• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ქუთაისი ინსპირაციის მთავარი წყარო

May 30, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

ქრისტინე რობაქიძე მრავალფეროვანი სტილით გამორჩეული მხატვარია. მისი პირველი პერსონალური გამოფენა 13 წლის ასაკში ქუთაისის ლინგვისტურ ცენტრში გაიმართა. მას შემდეგ თავისი ნამუშევრები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში აჩვენა. შემდეგ საზღვრებს გასცდა და რამდენიმე პერსონალური გამოფენა თურქეთში მოაწყო. ქრისტინე ასევე ჯგუფურ გამოფენებში მონაწილეობს. როგორც თავად იხსენებს, ბავშვობაში კომუნიკაცია საუბარზე მეტად, ყოველთვის ხატვით უფრო გამოსდიოდა. ხელოვნებისადმი ინტერესის გაჩენას მშობლების დამსახურებად მიიჩნევს, რადგან მათ სახლში სალონური შეხვედრები და ლიტერატურული საღამოები ტარდებოდა. ქრისტინე რობაქიძე თავის შემოქმედებასა და ქუთაისის კულტურულ ცხოვრებაზე გვიამბობს.

 

ქრისტინე, გვიამბეთ თქვენს შემოქმედებაში ქუთაისის როლის შესახებ.

ხშირად უკითხავთ, თუ რატომ არ მივდივარ ამ ქალაქიდან. ჩემთვის ქუთაისი ისტორიულად და კულტურულად ძალიან საინტერესოა, ხელოვანისთვის იდეალური ადგილია. აქ ცხოვრების რიტმი არ არის აჩქარებული, არ გღლის და შემოქმედებითად კარგად მოქმედებს. ფიქრისა და ანალიზისთვის დრო გრჩება, რაც დიდი ფუფუნებაა. ქუთაისის როლი უდიდესია და ეს ჩემს ყველა ნახატში იგრძნობა. აქაურობის ნაწილი ვარ და ამ სივრციდან ვერ გამოვდივარ. ქუჩაში გამვლელი ადამიანები, მათი ემოციები და პრობლემები ჩემი ინსპირაციის წყარო ხდება. ავტობუსის ფანჯრიდან მომიკრავს თვალი პიროვნებისთვის და ეგ დამიხატავს. ამ ქალაქში არის წერტილები, სადაც შეგნებულად მივდივარ, რათა დავხატო. ყველა ადგილი ისტორიისა და სიყვარულის მატარებელია. პირველ სკოლაში ვსწავლობდი და დიდებული პიროვნებების მემორიალურ დაფას რომ შევხედავდი, მაშინვე დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი. ვფიქრობდი, ნეტავ ამ სიას ოდესმე ვინმე თუ დაემატება?! რა თქმა უნდა, ბავშვურად მეც ვოცნებობდი, რომ იქნებ, ოდესმე ჩემი სახელი და გვარიც ამომეკითხა.

 

რას იტყვით ქუთაისში მიმდინარე კულტურულ ცხოვრებაზე?

ქუთაისი ნოვატორობით ყოველთვის გამოირჩეოდა. პარადოქსია, აქ არასდროს გვილხინდა, თუმცა ხელოვნების მხრივ სიცოცხლე ყოველთვის ჩქეფდა. მთავარი რესურსი ხელოვნების ნებისმიერ დარგში ამ ქალაქიდან მოდიოდა. დაუნახავი უნდა იყო, ეს რომ ვერ შენიშნო. დავით კაკაბაძე, ფელიქს ვარლამიშვილი, პეტრე ოცხელი – ის გამორჩეული პიროვნებები არიან, ახლაც თანამედროვეებად რომ რჩებიან და ჩემთვის პირველი ინსპირაციის წყარო არიან. ქუთაისში მათი სახელობის გალერეები დღემდე ხელოვნებას ემსახურება. მხოლოდ მხატვრობაზე რომ არ ვისაუბროთ, რეზო გაბრიაძე უდიდესი გენიოსი გვყავდა. ამ ადამიანების სახელების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. მათ ქალაქში ცხოვრება დიდი პატივია. ამიტომაც მსურს, საქმიანობა მეც ლამაზად გავაგრძელო.

რაც შეეხება დღევანდელ ქუთაისს და ხელოვან ადამიანებს, აქ რამდენიმე საყვარელი მხატვარი და ფოტოგრაფი მყავს. თამამად ვიტყვი, რომ ნათია აფხაიძე ჩემი საყვარელი ფოტოგრაფია. ასევე გელა ღაჭავა ჩემთვის საინტერესო ხელოვანია, იმდენად თავმდაბალია, ახლა და ახლა ვნახულობ მის ძველ ნამუშევრებს. გამორჩეულია ლია უკლება, მხატვარი როცა სათქმელს ხმამაღლა ამბობს და პროტესტს აცხადებს, რასაც შედეგი ყოველთვის მოჰყვება, ჩემთვის ის მხოლოდ მხატვარი კი არა, საინტერესო ფიგურაა. გიორგი ყვავაძე, ძმები ჭიღლაძეები თანამედრო ხელოვანები არიან, მათ ნამუშევარს შეხედავ და ცნობ, თითოეულს თავისი ნიშა და სტილი აქვს.

 

გვესაუბრეთ საკუთარ შემოქმედებაზე, რა არის თქვენი ნიშა?

ჩემი ნახატები მასალით და სტილით ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. ძირითადად ტილოს, ზეთის საღებავებსა და აკრილს ვიყენებ, ზეთოვან პასტელს, ნახშირს, გუდრონს. ასევე გრაფიკული ნამუშევრებიც მაქვს, ფოტოქაღალდს სითხეში ვამუშავებ და ნემსის წვერით ვკაწრავ. ამ შემთხვევაში საღებავს არ ვიყენებ. ექსპერიმენტების ჩატარება ძალიან მომწონს, გარდა შინაარსისა, განსხვავებული ტექნიკა ძალიან საინტერესოა ჩემთვის. ზოგჯერ, მთლიანად იმპულსებზე ვარ გადართული და ისე ვხატავ, წინასწარ არ ვიცი, საბოლოოდ რა შედეგს მივიღებ. შეგრძნებები თემატიკიდან გამომდინარე განსხვავდება, როცა მძიმე თემას ვეხები, მეც ვითრგუნები და ემოციებში შევდივარ. პეპლები, ყვავილები, ლაღი და მსუბუქი თემატიკა ჩემი არასდროს იყო. ყოველთვის რაღაც მაწუხებდა და იმაზე ვხატავდი. ნახატები ძირითადად პრობლემებზე, შიშებსა და ემოციებზეა. 20 წლის ასაკამდე, ძირითადად მითოლოგიურ თემებზე, გალაქტიკაზე ვხატავდი, ჩემთვის მიუღწეველ და საიდუმლო თემებზე მეფიქრებოდა. ახლა გონებრივ დონემდე ვუშვებ, რომ სხვა სამყარო შეიძლება მართლაც არსებობს და იმედს ვიტოვებ, რომ ჩემს შეკითხვებზე პასუხს ვიპოვი. მინდა ვიცოდე, სად რა ცივილიზაციაა, როგორ განვითარებაზე არიან და რა სისტემა აქვთ, თუ ჰყავთ მხატვრები და მოქანდაკეები და თუ ჰყავთ, როგორი. ჩემთვის ამაზე ფიქრიც კი საინტერესოა უკვე. ჩემი ნიშა ალბათ ტექნიკა და ჩემებური ხელწერაა. წარმოდგენა არ მაქვს, რომელი სტილის მხატვარი ვარ. ძიების პროცესში ვარ, შესაძლოა წლების შემდეგ ერთ კონკრეტულ სტილში ვიპოვო კომფორტის ზონა, მაგრამ ახლა ჭრელი და მრავალფეროვანი ვარ სტილისტურად და თემატურადაც.

 

 

დაუვიწყარი გამოცდილება…

ჩემთვის ამოსავალი წერტილი ყოველთვის ადამიანი და მათი ემოციებია. ერთ-ერთი სერია მაქვს, რომლისთვისაც ფსიქიატიულ დაწესებულებაში რამდენიმე დღე გავატარე, რათა ბენეფიციარებთან ახლო შეხება მქონოდა. ისეთი გამოცდილება მივიღე, რომ არასდროს დამავიწყდება. დროის სიმცირის გამო, ჯერ ფოტოსერია გავაკეთე და ფოტოები ფილმად ავკინძე, შემდეგ ნახატების სერია გავაკეთე სახელად „დიალოგი“. შავ-თეთრი პორტრეტებია, ფონად კი იმ ტექსტის წარწერებია, რაც იქ მყოფმა ადამიანებმა გამიზიარეს. მინდოდა, დამთვალიერებელსა და ამ ნამუშევრებს შორის ემოციები გაჩენილიყო და ამიტომაც დავარქვი „დიალოგი“. ამაზე მუშაობას ისევ ვაგრძელებ, იქ სულ სხვა თვალით დავინახე ადამიანური პრობლემები. იმდენად საინტერესო ისტორიები მოვისმინე, დაბრუნების სურვილი კვლავ მაქვს.

 

რომელმა ცნობილმა მხატვარმა მოახდინა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება თქვენზე?

ადრე ალბათ ეგონ შილესა და გუსტავ კლიმტს გეტყოდით, თინეიჯერობის წლებში – სალვადორ დალი და მორის ეშერი. წლების გასვლასთან ერთად, ვხვდები, რომ მხატვრისთვის გვარებად და სტილებად დაყოფა პირობითია და ზოგადი გახდა, რადგან შეიძლება ნაკლებად ცნობილი მხატვრის ნამუშევარი ვნახო და ძალიან მომეწონოს. საყვარელი მხატვრების რიცხვი გაიზარდა, ქართველებიდან ირაკლი ფარჯიანისა და მერაბ აბრამიშვილის ნახატები მიყვარს. შეიძლება ნახატმა შემძრას და რამე მეც დავხატო. გვინდა თუ არა, მხატვარი მიმბაძველია, მხატვარს თუ არა, ბუნებას მაინც ვბაძავთ. შესაძლოა ქვეცნობიერში დაილექოს ნანახი ნამუშევარი და თემატურად ან ემოციურად განმეორდე.

 

როგორ აფასებენ თქვენს შემოქმედებას ამ ქალაქში?

უპირველესად, უნდა აღვნიშნო, რომ ქუთაისში მხატვრების ერთმანეთისადმი დამოკიდებულება ძალიან მომწონს, რადგან ჩვენ ერთმანეთს კონკურენტებად არ აღვიქვამთ, შთაბეჭდილებებს გულწრფელად ვუზიარებთ, ჯანსაღი კრიტიკა გვაქვს, რაც მხოლოდ განვითარების სურვილს ემსახურება. ქალაქში ყოველმხრივ ნიჭიერი შემფასებელი გვყავს, გამოფენა იქნება ეს თუ ლიტერატურა, ადეკვატური ემოციისა და კრიტიკის დაფიქსირება შეუძლიათ. დამთვალიერებლისგან დადებით ენერგიას ვგრძნობ, 7-8-წლიანი პაუზა მქონდა და ახლა, როცა დავბრუნდი და გამოფენებში ვმონაწილეობ, უხარიათ. მათ არ გამოეპარათ და ჩემს შემოქმედებაში ცვლილებები მაშინვე შენიშნეს. ძირითადად, ჩემი ნამუშევრების ყველაზე დიდი კრიტიკოსი მე ვარ. პაუზაც საჭიროა ხელოვანისთვის, ამ დროს ფიქრს სხვანაირად იწყებ, ხედავ და აფასებ ყველაფერს.

 

ქუჩის მხატვრობა ქუთაისში როგორ მოგწონთ?

მიხარია, რომ ბოლო ათწლეულია ჩვენთანაც დაიწყო ქუჩის ხელოვნება. ამის გამო, სხვა ქვეყნების ყოველთვის მშურდა. ვენაში ჩასულს, ხელოვნება ქუჩაში გამოტანილი დამხვდა, უამრავი ფერადი ნახატი ვიხილე, რაც ჩემთვის დიდი ინსპირაცია აღმოჩნდა. დავბრუნდი თუ არა, რამდენიმე მხატვარს ვუთხარი და ქუთაისში კედელი მოვხატეთ. მახსოვს, 2-3 დღეში წაშალეს, რადგან ეს მაშინ ნებართვის გარეშე კრიმინალად ითვლებოდა. ლამის დაგვაკავეს, მერე და მერე ჩვენთანაც დაიწყო და ახლა რომ ვუყურებ მოხატულ შენობებს, ძალიან მსიამოვნებს. ნიკოს ნამუშევრები მომწონს, ლია უკლებას, დათო აბულაძის, მეშინია ვინმე არ გამომრჩეს…

 

სამომავლო გეგმები და ოცნება.

8 წლის წინ სამხატვრო სტუდია გავხსენი, ახლა დროებით დახურულია, რადგან მინდა სივრცე გავაფართოო, სკოლის სტატუსი მივანიჭო და სხვა ადამიანების დასაქმება შევძლო. ყველაზე კარგი მასწავლებელი ახალგაზრდა თაობაა, ჩვენგან სწავლობენ იმას, რაც მათ ჯერ არ აქვთ – გამოცდილებას, მათგან კი თავისუფლებას ვსწავლობთ. ნებისმიერ ჩვენგანს ეგზისტენციალური კრიზისი ერთხელ მაინც გვქონია და ამაოებაზე ყველა დავფიქრებულვართ, თუ რატომ ვართ აქ. როცა ვხატავ, ეს ფიქრები არ მაქვს და იმ დღეს ნაყოფიერად ვთვლი. ახალ კოლექციაზე მუშაობის პერიოდი მაქვს. ამ სერიას ალბათ ერთ წელიწადში დავასრულებ. პაუზის შემდეგ მორიგი პერსონალური გამოფენა მექნება. საგამოფენო სივრცის შერჩევის პროცესში ვარ. ჩემი უდიდესი სურვილია თანამედროვე ხელოვნების ცენტრის შექმნა ქუთაისში. გამოღვიძებაზე ვოცნებობ, მხატვრებს საგამოფენო სივრცე გვჭირდება. ბავშვებისთვის სწორი ინფორმაციისა და განათლების მიწოდება აუცილებელია, ახალი თაობები მოდიან, ხელოვნება ვითარდება და ქალაქმა ფეხი უნდა აუწყოს.

 

ტექსტი: მარიამ ირემაძე

ფოტო: ლანა ვახტანგაძე

ასევე გაეცანი

#OK! ქუთაისის ახალი ნომერი
OK! News

#OK! ქუთაისის ახალი ნომერი

May 27, 2025
#OK! Inspiration Home Store – თანამედროვე სახლის ესთეტიკით შთაგონებული პროექტი
Décor

#OK! Inspiration Home Store – თანამედროვე სახლის ესთეტიკით შთაგონებული პროექტი

May 27, 2025
Auto Draft
ინტერვიუ

#OK! ხელოვნებად ქცეული ყოველდღიურობა

May 24, 2025
ინტერვიუ

#OK! რუსუდან ლამპარაძე – მუდმივი სწრაფვა პიროვნული და პროფესიული განვითარებისკენ

May 22, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! Street Style: ეშლი რობერტსი MIMII London-ის კაბას Yves Saint Laurent-ის ჩანთას უხამებს

#OK! Street Style: ეშლი რობერტსი MIMII London-ის კაბას Yves Saint Laurent-ის ჩანთას უხამებს

January 12, 2022
#OK! როგორ მოაწყოთ თქვენი ქალაქგარე აგარაკი: ლანდშაფტის დიზაინი და კეთილმოწყობის ლაიფჰაკები

#OK! როგორ მოაწყოთ თქვენი ქალაქგარე აგარაკი: ლანდშაფტის დიზაინი და კეთილმოწყობის ლაიფჰაკები

February 3, 2025
#OK! „თოდუას კლინიკა“ ვერაზე

#OK! „თოდუას კლინიკა“ ვერაზე

September 6, 2021
#OK! “ისე უცებ მოხდა ეს ყველაფერი, უზომოდ ბედნიერები ვართ” – კიტ ჰარინგტონი და როუზ ლესლი მეორე შვილს ელოდებიან

#OK! “ისე უცებ მოხდა ეს ყველაფერი, უზომოდ ბედნიერები ვართ” – კიტ ჰარინგტონი და როუზ ლესლი მეორე შვილს ელოდებიან

February 8, 2023

კვირის ჰიტები

No Content Available
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები