• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! ბათუმი

როცა ცოდნა, შრომა და რწმენა ერთიანდება – სოფიო პაპუნაიშვილის გზა

December 21, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

OK! ბათუმის სტუმარია სოფიო პაპუნაიშვილი – ქალი, რომლის გზა არის ისტორია სიმტკიცის, შრომის და დაუღალავი განვითარებისა. ისტორია იმ ძალის, რომელსაც შეუძლია ნულიდან შექმნას ის სამყარო, სადაც იდეები რეალობად იქცევა. ის არ მისულა უკვე შექმნილზე, თავად გახდა მისი ავტორი. მრავალდარგოვანი განათლება, ფინანსური ხედვა, სამართლებრივი ცოდნა, ადამიანებთან ურთიერთობის უნარი და ტექნოლოგიების მიმართ ინტერესით ჩამოყალიბებული ინოვაციური აზროვნება – სწორედ ამ მრავალფეროვნებამ შექმნა მისი ძლიერი პროფესიული ბირთვი.

სოფიოს ყველა ნაბიჯის მიღმა დგას ერთი მთავარი ძალა – რწმენა, რომ ქალს შეუძლია ყველაფერი, თუ არ ნებდება და საკუთარი თავის მიმართ გულწრფელი რჩება. სოფიო პაპუნაიშვილი დღეს OK! ბათუმის მკითხველს ეცნობა არა მხოლოდ როგორც ძლიერი ქალი, არამედ როგორც ადამიანი, რომელმაც საკუთარი ხედვა ბრენდებად აქცია, საკუთარი იდეები საქმედ და საკუთარი შრომა – წარმატებად.

 

გაეცანით OK! ბათუმის მკითხველს…

მე ვარ ადამიანი, რომელმაც ყველაფერი ნულიდან დაიწყო. არანაირი მემკვიდრეობა, არც აწყობილი ბიზნესი და არც სხვისი ბრენდი. რაც მაქვს ცოდნით, შრომით და საკუთარი ძალებისადმი რწმენით შევქმენი, და ჩემი მრავალმხრივი განათლებით: ფილოლოგია-ლინგვისტიკა (მაგისტრი), სამართალი (მაგისტრი), ფინანსები – უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია და თითქმის ოცწლიანი გამოცდილება. ამ, სრულიად განსხვავებული სფეროების შეჯერება საშუალებას მაძლევს ბიზნესს მრავალწახნაგოვან პრიზმაში შევხედო და მათში ჰარმონია დავინახო. ხელოვნება, მუსიკა, ხელსაქმე და ტექნოლოგიებთან მეგობრობა – ამ მრავალფეროვნებას საკუთარ განზომილებას ჰმატებს. ყველაფერი ჩემს საქმიანობაში ერთ მიზანს ემსახურება: ინოვაციის შექმნას. „სოლიდო“ ჩემი პირველი საკუთარი ბრენდია – არა მემკვიდრეობით მიღებული და ვინმეს შექმნილი, არამედ ნულიდან, საკუთარი ძალებით აშენებული. MAFA – ახალი საფეხური, ჩემი ხედვის ბუნებრივი გაგრძელებაა. „ფელიჩინო“ ჩემთვის უბრალო ჰობად დაიწყო, რომელმაც სწრაფად გადააბიჯა ჰობის საზღვრებს. გაიზარდა, გამრავალფეროვნდა, გადაიქცა პატარა იდეად – შემდეგ მიმართულებად – და ბოლოს ნამდვილ საქმედ, რომელმაც ადამიანების ემოციებზე, განწყობაზე და შინაგან სამყაროზე ზრუნვა დაისახა მიზნად. სახელიც ამ შინაარსის მატარებელია – „მცირედი ბედნიერება“და სლოგანიც თან ერწყმის – ბედნიერება წვრილმანებშია.

მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ჩემი შრომით მოვიპოვე, ახლო ადამიანების გვერდში დგომას ყოველთვის ვგრძნობდი. განსაკუთრებით მადლიერი ვარ ჩემი მშობლების, ჩემი ოჯახის და შვილების, ნათესავების და მეგობრების, რომელთა რჩევა, სითბო, მხარდაჭერა და ნამდვილი კეთილგანწყობა ხშირად იყო ის უხილავი ძალა, რომელიც გზას მიკვალავდა მაშინაც, როცა ყველაფერი რთულად მეჩვენებოდა.

 

 

მოგვიყევით თქვენს საქმიანობაზე. რა იყო ის ბიძგი, რომელმაც აღნიშნული გზა დაგაწყებინათ?

„სოლიდოს“ გზა: ადგილი, სადაც ოცნება საქმედ იქცა.

„სოლიდო“ – „Your Solid Business Partner“

„მაფა“ – „MAFA წარმატებული ბიზნესისთვის“.

სანამ საკუთარ ოფისს შევიძენდი, ფართს ვქირაობდი. გარემო იცვლებოდა, მაგრამ მიზანი უცვლელი რჩებოდა. 2019 წელს დიდი ნაბიჯი გადავდგი – შევიძინე ჩემი ოფისი, გავარემონტე და სწორედ მაშინ დაიწყო პანდემია… მაგრამ, მე ჩემს ოცნებას მაინც სიმბოლურად მივეცი სიცოცხლე: 29 თებერვალს გავხსენი „სოლიდოს“ ოფისი. ამ თარიღს განსაკუთრებული ემოცია აქვს – ფაქტობრივად, „სოლიდოს“ „დაბადების დღე“ ოთხ წელიწადში ერთხელ მოდის. ეს დღე მუდამ მახსენებს, რომ რთული პერიოდის მიუხედავად, როდესაც საკუთარი ოცნების და რწმენის ერთგული რჩები, გამოსავალს ყველაფერში პოულობ. თითქოს ეს იყო გზავნილი საკუთარი თავის მიმართ: ეს ადგილი იცოცხლებს. ეს საქმე გაგრძელდება. „სოლიდო“ იქნება ძლიერი. ეს არის ბრენდი, რომელიც გავზარდე როგორც ადამიანური ღირებულებების მქონე ძლიერი პროფესიული ეკოსისტემა – ადგილი, სადაც მუშაობა სიამოვნებაა, სადაც კოლეგიალურობა და განვითარება ერთმანეთს აძლიერებს.

„მაფას“ (MAFA Fintech AI Solutions) დაფუძნების იდეა კოლეგიალურობის, ერთიანობის და გუნდურობის ატმოსფეროს შესაქმნელად დაიბადა. ეს სივრცე იქმნება იმისთვის, რომ თითოეული კოლეგა სხვა კოლეგას მხარში ამოუდგეს, ზრუნავდეს მათი პროფესიული განვითარებისა და ურთიერთმხარდაჭერისთვის. აბრევიატურა „მაფა“ ასე განიმარტება – თანამედროვე ბუღალტერთა, ფინანსისტთა და აუდიტორთა ასოციაცია.

„მაფა“ არის არა მხოლოდ განათლების და ცოდნის პლატფორმა, არამედ კომუნიკაციის, თანამშრომლობის და კოლეგიური წარმატების სივრცე, სადაც ყველა იდეა, ინიციატივა და შემოქმედებითი ძალისხმევა საერთო მიზანს ემსახურება. ახალი იდეები მომდის, მათ მრავალმხრივად განვიხილავ და ვცდილობ აუცილებლად საქმისკენ მივმართო. ამ გზამ ბუნებრივად მიმიყვანა სტრატეგიულ ხედვამდე: განვავითარო მრავალდარგობრივი, ძლიერი და დამოუკიდებელი კონგლომერატის სტრუქტურა, რომელიც სხვადასხვა სფეროს ერთიან, მდგრად ეკოსისტემად აქცევს.

 

რა ხდის თქვენს საქმიანობას განსაკუთრებულს. რა არის თქვენი მოტივაციისა და შთაგონების წყარო?

საკუთარი საქმიანობის განსაკუთრებულობა იმაშია, რომ ყველაფერი, რასაც ვქმნი, ვცდილობ, ბრენდად გავზარდო და განვავითარო. ამის საფუძველი კი მაღალი პროფესიული სტანდარტები, ეთიკური ღირებულებები და ხარისხზე ორიენტაციაა. ჩემი მთავარი მოტივაცია არის განვითარება, ახალი იდეების დანერგვა და იმ სივრცის შექმნა, სადაც ცოდნა, ინოვაცია და ადამიანური დამოკიდებულება ერთმანეთისგან განუყოფელი იქნება. შთაგონებას ვპოულობ ადამიანებში, ვისაც ჩემი მუშაობა ეხმარება, და იმ განცდაში, რომ თითოეულმა პროექტმა თუ საქმემ ვინმეს გზა უკეთესობისკენ შეცვალოს. ასევე ჩემი უნიკალურობა ისაა, რომ პროფესიული გზის შენებისას, ცნობადობის გასაზრდელად არ გამომიყენებია სხვისი სახელი, ბრენდი თუ გავლენა. საერთაშორისო აღიარების მქონე კომპანიებთან თანამშრომლობის შემოთავაზებაც მქონდა, რაზეც არაერთხელ უარი მითქვამს. ეს გზა ჩემთვის არასდროს ყოფილა მარტივი, მაგრამ ვთვლიდი, რომ ეს იყო სწორი და სამართლიანი. სწორედ დამოუკიდებლობა, ნულიდან შექმნილი ხედვა და ინოვაცია განსაზღვრავს ჩემს უნიკალურობას. ეს სივრცე მხოლოდ მომსახურების მიწოდება არ არის – ეს არის ინოვაციის, შემოქმედებისა და ცოდნის სინთეზი, სადაც ფინანსები, ტექნოლოგია, ადამიანური ურთიერთობები, სწავლება, ერთმანეთს ერწყმის. დღეს ჩემი საქმიანობა უკვე გასცდა ერთი ბრენდის საზღვრებს. „სოლიდო“, „მაფა“ და „ფელიჩინო“ მრავალდარგობრივ, დამოუკიდებელ და ინოვაციურ ეკოსისტემას ქმნიან. ეს არის ბუნებრივი გზა კონგლომერატისკენ, სადაც თითოეული პროექტი ერთი მთლიანობის ნაწილია და საერთო მიზანს ემსახურება: ცოდნა, ინოვაცია და განვითარება.

 

 

იმისთვის, რომ ნდობა და წარმატება მოიპოვო, საჭიროა?

იმისთვის, რომ ნდობა და წარმატება მოიპოვო, საჭიროა, პირველ რიგში, იყო გულწრფელი საქმეში, ურთიერთობებში და გადაწყვეტილებებში.

ნდობას ქმნის მხოლოდ ის ბიზნესი, რომელიც ხარისხიან მომსახურებას, სანდოობას და კონკრეტულ შედეგს სთავაზობს ადამიანებს. ამ ყველაფერს კი საფუძვლად უდევს მაღალეთიკურ და ადამიანურ ღირებულებებზე დაფუძნებული მიდგომა – იქ, სადაც პროფესიონალიზმი და ადამიანობა ერთად მუშაობს, წარმატება ბუნებრივი შედეგი ხდება.

 

რა გზავნილი გაქვთ ქალბატონებისთვის, რომლებიც ახლა იწყებენ საკუთარი გზის ძიებას?

შეცდომების და პატარა თუ დიდი მარცხის მიუხედავად, არასდროს  ჩაიქნიონ ხელი და არ გაჩერდნენ. ახალი გზების ძიებამ, რისკების და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებამ არ შეაშინონ. არასდროს დაკარგონ თავდაჯერებულობა და საკუთარი ძალებისადმი რწმენა. პირადი გამოცდილებიდან, მრავალჯერ გავიმეორებ, რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს. სწორედ ასეთი გარემოებების მიღმა იბადება ახალი შესაძლებლობები. და გახსოვდეთ – თითოეული ნაბიჯი, რამდენადაც რთულიც არ უნდა იყოს, არის გზა თქვენი უნიკალური შესაძლებლობების გახსნისკენ. ყველაზე დიდი რისკი უმოქმედობაა, სხვა დანარჩენი კი ახალი შესაძლებლობა და შედეგისკენ მიმავალი გზაა.

 

რა არის თქვენი მიზანი, სამომავლო გეგმა? როგორ ხედავთ საკუთარ თავს რამდენიმე წელიწადში?

რამდენიმე წელიწადში საკუთარ თავს ვხედავ საერთაშორისო სივრცეში – როგორც „სოლიდოს“, „მაფას“, „ფელიჩინოს“ და იმ მრავალპროფილიანი პროექტების შემქმნელს, რომლებიც კონგლომერატის სტრუქტურას ჩამოაყალიბებენ. ჩემი მიზანია, ჩემი ბრენდები იქცეს რეგიონულ და გლობალურ მასშტაბზე აღიარებულ სახელებად, სადაც ხარისხი, ინოვაცია, პროფესიული სტანდარტები და ადამიანური ღირებულებები მთავარი განმსაზღვრელი იქნება.

მე არ მივდივარ სწრაფი წარმატების გზით, ჩემი გზაა ნულიდან შექმნილი ბრენდები, დამოუკიდებელი ხედვა, ინოვაციაზე ორიენტაცია და მუდმივი განვითარება. მომავალში ვხედავ ძლიერ ეკოსისტემას, რომელიც ერთიანდება განათლების, ფინანსებისა და ტექნოლოგიების გარშემო და რომელიც ახალ შესაძლებლობებს შექმნის როგორც პროფესიონალებისთვის, ისე ბიზნესებისთვის. ახალი იდეები და წამოწყებები „გზაშია“. მათ შესახებ მოგვიანებით მოგიყვებით….

ასევე გაეცანი

სადაც ცოდნა შედეგს ქმნის – ეკატერინე აღამანაშვილის პროფესიული გზა და საერთაშორისო ხარისხის აკადემიის მისია
OK! ბათუმი

სადაც ცოდნა შედეგს ქმნის – ეკატერინე აღამანაშვილის პროფესიული გზა და საერთაშორისო ხარისხის აკადემიის მისია

December 21, 2025
ბედნიერება მოძრაობასა და უწყვეტ განვითარებაშია – თამარ ნიკურაძის გზა…
OK! ბათუმი

ბედნიერება მოძრაობასა და უწყვეტ განვითარებაშია – თამარ ნიკურაძის გზა…

December 21, 2025
როცა ფერები ძლიერი ქალის სიმტკიცეზე საუბრობენ – თეოს ფერადი კოტეჯები
OK! ბათუმი

როცა ფერები ძლიერი ქალის სიმტკიცეზე საუბრობენ – თეოს ფერადი კოტეჯები

December 21, 2025
სითბოთი შექმნილი სივრცე – მაია გათენაძე და მანიკოს ხის ნაკეთობები
OK! ბათუმი

სითბოთი შექმნილი სივრცე – მაია გათენაძე და მანიკოს ხის ნაკეთობები

December 21, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ანაპეა – ნატურალური ღვინის კონცეფცია

#OK! ანაპეა – ნატურალური ღვინის კონცეფცია

November 3, 2021
#OK! ინვესტიცია უძრავ ქონებაში – საჭირო რჩევები დიმიტრი კირხანიდისგან

#OK! ინვესტიცია უძრავ ქონებაში – საჭირო რჩევები დიმიტრი კირხანიდისგან

February 7, 2024
#OK! ზოგჯერ ექიმმა შესაძლოა სიტყვით განკურნოს პაციენტი, ან პირიქით

#OK! ზოგჯერ ექიმმა შესაძლოა სიტყვით განკურნოს პაციენტი, ან პირიქით

July 6, 2022
#OK! კანის მაშველები – სიმართლე, რომელიც რუჯთან დაკავშირებით უნდა იცოდეთ

#OK! კანის მაშველები – სიმართლე, რომელიც რუჯთან დაკავშირებით უნდა იცოდეთ

August 7, 2025

კვირის ჰიტები

#OK! ჩვენებური – ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე

#OK! ჩვენებური – ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე

December 19, 2025
#OK! RTVELISI BRAND SHOP – ახალი სივრცე, ახალი შესაძლებლობები Sheraton-ში

#OK! RTVELISI BRAND SHOP – ახალი სივრცე, ახალი შესაძლებლობები Sheraton-ში

December 16, 2025
#OK! უსასრულო სამყარო – იოსებ ბარდანაშვილის ბგერების ფილოსოფია

#OK! უსასრულო სამყარო – იოსებ ბარდანაშვილის ბგერების ფილოსოფია

December 16, 2025
#OK! მიშელ ობამა ცათამბჯენების ფონზე,  Chanel-ის კაბით გამოჩნდა

#OK! მიშელ ობამა ცათამბჯენების ფონზე, Chanel-ის კაბით გამოჩნდა

December 21, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები