სახლის შეცვლა და ახლის შეძენა უამრავ დეტალთან არის დაკავშირებული, უპირველესად მისი მდებარეობა, მშენებლობის ხარისხი – უსაფრთხო სამშენებლო მასალები, სწორი დაგეგმარება, ჯანსაღი გარემო. მშვიდი და კომფორტული ცხოვრებისთვის ეს პირობები, რომ აუცილებელია ამაზე ყველა ვთანხმდებით.
მოგეხსენებათ დიდი დიღომი დღითიდღე სულ უფრო მოთხოვნადი საცხოვრებელი მდებარეობა ხდება ამ კომპონენტებიდან გამომდინარე. ის ადამიანები, ვინც ქალაქის ხმაურისგან შორს ყოფნაზე ოცნებობენ, თუმცა, ამავდროულად, სურთ, რომ ცენტრალურ უბნებთან და მნიშვნელოვან ლოკაციებთან ახლოს იყვნენ, საცხოვრებლად სწორედ ამ ტერიტორიას ირჩევენ.
„ალფა სახლი”, კი ის დეველოპერული კომპანიაა, რომელმაც ყველა ეს კომპონენტი გაითვალისწინა და უზარმაზარი საცხოვრებელი კომპლექსის პროექტზე მუშაობა წამოიწყო და მას„სხვა უბანი” დაარქვა. ასეთი მასშტაბური პროექტი არა მხოლოდ დიდი დიღმისთვის, არამედ მთლიანად ქალაქისთვისაც ახალი გამოწვევაა.
ამ და სხვა მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხების შესახებ „ალფა სახლის“ ბიზნეს განვითარების მენეჯერს, ირა მელიმონაძეს ვესაუბრეთ.
ირა, ჩვენი მკითხველი კარგად გიცნობთ. ამჯერად, გვიამბეთ, რა არის ახალი პროექტის მთავარი უპირატესობა, რის გამოც ის პოტენციურ მყიდველებს დააინტერესებს?
პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ „სხვა უბანი”, თავისი მასშტაბურობით, დედაქალაქის მთავარ რეკრეაციულ სივრცეებს უთანაბრდება, როგორებიცაა: დიღმის ტყე-პარკი (20.5 ჰა), ექსპო ჯორჯიას ტერიტორია (15,3 ჰა), კუს ტბის ტერიტორია (20 ჰა), კიკვიძის პარკი (8 ჰა) და ა.შ. შესაბამისად, ის არ იქნება მხოლოდ მაღალსართულიანი კორპუსების ერთობლიობა, არამედ აქაურ მობინადრეს შეეძლება სახლიდან გაუსვლელად შეიძინოს საჭირო პროდუქცია, დაისვენოს ჯანსაღ გარემოში და მიიღოს ყველა საჭირო მომსახურება. ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა ისაა, რომ მას მსგავსი დასახლებული ტერიტორიისთვის უჩვეულოდ დიდი და მრავალფეროვანი რეკრეაციული სივრცე ექნება.
რამდენად რეალური და მომგებიანია უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვით და კომერციული დატვირთვით მიღებული სარგებელი?
ეს კომპლექსი არა მხოლოდ საცხოვრებლად, არამედ საინვესტიციოდაც დიდ უპირატესობას გპირდებათ. აქ შესაძლებელია როგორც სახლის, ისე კომერციული ფართების გაქირავება. ასევე გამოვყოფ საუკეთესო ადგილმდებარეობას, რაც გამოხატულია ძირითად სატრანსპორტო მაგისტრალთან, სავაჭრო ცენტრებთან თუ სხვა მნიშვნელოვან ობიექტებთან სიახლოვით.
იდეის შესახებ გვიამბეთ, საიდან გაჩნდა და რატომ გადაწყვიტა „ალფა სახლმა” მსგავსი პროექტის წამოწყება?
ჩვენ მომხმარებელი უკვე კარგად გვიცნობს და იცის, რომ „ალფა სახლი“ დიდ ყურადღებას აქცევს ინფრასტრუქტურას, ცდილობს, საცხოვრებელი გარემო იყოს ყველა იმ საჭიროებით აღჭურვილი, რაც ადამიანს მშვიდი, უსაფრთხო, კომფორტული და ბედნიერი ცხოვრებისთვის შეიძლება დასჭირდეს.
მიზნის შესახებ მოგვიყევით.
ჩვენი მიზანია, არა მხოლოდ სახლების აშენება, არამედ ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღი გარემოს შექმნა, სადაც მეტი სიმწვანე და ბუნებასთან ახლოს ყოფნის საშუალება იქნება, რაც თბილისს ასე სჭირდება.
„სხვა უბანიც” ამ მიზნებზეა დაფუძნებული. ეს მასშტაბური პროექტი, თავისი ინფრასქტურტურით, ნამდვილად მისცემს მობინადრეებს იმ ყველაფერს, რასაც თანამედროვე ადამიანები საცხოვრებელი კომპლექსისგან ელოდებიან.
სხვა უბნის მშენებლობა 1-ელ დეკემბერს იწყება, თუმცა პროექტი უკვე მზად არის და წინასწარი გაყიდვებიც დაწყებულია.
რატომ „სხვა უბანი”?
სახელწოდება ჩანაფიქრს ამართლებს, რადგან პროექტის მიზანი დიდ დიღომში 16 ჰექტარის ათვისებას და მასზე მინიუბნის გაშენებას გულისხმობს. ფაქტობრივად, ეს იქნება „უბანი უბანში”, რადგან აქ აშენდება 14, 22-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, საბავშვო ბაღი, საოფისე და კომერციული ფართები, რეკრეაციული ზონა, რომელიც 6 ჰექტარს დაიკავებს და განთავსება ისეთი ობიექტები, როგორებიცაა: აფთიაქი, სუპერმარკეტი, 4 სპორტული მოედანი, სკვერი და სხვა.
ასეთი მასშტაბური პროექტი არა მხოლოდ დიდი დიღმისთვის, არამედ მთლიანად ქალაქისთვისაც ახალი გამოწვევაა.
დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ:
245 17 17 ; 514 10 70 70 ; *7171
საზღვარგარეთიდან, Viber-ის ან WhatsApp-ის საშუალებით, ნომერზე: 514 10 70 70