ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელებში ტექნიკის მაღაზიის, Zoomer-ის სახალისო და ორიგინალური რეკლამა გავრცელდა, რომელშიც მონაწილეობა ენძელა მაჭავარიანმა, ია ფარულავამ და OK!-ის სექტემბრის ნომრის გმირმა, ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა მიიღეს.
კრეატიული რეკლამის ავტორი სააგენტო “ლივინგსტონია” . ორიგინალური ვიდეო ფეუბუქზე შემდეგი სათაურით გამოქვეყნდა: „ღვედები შეიკარით, ზუმერული ფაეტონი მოქრის!“.