ზენდაია და ტომ ჰოლანდი საიდუმლოდ დაქორწინდნენ. 2026 წლის SAG Awards-ის წითელ ხალიჩაზე, ლოს-ანჯელესში, ზენდაიას სტილისტმა, ლაუ როუჩმა მედიასაშუალება Access Hollywood-თან საუბარში თქვა: „ქორწილი უკვე შედგა.“

„თქვენ ის გამოგრჩათ,“ – აღნიშნა როუჩმა, რომელიც ზენდაიასთან უკვე ათ წელზე მეტია მუშაობს. ზენდაია და ჰოლანდმა, ორივე 29 წლის, 2017 წელს გაიცნეს ერთმანეთი ფილმის Spider-Man: Homecoming გადაღებების დროს. ფილმის პრეს-ტურნეზე მათი ქიმია რომანტიკული ურთიერთობის შესახებ ჭორებს აღვივებდა, თუმცა მათი ურთიერთობა ოფიციალურად მხოლოდ 2021 წლის ივლისში დადასტურდა, როდესაც წყვილი ჰოლანდის მანქანაში კოცნისას დააფიქსირეს.

:max_bytes(150000):strip_icc():focal(659x469:661x471)/zendaya-1-42099e60d1fd413b90b8af5deab697f4.jpg)
მას შემდეგ „ტომდეია“ ცდილობდა ურთიერთობა საჯარო ყურადღების მიღმა შეენარჩუნებინა და მხოლოდ იშვიათად აზიარებდა პირად მომენტებს ინტერვიუებში ან სოციალურ მედიაში. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ჰოლივუდის უდიდეს ვარსკვლავებად იქცნენ მათ შეძლეს ურთიერთობის დამალვა: ზენდაიამ ცოტა ხნის წინ ითამაშა ბლოკბასტერებში Dune: Part Two (2024) და Challengers (2024), ხოლო ჰოლანდი მარველის „Spider-Man“-ში წლებია პიტერ პარკერის როლს ასრულებს.

2025 წლის იანვარში Golden Globe Awards-ზე ზენდაიას თითზე ბრილიანტის ბეჭდის დანახვამ გააჩინა ეჭვი, რომ ჰოლანდმა მას ხელი სთხოვა — რაც მან იმავე წლის სექტემბერში ინტერვიუში დაადასტურა. მიმდინარე წლის თებერვალში კი გავრცელდა ხმები, რომ წყვილი ფარულად დაქორწინდა, მას შემდეგ რაც ზენდაია ბრილიანტის ბეჭდის ნაცვლად ოქროს საქორწილო ბეჭდით გამოჩნდა. ახლა, როგორც ჩანს, როუჩმა უნებლიეთ გასცა საიდუმლო, თუმცა არც ზენდაიას და არც ჰოლანდს მისი განცხადება ჯერჯერობით არ დაუდასტურებიათ.

:max_bytes(150000):strip_icc():focal(749x0:751x2)/tomhollandzendayayouthquakegallery06022023-84-8d709963b5784c51a7728b30907da519.jpg)
ასევე დაგაინტერესებთ












