარებლად უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში 8 მილიონ ლარზე მეტი მოცულობის ინვესტიცია გავეცით და ამ ხნის განმავლობაში, 10-ზე მეტ ფედერაციასთან და სპორტულ ორგანიზაციასთან ერთად არაერთი წარმატებული პროექტი განვახორციელეთ.
ამ დროისთვის კომპანიას 15-ზე მეტი საპატიო ელჩი ჰყავს, სპორტის სხვადასხვა სახეობიდან, და რაც მთავარია, ერთწლიანი ლოდინის შემდეგ, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე „აჭარაბეთის“ 8 საპატიო ელჩმა მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 4 ვერცხლის პრიზიორი გახდა.
„აჭარაბეთმა“ ნახევარ მილიონლარიანი საპრიზო ფონდი გამოყო ოლიმპიელებისთვის და ვერცხლის პრიზიორებს 100 000 ლარი გადასცა, ხოლო 20 000 ლარი გადასცა იმ სპორტსმენებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ოლიმპიადაში. გარდა ამისა, გადავწყვიტეთ, მადლობის ნიშნად დაგვეჯილდოვებინა ნაკრების ექიმი ზურა კახაბრიშვილი, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი სპორტსმენების წარმატებაში და მათი ყველაზე დიდი გულშემატკივარია.
„ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა „აჭარაბეთს“ გვერდში დგომისთვის. ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი სიურპრიზი აღმოჩნდა მათი გადაწყვეტილება, რომ 100 000 ლარით დაგვაჯილდოვეს. ეს არის ძალიან დიდი დაფასება და მოტივაცია ჩვენთვის, წინ პარიზის ოლიმპიური თამაშები გველოდება და დარწმუნებული ვარ, იქ უკეთესს შედეგს ვაჩვენებთ“, – გენო პეტრიაშვილი.
„დამთავრდა ოლიმპიური თამაშები და მინდა მივულოცო ყველა სპორტსმენს, რომლებიც მედლებით დაბრუნდნენ სამშობლოში, განსაკუთრებით – ჩემპიონებს. საჩუქარი, რომელიც „აჭარაბეთმა“ გაგვიკეთა ამბასადორებს, იყო სრულიად მოულოდნელი და ძალიან გაგვახარა თითოეული სპორტსმენი. ნამდვილად მისაბაძი საქციელია და დაფასების ეს ფორმა მნიშვნელოვანია სპორტსმენისთვის. სამწუხაროდ, „კოვიდ“-იზოლაციის გამო, არ ვიმყოფებოდი დაჯილდოებაზე და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო აჭარაბეთს“, – გურამ თუშიშვილი.
სულ ახლახან ბათუმის ახალი სტადიონის სახელის უფლებაზე გამოცხადებული აუქციონი „აჭარაბეთის“ გამარჯვებით დასრულდა და თანამშრომლობის 5-წლიანი მემორანდუმიც გაფორმდა.
„აჭარაბეთი“, როგორც ინოვატორი კომპანია, მუდმივად გამოირჩევა სიახლეებით და ამჯერადაც ქართულ საფეხბურთო სივრცეში უპრეცედენტო სასპონსორო შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი, რომლის მიხედვით ბათუმის ახალ, თანამედროვე სტადიონს, სადაც უამრავ კარგ თამაშს ვიხილავთ და ბევრ დადებით ემოციას მივიღებთ, ახალი სახელწოდება მიენიჭა – „აჭარაბეთ არენა“.
„აჭარაბეთ არენაზე“ უკვე გავმართეთ euro 2020-ის დამაგვირგვინებელი ფინალური გათამაშება „მოგების დღე“, სადაც გავათამაშეთ 3 ბინა ბათუმში.
რას გულისხმობს კომპანიის csr მიმართულება?
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ნიშნავს საკუთარი ნებით აიღო გარკვეული ვალდებულებები და შეასრულო ისინი – საზოგადოების წინაშე. სწორედ ამიტომ, „აჭარაბეთმა“ შექმნა კორპორაციული პასუხისმგებლობის პლატფორმა „ინიციატივა“, სადაც ერთ სივრცეშია გაერთიანებული ყველა ის პროექტი თუ წამოწყება, რომელიც კომპანიას დღემდე განუხორციელებია. „ინიციატივის“ მიზანია, თავისი წვლილი შეიტანოს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან, აქტუალურ და განვითარებაზე ორიენტირებულ საკითხებში. კორპორაციული პასუხისმგებლობის პლატფორმა ორიენტირებულია პასუხისმგებლიანი თამაშის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებაზე, ქართული სპორტისა და კრეატიული ადამიანების მხარდაჭერაზე.
ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი
ფოტო: მაკა მეგრელიძე