• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Décor

#OK! პატივისცემა

February 26, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

საფრანგეთის სამხრეთი, ნარბონი. გამოვდივართ პიერ რიშარის სახლიდან, სადაც ვსტუმრობდით. წესით უკან ვბრუნდებით, მანქანით პარიზის აეროპორტში, ჩვენს მესამე, მაშინ 4 წლის ვაჟ მაქსიმესთან ერთად, მე და ჩემი მეუღლე − ბაჩო. უცებ ის მეუბნება: გინდა საფრანგეთის ღვინის სახე გაჩვენო? ცოტათი მაინც. რომ გითხრათ, უარზე ვიყავიო, ხომ ვერ დამიჯერებთ? ნარბონიდან პარიზამდე მანქანით 7 საათი სჭირდება. ჩვენ ეს გზა მანქანით 21 დღეში დავფარეთ: ნარბონი-მონპელიე-ნიმი-ავინიონი-შატონეფ დუ პაპი-ლიონი-მონრაშე-მერსო-ბონი-ვონე-რომანე-შამბოლ მიუზინი-ჟევრე შამბერტენი-დიჟონი, და ბოლოს გადავწყვიტეთ მთელი საფრანგეთი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ გადაგვეჭრა და ლუარაში ჩავსულიყავით. გზა არ თავდებოდა, ტყეებისა და მინდვრების იავნანა. ამ სიჩუმეში ჩამესმის: „დღეს პატარა სასტუმროში მოგვიწევს ღამის გათენება, პატარა სოფელში“. ცოტა კი გამიკვირდა, რადგან სასტუმროს ყოველთვის დიდ ყურადღებას ვაქცევთ ხოლმე − ესეც გამოცდილების ნაწილია. მაგრამ იმდენად უპრეტენზიო ვარ ყოფაში, კითხვაც კი არ დამისვამს. უკვე დავხატე პატარა, კოხტა 2-3 ოთახიანი ქოხი სადღაც თივაში, შეიძლება უფანჯროც კი, პირდაპირ მიწაზე დადგმული. მოკლედ, რომანტიკა, თუმცა ცოტა ასკეტური. ამის ხატვაში ვარ და მაღვიძებენ: ძველი სასახლის წინ ვდგავართ მანქანით. „ეს არის ქოხი, დე, სიურპირი“, − უხარია მაქსიმეს, − „სიურპრიზი“. ასე აღმოვჩნდი საფრანგეთის მეფე შარლ მეშვიდეს მიერ მე-16 საუკუნეში აშენებულ სასახლეში, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ბევრი ისტორიული მოვლენის მოწმე გახდა. შარლ მეშვიდედან დაწყებული, იმპერატრისა ჟოზეფინა და შარლ დე გოლით დამთავრებული − ეს და სხვა საფრანგეთისა და ევროპის ისტორიული პერსონაჟები Chateau de Chissay-ს სქელ კედლებში წყვეტდნენ ამ ერების ბედს.

რადგან გვიან ჩავედით და ალბათ ძალიან გვეტყობოდა, რომ დაღლილები ვიყავით, სასახლის ადმინისტრაციამ, ქათინაურის სახით, გადაწყვიტა ჩვენი ჯავშნის Upgrade-ი და მეფის საძინებელი გამოგვიყო.

სად ვენეცია და სად ლუარა, − მეტყვით თქვენ. მაგრამ მათ ჩემთვის აერთიანებს ერთი რამ − პატივისცემა. პატივისცემა საკუთარი სივრცის მიმართ, საკუთარი საცხოვრისის მიმართ, საკუთარი სოფლისა და ქალაქის მიმართ, თუ გნებავთ. Chateau de Chissay არის საოცარი მაგალითი იმისა, ისევე, როგორც მთელი ვენეცია, თუ როგორ შეიძლება უძველესი სივრცე სრულიად შეინარჩუნო ხელუხლებლივ, და ამავდროულად, ის გახადო ძალიან ფუნქციური დღეს, 21-ე საუკუნეში. ეს არის დიზაინერის გენია. და არა მხოლოდ მფლობელის გენია. და ქალაქის არქიტექტურული ხელისუფლების გენია, რომ ამას აკონტროლებს. და უპირველესად, საზოგადოების მაღალი შეგნება, რომ ამის დაცვისადმი ასეთი რუდუნებითი მიდგომა აქვს. ამ სასახლეში საუკუნეებია არაფერი შეცვლილა და ის ამავდროულად სუპერფუნქციური იყო: ძალიან კომფორტული ოთახები, ერთ-ერთი საუკეთესო რესტორანი რეგიონში და სხვა უამრავი სივრცე.

იქ დრო გაჩერდა: თვალწინ მიდგას სხვადასხვა ეპოქის ისტორიული მოღვაწეები, ადამიანები თავისი ჩაცმულობით, ემოციებით, მიმიკებით. და აი: მომსახურე პერსონალი თითქოს სპეციალურად არის შერჩეული ისე, რომ ყველას სხვადასხვა სახასიათო სახე აქვს, ქარიზმატულები არიან. სანთელი, ვერცხლის ჭურჭელი, დიდი სინები, ტრიუფელები, ხიზილალა, ფუა-გრა, ყველის საოცარი არჩევანი, ცქრიალა როზე… აქ ჰარმონიულია ყველაფერი − არქიტექტურა, ინტერიერი, დეკორი, მასპინძლების სახეები, ძველი პორტრეტები კედლებზე, გარდინები, და მუსიკა ყველგან − იმდენად მოხდენილი, რომ მიგყვება იქაც, სადაც ის აღარ ისმის. აი, როგორ შეიძლება ძველის გაცოცხლება არგაფუჭებით, იერსახის შენარჩუნებით და ამავდროულად, ახალი სულის ჩაბერვით. და მუსიკით.

ასევე გაეცანი

#OK! KPI Studios  ჩვენ ვქმნით ინტერიერს თქვენი კომფორტისთვის
Décor

#OK! KPI Studios ჩვენ ვქმნით ინტერიერს თქვენი კომფორტისთვის

June 17, 2025
#OK! Inspiration Home Store – თანამედროვე სახლის ესთეტიკით შთაგონებული პროექტი
Décor

#OK! Inspiration Home Store – თანამედროვე სახლის ესთეტიკით შთაგონებული პროექტი

May 27, 2025
#OK! მხატვარი კულისებს მიღმა – ნინო სურგულაძის სამყარო
Décor

#OK! მხატვარი კულისებს მიღმა – ნინო სურგულაძის სამყარო

May 8, 2025
#OK! ჩემთვის მნიშვნელოვანია, საცხოვრებლის ინტერიერი ადამიანის პიროვნულ მახასიათებლებს გამოხატავდეს — ინტერვიუ მაია ძაძამიასთან
Décor

#OK! ჩემთვის მნიშვნელოვანია, საცხოვრებლის ინტერიერი ადამიანის პიროვნულ მახასიათებლებს გამოხატავდეს — ინტერვიუ მაია ძაძამიასთან

April 15, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! როგორ გავაფორმოთ საახალწლო ორცხობილები ორიგინალურად

#OK! როგორ გავაფორმოთ საახალწლო ორცხობილები ორიგინალურად

December 28, 2021
#OK! კიმ კარდაშიანი Vogue-ის Forces Of Fashion-ის კონფერენციას “ბალენსიაგას” სამოსით დაესწრო

#OK! კიმ კარდაშიანი Vogue-ის Forces Of Fashion-ის კონფერენციას “ბალენსიაგას” სამოსით დაესწრო

March 23, 2022
#OK! ჯიჯი ჰადიდის ქუჩის სტილი! მოდელი ნიუ-იორკის ქუჩებში შენიშნეს!

#OK! ჯიჯი ჰადიდის ქუჩის სტილი! მოდელი ნიუ-იორკის ქუჩებში შენიშნეს!

March 12, 2021
#OK! 2023 წელს დაბადებული ქართველი ვარსკვლავების შვილები

#OK! 2023 წელს დაბადებული ქართველი ვარსკვლავების შვილები

February 9, 2024

კვირის ჰიტები

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი

June 26, 2025
#OK! საზაფხულო საკითხავი

#OK! საზაფხულო საკითხავი

June 25, 2025
#OK! ჯეფ ბეზოსი ქორწილისთვის საპროტესტო აქციების ფონზე ემზადება

#OK! ჯეფ ბეზოსი ქორწილისთვის საპროტესტო აქციების ფონზე ემზადება

June 26, 2025
#OK! 2025 წლის ივლისში დედამიწა ბრუნვის რეკორდულ სიჩქარეს მიაღწევს

#OK! 2025 წლის ივლისში დედამიწა ბრუნვის რეკორდულ სიჩქარეს მიაღწევს

June 24, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები