• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი რედაქტორისგან

#OK! ნინჩო ჯიბლაძის სარედაქტორო სვეტი OK!-ის მარტის ნომრისთვის

March 4, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

საქართველო − „ძლიერი ქალების ქვეყანა“

ასეთია ჟურნალ OK!-ის მარტის ნომრის სლოგანი. მარტის თვე პირდაპირ ასოცირდება დედის დღესთან, 8 მარტთან და თუმცა ხშირად ვიმეორებთ, ყველა დღე ქალებისააო, მაინც სასიამოვნოა იმის გააზრება, რომ გაზაფხულის მოსვლა გვიხარია, რადგან გაზაფხული, ნაწილობრივ, სწორედ ჩვენ გვეძღვნება.

დღეს 1 მარტია. დიდი და რთული ზამთარი დასრულდა და წინ უკეთესი დღეების მოლოდინი გვაქვს ყველას.

ქალებზე მინდა დავწერო, საქართველოში მცხოვრებ არაჩვეულებრივ, უნიჭიერეს, ძლიერ, მშრომელ, ლამაზ ქალებზე. მინდა თავს უფლება მივცე და ვუთხრა, რომ აკეთონ ზუსტად ის, რაც სურთ; ის, რაზეც ოცნებობენ. მთავარია, საკუთარ თავთან იყვნენ მართლები, იყვნენ გულწრფელნი. გამოიყენონ ყველა მცირე თუ დიდი შანსი წინსვლისა და განვითარებისთვის. იყვნენ თავისუფლები, რადგან თავისუფლების შეგრძნება უსაზღვრო შესაძლებლობებს გვიხსნის.

საქართველოში ყველა სფეროში გვყავს უნიჭიერესი გოგონები. სწორედ ამის მაგალითია დღევანდელი OK!-ის გამოცემაც. ქალები, რომლებზეც ჟურნალში გიყვებით, სათითაოდ ყველა, მაგალითია წარმატებისა, წინსვლისა, სიძლიერისა. არც ერთი არ დაბადებულა მეწარმედ ან მაღალი რგოლის მენეჯერად − თითოეულმა ურთულესი გზა განვლო. შრომის, სწავლისა და განვითარების წყალობით, დღეს არიან ზუსტად იქ, სადაც არიან. მადლობა თითოეულ მათგანს იმისათვის, რომ არ შეშინდნენ და გააგრძელეს ეს რთული გზა, რადგან სწორედ ქალების ძალა, ჩვენი შემართება, ჩვენი სიყვარული და გაუტეხელობა სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას.

ყოველთვის, როდესაც ქალებს ვახსენებ, უპირველესად ემიგრანტი ქალები მახსენდებიან. საქართველოსგან შორს მყოფი, თავდადებული დედები, ბებიები თუ შვილები. სწორედ ისინი არიან უდიდესი პატრიოტები.

მათ საკუთარი შრომით არჩინეს და დღემდე არჩენენ რამდენიმე ასეულ ათას ოჯახს საქართველოში. მათი დამსახურება და წვლილი ქვეყნის გადარჩენაშიც დიდია. ყველამ ვიცით, რომ ჩვენს ემიგრანტებს არ აქვთ მარტივი ცხოვრება. ყველამ ვიცით ასევე მათი გრძნობების შესახებ, მათი სირთულეებით სავსე ყოფის შესახებ. ვიცით, და სამწუხაროდ, ვერაფერს ვთავაზობთ სანაცვლოდ. მადლობას თუ ვეტყვით მხოლოდ, იმისთვის, რასაც საქართველოსთვის აკეთებენ.

ჩემს სარედაქტორო სვეტში მინდა საჯარო მხარდაჭერა გამოვხატო ყველა მშრომელი ქალის მიმართ, ვინც საკუთარ მხრებზე ატარებს უამრავი ადამიანის სატარებელს. მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო ყველა სტუდენტს, მოსწავლეს, ვისაც დიდი მიზნები აქვს… არაფრის შეგეშინდეთ, გოგოებო, იფიქრეთ დიდ მიზნებზე, იოცნებეთ დიდ იდეებზე, რადგან მალე მოვა ის დღე, როცა ამ მიზნებს ხორცს შეასხამთ.

 

ჩვენი − ქალების ცხოვრება მარტივი არ არის. მახსოვს, ორი წლის წინ სინტია ნიქსონის ვიდეომ Be a lady, they said ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა. თითქოს ამ მცირე ვიდეოთი, სადაც ყურადღება ქალის ყოველდღიურობაზეა გამახვილებული, თვალები აგვიხილა ბევრ წვრილმანზე. ხშირად ვიხსენებ ამ დიდი ძალის მქონე ვიდეოს, სინტიას გამომეტყველებას საუბრისას, ინტონაციას, ტემპს. ყველა წინადადება ისე ებმის ერთმანეთს, ხვდები, რომ არ აქვს მნიშვნელობა როგორ მოიქცევა ქალი − მას მაინც ყოველთვის გააკრიტიკებენ. აი, აქ უნდა შევჩერდეთ და გავაანალიზოთ შემდეგი − ქალის ცხოვრებას მუდმივად თან სდევს კრიტიკა, გაკიცხვა. ხშირად ისევ ქალებისგან, „კეთილისმსურველთაგანაც“ არ გვაკლია ხოლმე მცირე შეგონებები. ხშირად ისეთი ადამიანებიც გვიპირისპირდებიან, რომლებიც ყველაზე დიდ საყრდენს უნდა წარმოადგენდნენ ჩვენთვის. არც ამის უნდა შეგვეშინდეს. არსებობს ოქროს გამონათქვამი: „დროსთან ერთად, ყველაფერი გაივლის“. ნებისმიერი სირთულე გაივლის და თუ ოდესმე კრიტიკის ქარცეცხლში მოყევით, აქედან მხოლოდ პლიუს ერთი გაკვეთილი გამოიტანეთ, უფრო მეტად შეიყვარეთ საკუთარი თავი.

აქვე მინდა მთავარი სათქმელი არ გამომრჩეს და გავიმეორო: მთავარია მივაღწიოთ შინაგან თავისუფლებას, ვუსმინოთ საკუთარ თავს, საკუთარ სურვილებს…

ყველა გოგომ უნდა ვიცოდეთ, სულ პატარაობიდან, რომ პირველი, ვინც უნდა გვიყვარდეს, ჩვენი თავია. ვიზრუნოთ, გავუგოთ, ვაპატიოთ, მოვუაროთ და გავუფრთხილდეთ მას… შეუცდომელი ადამიანი არ არსებობს, პატარა და დიდ შეცდომებზე ვსწავლობთ ყველა და გამოგვაქვს დასკვნებიც. არ არსებობს სიტუაცია, შემთხვევა, რომელსაც ჩვენ ვერ მოვერევით. სწავლით და შრომით კი იმასაც მივაღწევთ, რაც ერთ დროს შეუძლებელი გვეგონა!

გაზაფხულია უკვე გარეთ. ყველას ბედნიერ და სიხარულით სავსე გაზაფხულს გისურვებთ, გოგოებო!

 

ნინო ჯიბლაძე

ჟურნალ OK!-ის მთავარი რედაქტორი 

ასევე გაეცანი

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ნოემბრის ნომრისთვის
რედაქტორისგან

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ნოემბრის ნომრისთვის

November 11, 2025
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ოქტომბრის ნომრისთვის
Slider Area

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ოქტომბრის ნომრისთვის

November 7, 2025
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის სექტემბრის ნომრისთვის
Slider Area

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის სექტემბრის ნომრისთვის

October 6, 2025
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის აგვისტოს ნომრისთვის
რედაქტორისგან

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის აგვისტოს ნომრისთვის

September 14, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! გურამ შეროზიამ იმიჯი რადიკალურად შეიცვალა: ქართველი ბლოგერი ტანზანიაში დასვენების დროს გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

#OK! გურამ შეროზიამ იმიჯი რადიკალურად შეიცვალა: ქართველი ბლოგერი ტანზანიაში დასვენების დროს გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

November 28, 2021
#OK! ANNA SUN-  იგრძენი თავი საკუთარ სახლში

#OK! ANNA SUN- იგრძენი თავი საკუთარ სახლში

October 20, 2024
#OK! რას სთავაზობს ბიზნეს სექტორს მარიამ პაკაცოშვილი გაყიდვების მოცულობის ეფექტური ზრდისთვის?

#OK! რას სთავაზობს ბიზნეს სექტორს მარიამ პაკაცოშვილი გაყიდვების მოცულობის ეფექტური ზრდისთვის?

July 1, 2021
#OK! ვარსკვლავების 15 კაბა, რომელმაც სკანდალი გამოიწვია

#OK! ვარსკვლავების 15 კაბა, რომელმაც სკანდალი გამოიწვია

October 16, 2021

კვირის ჰიტები

#OK! მაიკლ კეინს კინოინდუსტრიაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო გადაეცა

#OK! მაიკლ კეინს კინოინდუსტრიაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო გადაეცა

December 5, 2025
#OK! კვირის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

#OK! კვირის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

December 1, 2025
#OK! „ჩემი ქმარი გრინჩს ჰგავს“ –  გვინეტ პელტროუ შობის დღეებში თავს მარტოსულად გრძნობს

#OK! „ჩემი ქმარი გრინჩს ჰგავს“ – გვინეტ პელტროუ შობის დღეებში თავს მარტოსულად გრძნობს

December 4, 2025
#OK! ქეით მიდლტონი საზოგადოების წინაშე ახალი დიადემით წარსდგა

#OK! ქეით მიდლტონი საზოგადოების წინაშე ახალი დიადემით წარსდგა

December 4, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები