• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! ბათუმი

ქეთევან კაკალაძე საკუთარ კლინიკაზე, ხელოვნების სიყვარულსა და თავის წილ ბათუმზე

December 21, 2025
საკითხავი დრო: 2 mins read

Ok! ბათუმის სტუმარი ძლიერი, მიზანდასახული,  მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ექიმი სტომატოლოგი ქეთევან კაკალაძეა, რომლის 16-წლიანი გამოცდილება, საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული ცოდნა და საკუთარ საქმეში მაღალი პასუხისმგებლობა „კრისტალ დენტს“ ხარისხისა და სანდოობის მაგალითად აქცევს.

მისი უნარი, სამედიცინო გარემოს შეუთავსოს ხელოვნებისადმი სიყვარული, კლინიკას განსაკუთრებულ, თბილ და არასტანდარტულ სივრცედ აქცევს, სადაც პროფესიონალიზმი და ინდივიდუალური ხედვა ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. „კრისტალ დენტის“ ძალას თანამედროვე ხედვა, მაღალი ტექნოლოგიები  და პაციენტებისადმი ემპათიური, დეტალებზე ორიენტირებული მიდგომა ქმნის.

დღეს კლინიკის მთავარი მიზანია, მეტად განვითარდეს, მუდმივად აამაღლოს მომსახურების ხარისხი და პაციენტს შესთავაზოს გამოცდილება, სადაც ზრუნვა, კომფორტი და პროფესიონალიზმი ერთ მთლიან სისტემად იქცევა.

რა სძენს „კრისტალ დენტს“ განსაკუთრებულობას, რით იპყრობს ადამიანების ყურადღებას კლინიკის გარემო და რა არის ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდებათ – კითხვებზე პასუხს OK! ბათუმის ინტერვიუში წაიკითხავთ.

 

რამ გამოიწვია სტომატოლოგიისადმი ინტერესი და როგორ დაიწყო  თქვენი პროფესიული გზა?

სიმართლე გითხრათ სტომატოლოგია ჩემი გადაწყვეტილება არ ყოფილა. ყოველთვის მინდოდა მხატვარი ან  დიზაინერი ვყოფილიყავი. ალბათ, ამიტომაც ავირჩიე მხატვარი მეუღლე. დედაჩემი ბიოლოგია, გენეტიკის სპეციალისტია, ასევე პედაგოგი, აბიტურიენტებსაც ამზადებდა. იმ პერიოდისთვის არჩევანის თავისუფლება არ მქონდა, ვინაიდან,  ფინანსური რესურსი არ იყო, რომ პედაგოგებთან მოვმზადებულიყავი. დედას გადაწყვეტილება იყო, რომ ვყოფილივიყავი ექიმი-სტომატოლოგი.

 

რა გზა გაიარეთ საკუთარი კლინიკის – „კრისტალ დენტის“ გახსნამდე, რა იყო მთავარი სტიმული?

ვფიქრობ, ეს 16-წლიანი შრომის შედეგია, 9 წლიანი სწავლის განვითარების, კვალიფიკაციის ამაღლებისა, რამაც მიმიყვანა იმ კონდიციამდე, რომ უკვე დრო იყო მქონოდა საკუთარი სტომატოლოგიური კლინიკა, ზუსტად ისეთი – რა განვითარების დონეზეც დგას დღეს ჩვენი სტომატოლოგია საქართველოში. აღსანიშნავია, რომ ჩვენ, ქართველებს, ძალიან მაღალი დონის სპეციალისტები გვყავს, რომელთა ნაწილი საზღვარგარეთ დადის გარკვეული მანიპულაციების ჩასატარებლად. 2021 წლიდან, როცა ევროპაში „წითელი გზა“ გაგვეხსნა, ჩვენც, სტომატოლოგებს, თერაპევტებს, ორთოპედებს, შესაძლებლობა მოგვეცა  ევროპულ სტანდარტებს, გაიდლაინებს, მკურნალობის გეგმას უშუალოდ გავცნობოდით და გაგვეზიარებინა  წამყვანი სპიკერების გამოცდილება. აღნიშნულმა გამოცდილებამ, საბოლოოდ, გამიჩინა სურვილი დამეფუძნებინა საკუთარი კლინიკა, სადაც ეს ყველაფერი პრაქტიკაში სრულად იქნებოდა დანერგილი.

 

 

დღეს, „კრისტალ დენტს“ რა გამოარჩევს  სხვა სტომატოლოგიურ დაწესებულებებისგან?

მიმაჩნია, ყველა ექიმის ვალდებულებაა დაიცვას პაციენტი. უმნიშვნელოვანესია – არ ავნო პაციენტს, სტომატოლოგის დევიზიც სწორედ ეს არის. „კრისტალ დენტი“ არის ციფრული სტომატოლოგიის ცენტრი, რომელიც წარმოდგენილია ბაზარზე, როგორც მიკროსკოპული სტომატოლოგია. ჩემს კლინიკაში, ძირითადად, მიკროსკოპული მკურნალობა მიმდინარეობს. მნიშვნელოვანი და მთავარი პრიორიტეტია – შევინარჩუნოთ პაციენტის ფიზიოლოგიური კბილი იმისთვის, რომ გადავარჩინოთ ის განმეორებითი მკურნალობისგან, ასევე, იმპლანტაციისაგან, თუ, რა თქმა უნდა, ამის საშუალება გვაქვს.

დღევანდელ ბაზარზე, წამყვანი სტომატოლოგიური ცენტრები წარმოდგენილნი არიან მაღალი განვითარების სტანდარტებით,  გაიდლაინებითა და სპეციალისტებით. შესაბამისად, შემიძლია ვთქვა, რომ ბაზარზე არსებული სტომატოლოგებისგან არაფრით გამოვირჩევით. მივეკუთვნებით იმ სტომატოლოგიური დაწესებულებების რიგს, ვინც დღევანდელ ბაზარზე წამყვანია თავისი სპეციალისტებით, აკრედიტებული ექიმებითა და  ლაბორატორიით. ალბათ, დიდი ფუფუნებაა კლინიკაში გამართული ციფრული ლაბორატორია გქონდეს, გვყავდეს ექიმი, რომლის სახელობისაც არის ეს ლაბორატორია. „კრისტალ დენტში“ შედგა ჩემი და მისი კოჰაბიტაცია.

 

 

რა მომსახურებებია დღეს ყველაზე მოთხოვნადი და როგორ პასუხობთ თანამედროვე სტანდარტებსა და ტექნოლოგიურ პროგრესს?

სრულად ვპასუხობთ ყველა თანამედროვე სტანდარტს, რაც კი დანერგილია სტომატოლოგიურ კლინიკაში, პროფესიონალი კლინიცისტი ექიმის მიერ, აბსოლუტურად ყველა სერვისი ხარისხიანად ტარდება. კლინიკაში თბილი, მყუდრო, ოჯახური გარემოა. მაქსიმალურად ვცდილობთ პაციენტებს სტომატოლოგთან ვიზიტის ფობია, შიში მოვუხსნათ. დღეს ნამდვილად გვაქვს ამისი საშუალება, XXI საუკუნე – ტკივილის გარეშე საუკუნეა. არანაირი მანიპულაცია აღარ არის მტკივნეული. მაქსიმალურად ვცდილობთ და, ალბათ, გამოგვდის, რომ თანამედროვე ევროპული გაიდლაინების მიერ მოწოდებული პროტოკოლები სრულფასოვნად გამოვიყენოთ კლინიკაში მოსული პაციენტების მკურნალობის პროცესში. თანამედროვე სტომატოლოგიის პრინციპია –  მინიმალური ინვაზია და მაქსიმალური შედეგი.

 

ხელოვნება  თქვენი ცხოვრების ნაწილია, როგორ მოახერხეთ მისი ინტეგრირება კლინიკის გარემოში და როგორ რეაგირებენ პაციენტები ამ არაჩვეულებრივ, ხელოვნებით სავსე ატმოსფეროზე?

როდესაც უნივერსიტეტში   სტომატოლოგიურ ფაკულტეტზე ჩავირიცხე, დედაჩემს დავემუქრე, თუ არ გავხდებოდი მხატვარი, აუცილად მეყოლებოდა  მხატვარი მეუღლე. ასეც მოხდა, ნამდვილად მყავდა  მხატვარი მეუღლე, ბექა ბოლქვაძე, რომელიც დაიბადა და გაიზარდა ხელოვანების ოჯახში. მამა მოქანდაკეა, დედა ლიტერატურის სპეციალსტი, მუშაობდა სახელმწიფო ხელოვნების მუზეუმში.  თუმცა, ჩემი სიყვარული ხელოვნებისადმი ბექასთან არ ასოცირდება, ბიძაც ხელოვანი მყავდა, დეიდაც, ყოველთვის მიყვარდა ხატვა,  მაგრამ, რომ გითხრათ ნიჭიერი ვიყავი მხატვრობაში მეთქი – მოგატყუებთ. ეს იყო ჩემი ერთ-ერთი ჰობი,  ხელოვნებისადმი სიყვარული, რომელიც უფრო ინტერიერის მიმართულებაში გადავიტანე. მიყვარს ყველაფერი, რაც  ძველი და ვინტაჟურია. მომწონს დაზიანებული კედლები, ანუ, ინტერიერი, რომელიც არ არის გაპრიალებული. ჩემი კლინიკის კედლებს  ამშვენებს ორიგინალი ნახატები. ორი უზარმაზარი ნახატი ბექა ბოლქვაძის ხელოვნების ნიმუშია, ერთი ნახატი  კი აკაკი ჯაშს ეკუთვნის. რა თქმა უნდა, სახლიც დატვირთული მაქვს ნახატებით.  ხშირად ამბობენ, ქეთიმ კლინიკაში პატარა მუზეუმი გააკეთაო. დედაჩემიც თვლის, რომ კლინიკის, ასევე სახლის  ინტერიერი გადატვირთულია, მაგრამ, მე ძალიან მომწონს. კლინიკაში შემოსვლისას, სანამ ბახილებს არ დაინახავენ, პაციენტებს ჰგონიათ, რომ სხვაგან მოხვდნენ… ძალიან ბევრჯერ უკან გასულან. მაქსიმალურად შევეცადე შემექმნა ისეთი სივრცე, როგორსაც მე ვისურვებდი, რომ დამხვედროდა  ნებისმიერ დაწესებულებაში. გარემო, რომელიც მომიხსნიდა დაძაბულობას და თავს მშვიდად მაგრძნობინებდა. ჩემი კლინიკა ადაპტირებულია მაქსიმალურ კომფორტზე, რომ სანამ პაციენტი  ექიმთან შევა, თავი ოჯახურ, მყუდრო და საინტერესო გარემოში იგრძნოს. ამით ნამდვილად შემიძლია გამოვარჩიო „კრისტალ დენტი“ ბევრი სტომატოლოგიური კლინიკისგან.

 

 

როგორია თქვენი წილი ბათუმი, რა ემოციას გაძლევთ ეს ქალაქი?

ბათუმი ძალიან ექსტრავაგანტური ქალაქია. ჩემთვის ის სიმშვიდესთან,   რელაქსთან ასოცორდება. ბათუმი არის ქალაქი, რომლის გარდა, ალბათ, ვერსად ვიცხოვრებდი. წლის განმავლობაში რამდენიმე ევროპულ ქალაქში გავდივარ, შვილების შემდეგ, ყველაზე მეტად ბათუმი მენატრება. როგორც კი ფეხს დავდგამ ბათუმში, ვხვდები, რომ ჩემს მიწაზე ვდგავარ. ბევრად მშვიდი, დაცული ტერიტორიაა. უბრალოდ, ერთადერთი, რასაც არ ვისურვებდი, ეს არის ამდენი მაღალ შენობა. ადრე, ფანჯარას რომ გააღებდი ზღვასაც ხედავდი, მთასაც, ახლა ყველა ფანჯრიდან, საითაც არ უნდა გაამოაღო,  მხოლოდ ცათამბჯენები ჩანს.

 

შვილებზე მინდა გკითხოთ. გაგვაცანით, ვინ არიან, რა ინტერესები აქვთ?

დავითი და ნია… დავითი 15 წლისაა, ნია 10 წლის. დათო უფრო ჩემი ხასიათისაა,  ჟილკიანია, ძალიან ბევრს შრომობს, რომ თავისი გაიტანოს, მე ეს მომწონს ადამიანის ხასიათში. მაგრამ სულ ვამბობ, რომ უნდა გაიტანო რეალური ისტორია და არა გამოგონილი. ნია არის სიმშვიდე. ნიას უყვარს სიყვარული. ოჯახის ყველა წევრისგან აბსოლუტურად გამორჩეულია. იმდენად დიდი სითბო და სიყვარული შეუძლია, რომ სამყაროს ეყოფა. დათოც თბილი და ენერგიული ბიჭია, სტომატოლოგიამ დააინტერესა, იცის რა უნდა ამ ცხოვრებისგან და რაც ყველაზე მთავარია ხვდება –  დღეს რომ სტომატოლოგიას ფეხი აუბას და  წარმატებული სტომატოლოგი გახდეს, ძალიან კარგ უნივერსიტეტში უნდა ჩააბაროს, მაღალ დონეზე უნდა ისწავლოს, რომ სწრაფ ტემპში მიაღწიოს სასურველ შედეგს. ნია? ნია არის ის ოცნებები, რომელიც მე მქონდა. ნია თავიდან ბოლომდე ხელოვანია – შეგნებითაც, გულითაც, სულითაც, თითებითაც. მთელი ნატურით შემოქმედებითი ადამიანია. რაც შეეხება შვილებთან გატარებულ დროს, რაც კლინიკა გავხსენი, ამას, ფაქტობრივად, ვერ ვახერხებ. ჩემი შვილები ჩემს დედამთილთან და მამამთილთან იზრდებიან. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ჩემს ყოფილ მეუღლეს ჰყავს მეუღლე, რომელთანაც ასევე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. არანაირი დაბრკოლება ურთიერთობებში არასდროს გვქონია. უბრალოდ, ერთ დღეს ორი ადამიანის საერთო ცხოვრება დასრულდა, თუმცა ოჯახი ოჯახად დარჩა, და ყოველთვის ასე იქნება. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არა ჩემი ყოფილი მეუღლის მშობლების ხელშეწყობა და დახმარება, ვერც ამდენ სასწავლო პროგრამაში ჩავერთვებოდი, როგორც სტომატოლოგი და, რა თქმა უნდა, ვერც კლინიკას გავხსნიდი. როდესაც ორი შვილი გყავს, თავისი სკოლებით, პედაგოგებით, რეპეტიტორებით, კლინიკის მართვას ვერ მოახერხებ თუ არ გყავს დამხმარე ძალა. მადლიერი ვარ, რომ ამ ცხოვრებაში განქოწინების შემდგომ ადეკვატური, ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანების ხელში ვიყავი, რომლებმაც მომცეს იმის საშუალება, რომ ჩემი შვილებისთვის, მათი უკეთესი მომავლისთვის განვვითარებულიყავი.  ჩემს შვილებს არც დედის წასვლით, არც   მამის სხვა ოჯახის შექმნით, სტრესი არც ერთი წამით არ ქონიათ. ჩვენ ამისთვის ვამზადებდით. მეტსაც გეტყვით, მეუღლესთან განშორების შემდეგ,   დედამთილთან და მამამთილთან ვიცხოვრე ხუთი წელი და 8 თვე. ნია პატარა იყო და სპეციალური მოვლა, ყურადღება ესაჭიროებოდა, ამიტომ, მე დავრჩი სახლში, ჩემს მეორე დედასთან.

 

 

მოგზაურობაზე უნდა გკითხოთ. თქვით, რომ წლის განმავლობაში რამდენიმე ქვეყანაში მოგზაურობთ. რა არის თქვენთვის მოგზაურობა? რის მიხედვით ირჩევთ ქვეყანას მოგზაურობისთვის?

აზია მიყვარს ძალიან, იქ სადაც ტყე და ჯუნგლებია. არ მიყვარს გაპრიალებული ასფალტები. მაგრამ, ისე ხდება ხოლმე, რომ თავად ვერ ვირჩევ ქვეყანას, რადგან თითეული ევროპაში გასვლა უკავშირდება სწავლას, კვალიფიკაციის ამაღლებას. ვმონაწილეობ და ჩართული ვარ სხვადასხვა კომპანიების მიერ დაორგანიზებულ სხვადასხვა პროექტებში. ძალიან ბევრ წამყვან სპეციალისტთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს. მათთან ერთად დროის გატარება, ასევე, ახალი ადამიანების გაცნობა, ახალ სივრცეში ადაპტირება, ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. მჯერა, აუცილებლად მოვა დრო, როცა მე თვითონ ავირჩევ ქვეყანას რუკაზე და უბრალოდ დასასვენებლად წავალ.

 

 

 თქვენი ცხოვრების რიტმს მუსიკის რომელ ჟანრს შეადარებდით?

 გაგიკვირდებათ და ყველანაირ მუსიკას ვუსმენ, თუმცა ამ ბოლო ვუსმენ U2, რამშტაინს, რედიო ჰედს. ჩემს კლინიკაში, პაციენტთან მანიპულაციის პროცესში სწორედ მათი მუსიკაა ჩართული, იმ თაობის, რომელიც ძალიან მიყვარდა და რომელთა სიმღერებზეც გავიზარდე. მე ის უფულობის, უპურობის, უშუქობისა და უწყლობის პერიოდი მირჩევნია დღევანდელ გაპრიალებულს, რადგან, მაშინ ყველაფერი იყო პირდაპირ კომუნიკაციაზე დამყარებული. ახლა ყველაფერი აეწყო მესიჯებზე, ვატსაპზე, ჩატებზე, რაც მაღიზიანებს, არ მომწონს, არ მიყვარს.  რისი დეფიციტიც მაქვს იმას მუსიკა მივსებს, რადგან ძველ პერიოდს მახსენებს.

 

რა გეგმები გაქვთ „კრისტალ დენტის“ შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით? 

„კრისტალ დენტს“, ერთადერთი, თავის სივრცეში 3D ტომოგრაფიული რენტგენის აპარატი არ უდგას, ეს არის ზედა და ქვედა ყბის სრული გაშუქების აპარატი, რომელიც დიაგნოსტიკისთვის   ასპროცენტიანი გარანტია. ანუ, ვგულისხმობ იმას, რომ წამყვან სპეციალისტს, ვისაც სურვილი აქვს რომ  თანამედროვე სტანდარტის მკურნალობა შესთავაზოს პაციენტს და დაუგეგმოს, გაწეროს ინდივიდუალური მკურნალობის გეგმა, 3D ტომოგრაფიის გარეშე ფიზიკურად ვერ შეძლებს. სივრცე არ გვყოფნის, შესაბამისად, ამ ეტაპისთვის მაქსიმალურად ჩართულები ვართ, რომ გავფართოვდეთ. მიუხედავად იმისა, რომ კლინიკა ბაზარზე წელიწადი და რვა თვეა პოზიციონირებს, რაც კი მოწოდებულია მსოფლიოში არსებული აპარატებიდან, ყველა გვაქვს, აღნიშნული აპარატის გარდა, რადგან მას აქვს ძალიან მკაცრად გაწერილი რეგულაცია. შესაბამისად, ვფიქრობ, 2026 წლის ბოლოსთვის კლინიკას მივამატებთ ფართს, სადაც დაგვემატება კაბინეტები, დაგვემატება 3D ტომოგრაფიის აპარატები, რომლებიც ჰაერივით გვჭირდება. აქვე მინდა დავაანონსო, ჩვენი კლინიკა 13-14 დეკემბერს უმასპინძლებს თბილისში საერთაშორისო განვითარების ცენტრ „იდეას“ სპიკერ ბუბა ჩაჩხიანს, მაღალი დონის სპეციალისტს, რომელიც ჩაატარებს ტრენინგს ციფრული სკანერის პროტოკოლის შესწავლის თაობაზე, რომელიც ჩვენს კლინიკაშიც წარმოდგენილია. ის ექიმებს შეასწავლის სკანერის სწორად გამოყენებას და მასთან ურთიერთობის იმ პატარა, წვრილმან დეტალებს, რომელიც ბევრმა სტომატოლოგმა არ იცის, მათ შორის მეც.

 

 

და ბოლოს, რა არის ის, რაც ყველაზე მეტად გსურთ?

 ჩემი ყველაზე დიდი მიზანია და იმედი მაქვს, რომ აუცილებლად განვახორციელებ – ძალიან მინდა მქონდეს დაწესებულება, სადაც სხვადასხვა კომპანიების დახმარებით, მოვახდენ, როგორც საქართველოს, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნის  წარმატებული სპიკერების მოწვევას და მიკროსკოპული სასწავლო ცენტრის გახსნას. მეორე მიზანი არის ის, რომ მიჩვეულ მარტოობას  გადავეჩვიო –  რაც ძალიან მინდა.

ასევე გაეცანი

ქალი, რომელმაც შთაგონება მთებში იპოვა – ზალინა დუმბაძე და AKUTSA COTTAGES
OK! ბათუმი

ქალი, რომელმაც შთაგონება მთებში იპოვა – ზალინა დუმბაძე და AKUTSA COTTAGES

December 21, 2025
ლალი ოყუჯავა – ძალა გუნდში და განვითარებაშია!
OK! ბათუმი

ლალი ოყუჯავა – ძალა გუნდში და განვითარებაშია!

December 21, 2025
ქალების ხმა დღეს ბევრად უფრო მკაფიოა – გურანდა გოგიტიძე
OK! ბათუმი

ქალების ხმა დღეს ბევრად უფრო მკაფიოა – გურანდა გოგიტიძე

December 21, 2025
ნატალია ვაშაკიძე, ძლიერი ემიგრანტი ქალი, რომლის თითოეული მიზანი საქართველოს უკავშირდება
OK! ბათუმი

ნატალია ვაშაკიძე, ძლიერი ემიგრანტი ქალი, რომლის თითოეული მიზანი საქართველოს უკავშირდება

December 21, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ვაკო მოტორსი – სატვირთო ინდუსტრიის ლიდერი კომპანია

#OK! ვაკო მოტორსი – სატვირთო ინდუსტრიის ლიდერი კომპანია

July 11, 2024
#OK! ნინო ნოდია OK! Health and Beauty Book-ის მოწვეული რედაქტორი

#OK! ნინო ნოდია OK! Health and Beauty Book-ის მოწვეული რედაქტორი

July 3, 2021
OK! ის გახსოვს? გორგასალზე რომ დროშა დაამაგრა

OK! ის გახსოვს? გორგასალზე რომ დროშა დაამაგრა

May 13, 2024
#OK! m ² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს

#OK! m ² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს

April 29, 2024

კვირის ჰიტები

#OK! რა წავისვათ სახეზე 2026 წელს? – თინა შალიკაშვილის რჩევები

#OK! რა წავისვათ სახეზე 2026 წელს? – თინა შალიკაშვილის რჩევები

December 17, 2025
#OK! საკუთარი სინათლით შექმნილი სამყარო ანა შამილაძის გზა…

#OK! საკუთარი სინათლით შექმნილი სამყარო ანა შამილაძის გზა…

December 19, 2025
#OK! კენდო – გოგონებისთვის, რომლებსაც უყვართ მოდური სამოსი

#OK! კენდო – გოგონებისთვის, რომლებსაც უყვართ მოდური სამოსი

December 15, 2025
#OK! გიორგი ოჩხიკიძის სპორტული ფორმულა – შინაგანი თავდაჯერებულობა, რწმენა და შრომა

#OK! გიორგი ოჩხიკიძის სპორტული ფორმულა – შინაგანი თავდაჯერებულობა, რწმენა და შრომა

December 16, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები