• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! თინათინ რუხაძე

March 4, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

კვლევითი-საკონსულტაციო კომპანია „ეისითი“-ს დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი

თინათინ რუხაძე 2002 წლიდან საკონსულტაციო კომპანია „ეისითი“-ს (ACT) დამფუძნებელი და გენერალური დირექტორია. „ეისითი“ სწორედ მისი მენეჯმენტის ქვეშ გახდა ჯერ საქართველოს ყველაზე დიდი კვლევითი-საკონსულტაციო კომპანია და ბაზრის ლიდერი, შემდეგ კი დაიწყო საერთაშორისო ექსპანსია. დღეისათვის კომპანიას ოფისები აქვს საქართველოში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში, საიდანაც ოპერირებს 25-ზე მეტ ქვეყანაში. თინათინი დღესაც წარმატებით განაგრძობს „ეისითის“ მართვასა და ბიზნესის გლობალურ განვითარებას. გარდა ამისა, თინათინი, როგორც კომპანიის წამყვანი კონსულტანტი და ბიზნეს-ქოუჩი, ჩართულია „ეისითი“-ს პროექტებში და სტრატეგიულ კონსულტაციებს უწევს როგორც კერძო, ასევე საჯარო ორგანიზაციების ლიდერებს სხვადასხვა ქვეყანაში.

თინათინი არის ანტრეპრენერი, ბიზნესლიდერი და მენეჯერი 20-წლიანი გამოცდილებით. იგი ასევე გახლავთ ფსიქოლოგი (MS), მენეჯმენტ-კონსულტანტი (MBA), სერტიფიცირებული საერთაშორისო ქოუჩი და NLP-პრაქტიკოსი.

როგორ დაიწყეთ ბიზნესი? რამ მოგცათ ბიძგი და რა იქცა ინსპირაციად?

საკონსულტაციო კომპანია „ეისითი“ 2002 წლის ბოლოს დავაფუძნეთ რამდენიმე მეგობარმა. მთავარი ბიძგი იყო იმ რეალობის ცვლილების სურვილი, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობდით: განუვითარებელი ეკონომიკა, ჩაკეტილი და არაკონკურენტული ბაზარი, შეუმდგარი არადემოკრატიული სახელმწიფო… ეს იყო დრო, როდესაც ყველა სფეროში არაპროფესიონალიზმი სუფევდა, ცოდნისა და კომპეტენციის ნაკლებობა ფეხის ყოველ ნაბიჯზე გხვდებოდა და ამასთანავე, ინტელექტუალური შრომა სრულიად დაუფასებელი იყო.

ჩვენ გვჯეროდა, რომ ამ რეალობის შეცვლაში დიდი წვლილი შეგვეძლო შეგვეტანა კომპანიის შექმნით, რადგან ღრმად გვწამდა, რომ ცოდნა ძალაა. ჩვენ 2 ძალიან ამბიციური მიზანი დავისახეთ − მიგვეტანა საკუთარი რწმენა ჩვენს კლიენტამდე და გვეჩვენებინა მისთვის, თუ რაოდენ მნიშვნელოვან იარაღად შეიძლებოდა ქცეულიყო ცოდნა, ინფორმაცია, კომპეტენცია მის ხელში და ასევე, უფრო დაფასებული გაგვეხადა ინტელექტუალური შრომა საქართველოში. დღეს „ეისითი“ საქართველოს ყველაზე დიდი კვლევითი-საკონსულტაციო კომპანია და ბაზრის ლიდერია. ასევე, კომპანიას ოფისები აქვს აზერბაიჯანსა და ყაზახეთშიც, საიდანაც ოპერირებს 25-ზე მეტ ქვეყანაში. თავადაც, სხვადასხვა ქვეყანაში, მენეჯმენტ-კონსულტანტის ამპლუაში საკონსულტაციო პროექტებს ვუძღვები როგორც კერძო, ასევე საჯარო ორგანიზაციებში.

რა სახის სირთულეები შეგხვდათ წარმატების გზაზე?

დღეს, როდესაც უკან ვიხედები, ზოგჯერ თავადაც კი მიკვირს, როგორ მოვედით აქამდე და როგორ ვაქციეთ 2000 ლარით დაწყებული ბიზნესი საერთაშორისო კომპანიად. წარმატების გზა მარტივი მართლაც არ ყოფილა, 18 წლის განმავლობაში ბევრი სირთულე გამოვიარეთ, თუმცა პირადად ჩემთვის ყველაზე მთავარი გამოწვევა მაინც იმ ნიჰილიზმის გარღვევა იყო, რომელიც ჩვენი საქმიანობის მიმართ არსებობდა. იმ დროისათვის ასეთი ხუმრობაც კი დადიოდა: „არ ენდოთ ქალებს და კონსულტანტებს“-ო, მე კი ქალი კონსულტანტი ვიყავი…

რა გასწავლათ გამოცდილებამ?

ამ გამოცდილებამ ის მასწავლა, რომ თუ შენ გჯერა, შეუძლებელი არაფერია.

ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც რთულ გზაზე მხარს გიჭერდნენ?

უპირველესად, ჩემს საქმიან პარტნიორებს ვუმადლი იმას, რომ არასდროს მიგრძნია თავი მარტო, არც ყველაზე რთულ კრიზისში და არც ყველაზე დიდი გამარჯვების დროს. ისინი დღემდე მაძლიერებენ და მაძლევენ ენერგიასა და სტიმულს ახალი გამარჯვებებისთვის. ასევე ძალიან მადლიერი ვარ თითოეული ჩვენი კლიენტის, რომელიც გვენდო და მოგვცა საშუალება, მათთან ერთად გავზრდილიყავით.

ვინ არის თქვენი როლ-მოდელი?

მამაკაცებში ილონ მასკი − საუკუნის ყველაზე დიდი მეოცნებე, რომელიც მთელი სამყაროს ნიჰილიზმს დაუპირისპირდა და რეალობად აქცია ის, რაც რამდენიმე წლის წინ ფანტასტიკის სფერო გვეგონა. ქალებში ანგელა მერკელი − სწორი ღირებულებების, პრაგმატული, თავმდაბალი, სისტემური, ეფექტიანი ლიდერი.

 

რას ნიშნავს თქვენთვის ბიზნესასოციაციის „ქალები მომავლისთვის“ წევრობა?

ჩემთვის „ქალები მომავლისთვის“ კიდევ ერთი გზაა არასასურველი რეალობის შეცვლის − იმ რეალობის, რომელშიც ქალები სათანადოდ არ არიან აღიარებულნი, წარმოჩენილები და ინტეგრირებულები ბიზნესგარემოში. ასევე, ჩემთვის ეს არის ძლიერი ნეთვორქი, მეგობრობა და განვითარება.

რას უსურვებდით/ურჩევდით ქალებს, რომელთაც ბიზნესის დაწყება სურთ?

ვურჩევდი, რომ დაიწყონ − ნუ იყოყმანებენ, ნუ შეეშინდებათ წარუმატებლობის. გზა რომ გაიარო, პირველი ნაბიჯი უნდა გადადგა.

როგორ ხედავთ საკუთარ თავს სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებაში?

საკუთარ თავს, უპირველეს ყოვლისა, როგორც პასუხისმგებლიან მოქალაქეს ვხედავ, შემდეგ უკვე ლიდერს, რომელსაც ისეთივე დიდი პასუხისმგებლობა აქვს, როგორი ზეგავლენის არეალსაც ფლობს.  ვფიქრობ, სამოქალაქო საზოგადოების ფორმირება უწყვეტი პროცესია, და თითოეულმა ჩვენგანმა ყოველდღიურად უნდა ვაკეთოთ საკუთარი მაქსიმუმი ამ საზოგადოების განვითარებისთვის.

როგორია თქვენი დღის განრიგი? როგორ გეგმავთ კვირას, თვეს? როგორ ანაწილებთ დროს საქმიანობასა და ოჯახზე?

შვილები (28 წლის სოფო და 23 წლის სალომე ჭეიშვილები) უკვე ძალიან დიდები და დამოუკიდებლები არიან. შესაბამისად, ჩემი დრო ძირითადად ნაწილდება საყვარელ საქმეს, მეუღლესა და მეგობრებს შორის. სიმართლე გითხრათ, საკუთარი საქმე იმდენად მიყვარს, რომ მიჭირს თქმა, სად იწყება საქმე და სად ცხოვრება. ჩემთვის თვითრეალიზაცია ცხოვრებაა და ცხოვრება − თვითრეალიზაცია.

ასევე გაეცანი

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე
Health & Beauty

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე

June 16, 2025
#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ
Gastro

#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ

June 17, 2025
#OK! სირთულეში ნაპოვნი შანსი: პანდემიის დროს ჩამოყალიბებული წარმატებული ბიზნესის საიდუმლო
OK! Business

#OK! სირთულეში ნაპოვნი შანსი: პანდემიის დროს ჩამოყალიბებული წარმატებული ბიზნესის საიდუმლო

June 17, 2025
#OK! მინიმალიზმში ნაპოვნი სრულყოფილება – ბრენდი, რომელიც ინოვაციურ დიზაინს ქმნის
OK! Business

#OK! მინიმალიზმში ნაპოვნი სრულყოფილება – ბრენდი, რომელიც ინოვაციურ დიზაინს ქმნის

June 17, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ყველაფერი იწყება წიგნით

#OK! ყველაფერი იწყება წიგნით

December 9, 2022
#OK! Givenchy-ის 2021 წლის შემოდგომა/ზამთრის READY-TO-WEAR კოლექცია

#OK! Givenchy-ის 2021 წლის შემოდგომა/ზამთრის READY-TO-WEAR კოლექცია

March 12, 2021
#OK! 39 წლის ენ ჰეტევეი Vogue Hong Kong-ის გარეკანზე

#OK! 39 წლის ენ ჰეტევეი Vogue Hong Kong-ის გარეკანზე

October 31, 2022
#OK! სატელევიზიო ისტორიები – ჯულიეტა ვაშაყმაძე

#OK! სატელევიზიო ისტორიები – ჯულიეტა ვაშაყმაძე

November 8, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ლაბუბუ –  სათამაშო, რომელმაც ჩინური კომპანიის გაყიდვები გააორმაგა

#OK! ლაბუბუ – სათამაშო, რომელმაც ჩინური კომპანიის გაყიდვები გააორმაგა

June 18, 2025
#OK! ,,ვფიქრობ, რომ 2026 წელს ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე ჭკვიანი იქნება” – ილონ მასკი

#OK! ,,ვფიქრობ, რომ 2026 წელს ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე ჭკვიანი იქნება” – ილონ მასკი

June 16, 2025
#OK! Ganga Fashion House – პირველი ინდური ბრენდი საქართველოში

#OK! Ganga Fashion House – პირველი ინდური ბრენდი საქართველოში

June 16, 2025
#OK! ბლეიზ მეტრეველი – დიდი ბრიტანეთის საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის პირველი ქალი დირექტორი

#OK! ბლეიზ მეტრეველი – დიდი ბრიტანეთის საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის პირველი ქალი დირექტორი

June 16, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები