• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! ბათუმი

როცა ფერები ძლიერი ქალის სიმტკიცეზე საუბრობენ – თეოს ფერადი კოტეჯები

December 21, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

არსებობენ ადამიანები, რომლებიც სივრცეებს მხოლოდ აშენებენ და არიან ისეთებიც, ვინც სივრცეებს სულს, სიცოცხლეს სძენენ. OK! ბათუმის სტუმარი თეონა ივანაძე სწორედ ასეთია – ქალი, რომელმაც ფერები, ემოციები და საკუთარი შესაძლებლობებისადმი რწმენა ერთ არქიტექტურულ პალიტრაში გააერთიანა და ბათუმს სრულიად განსხვავებული, სიცოცხლით სავსე სამყარო შესთავაზა. მისი კოტეჯები არ ემორჩილება ჩვეულებრივ სტანდარტს, ის უფრო ისტორია, განწყობა, ფერი და სითბოა, სადაც მცირე დეტალებიც კი სიყვარულის ენერგიას ატარებენ.

თეონა ივანაძე არის ქალი, დედა და მეწარმე, რომელმაც სტაბილური პროფესიის შემდეგ ყველაზე თამამი ნაბიჯი გადადგა საკუთარი ოცნებისკენ, რის შემდეგაც ტურისტული სფერო მის ბუნებრივ საწყისად იქცა. მის სამყაროში ბიზნესის მთავარი საიდუმლო მარტივია – ადამიანებისადმი სითბო, კომფორტი და ნამდვილი ემოცია. ამიტომაც ბრუნდებიან სტუმრები უკან, ამიტომაც ახსოვთ თეონას ფერადი სივრცეები, ამიტომაც აქვს მის საქმეს ის ხასიათი, რომელიც ვერსად გამეორდება. „თეოს ფერადი კოტეჯები“ დღეს უკვე პატარა, მაგრამ ძალიან გულწრფელი სამყაროა, სადაც ფერებსაც თავისი ისტორია და განწყობა აქვთ, საიდანაც სტუმრებს დაუვიწყარი შთაბეჭდილებები მიაქვთ.

 

გაეცანით OK! ბათუმის მკითხველს…

მე, თეონა ივანაძე ვარ – ქალი, დედა, პროფესიონალი და ადამიანი, რომელსაც სჯერა საკუთარი ძალების, შრომისა და გამორჩეული იდეების. დავიბადე 1982 წლის 16 მაისს. 1999 წელს დავამთავრე ბათუმის 26-ე საჯარო სკოლა, იმავე წელს ჩავაბარე შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში, ეკონომიკის ფაკულტეტზე, რომლის დასრულების შემდეგ თბილისში, მაგისტრატურის პროგრამაზე გავაგრძელე სწავლა, რათა ჩემი ცოდნა და პროფესიული უნარები კიდევ უფრო განმევითარებინა. ვარ ორი საოცარი შვილის დედა, ალეკო 22 წლისაა, ხოლო ლანა 17 წლის. ისინი ჩემი ძალა, მოტივაცია და ცხოვრების მთავარი საყრდენი არიან. 10 წელი ბუღალტრად ვიმუშავე. ეს პერიოდი ჩემთვის სტაბილურობის, დისციპლინისა და პასუხისმგებლობის სკოლა იყო. 2016 წელს კი გადავდგი ყველაზე თამამი ნაბიჯი, გავხსენი ჩემი საკუთარი სამაკლერო სააგენტო, რომელიც თავიდანვე ტურისტებზე იყო ორიენტირებული.

 

მოგვიყევით თქვენს საქმიანობაზე. რა იყო ბიძგი, რომელმაც ეს გზა დაგაწყებინათ?

ბოლო ცხრა წლის განმავლობაში იმდენი სახლი, ბინა და კოტეჯი ვნახე, გამიჩნდა სურვილი, შემექმნა ისეთი სივრცეები, როგორიც ბათუმში ჯერ არ არსებობდა. ფერადი, ხალისიანი, თბილი, განსხავებული – ისეთი, სადაც სტუმარს პირველი ნაბიჯიდანვე სასიამოვნოდ გაეღიმებოდა. ასე დაიბადა იდეა, შევქმენი კოტეჯები, არა როგორც მხოლოდ საცხოვრებელი სივრცე, არამედ განცდა, გარემო და ემოცია. ჩემი გზა დიდ ბიზნესამდე არც ისე პირდაპირი იყო. თავიდან შეცდომები დავუშვი, მაგრამ თითოეული მათგანი გამოცდილებად მექცა. პატარა იდეით დავიწყე, ძალიან შეზღუდული რესურსებით, მაგრამ დიდი მონდომებით, მუდმივი სწავლის სურვილით და სწორი ადამიანების მოძიებით. ჩემი გზა დიდ ბიზნესამდე ჰგავდა მთაზე ცოცვას, სადაც ზოგჯერ ჩამოვვარდი, ზოგჯერ გზაც ამებნა, მაგრამ ყოველთვის ვდგებოდი და წინ მივდიოდი. სიმტკიცე, მოთმინება და საკუთარი იდეების სიყვარული, სწორედ ეს გახდა ჩემი მთავარი ძალა.

 

 

რა ხდის თქვენს საქმიანობას განსაკუთრებულს?

მგონია, რომ სტუმრებთან გულთბილი ურთიერთობა, მათი ემოციების, შთაბეჭდილებების გაზიარება, რაც მათ  კვლავ უჩენს ჩვენს სივრცეში დაბრუნების სურვილს. განსაკუთრებულს ასევე ხდის ფერები, დეტალები, ბუნებრივი გარემო და ოჯახური ატმოსფერო, რომელიც თითოეულ კოტეჯში იგრძნობა. ჩემი შთაგონების წყარო ყოველდღიური ცხოვრება, ბავშვები, ზღვის, ქალაქის სილამაზე და სურვილია, რომ ადამიანებმა ბედნიერი დღეები გაატარონ ამ სივრცეში – „თეოს ფერად კოტეჯებში“.

 

იმისთვის, რომ ნდობა და წარმატება მოიპოვო საჭიროა…

საჭიროა გულწრფელობა, სტაბილურობა და პასუხისმგებლობა. ასევე, საჭიროა შრომა, მოთმინება და ის, რომ შენი საქმე გიყვარდეს. სიყვარული ყველაზე დიდი ენერგიაა. თუ ადამიანებს რასაც ჰპირდები, რეალურად დაახვედრებ, ნდობა თავისით მოდის.

 

 

რა გზავნილი გაქვთ ქალბატონებისათვის, რომლებიც ახლა იწყებენ საკუთარ გზას?

ნუ შეგეშინდებათ პირველი ნაბიჯის. სრულყოფილი მომენტი არ არსებობს,  არსებობს მხოლოდ სურვილი და გამბედაობა. ის, რაც გულში გაქვთ, თუ საკუთარ თავს ენდობით, აუცილებლად მიიღებს ფორმას. და, რაც მთავარია – სხვა ქალების წარმატება მოტივაციაა, არა კონკურენცია.

 

რა არის თქვენი სამომავლო მიზანი, სამომავლო გეგმა…

მინდა, რომ თეოს ფერადი კოტეჯები უფრო განვითარდეს და სტუმრებისთვის კიდევ მეტი კომფორტი და სითბო შევქმნა. რამდენიმე წელიწადში ჩემს თავს ვხედავ იმავე საქმის სიყვარულით, მაგრამ უფრო გაფართოებული სივრცით, ახალი იდეებითა და კიდევ უფრო ბედნიერი სტუმრებით.

ასევე გაეცანი

#OK! მონარქი – ისტორიული ხიბლი და თანამედროვე ელეგანტურობის სტანდარტი
OK! ბათუმი

#OK! ნანა აბულაძის ჟურნალის სვეტი OK! ბათუმისთვის

December 30, 2025
#OK! მონარქი – ისტორიული ხიბლი და თანამედროვე ელეგანტურობის სტანდარტი
OK! ბათუმი

#OK! მონარქი – ისტორიული ხიბლი და თანამედროვე ელეგანტურობის სტანდარტი

December 29, 2025
#OK! OCEAN DRIVE – მუსიკალური ენერგია, რომელიც უნდა შეიგრძნო!
OK! ბათუმი

#OK! OCEAN DRIVE – მუსიკალური ენერგია, რომელიც უნდა შეიგრძნო!

December 29, 2025
#OK! ამბიციური გეგმებით, ლადო მიქელაძე ლენდმარკის განვითარების პერსპექტივაზე
OK! ბათუმი

#OK! ამბიციური გეგმებით, ლადო მიქელაძე ლენდმარკის განვითარების პერსპექტივაზე

December 29, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! გზა საქართველოს დამოუკიდებლობამდე

#OK! გზა საქართველოს დამოუკიდებლობამდე

May 23, 2024
#OK! პატივისცემა

#OK! პატივისცემა

February 26, 2021
#OK! ნინო კობახიძე

#OK! ნინო კობახიძე

March 4, 2021
#OK! არიანა გრანდე Cult Gaia-ს და Mimi Cuttrell-ის სამოსით! მომღერლის ორი გლამურული იმიჯი!

#OK! არიანა გრანდე Cult Gaia-ს და Mimi Cuttrell-ის სამოსით! მომღერლის ორი გლამურული იმიჯი!

June 10, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმული ვარსკვლავები გრემის რიგით 68-ე დაჯილდოებაზე

#OK! ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმული ვარსკვლავები გრემის რიგით 68-ე დაჯილდოებაზე

February 2, 2026
#OK! 2026 წლის გრემის დაჯილდოების ყველაზე კაშკაშა კაბები

#OK! 2026 წლის გრემის დაჯილდოების ყველაზე კაშკაშა კაბები

February 2, 2026
#OK! ბრუკლინ ბექჰემისა და ნიკოლა პელცის სიყვარულის ისტორია

#OK! ბრუკლინ ბექჰემისა და ნიკოლა პელცის სიყვარულის ისტორია

January 31, 2026
#OK! რომელ ზოდიაქოს ნიშანს გაუმართლებს 30 იანვარს?

#OK! რომელ ზოდიაქოს ნიშანს გაუმართლებს 30 იანვარს?

January 29, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები