• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! News

#OK! რამდენიმე წამში გაერთიანებული ქართული იდენტობა – „ბორჯომი“ ლეგენდას აცოცხლებს!

July 27, 2021
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი

130 წლიანი ისტორიის მქონე მინერალური წყალი „ბორჯომი“,  საკმაოდ თამამ კამპანიას იწყებს და საზოგადოებას ახალ ვიდეო რგოლს სთავაზობს.  „მიზანი მარტივი, თუმცა რთულად შესრულებადი აღმოჩნდა,“ – კომპანია  ახალ ვიდეო რგოლში იმ ლეგენდას აცოცხლებს, რომლის თანახმად, მონადირეებისგან დაჭრილი ირემი, სწორედ „ბორჯომის“ უნიკალური წყლით განიკურნა.

„ბორჯომი“ აქცენტს იუვენილური, ანუ პირველქმნილი წყლის აღმოჩენის ლეგენდაზე აკეთებს. ვიდეო რგოლის ყველა დეტალი, რამდენიმე წამში აერთიანებს ქართულ იდენტობას და ისტორიას, რომელსაც „ბორჯომი“ უახლოეს პერიოდში მთელ მსოფლიოს გააცნობს.

ვიდეო რგოლი,  ევროპულმა  კრეატიულმა სააგენტო Virtue-მ საქართველოში, კერძოდ კი ბორჯომის ხეობაში, მარტვილის კანიონში, ზღაპრულ პრომეთეს მღვიმესა და თბილისში გადაიღო. კრეატიულ სააგენტოსთან ერთად, სამუშაო პროცესში ჩართული იყო ქართული სააგენტო „ენკენიც“. ვიდეოს მთავარი გმირი მოდელი ლიკა რიგვავაა, ხოლო დიზაინერი –  იკა ბობოხიძე. მუსიკა კომპოზიტორმა ნიკოლოზ რაჭველმა დაწერა და ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად სპეციალურად „ბორჯომისთვის“ შექმნილ მუსიკას განსაკუთრებული ჟღერადობა შესძინა.

ვიდეო რგოლში მხატვრული ელემენტები და ქართული სიმბოლოებია გამოყენებული. შეიქმნა ბოლნისის ჯვრის ფორმაზე დაფუძნებული, სპეციალური სიმბოლო-ორნამენტი, რომელიც დატანილია საქართველოს დროშაზეც. სიმბოლო-ორნამენტი ერთმანეთში აერთიანებს „ბორჯომის“ წყაროს, ქართულ იდენტობას და ირემს, როგორც „ბორჯომის“ სიმბოლოს. იმისთვის, რომ საერთაშორისო ბაზრებზე, ბრენდის ქართული იდენტობა კიდევ უფრო ხაზგასმული ყოფილიყო, კომუნიკაციის ტიპოგრაფიაში, „ბორჯომი“ ქართულ მხედრულ დამწერლობას სხვადასხვა ქვეყნის დამწერლობასთან აერთიანებს.

 

 

როგორც „ბორჯომის“ ბრენდ მენეჯერი ირინა კეიდია გვეუბნება ქართულ, ლეგენდარულ მინერალურ წყალს საკმაოდ ამბიციური გლობალური გეგმები აქვს. „ჩვენ ვვითარდებით საექსპორტო ბაზრებზე მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ ახალ კომუნიკაციაში აქცენტი „ბორჯომის“ ქართულ წარმოშობაზე და მის უნიკალურ თვისებებზე გაგვეკეთებინა. სწორედ ამიტომ, იუვენილური წყლის აღმოჩენის ისტორია გამოვიყენეთ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ახალი სარეკლამო რგოლის პრეზენტაცია პირველად საქართველოში მოხდება, შემდეგ კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელდება.“

 

წლების განმავლობაში ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ „ბორჯომი“ იუვენილური წარმოშობის წყალია, რომლის შემადგენლობაშიც 60-ზე მეტი სასარგებლო მინერალია. სწორედ წყლის უნიკალური შემადგენლობა და სასარგებლო თვისებები გახდა ახალი კამპანიის საფუძველი. მაცოცხლებელი წყალი, ცოცხალი ლეგენდა – სწორედ ეს არის ახალი კომუნიკაციის მთავარი გზავნილი, რადგან ეს არის წყალი, რომელიც აცოცხლებს სხეულს, გონებასა და სულს.

 

„ბორჯომთან ბევრი საინტერესო მოგონება მაკავშირებს, რის გამოც განსაკუთრებით ემოციური იყო ჩემთვის სამუშაო პროცესი. მთავარი ამოცანა იყო, რამდენიმე წამში, მეჩვენებინა ჩვენი ეროვნული იდენტობა. მინდა რომ ვიდეოს ნახვის შემდეგ, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანს, წარმოდგენა შეექმნას არა მხოლოდ „ბორჯომზე“, არამედ მთელ საქართველოზე, როგორც „ბორჯომის“ სამშობლოზე. მუსიკის პირველ ეპიზოდში ლელა თათარაიძის სიმღერა „სამშობლოს“ რამდენიმე წამი გამოვიყენე, მეორე ნაწილი კი უკვე სპეციალურად  „ბორჯომისთვის“ შევქმენი. მუსიკის სიმფონიური ნაწილი საქართველოს ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა ჩაწერა. ელექტრონულ ნაწილზე კი გიორგი შამანაურმა იმუშავა,“ – აღნიშნავს ნიკოლოზ რაჭველი.

 

https://okmagazine.ge/wp-content/uploads/2021/07/10000000_897129841015378_9211912564658652636_n.mp4

 

“ისეთი მუხტი მოაქვს “ბორჯომის” ახალ რეკლამას, ოცჯერ მაინც ვნახე. მომეწონა რეკლამის სახე ლიკა რიგვავა და ნიკოლოზ რაჭველის მუსიკა. ლელა თათარაიძის თუშური მოტივებიც შეტანილია. აღარაფერს ვამბობ ქართულ სიმბოლოზე, რომელიც ბოლნური ჯვრის შთაგონებით შეიქმნა, და ასევე, აღვფრთოვანდი, რომ ლათინურ სარეკლამო ტექსტში ქართული ასოებია გამოყენებული. უცხოელებს “ბორჯომის” საქართველოსთან დაკავშირების აღქმაში დაეხმარება. არ ვიცოდი, რომ პირ­ველ­ქმნი­ლი წყაროებიდან მოიპოვება “ბორჯომი,“ მიხარია, რომ კლიპში სწორედ ამ თემაზეა აქცენტი გაკეთებული. საამაყოა, რომ ამ კლიპს მთელი მსოფლიო ნახავს,” – შთაბეჭდილებებს გვიზიარებს ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი.

 

“მომწონს იმ ტრადიციებისა და თანამედროვეობის შერწყმა, რომელსაც „ბორჯომი“ მუდმივად ინარჩუნებს. გვიყვება ლეგენდებს და საქართველოს საინტერესო ისტორიებს მთელ მსოფლიოს აცნობს. ესეც ახალი რგოლი, რომელიც მალე უამრავ ქვეყანაში გავრცელდება,” – ამბობს ფოტოგრაფი მარი ნაკანი.

 

ვიდრე “ბორჯომი“ ცოცხალ ლეგენდას მსოფლიოს გააცნობს, ვიდეო რგოლის პრემიერა საქართველოში, ბრენდის გულშემატკივრებთან ერთად სასტუმრო „სტამბის“ ღია სივრცეში გაიმართა. როგორც კომპანიაში ამბობენ, შემდეგი გაჩერება ევროპა, ცენტრალური აზია და ამერიკის შეერთებული შტატები იქნება. „ბორჯომის ახალი სარეკლამო რგოლი საქართველოს სატელევიზიო სივრცეში უკვე გამოჩნდა, მოგვიანებით კი, მსოფლიოს სხვა ქვეყნებში გავრცელდება.  

 

ასევე გაეცანი

#OK! JACQUEMUS-ის დამფუძნებლის ბებია ბრენდის პირველი ამბასადორი გახდა
OK! News

#OK! JACQUEMUS-ის დამფუძნებლის ბებია ბრენდის პირველი ამბასადორი გახდა

January 23, 2026
#OK! ტიმოთი შალამე მარლონ ბრანდოს შემდეგ პირველი მსახიობი გახდა, რომელმაც 30 წლის ასაკში ოსკარის სამი ნომინაცია მიიღო
OK! News

#OK! ტიმოთი შალამე მარლონ ბრანდოს შემდეგ პირველი მსახიობი გახდა, რომელმაც 30 წლის ასაკში ოსკარის სამი ნომინაცია მიიღო

January 23, 2026
ქართული მუსიკალური საღამო რესტორან „გეოგრაფიაში“
OK! News

ქართული მუსიკალური საღამო რესტორან „გეოგრაფიაში“

January 23, 2026
#OK! ოსკარი 2026 – ნომინანტების სია ცნობილია
OK! News

#OK! ოსკარი 2026 – ნომინანტების სია ცნობილია

January 22, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! რიზ უიზერსპუნს წიგნის კლუბმა 900 მილიონი დოლარი მოუტანა

#OK! რიზ უიზერსპუნს წიგნის კლუბმა 900 მილიონი დოლარი მოუტანა

January 8, 2026
#OK! კრუელას ჩვენება Cavea-ში და ფილმის ინსპირაციით შექმნილი დათუნა სულიკაშვილის უახლესი კოლექცია

#OK! კრუელას ჩვენება Cavea-ში და ფილმის ინსპირაციით შექმნილი დათუნა სულიკაშვილის უახლესი კოლექცია

June 22, 2021
#OK! სტილის ინსპირაცია ემა რობერტსისგან: მსახიობის იშვიათი გამოჩენა!

#OK! სტილის ინსპირაცია ემა რობერტსისგან: მსახიობის იშვიათი გამოჩენა!

July 19, 2021
#OK! ავღანეთში ოთხი ახალგაზრდა Peaky Blinders-ის სტილის ჩაცმულობის გამო დააკავეს

#OK! ავღანეთში ოთხი ახალგაზრდა Peaky Blinders-ის სტილის ჩაცმულობის გამო დააკავეს

December 13, 2025

კვირის ჰიტები

#OK! ხუთი ვარსკვლავი, რომელიც ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონიას დედასთან ერთად დაესწრო

#OK! ხუთი ვარსკვლავი, რომელიც ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონიას დედასთან ერთად დაესწრო

January 19, 2026
#OK! რატომ არის წითელი ფერი Valentino-ს მოდის სახლის სიმბოლო?

#OK! რატომ არის წითელი ფერი Valentino-ს მოდის სახლის სიმბოლო?

January 20, 2026
#OK! როგორ უნდა ეცვას ირანში ტურისტს და რა ხდება დრეს-კოდის დარღვევისას?

#OK! როგორ უნდა ეცვას ირანში ტურისტს და რა ხდება დრეს-კოდის დარღვევისას?

January 17, 2026
#OK! ნიკა ეგაძე ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონია

#OK! ნიკა ეგაძე ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონია

January 19, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები