• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! ბათუმი

სადაც ცოდნა შედეგს ქმნის – ეკატერინე აღამანაშვილის პროფესიული გზა და საერთაშორისო ხარისხის აკადემიის მისია

December 21, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

OK! ბათუმის სტუმარია ეკატერინე აღამანაშვილი – ლიდერი ქალი, რომელიც უკვე ათ წელზე მეტია ხარისხის მართვის სამყაროში ვითარდება და ამ გზაზე დაგროვილ გამოცდილებას რეალურ, პრაქტიკულ ღირებულებად გარდაქმნის. მისთვის მთავარი მიზანი ერთია – შექმნას ისეთი ცოდნა, რომელიც არ რჩება მხოლოდ თეორიად, არამედ გარდაიქმნება სტაბილურ პროცესებად, გამართულ სისტემებად და უფრო ფართო შესაძლებლობებად ადამიანებისა და კომპანიებისათვის. ეკატერინე აღამანაშვილი OK! ბათუმის მკითხველს ეცნობა, როგორც პროფესიონალი, რომლისთვისაც სწავლა, განვითარება და შექმნილი ღირებულების გაზიარება ყოველდღიური შთაგონების წყაროა.

 

გაეცანით OK! ბათუმის მკითხველს…

მე ვარ ეკატერინე აღამანაშვილი – საერთაშორისო ხარისხის აკადემიის დამფუძნებელი და დირექტორი. უკვე ათ წელზე მეტია მივყვები გზას, რომელიც ხარისხის მართვის სამყაროსთან მაკავშირებს. ამ წლებში არაერთი ტრენინგი ჩამიტარებია მენეჯმენტის სისტემების დანერგვის, სისტემის გათვითცნობიერებისა თუ აუდიტის ჩატარების მიმართულებით. დღესაც ამავე გზას ვაგრძელებ, მაგრამ უკვე უფრო ფართო ხედვითა და გამოცდილებით. საერთაშორისო ხარისხის აკადემიაში ვატარებთ პრაქტიკულ ტრენინგებს ISO სტანდარტებში და სხვადასხვა ტიპის კომპანიებს ვეხმარებით მენეჯმენტის სისტემების – განსაკუთრებით ISO 9001 ხარისხის მართვის სისტემის ეფექტიან დანერგვასა და მუდმივ განვითარებაში. ამ გამოცდილებამ და სწავლის უწყვეტმა წყურვილმა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გზა გამიხსნა – უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა.

დღეს ვარ მოწვეული ლექტორი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტებთან ერთად ვმსჯელობთ ხარისხის მართვის თანამედროვე მიდგომებზე, რისკების მართვაზე და ვუზიარებ იმ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას, რომელიც რეალურ სფეროში ყოველდღიურად მხვდება. ჩემი მიზანია, კომპანიებს და პროფესიონალებს მივაწოდო შედეგზე ორიენტირებული ცოდნა, რომელიც გარდაიქმნება – გამართულ პროცესებად, სტაბილურ ხარისხად და ზრდის შესაძლებლობებად.

 

მოგვიყევით თქვენს საქმიანობაზე, რა იყო ის ბიძგი, რომელმაც აღნიშნული გზა დაგაწყებინათ?

როგორც უკვე აღვნიშნე, ჩემი საქმიანობა დაკავშირებულია ISO სტანდარტებთან და კომპანიებისთვის ეფექტიანი პროცესების შექმნასთან. საერთაშორისო ხარისხის აკადემიაში კომპანიებთან  ერთად ვქმნით იმ მენეჯმენტის სისტემებს, რომლებიც რეალურად მუშაობს და შედეგი მოაქვს. ამ გზაზე მიმიყვანა რამდენიმე მნიშვნელოვანმა ფაქტორმა: დაგროვილმა გამოცდილებამ და ცოდნამ და ამ ცოდნის გაზიარების ძლიერმა სურვილმა, რადგან მჯერა, რომ სწორად გადაცემულ ცოდნას შეუძლია ადამიანების პროფესიული გზა მნიშვნელოვნად შეცვალოს. კომპანიების მხარდაჭერის სურვილი განსაკუთრებით მაშინ, როცა საკუთარი თვალით ვხედავ, როგორ შეუძლია სწორად გამართულ პროცესებს მთლიანად შეცვალოს გუნდის პროდუქტიულობა და საბოლოო შედეგი. და ბოლოს – თვითრეალიზაცია.

ეს სფერო მაძლევს იმ განცდას, რომ ჩემი ცოდნა და ძალისხმევა არ იკარგება – ის გარდაიქმნება რეალურ ცვლილებად. მუდმივად ვიზრდები, ვსწავლობ, ვქმნი და ამასვე ვაძლევ სხვებსაც: შესაძლებლობას, უკეთ მართონ საკუთარი ბიზნესი, გამოიყვანონ გუნდი ახალ დონეზე და იპოვონ ის წყარო, რომელიც ზრდამდე მიიყვანთ. ეს გზა ჩემთვის მხოლოდ პროფესია არ არის, ეს არის სურვილი, შევქმნა რეალური ღირებულება – სწორედ ეს ხდის ამ გზას ყველაზე ფასეულს.

 

 

რა ხდის თქვენს საქმიანობას განსაკუთრებულს. რა არის თქვენი მოტივაციისა და შთაგონების წყარო?

ჩემი საქმიანობა განსაკუთრებულია იმით, რომ თითოეული პროექტი, ტრენინგი თუ დანერგილი სისტემა რეალურად ქმნის ცვლილებებს – პიროვნული პროფესიონალიზმისა თუ ბიზნესის გადმოსახედიდან. ეს არა მხოლოდ სტანდარტების საკითხია, ეს არის იმის დანახვა, როგორ ვითარდება გუნდი, როგორ იზრდება კომპანიის  ეფექტიანობა, როგორ იბადება ახალი შესაძლებლობები და იდეები. ჩემი მოტივაციისა და შთაგონების წყარო სწორედ ეს ცვლილებაა: თითოეული მიღწეული შედეგი მაძლევს განცდას, რომ ჩემი ცოდნა და გამოცდილება სხვისთვის მართლაც ღირებულია. ეს გრძნობა მუდმივად მაძლევს ენერგიას, აღვივებს ახალ იდეებს და მეხმარება გამოწვევების მიღებაში.

 

იმისთვის, რომ ნდობა და წარმატება მოიპოვო, აუცილებელია?

იმისთვის, რომ ნდობა და წარმატება მოიპოვო, ვფიქრობ, აუცილებელია იყო გულწრფელი, შეასრულო შენი საქმე პროფესიონალურად და მუდმივად განვითარდე. იყო გულწრფელი, ნიშნავს იმოქმედო პატიოსნად, იმისთვის, რომ ადამიანები გენდონ და დააფასონ შენი სიტყვა და საქმე. პროფესიონალიზმი ნიშნავს პასუხისმგებლობას, სიზუსტეს, ხარისხიან შედეგებს, რაც ასახავს თქვენს მიდგომას საქმის მიმართ. მუდმივი სწავლა და განვითარება კი საშუალებას გაძლევს არ გაჩერდე, განაგრძო ზრდა, იყო მზად სიახლეებისთვის, მუდმივად გაიუმჯობესო საკუთარი უნარები.

 

 

რა გზავნილი გაქვთ ქალბატონებისთვის, რომლებიც ახლა იწყებენ საკუთარი გზის ძიებას?

ქალბატონებს ვეტყოდი, რომ არ შეეშინდეთ ცვლილებების, შეცდომის დაშვების, სიახლეების. ირწმუნონ საკუთარი შესაძლებლობები და იცოდნენ, რომ ყველას შეუძლია იყოს წარმატებული, მთავარია გადადგან პირველი ნაბიჯი და მარტივად არ დანებდნენ.

 

რა არის თქვენი მიზანი, სამომავლო გეგმა? როგორ ხედავთ საკუთარ თავს რამდენიმე წელში?

ჩემი მიზანია საერთაშორისო ხარისხის აკადემია გავხადო სივრცედ, სადაც ცოდნა, გამოცდილება და პროფესიონალიზმი რეალურ შედეგებს ქმნის. დავასაქმო მეტი პროფესიონალი და ერთად განვახორციელოთ ტრენინგები ქვეყნის მასშტაბით. მინდა, რომ კომპანიებმა ყველა სექტორში ჩვენი ხელშეწყობით დანერგონ ეფექტიანი მენეჯმენტის სისტემები, რომლებიც ხელს შეუწყობს მათი ბიზნესის მდგრად განვითარებას.

ასევე გაეცანი

ბედნიერება მოძრაობასა და უწყვეტ განვითარებაშია – თამარ ნიკურაძის გზა…
OK! ბათუმი

ბედნიერება მოძრაობასა და უწყვეტ განვითარებაშია – თამარ ნიკურაძის გზა…

December 21, 2025
როცა ფერები ძლიერი ქალის სიმტკიცეზე საუბრობენ – თეოს ფერადი კოტეჯები
OK! ბათუმი

როცა ფერები ძლიერი ქალის სიმტკიცეზე საუბრობენ – თეოს ფერადი კოტეჯები

December 21, 2025
როცა ცოდნა, შრომა და რწმენა ერთიანდება – სოფიო პაპუნაიშვილის გზა
OK! ბათუმი

როცა ცოდნა, შრომა და რწმენა ერთიანდება – სოფიო პაპუნაიშვილის გზა

December 21, 2025
სითბოთი შექმნილი სივრცე – მაია გათენაძე და მანიკოს ხის ნაკეთობები
OK! ბათუმი

სითბოთი შექმნილი სივრცე – მაია გათენაძე და მანიკოს ხის ნაკეთობები

December 21, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ბევრისთვის უცნობი ფაქტები მარგო რობის შესახებ!

#OK! ბევრისთვის უცნობი ფაქტები მარგო რობის შესახებ!

July 2, 2021
#OK! ბუდუ

#OK! ბუდუ

March 29, 2025
#OK! ტესტი: რამდენად კარგად გახსოვთ 2022 წლის მნიშვნელოვანი მოდური მოვლენები?

#OK! ტესტი: რამდენად კარგად გახსოვთ 2022 წლის მნიშვნელოვანი მოდური მოვლენები?

January 5, 2023
#OK! მამამ  ექვსი ბილეთი იყიდა, რომ შობა ბორტგამცილებელ ქალიშვილთან ერთად გაეტარებინა

#OK! მამამ ექვსი ბილეთი იყიდა, რომ შობა ბორტგამცილებელ ქალიშვილთან ერთად გაეტარებინა

December 19, 2025

კვირის ჰიტები

მალო დოლიძე – ძლიერი ქალი ტექსტილის სამყაროში

მალო დოლიძე – ძლიერი ქალი ტექსტილის სამყაროში

December 21, 2025
#OK! ანჯელინა ჯოლიმ Time -ის გარეკანზე მასტექტომიისგან დატოვებული იარები გამოაჩინა

#OK! ანჯელინა ჯოლიმ Time -ის გარეკანზე მასტექტომიისგან დატოვებული იარები გამოაჩინა

December 16, 2025
#OK! მამამ  ექვსი ბილეთი იყიდა, რომ შობა ბორტგამცილებელ ქალიშვილთან ერთად გაეტარებინა

#OK! მამამ ექვსი ბილეთი იყიდა, რომ შობა ბორტგამცილებელ ქალიშვილთან ერთად გაეტარებინა

December 19, 2025
ლალი ოყუჯავა – ძალა გუნდში და განვითარებაშია!

ლალი ოყუჯავა – ძალა გუნდში და განვითარებაშია!

December 21, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები