• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! შავ-თეთრი პორტრეტების ფერადი ემოციები

June 4, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

შეუძლებელია, ფოტოგრაფ სოფო პაპიაშვილის ნამუშევრებს შეხედოთ და მათ მიმართ გულგრილი დარჩეთ, იმდენი ცოცხალი ემოცია, სიღრმე და მკაფიოდ გამოხატული გრძნობებია. სოფოს შემოქმედებითი ხელწერა, ძირითადი ნიშა პორტრეტებია − შავ-თეთრ კადრებად ასახული მარტივი ადამიანური გამომეტყველებები, რომლებიც ამბავს ჰყვება. როგორ ეძებს ფოტოგრაფი შთაგონებას, როგორია გადაღების პროცესი და რა მიაჩნია თავისი პროფესიის მთავარ გამოწვევად? − ამ შეკითხვებზე პასუხებს ახალგაზრდა, ნიჭიერ ფოტოგრაფ სოფო პაპიაშვილთან ინტერვიუში წაიკითხავთ.

სოფო, თქვენი ფოტოგრაფია განსაკუთრებულია და ერთგვარად, მარტივიცაა, თქვენი ფოტოების დათვალიერებისას ამოიცნო ავტორის ხელწერა. რატომ პორტრეტები? და რატომ შავ-თეთრი?

მე ვიღებ თვალებს, ადამიანის ისტორიას და შავ-თეთრში ის უფრო მკაფიოდ ჩანს, ყოველგვარი ზედმეტობის გარეშე.

მთავარი, რაც თქვენს ფოტოებს ახასიათებს, არის ემოცია. ძალიან საინტერესოა, როგორ უქმნით თქვენი ობიექტივის გმირებს განწყობას, რათა შემდეგ მათი ემოცია ფოტოხელოვნებად გარდასახოთ? მოგვიყევით გადაღების პროცესებზე.

ხშირად, როდესაც გმირი იცინის, ვთხოვ იცინოს ხმით, ოღონდ აუცილებლად ხმით, რათა გამოვიდეს გულწრფელი სურათები. ასეთ დროს, ჩვეულებრივ, ჩვენ ერთად ვიცინით ხოლმე.

 

 

თქვენი ძირითადი პროფესია რა არის? რით იყავით გატაცებული ფოტოგრაფიამდე და როგორ შემოვიდა ეს სფერო თქვენს ცხოვრებაში?

ფოტოგრაფია ჩემს ცხოვრებაში როგორც ჰობი და ამავე დროს, როგორც პროფესია, შემოვიდა საკმაოდ ადრეულ ასაკში. მაშინ 16 წლის ვიყავი. 8 წელი მივუძღვენი მას. ვსწავლობდი ფილოსოფიის ფაკულტეტზე. საკმაოდ საინტერესოდ მახსენდება ეს დრო.

სოფო, რა გიტაცებთ ფოტოგრაფიის გარდა? რაში პოულობთ ემოციურ განტვირთვას?

მიყვარს მუსიკა, ხატვა. სიამოვნებით ვკითხულობ, როცა მცალია. მაგრამ ახლა სამი თვის შვილი მყავს და ცოტა რთულია თავისუფალი დროის გამოძებნა. ძალიან მინდა კერამიკაზე მუშაობის შესწავლა.

რა მიგაჩნიათ თქვენს პროფესიაში ყველაზე დიდ სირთულედ, გამოწვევად? ვგულისხმობ გადაღების პროცესს მთლიანად.

მიჭირს ვიპოვო შთაგონება. როცა შემოქმედებითად ვნელდები, თითქოს ერთ ადგილას ვდგავარ. საბოლოოდ, ისე გამოდის, რომ შთაგონების პოვნის საიდუმლო მარტივია − ასეთ დროს, უნდა ადგე და წახვიდე გადასაღებად.

ვის გადაიღებდით დიდი სიამოვნებით და რატომ?

მხატვარ ჯორჯია ო’კიფის, რომელიც სამწუხაროდ, გარდაცვლილია. ტილდა სუინტონს, ტატიანა პატის − ამ ადამიანებიდან ერთ-ერთს დიდი სიამოვნებით გადავიღებდი.

ტექსტი: თაკო გვაზავა

ფოტო: სალომე ჯაყელი

ასევე გაეცანი

როგორ განსაზღვრავს თმის სტილი ჩვენს განწყობას – ირმა იასაღაშვილი
ინტერვიუ

როგორ განსაზღვრავს თმის სტილი ჩვენს განწყობას – ირმა იასაღაშვილი

December 21, 2025
#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში
OK! მენეჯერი

#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში

December 19, 2025
#OK! სუხიშვილების კონცერტი Carnegie Hall-ში
OK! News

#OK! სუხიშვილების კონცერტი Carnegie Hall-ში

December 20, 2025
#OK! ჩვენებური – ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე
OK! ბათუმი

#OK! ჩვენებური – ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე

December 19, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ჯიჯი და ბელა ჰადიდები “რალფ ლორენის” უახლესი კოლექციის ჩვენებაზე

#OK! ჯიჯი და ბელა ჰადიდები “რალფ ლორენის” უახლესი კოლექციის ჩვენებაზე

March 23, 2022
#OK! Madonna ძვირადღირებული ავტომობილის ფონზე! მომღერალი Jean Paul Gaultier-ის ტოპით!

#OK! Madonna ძვირადღირებული ავტომობილის ფონზე! მომღერალი Jean Paul Gaultier-ის ტოპით!

April 28, 2021
#OK! პრიანკა ჩოპრა ინდური ვოგის გარეკანზე: ვარსკვლავი Acne Studios-ს სამოსით!

#OK! პრიანკა ჩოპრა ინდური ვოგის გარეკანზე: ვარსკვლავი Acne Studios-ს სამოსით!

September 1, 2021
#OK! ‘მგონი სახელის შერჩევის დროა’ – ორსული ალექსანდრა პაიჭაძე ულტრაბგერითი გამოკვლევის ფოტოს და ბავშვის მამასთან გადაღებულ კადრებს გვიზიარებს

#OK! ‘მგონი სახელის შერჩევის დროა’ – ორსული ალექსანდრა პაიჭაძე ულტრაბგერითი გამოკვლევის ფოტოს და ბავშვის მამასთან გადაღებულ კადრებს გვიზიარებს

October 18, 2021

კვირის ჰიტები

#OK! უსასრულო სამყარო – იოსებ ბარდანაშვილის ბგერების ფილოსოფია

#OK! უსასრულო სამყარო – იოსებ ბარდანაშვილის ბგერების ფილოსოფია

December 16, 2025
#OK!  2025 წლის ყველაზე შემოსავლიანი კონცერტი დაასახელეს

#OK! 2025 წლის ყველაზე შემოსავლიანი კონცერტი დაასახელეს

December 18, 2025
#OK!  რატომ ირჩევენ ტანდაბალი მამაკაცები მაღალ ქალებს

#OK! რატომ ირჩევენ ტანდაბალი მამაკაცები მაღალ ქალებს

December 16, 2025
როცა ფერები ძლიერი ქალის სიმტკიცეზე საუბრობენ – თეოს ფერადი კოტეჯები

როცა ფერები ძლიერი ქალის სიმტკიცეზე საუბრობენ – თეოს ფერადი კოტეჯები

December 21, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები