• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! ბათუმი

ქალი, რომელმაც შთაგონება მთებში იპოვა – ზალინა დუმბაძე და AKUTSA COTTAGES

December 21, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

სადაც სურვილი საქმედ იქცევა და გამოცდილება ახალ გზად, სწორედ იქ იბადება ის ისტორიები, რომლებიც ადამიანებს ინსპირაციას აძლევს. OK! ბათუმის სტუმარი, ზალინა დუმბაძე, განათლებით ბიოლოგი და გამოცდილებით მრავალწლიანი მენეჯერი ბიზნესისა და გაყიდვების სფეროში, დღეს საკუთარ ცხოვრებას ახალი ნიშნულიდან აგრძელებს. ბათუმის ურბანული დინამიკიდან აჭარის მაღალმთიან სოფელ აქუცაში გადავიდა და ოჯახთან ერთად შექმნა სივრცე Akutsa Cottages, რომელიც მისთვის მხოლოდ ტურისტული პროდუქტი კი არა, ემოციების, მოგონებებისა და შინაგანი სიმშვიდის ადგილია, სადაც ბუნება და ადამიანი ერთად ქმნიან ნამდვილ ჰარმონიას.

 

გაეცანით OK! ბათუმის მკითხველს…

მე ვარ ზალინა დუმბაძე, განათლებით ბიოლოგი, 17 წლიანი ბიზნესისა და გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილებით. მყავს მეუღლე და ორი შვილი (ნიკა 23 წლის და გიორგი 20 წლის). ვცხოვრობ ქალაქ ბათუმში.

დღეს ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი აჭარის მაღალმთიანი რეგიონის სოფელ აქუცაში, მთებს შორის გრძელდება. ეს არის ადგილი, სადაც ბუნება, სიწყნარე და ჰაერი ერთმანეთს ჰარმონიით ერწყმის და სადაც ჩემი პირადი ხედვა ახალ საქმედ და ოჯახურ ხედვად იქცა.

 

მოგვიყევით თქვენს საქმიანობაზე. რამ გიბიძგათ იმისკენ, რომ ეს არც ისე იოლი გზა აგერჩიათ?

ბავშვობაში იაკუტიიდან მზიან აჭარაში მოვხვდი, აქ განსაკუთრებული ბუნება, ადამიანების სიყვარული, მეგობრული ურთიერთობები დამხვდა, ამან განაპირობა არაერთ საქმეში ჩემი წარმატება.

საქმე ეტაპობრივად დაიწყო, პანდემიის პერიოდში. გვქონდა მიწა, რომელსაც  მხოლოდ ოჯახური დასვენებისთვის ვიყენებდით, არაჩვეულებრივი ბუნებაა, ამიტომ იდეებმა სწრაფად შეიძინა კონკრეტული ფორმა და დღეს სრულფასოვან მიმართულებად ჩამოყალიბდა. ბიძგი იყო სურვილი –  შეგვექმნა სივრცე, სადაც ადამიანები ბუნების წიაღში, რეალურ სიმშვიდეში შეძლებდნენ განტვირთვას. დღეს  ეს სივრცე უკვე  Akutsa Cottages• (აქუცა კოტეჯების) სახით არსებობს.

 

 

რით არის თქვენი საქმიანობა განსაკუთრებული? რა არის თქვენი შთაგონების წყარო?

ჩემი საქმიანობა განსაკუთრებულია, რადგან მე არ ვქმნი მხოლოდ ბიზნესს, ეს ის ადგილია სადაც ადამიანები ბედნიერ მოგონებებს იქმნიან და ისევ ჩვენთან –  უკან, არაერთხელ ბრუნდებიან, ოჯახებთან თუ მეგობრებთან ერთად. მეც მათთან ერთად, მათი პატარ-პატარა ისტორიის თანამონაწილე ვხდები, რაც, რა თქმა უნდა, ორმაგად მაძლევს მოტივაციას, რომ საქმე დიდი შემართებით ვაკეთო. კოტეჯები არ არის მხოლოდ დასასვენებელი სივრცე, მას აქვს მრავალმხრივი გაფართოების და განვითარების შესაძლებლობა. დიდ პოტენციალს ვხედავ სხვადასხვა მიმართულებაში, რაც ასევე ჩემი შთაგონების წყაროა.

 

იმისათვის, რომ ნდობა და წარმატება მოიპოვო – საჭიროა?

საჭიროა იყო გულწრფელი, რეალური და თავდაჯერებული. საჭიროა ადამიანები, რომლებიც მხარში დაგიდგებიან და ძალას შეგმატებენ და, რაც მთავარია, უნდა გჯეროდეს იმის, რასაც აკეთებ. ამ გზაზე მარტო არ ვყოფილვარ, ჩემს გვერდით იყვნენ ოჯახის წევრები, რომელთა მხარდაჭერა ფასდაუდებელია.

 

რა გზავნილი გაქვთ ქალბატონებისათვის, რომლებიც ახლა იწყებენ საკუთარი გზის ძიებას?

მე ვარ – დედა, მეუღლე და ქალი, რომელმაც საკუთარ შესაძლებლობები ნაბიჯ-ნაბიჯ გამოვავლინე. ბიზნესის, მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით ვსაქმიანობდი, მაგრამ დიდმა სურვილმა, ურთიერთობების სიყვარულმა მიმიყვანა იქ, სადაც დღეს ვარ – ტურისტულ სფეროში. წარმატება არ იცნობს სქესს, ასაკს ან განათლებას. წარმატება მოდის მაშინ, როცა სურვილებს მიზნებად აქცევ და მზად ხარ შრომისთვის. წარმატება მოდის მაშინ, როცა გჯერა.

ყველა ქალს მინდა ვუთხრა – თქვენში უკვე დევს ყველაფერი, რაც წარმატებისთვის გჭირდებათ. ნუ დაელოდებით იდეალურ დროს. გაბედეთ, სცადეთ, ნუ შეგეშინდებათ შეცდომების. თითოეული შეცდომა გამოცდილება, ძალა და განვითარებაა. საბოლოოდ, ყველაზე დიდი ბრძოლა, რომელსაც ვაწყდებით, საკუთარ თავთან გვაქვს და სწორედ მას უნდა გავუმკლავდეთ.

 

 

რა არის თქვენი მიზანი, სამომავლო გეგმა? როგორ ხედავთ საკუთარ თავს რამდენიმე წელიწადში?

მინდა, აქუცაში დაწყებული საქმე კიდევ უფრო განვითარდეს, გაფართოვდეს და სრულფასოვან ოჯახურ ბიზნესად გადაიქცეს. ადგილად, სადაც ადამიანები იგრძნობენ სითბოს, სიმშვიდეს და ბუნების ენერგიას. რამდენიმე წელში მინდა ვიყო –  ქალი, რომელმაც ოჯახთან ერთად შექმნა ძლიერი საფუძველი, განავითარა ბიზნესი და სხვა ადამიანებსაც მისცა საკუთარი გზის პოვნის შანსი.

ასევე გაეცანი

#OK! მონარქი – ისტორიული ხიბლი და თანამედროვე ელეგანტურობის სტანდარტი
OK! ბათუმი

#OK! ნანა აბულაძის ჟურნალის სვეტი OK! ბათუმისთვის

December 30, 2025
#OK! მონარქი – ისტორიული ხიბლი და თანამედროვე ელეგანტურობის სტანდარტი
OK! ბათუმი

#OK! მონარქი – ისტორიული ხიბლი და თანამედროვე ელეგანტურობის სტანდარტი

December 29, 2025
#OK! OCEAN DRIVE – მუსიკალური ენერგია, რომელიც უნდა შეიგრძნო!
OK! ბათუმი

#OK! OCEAN DRIVE – მუსიკალური ენერგია, რომელიც უნდა შეიგრძნო!

December 29, 2025
#OK! ამბიციური გეგმებით, ლადო მიქელაძე ლენდმარკის განვითარების პერსპექტივაზე
OK! ბათუმი

#OK! ამბიციური გეგმებით, ლადო მიქელაძე ლენდმარკის განვითარების პერსპექტივაზე

December 29, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! Self-care კულტურა, ბუნებრივი სილამაზე და ესთეტიკის მომავალი – როგორ გავხდეთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია

#OK! Self-care კულტურა, ბუნებრივი სილამაზე და ესთეტიკის მომავალი – როგორ გავხდეთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია

January 5, 2026
#OK! ჯანსაღი გახდომა მხოლოდ ერთ თვეში – ზუზუ ნოდიას საოცარი შედეგი

#OK! ჯანსაღი გახდომა მხოლოდ ერთ თვეში – ზუზუ ნოდიას საოცარი შედეგი

February 7, 2023
#OK! ინტერვიუ ანი იარალიშვილთან – საქართველოს ახალგაზრდა ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში

#OK! ინტერვიუ ანი იარალიშვილთან – საქართველოს ახალგაზრდა ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში

December 2, 2021
#OK! ჯიჯი ჰადიდის იშვიათი გამოჩენა – მოდელი დიდხნიანი პაუზის შემდეგ ნიუ-იორკში შენიშნეს

#OK! ჯიჯი ჰადიდის იშვიათი გამოჩენა – მოდელი დიდხნიანი პაუზის შემდეგ ნიუ-იორკში შენიშნეს

August 11, 2022

კვირის ჰიტები

#OK! კიმ კარდაშიანი ფორმულა 1-ის შვიდგზის ჩემპიონ ლუის ჰემილტონს ხვდება

#OK! კიმ კარდაშიანი ფორმულა 1-ის შვიდგზის ჩემპიონ ლუის ჰემილტონს ხვდება

February 3, 2026
#OK! ბრიუს უილისმა მეტყველების უნარი დაკარგა

#OK! ბრიუს უილისმა მეტყველების უნარი დაკარგა

January 29, 2026
#OK! მეფე ჩარლზის ფილმის პრემიერა- „ჰარმონიის პოვნა: მეფის ხედვა”

#OK! მეფე ჩარლზის ფილმის პრემიერა- „ჰარმონიის პოვნა: მეფის ხედვა”

January 30, 2026
#OK! 2026 წლის გრემის გამარჯვებულთა სია

#OK! 2026 წლის გრემის გამარჯვებულთა სია

February 2, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები