• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! “ლია რომ დავინახე, დავმუნჯდი, თითქოს მუცელში ჩამივარდა ენა” – ქართული კინოს ლეგენდარული წყვილები

June 23, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ქართული კინო არა მხოლოდ გამორჩეული ფილმებისა და დაუვიწყარი როლების, არამედ სიყვარულის ისტორიების ქრონიკაცაა. წლების განმავლობაში მაყურებლის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობდნენ წყვილები, რომლებმაც ერთმანეთის გვერდით როგორც პირად ცხოვრებაში, ისე შემოქმედებით გზაზე დიდი წარმატების მიღწევა შეძლეს.

დღეს ქართული კინოს სწორედ იმ ლეგენდარულ წყვილებს გავიხსენებთ, რომლებმაც თავიანთი ცხოვრებითა და შემოქმედებით ეპოქა შექმნეს.

ნიკა თავაძე და ნატა მურვანიძე

 

 

ნატა მურვანიძის დედა ცნობილი ბალერინა მაკა მახარაძეა, მამა კი — თეატრალური მხატვარი მურაზ მურვანიძე. მისი ბებია და ბაბუა ქართული კულტურის ლეგენდები — მედეა ჩახავა და კოტე მახარაძე არიან.

არც მერაბ თავაძეა ხელოვნების სამყაროსგან შორს გაზრდილი. მისი დედა, იზა გიგოშვილი, ქართული თეატრის ერთ-ერთი გამორჩეული მსახიობი იყო, მამა კი — მსახიობი და კინორეჟისორი მერაბ თავაძე.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე არტისტულ გარემოში გაიზარდა, მათი გზები პირველად თეატრალურ ინსტიტუტში გადაიკვეთა. როგორც თავად იხსენებენ, ერთმანეთი აბიტურიენტობის პერიოდში, ინსტიტუტის შენობასთან შეხვდნენ, სადაც მომავალი სტუდენტები გამოცდების განრიგსა და ჩარიცხულთა სიებს ეცნობოდნენ.

ჯერ ჯგუფელები გახდნენ —მეგობრობა თანდათან სიყვარულში გადაიზარდა და ურთიერთობის დაწყებიდან დაახლოებით ერთ წელიწადში დაქორწინდნენ.

ახალგაზრდა წყვილის ცხოვრება სწრაფად ვითარდებოდა. როდესაც მესამე კურსზე სწავლა დაიწყო, ინსტიტუტში ნიკა მარტო მივიდა და თანაკურსელებს მნიშვნელოვანი სიახლე აუწყა — წინა დღეს ის და ნატა მშობლები გახდნენ. მათ ვაჟი, დათა თავაძე შეეძინათ.

სოფიკო ჭიაურელი და გიორგი შენგელაია

სოფიკო ჭიაურელი და გიორგი შენგელაია ქართული კულტურის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ წყვილად მიიჩნეოდნენ. მათი ისტორია ბავშვობის მეგობრობით დაიწყო – ტრაგიკულად დაღუპული ნატო ვაჩნაძეს უმცროს შვილზე, გიორგიზე, სოფიკოს დედა, ვერიკო ანჯაფარიძე ზრუნავდა.

დროთა განმავლობაში ეს მეგობრობა უფრო ღრმა გრძნობად გადაიქცა. სოფიკო მოსკოვში, კინემატოგრაფიის ინსტიტუტში სწავლობდა, როდესაც ოჯახის შექმნა გადაწყვიტეს და მალევე ორი ვაჟის — ნიკოლოზისა და ალექსანდრეს — მშობლები გახდნენ.

როგორც სოფიკო მოგვიანებით იხსენებდა, მათი ურთიერთობა მეგობრობიდან ბუნებრივად გადაიზარდა სიყვარულში. ახალგაზრდობის წლები ერთად გაატარეს, შექმნეს ოჯახი და შვილების დაბადებამ განსაკუთრებული ბედნიერება მოუტანა, თუმცა ცხოვრებამ საბოლოოდ სხვადასხვა მიმართულებით წაიყვანა.

ლია ელიავა და ოთარ კობერიძე

 

 

“მშვენიერი დარი იდგა. მე უკვე ბაში-აჩუკის ტანსაცმელში ვიყავი გამოწყობილი და ველოდებოდი სხვა მსახიობების გამოჩენას. ლია რომ დავინახე, დავმუნჯდი, თითქოს მუცელში ჩამივარდა ენა. იგი ისეთი მშვენიერი იყო, თვალი ვერ მოვწყვიტე, მზესავით ანათებდა“ – ასე იხსენებდა ოთარ კობერიძე ლია ელიავასთან პირველ შეხვედრას.

მაშინ ოთარს უკვე ოჯახი ჰყავდა, ხოლო ლია ქმართან გაშორებული იყო.

როგორც მოგვიანებით მსახიობი დოდო ჭიჭინაძე იხსენებდა, მათ ურთიერთობას სერიოზული წინააღმდეგობები შეხვდა — საზოგადოების შეფასებები და ოჯახური გარემოებები. მისი თქმით, ლია ხშირად უზიარებდა პირად განცდებს და რჩევებსაც სთხოვდა.

თავდაპირველად დოდო ჭიჭინაძე ამ  ურთიერთობას სკეპტიკურად უყურებდა, თუმცა დროის გასვლასთან ერთად აზრი შეეცვალა. როგორც თავად ამბობდა, მათ შორის არსებული გრძნობა იმდენად ძლიერი იყო, რომ ერთმანეთის გარეშე ცხოვრება პრაქტიკულად შეუძლებელი ჩანდა და სწორედ ამიტომ, საბოლოოდ, მათი კავშირი ბევრისთვის საკამათო, მაგრამ გარდაუვალ სიყვარულად იქცა.

მედეა ჯაფარიძე და რეზო თაბუკაშვილი

 

 

მედეა ჯაფარიძის პირველი ქმარი, გრიშა კოსტავა ანტისაბჭოთა საქმიანობის ბრალდებით დააპატიმრეს და 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.  

გადასახლებიდან კოსტავას მედიკოსთვის შემოუთვლია, – ნუ დამელოდები, არ ვიცი, როდის გამოვაღწევ აქედან, ან გამოვაღწევ კი?! ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხარ და თუ ვინმე ღირსეული გამოჩნდა, გაყევი ცოლადო…

1947 წელს მედეა მოსკოვში დაბრუნდა და სწავლა სამხატვრო თეატრის სტუდიაში განაგრძო. სწორედ ამ პერიოდში გაიცნო რეზო თაბუკაშვილი.

წყვილი ყველგან განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობდა — როგორც თანამედროვეები იხსენებდნენ, მათში ერთდროულად იყო ხიბლი, შინაგანი სიმტკიცე და ბუნებრივი მიმზიდველობა.

კახი კავსაძე და ბელა მირიანაშვილი

 

კახი კავსაძემ ბელა უნივერსიტეტის დერეფანში ნახა და მაშინ შეუყვარდა.

“მე ბედნიერი კაცი ვიყავი – მქონდა სიყვარული და დიდი პასუხისმგებლობა. ჩემ გვერდით დიდებული ქალი იყო – ბელა მირიანაშვილი, ქალი, რომლის გვერდითაც უნდა გეცადა, ღირსეული ყოფილიყავი. არ ვიცი, რამდენად გამომდიოდა ან საერთოდ გამომდიოდა თუ არა”, – ასე იხსენებდა კახი კავსაძე მეუღლეს.

ბელა მირიანაშვილისთვის თეატრი ცხოვრების მთავარი ნაწილი იყო, თუმცა ორსულობის პერიოდში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გართულდა.

23 წლის განმავლობაში ებრძოდა მძიმე დაავადებას. 1992 წლის ზაფხულში, მოსკოვში გადაღებებზე მყოფ მეუღლეს დაურეკა და თბილისში დაბრუნება სთხოვა. წყვილი მარიამობის დღესასწაულს ერთად შეხვდა, თუმცა სწორედ ამ დღეს ბელა 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ასევე გაეცანი

#OK! Halloween: უძველესი კელტური ტრადიციიდან თანამედროვე დღესასწაულამდე
OK! კულტურა

#OK! Halloween: უძველესი კელტური ტრადიციიდან თანამედროვე დღესასწაულამდე

October 30, 2026
#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია
OK! კულტურა

#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია

October 29, 2026
#OK! ჰოლივუდის ვარსკვლავების ყველაზე დასამახსოვრებელი ჰელოუინის კოსტიუმები
OK! კულტურა

#OK! ჰოლივუდის ვარსკვლავების ყველაზე დასამახსოვრებელი ჰელოუინის კოსტიუმები

October 28, 2026
#OK! 5 ფილმი, რომელიც ჰელოუინის საღამოს განსაკუთრებულ განწყობას შეგიქმნით
OK! კულტურა

#OK! 5 ფილმი, რომელიც ჰელოუინის საღამოს განსაკუთრებულ განწყობას შეგიქმნით

October 27, 2026

ახლა კითხულობენ

#OK!  10 ქვეყანა, რომლებსაც ყველაზე განსხვავებული საქორწილო ტრადიციები აქვთ

#OK! 10 ქვეყანა, რომლებსაც ყველაზე განსხვავებული საქორწილო ტრადიციები აქვთ

August 6, 2025
#OK! Emmy 2025-ის საუკეთესო კაბები წითელ ხალიჩაზე

#OK! Emmy 2025-ის საუკეთესო კაბები წითელ ხალიჩაზე

September 15, 2025
#OK! სრულყოფილება დეტალებშია… ინტერვიუ პლასტიკურ და რეკონსტრუქციულ ქირურგ ზურა შანავასთან

#OK! სრულყოფილება დეტალებშია… ინტერვიუ პლასტიკურ და რეკონსტრუქციულ ქირურგ ზურა შანავასთან

June 5, 2021
#OK! ივ სან ლორანი: დიზაინერი, რომელმაც ქალები შეცვალა – მარიამ რეხვიაშვილის ბლოგი

#OK! ივ სან ლორანი: დიზაინერი, რომელმაც ქალები შეცვალა – მარიამ რეხვიაშვილის ბლოგი

June 1, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები

October 28, 2026
#OK! რამდენს გამოიმუშავებენ Victoria’s Secret-ის მოდელები ჩვენებაში მონაწილეობით – რა არის მატილდა გვარლიანის სავარაუდო ჰონორარი?

#OK! რამდენს გამოიმუშავებენ Victoria’s Secret-ის მოდელები ჩვენებაში მონაწილეობით – რა არის მატილდა გვარლიანის სავარაუდო ჰონორარი?

October 27, 2026
#OK! ქართველი მოდელი ანი სტეფანიშვილი Miss Asia Global 2026-ის გამარჯვებულია

#OK! ქართველი მოდელი ანი სტეფანიშვილი Miss Asia Global 2026-ის გამარჯვებულია

October 30, 2026
#OK! ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა

#OK! ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა

October 25, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები