„თასების მფლობელთა თასის მფლობელი, რევაზ ჩელებაძე ცოცხალი ლეგენდაა, რომელმაც არაერთი მნიშვნელოვანი მატჩით ასახელა საქართველო და კარიერის დასრულების შემდეგ, აქტიურად ცდილობს თავისი ცოდნა და გამოცდილება ახალ თაობას მოახმაროს და თავისი წვლილი შეიტანოს მათ განვითარებაში. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ „აჭარაბეთ არენაზე“ გაგვეხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი, ეს იქნება პირველი ვარსკვლავი, რომელიც „აჭარაბეთ არენაზე“გაიხსნება და ამით ერთგვარ ტრადიციასაც ჩაეყრება საფუძველი… შეიქმნება ვარსკვლავთა ხეივანი “,- განაცხადა „აჭარაბეთის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა – ნინი გუჯაბიძემ.
„წარმოუდგენლად ბედნიერი ვარ, ეს არის საუკუნის საჩუქარი. უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ამაში წვლილი შეიტანა, განსაკუთრებით კი „აჭარაბეთს“, რადგან სწორედ მათი ინიციატივით და მხარდაჭერით გაიხსნა ჩემი ვარსკვლავი, თანაც ჩემს კუთხეში „აჭარაბეთ არენაზე“. ეს პირველი ვარსკვლავია, რომელიც გაიხსნა და მე უბედნიერესი ადამიანი ვარ, რადგან ვხედავ, რომ ჩემი ამაგი, თუკი რამე გამიკეთებია, დაფასდა და თანაც სასწაულად დაფასდა“, – განაცხადა რევაზ ჩელებაძემ.
„რევაზ ჩელებაძე, კოლეგის გარდა, ძალიან დიდი მეგობარია, ძმასავით არის და ყველანი გახარებულები ვართ მისი ვარსკვლავის გახსნით. დიდი საქმე გაკეთდა და ამისთვის დიდი მადლობა „აჭარაბეთს“,– განაცხადა ლეგენდარულმა ვეტერანმა ფეხბურთელმა ვოვა გუცაევმა.
ტექსტი: ნანა აბულაძე