• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Travel

#OK! მარგო ლესკოს ქართლი

August 3, 2021
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

„ამო!“

ბავშვობაში ჩემს სოფელში ვისვენებდი ზაფხულის არდადეგებზე. შიდა ქართლის ერთ ულამაზეს სოფელ ხოვლეში. მაისის ბოლო რიცხვებში უკვე ვგრძნობდი ხოლმე სოფლის სუნს, ხან ახალმოწველილი რძის, ხან თონეში ჩაკრული შოთის, ხან ნაწვიმარი მიწის და ხანაც სველი ძაღლის სუნად რომ წამოიშლებიდა ჩემს წარმოსახვაში.

ერთი სული მქონდა, როდის ჩავიდოდი და ჩემს იქაურ მეგობრებს ვნახავდი. ერთ ბიჭთან ვმეგობრობდი განსაკუთრებულად, ოღონდ სეზონურად, მხოლოდ ზაფხულობით. დანარჩენი სეზონები არც მე მახსოვდა და არც იმას ვახსოვდი. ის სოფელში რჩებოდა და მე ქალაქში მოვდიოდი.

ერთ პატარა, ვიწრო ქუჩაზე იყო ჩვენი სახლები. ჩემების სახლი ქუჩის თავში, იმისი − ქუჩის ბოლოში, ასე 100 მეტრის დაშორებით. ჩვენი ჭიშკრები ერთმანეთს უყურებდა. გამოვიდოდი, ჭიშკართან დავდგებოდი, ისიც გამოვიდოდა თავის ჭიშკართან დადგებოდა და უხმოდ, უსიტყვოდ, ჟესტებით ენით ვსაუბრობდით:

მისალმება − ხელის აწევით;

„რას შვრები?“ − ზუსტად ისე, შორიდან ხელით რომ ეკითხებით ხოლმე; „რას შვრები ან როგორ ხარ?“ და მერე ისევ ხელით რომ პასუხობთ − „არაფერს“.

დღეში რამდენიმეჯერ ეს რიტუალი გვქონდა ამ თანმიმდევრობით: სალამი, რას შვრები? არაფერს, შენ? მეც არაფერს.

რომ მოსაღამოვდებოდა და თამაშის დრო მოდიოდა ან გულწრფელი საუბრების, ეს თანმიმდევრობა ირღვეოდა და როგორც კი თვალს მოვკრავდით ერთმანეთს ჭიშკართან, ხელის აწევის მერე, ან ის მანიშნებდა − „ამო“, ან მე ვანიშნებდი − „ჩამო“.

ერთი სიტყვაც კი არ მახსოვს რაზე ვსაუბრობდით, მაგრამ წითელი ტყემლებისა და ჭანჭურის მოსაპარად ერთად დავდიოდით. ჭანჭური რა მოსაპარი ხილია, მაგრამ რაც ბაღის პირას ხიდან იჭმევა, ისე რომ პატრონმა არ დაგინახოს, ყველაფერი გემრიელია.

მერე ღობე-ყორეს მოვედებოდით, ხან ღიჭის მოსაკრეფად მივდიოდით, ცხოველებს რომ აჭმევდა, ხან კოჭებამდე მდინარის კალაპოტში მივტოპაობდით, ხან თავისი „ტრანგალეტკის კუზაოში“ ჩამსვამდა და ადგილობრივი პრინცესასავით დამაქროლებდა სოფლის ოღრო-ჩოღრო გზებზე. გვერდები მქონდა დაბეჟილი, მაგრამ აბა ვის ადარდებდა. ერთხელ ამოვყირავდით კიდეც და ზედ რომ არ დაგვეცა ეს „ტრანგალეტკა“, მის იღბლიანობას მივაწერ, თორემ ჩემსას კი არა.

 

მერე ბავშვობა დამთავრდა. სტუდენტობაში უფრო მოკრძალებული ურთიერთობა გვქონდა, ტყემლის და ჭანჭურის მოსაპარად დიდები ვიყავით უკვე, მაგრამ ის რიტუალი არ მოგვიშლია: „სალამი, რას შვრები? არაფერს, ამო, ჩამო“.

გამოიყვანდა მანქანას ეზოს გარეთ და ერთად ვრეცხავდით, მერე კასეტას გამოიტანდა რამეს − ნახე, რა მაგარი ახალი სიმღერა მოგასმენინოო. მანდ მოვუსმინე პირველად Ace Of Base-ის Happy Nation-სა და Youssou N’Dour- ის და Neneh Cherry-ის 7 Seconds-ს. ამასობაში დასევდიანდებოდა და თავის შეყვარებულზე დაიწყებდა ლაპარაკს, უნდა მოვიტაცო, არ ვუყვარვარო.

მერე სტუდენტობაც გავიდა, ის შეყვარებულიც მოიყვანა ცოლად, სხვა ქვეყნის დედაქალაქშიც გადავიდა საცხოვრებლად და ერთ დღესაც ძალიან გამდიდრდა.

ის მწვანე საღებავგადაცლილი ჭიშკარი, სადაც მისალმების რიტუალს ვატარებდით, ძველებური სტილის დიდ მოდერნიზებულ ხის ჭიშკრად იქცა და ერთი ჩვეულებრივი სახლი კი დიდაუზებიან ვილად. ყოველ ზაფხულს ვხედავდი, როგორ ახლდებოდა მშენებლობა მისი სახლის ირგვლივ. თვითონ კი არსად ჩანდა. მერე წლები ისე გავიდა, ვერც მე ჩავედი და ისე გაიპარა ორი ათეული წელი, რომ ერთხელაც კი არ მინახავს, ვერასდროს დავემთხვიეთ.

შარშან ჩავედი. არც ვიცოდი, თუ იქ იყო. სახლის ჭიშკართან ვდგავარ და ვხედავ, თვითონაც გამოდის თავისი ჭიშკრიდან. ვუყურებთ ერთმანეთს და უცბად ორივემ ინსტინქტურად ერთდროულად, ისევ უხმოდ ავუწიეთ ხელი და მერე ჩვეული ჟესტებით ვანიშნეთ:

„რას შვრები?“

„არაფერს“.

„შენ?“

„მეც არაფერს“.

„ამო“…

 

ასევე გაეცანი

#OK! “რატომ დოჰა?” – რატომ გახდა ყატარის დედაქალაქი ასეთი მოთხოვნადი
Travel

#OK! “რატომ დოჰა?” – რატომ გახდა ყატარის დედაქალაქი ასეთი მოთხოვნადი

February 2, 2026
#OK! საუზმეზე შოკოლადი, სადილზე ლუდი  -15 საინტერესო ფაქტი ბელგიის შესახებ
Travel

#OK! საუზმეზე შოკოლადი, სადილზე ლუდი -15 საინტერესო ფაქტი ბელგიის შესახებ

October 10, 2025
#OK! როგორ დავგეგმოთ ბავშვებთან ერთად მოგზაურობა
OK! News

#OK! როგორ დავგეგმოთ ბავშვებთან ერთად მოგზაურობა

August 20, 2025
#OK! ინსპირაციისთვის: ყველაზე კრეატიულად გაფორმებული კარები მსოფლიოს გარშემო
OK! News

#OK! ინსპირაციისთვის: ყველაზე კრეატიულად გაფორმებული კარები მსოფლიოს გარშემო

August 19, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ვარსკვლავური წყვილი: ჯორჯ და ამალ კლუნები The Tender Bar-ის წითელ ხალიჩაზე

#OK! ვარსკვლავური წყვილი: ჯორჯ და ამალ კლუნები The Tender Bar-ის წითელ ხალიჩაზე

October 11, 2021
#OK! წარმატებული ევროპული ცხოვრებიდან სამშობლოში აღიარებამდე!

#OK! წარმატებული ევროპული ცხოვრებიდან სამშობლოში აღიარებამდე!

November 29, 2023
#OK! ჭიქა ღვინოსთან – მიხეილ ცაგარელი (ვიდეო)

#OK! ჭიქა ღვინოსთან – მიხეილ ცაგარელი (ვიდეო)

April 2, 2025
#OK! კომპანია „ლაზიერმა“ ჰიპოპოტამ „ბეგის“ ძეგლის კონსტრუქციული ნაწილი ააგო

#OK! კომპანია „ლაზიერმა“ ჰიპოპოტამ „ბეგის“ ძეგლის კონსტრუქციული ნაწილი ააგო

July 13, 2022

კვირის ჰიტები

#OK! კრიზისის მენეჯმენტის როლი სილამაზის ინდუსტრიაში

#OK! კრიზისის მენეჯმენტის როლი სილამაზის ინდუსტრიაში

February 6, 2026
#OK! NASA-მ ასტრონავტებს კოსმოსში iPhone-ის წაღების უფლება მისცა

#OK! NASA-მ ასტრონავტებს კოსმოსში iPhone-ის წაღების უფლება მისცა

February 9, 2026
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის თებერვლის ნომრისთვის

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის თებერვლის ნომრისთვის

February 11, 2026
#OK! რა არის ასკეზა და რა წესები უნდა დავიცვათ, რომ სურვილი ავისრულოთ?

#OK! რა არის ასკეზა და რა წესები უნდა დავიცვათ, რომ სურვილი ავისრულოთ?

February 9, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები