• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ბარიატრიული ქირურგია – ჭარბი წონის კლების ყველაზე თანამედროვე მეთოდი – ინტერვიუ ბარიატრიულ ქირურგ ჯაბა ბაბაევთან

November 9, 2024
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

დამეთანხმებით, ჭარბი წონა არა მხოლოდ ესთეტიკური, არამედ ჯანმრთელობის პრობლემაცაა, რაც ადამიანებს უამრავი სახის დისკომფორტს უქმნის. წონის დასაკლებად ხშირად სხვადასხვა მეთოდს მივმართავთ, მაგალითად, ვარჯიშს ან დიეტას, თუმცა, როცა საქმე ეხება პათოლოგიურ წონას, ამ შემთხვევაში მსგავსი მეთოდები საკმარისად ეფექტური არ არის და საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა. ამ მხრივ ბოლო წლების განმავლობაში მედიცინამ ბარიატრიული ქირურგია განავითარა, რომელიც ჭარბი წონის მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტური მიმართულებაა. უფრო ვრცლად და დეტალურად, რა არის ბარიატრიული ქირურგია და რა ტიპის ოპერაციები ტარდება ჭარბი წონის კორექციისთვის, კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ბარიატრიული ქირურგი, ჯაბა ბაბაევი გვიამბობს.

 

ბატონო ჯაბა, უპირველესად თქვენი პროფესიისა და საქმიანობის შესახებ გვიამბეთ.

პროფესიით ვარ ქირურგი, ონკო-ქირურგი. ჩემი ძირითადი საქმიანობის სფერო გახლავთ ბარიატრიული, ლაპაროსკოპიული და ონკო-ქირურგია, 28-წლიანი გამოცდილებით. დამთავრებული მაქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 1996 წელს.

 

 რატომ ბარიატრიული ქირურგია, როდის დაინტერესდით პირველად?

მოგეხსენებათ, ბარიატრიული ქირურგია ქირურგიის უფრო ახალგაზრდა დარგია, რომელიც მჭიდროდ არის შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, განსაკუთრებით ბოლო 10 წლის განმავლობაში. ჭარბი წონა მთელ მსოფლიოში და ასევე საქართველოშიც დიდი პრობლემაა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე შევჭიდებოდი ამ პრობლემას ბარიატრიული ქირურგიის დახმარებით, რომელიც აქტიურად განვითარებადი დარგია.

პირველად 10 წლის წინ დავიწყე ოპერაციების ჩატარება და დღემდე დაახლოებით 1000-ზე მეტი ბარიატრიული ოპერაცია მაქვს ჩატარებული.

 

 

რას ნიშნავს ბარიატრიული ქირურგია?

ბარიატრიული ქირურგია არის ქირურგიის დარგი, რომლის მეშვეობითაც ხდება ბრძოლა ჭარბ წონასთან. ეს ქირურგიის მიმართულება აქტიური პირველად ამერიკის შეერთებულ შტატებში გახდა, ეს იყო დაახლოებით წინა საუკუნის 60-იანი წლები. ეს ოპერაციები კეთდებოდა ღია წესით, ხშირად აღენიშნებოდა პაციენტს პოსტოპერაციული გართულებები, რის გამოც, ღიად ჩატარებული ბარიატრიული ოპერაციები ვერ გახდა პოპულარული. 80-იანი წლების შემდეგ, როცა განვითარდა ლაპაროსკოპიული ქირურგია, პარალელურად, ისევ და ისევ აქტუალური გახდა ბარიატრიული ქირურგიის განვითარება. მოგეხსენებათ, ლაპაროსკოპიულად ჩატარებული ქირურგია, მათ შორის ბარიატრიული, მიიჩნევა ნაკლებად ინვაზიურ ანუ ნაკლებად ტრავმულ ოპერაციად, რის გამოც უფრო და უფრო განვითარდა ქირურგიის აღნიშნული დარგი. ლაპაროსკოპიული მიდგომით ჩატარებული ნებისმიერი ქირურგიული ჩარევა პაციენტისთვის არის დამზოგველი, ნაკლებად ტრამვული. აქვს მცირე პოსტოპერაციული რეაბილიტაციის პერიოდი.

რაც შეეხება ლაპაროსკოპიულად ჩატარებულ ბარიატრიულ ქირურგიას, არსებობს რამდენიმე მოდიფიკაცია. ძირითადად, გამოიყოფა სახელოსებური, მალააცორფციური. პირველი სახელოსებური – სლივ-გასტრექტომია. მალააცორფციული – კუჭის შუნტირება. თავის მხრივ, მალააცოფციური იყოფა კიდევ რამდენიმე კატეგორიად, მათ შორის ე.წ. შაქრიანი დიაბეტის ოპერაციებად.

ბოლო ხანებში აქტუალური გახდა განმეორებითი ოპერაციები კუჭზე ძირითადად სლივ-გასტრექტომიის შემდგომ, როცა ხდება წონის რევერსულად მომატება, მიმართავენ კუჭის შუნტირების ოპერაციებს, რომელსაც აქვს გაცილებით ხანგრძლივი რემისიის პერიოდი.

მორბიდული სიმსუქნე არის ვერაგი დაავადება, რომელსაც თან ახლავს უამრავი თანმხლები დაავადებები, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა, ძვალსახსროვანი სისტემების დაავადებები. ჭარბი წონით გამოწვეული თრომბოემბოლიური გართულებები, როგორიცაა უეცარი სიკვდილი.

 

რამდენად ხშირად მიმართავენ მოქალაქეები ბარიატრიულ ქირურგიას და როგორ ფიქრობთ, რატომ გახდა ასეთი მოთხოვნადი?

ჭარბი წონის პრობლემა გამოწვეულია ჭარბი კალორიების მიღებით და ადამიანების ნაკლები აქტიურობით. ბოლო წლებში ძალიან გახშირდა მომართვიანობა ბარიატრიულ ოპერაციებზე. მომატებული ჭარბი წონა და მორბიდული სიმსუქნე გახდა აქტუალური, რაც გამოწვეულია მოქალაქეების უმოძრაო ცხოვრებით და უამრავი ახალი პროფესიით, როგორიცაა აიტი სამსახურები, პროგრამირება, მჯდომარე პროფესიები და განვითარებულმა სწრაფი კვების ობიექტებმა. ტექნოლოგიების განვითარებამ, მობილურების და სხვა ტექნიკის ხშირმა გამოყენებამ ეს პრობლემა უფრო გაამძაფრა.

მორბიდული სიმსუქნე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ შეყვანილია განსაკუთრებულად საშიშ დაავადებათა ნუსხაში. მთელ მსოფლიოში დღესდღეობით მილიარდ-ნახევრიდან ორ მილიარდ ადამიანამდე არის დაავადებული ჭარბი წონით. რაც იძლევა განგაშის საფუძველს, რომ საქმე გვაქვს არაინფექციური ეტიმოლოგიის ეპიდემიასთან.

 

რა სახის პაციენტებს უტარდებათ ბარიატრიული ოპერაცია? რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს?

პაციენტს სჭირდება თუ არა ბარიატრიული ოპერაცია, ამას ვსაზღვრავთ სხეულის მასის ინდექსის მიხედვით (BMI). საქართველოს პოპულაციისთვის პათოლოგიური BMI განისაზღვრება 35-ის ზევით, რა დროსაც პაციენტი ბარიატრიულ ოპერაციას საჭიროებს. თუმცა, თუ არის ჭარბი წონით გამოწვეული შაქრიანი დიაბეტი, ამ შემთხვევაში შესაძლოა ჩატარდეს ოპერაცია 32-დანაც (როცა არის ინდექსი 32).

 

რა რისკები ახლავს თან ქირურგიული გზით კუჭის დაპატარავებას?

ყველა ქირურგიული ოპერაცია, ეს იქნება მცირე ინვაზიური ანუ ლაპაროსკოპიული, თუ ღია ოპერაცია, არის გარკვეულწილად რისკის შემცველი, ამიტომ პაციენტი სათანადოდ უნდა იქნეს გამოკვლეული და მომზადებული ამა თუ იმ ოპერაციისთვის, მათ შორის ბარიატრიული ოპერაციისთვის. რისკების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით მორბიდული სიმსუქნით დაავადებული ადამიანის ოპერაციისთვის მომზადება ხდება მულტიდისციპლინური მიდგომით. პაციენტს წინასაოპერაციო პერიოდში უტარდება შესაბამისი კვლევები ექიმთა გუნდის მიერ, სადაც არიან ჩართულები ენდოკრინოლოგი, გასტროენტეროლოგი, კარდიოლოგი, თერაპევტი, ენდოსკოპისტი, ქირურგი, ფსიქოლოგი, ანესთეზიოლოგი. შესაბამისი მომზადების შემდგომ, პაციენტთან ერთად წყდება, თუ რა სახის ოპერაცია სჭირდება მას. წინასაოპერაციო პერიოდის ხანგრძლივობა და ოპერაციის შერჩევა ხდება პაციენტთან ერთად აღნიშნულ მულტიდისციპლინურ გუნდთან ერთად.

რაც შეეხება რისკებს და პოსტოპერაციულ გართულებებს, როგორც სხვა ნებისმიერ ქირურგიულ ჩარევებს, ბარიატრიულ ქირურგიასაც ახლავს თან, ეს არის თრომბოემბოლია, სისხლდენა, ნაკერის უკმარისობა.

ზემოთ აღნიშნული კვლევები, მომზადების ხანგრძლივობა, პოსტოპერაციული მეთვალყურეობა არის საჭირო იმისათვის, რომ ეს რისკები მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი.

 

 

უშუალოდ თქვენს მიდგომებზე გვესაუბრეთ პაციენტებთან.

ჩემი მიდგომა ბარიატრიული პაციენტების მიმართ, მიმაჩნია, რომ არის განსაკუთრებული, რადგან ასეთ პაციენტებთან საჭიროა განსაკუთრებული ფსიქოლოგიური მუშაობა. აუცილებელია საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი დაეთმოს ექიმსა და პაციენტს შორის ვერბალურ ურთიერთობას. ვცდილობ მაქსიმალურად მოვისმინო მათი პრობლემები, რომ პაციენტმა დაინახოს და შეიგრძნოს, რომ ის არის ისეთი ადამიანის გარემოცვაში, რომელიც მოუსმენს და გულთან ახლოს მიიტანს მის პრობლემებს და პოსტოპერაციულად გარკვეული პერიოდის განმავლობაში მასთან ექნება მეგობრული ურთიერთობა, რომელსაც ბოლომდე ენდობა. ოპერაციის შემდგომ გადის წლები და ამ პაციენტებს კვლავ, მუდმივად ჩემთან აქვთ კომუნიკაცია, როგორც სოციალური ქსელების მეშვეობით, ასევე პირადი ვიზიტების სახით. ვცდილობ მაქსიმალურად გვერდში დავუდგე მათ უკეთესი ცხოვრების შექმნაში.

 

ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

OK! ქეთევან ბოჭორიშვილის პროფესიული გზა – უწყვეტი განვითარებით შექმნილი წარმატების ისტორია
Slider Area

OK! ქეთევან ბოჭორიშვილის პროფესიული გზა – უწყვეტი განვითარებით შექმნილი წარმატების ისტორია

August 24, 2026
#OK! Hotel Babu Kutaisi – ოჯახური სითბოსა და სტუმარმასპინძლობის მისამართი
OK! ქუთაისი

#OK! Hotel Babu Kutaisi – ოჯახური სითბოსა და სტუმარმასპინძლობის მისამართი

August 25, 2026
OK! ბელა როგავა – ლიდერი, რომელიც განვითარებას ადამიანების გაძლიერებად აქცევს
Slider Area

OK! ბელა როგავა – ლიდერი, რომელიც განვითარებას ადამიანების გაძლიერებად აქცევს

August 20, 2026
#OK! გიორგი ხატიაშვილის აკადემიური წარმატება: საერთაშორისო განათლებიდან George Washington University-მდე
Slider Area

#OK! გიორგი ხატიაშვილის აკადემიური წარმატება: საერთაშორისო განათლებიდან George Washington University-მდე

August 20, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ტრევის სკოტის 1.6 მილიონი დოლარის ღირებულების ავტომობილი! რეპერის იშვიათი გამოჩენა!

#OK! ტრევის სკოტის 1.6 მილიონი დოლარის ღირებულების ავტომობილი! რეპერის იშვიათი გამოჩენა!

April 12, 2021
#OK! საუბრები ჭიქა ღვინოსთან

#OK! საუბრები ჭიქა ღვინოსთან

December 1, 2021
#OK! დოკუმენტური ფილმი კარლ ლაგერფელდის შესახებ: იხილეთ პირველი თიზერი

#OK! დოკუმენტური ფილმი კარლ ლაგერფელდის შესახებ: იხილეთ პირველი თიზერი

March 16, 2024
#OK! ბელა ჰადიდი Rosemunde-ის ტოპით! მოდელის მონოქრომული იმიჯი!

#OK! ბელა ჰადიდი Rosemunde-ის ტოპით! მოდელის მონოქრომული იმიჯი!

June 29, 2021

კვირის ჰიტები

#OK! დემნა გვასალიას კაბა Gucci-ს მუზეუმში – ფლორენციაში ბრენდის ახალი გამოფენა გაიხსნა

#OK! დემნა გვასალიას კაბა Gucci-ს მუზეუმში

August 27, 2026
OK! ბელა როგავა – ლიდერი, რომელიც განვითარებას ადამიანების გაძლიერებად აქცევს

OK! ბელა როგავა – ლიდერი, რომელიც განვითარებას ადამიანების გაძლიერებად აქცევს

August 20, 2026
#OK! გივიკო ბარათაშვილი დაქორწინდა – ვინ არის მსახიობის რჩეული

#OK! გივიკო ბარათაშვილი დაქორწინდა – ვინ არის მსახიობის რჩეული

August 24, 2026
#OK! 5 ფრანგული ვარცხნილობა, რომელიც ამ ზაფხულს აუცილებლად უნდა სცადოთ

#OK! 5 ფრანგული ვარცხნილობა, რომელიც ამ ზაფხულს აუცილებლად უნდა სცადოთ

August 22, 2026
PANDAWA4D
SALDOKU777
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
PANDAWA4D
177winbet
pandawa177
saldoku777
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები