• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ზურაბ საბახტარიშვილის რეპროდუქციული კლინიკა – რეპროდუქციული მედიცინის ევროპული სტანდარტი საქართველოში

April 8, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

მედიცინაში ყველაზე რთული ნდობის მოპოვებაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე რეპროდუქციულ ჯანმრთელობას ეხება. „ზურაბ საბახტარიშვილის რეპროდუქციული კლინიკის“ ისტორია სწორედ ამ ნდობაზეა აგებული. წლების განმავლობაში კლინიკა პატარა სივრციდან მრავალპროფილურ, თანამედროვე ცენტრად ჩამოყალიბდა. დღეს ის აერთიანებს გამოცდილ ექიმებსა და თანამედროვე ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს, თუმცა მისი მთავარი გამორჩეულობა სწორ მიდგომაშია – განიხილოს თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად და სიღრმისეულად. კლინიკის ერთ-ერთ მთავარ სიძლიერეს წარმოადგენს „ერთი სივრცის“ პრინციპი, რაც პაციენტს საშუალებას აძლევს, ყველა საჭირო კვლევა და სერვისი ერთ ადგილზე მიიღოს. ამ სისტემის ცენტრში მრავალპროფილური გუნდი დგას: რეპროდუქტოლოგები, გინეკოლოგები, ენდოკრინოლოგები, ქირურგები, ემბრიოლოგები და სხვა სპეციალისტები. ისინი ერთობლივად მუშაობენ, რათა თითოეული შემთხვევა სრულყოფილად შესაფასონ. ეს მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეპროდუქციულ მედიცინაში, სადაც შედეგი ხშირად მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. თანამედროვე ლაბორატორიული ტექნოლოგიები, ინოვაციური პროტოკოლები და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა ამ პროცესს კიდევ უფრო ზუსტსა და ეფექტიანს ხდის. ყველაფერს კი ამყარებს მთავარი ღირებულება – ნდობა, რომელიც გამჭვირვალე პროცესით, გულწრფელი კომუნიკაციითა და პასუხისმგებლობით ყალიბდება.

 

 

არსენ გვენეტაძე – ექიმი რეპროდუქტოლოგი, ქირურგი, პროფესორი, „ზურაბ საბახტარიშვილის რეპროდუქციული კლინიკის“ ხელმძღვანელი

„ზურაბ საბახტარიშვილის რეპროდუქციული კლინიკა“ ბ-ნი ზურაბისა და ქ-ნი თათია საბახტარიშვილის თაოსნობით 2009 წელს ჩამოყალიბდა. საქმიანობა დავიწყეთ ვაკის „ლეჩკომბინატში“, სულ ორი ოთახიდან, მოგვიანებით დავამატეთ კიდევ ორი – ლაბორატორიისთვის, ხოლო 2012 წელს უკვე 1000 კვადრატულ მეტრზე გადავედით, სადაც ფუნქციონირებდა ქირურგია, ინ ვიტრო განაყოფიერება და სხვა მიმართულებები. დღეს კლინიკა უკვე 2 200 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული. თუ დასაწყისში წელიწადში დაახლოებით 120 სიცოცხლეს ვქმნიდით, 2025 წელს ეს მაჩვენებელი 904-მდე გაიზარდა, ხოლო საერთო ჯამში 8 552-ს გადააჭარბა. ბატონი ზურაბი 2013 წელს გარდაიცვალა. მას შემდეგ კლინიკას ჩემს გუნდთან ერთად ვხელმძღვანელობ. პირველი, რაც გავაკეთე, იყო „5P პრინციპის“ ჩამოყალიბება, რომელიც დღესაც ჩემს კარზეა გაკრული: პროფესიონალიზმი, პატიოსნება, პაციენტის პიროვნების პატივისცემა და, რაღა თქმა უნდა, საკუთარი თავის პატივისცემა. 2016 წელს მოვიპოვეთ პირველი ევროპული სერტიფიცირება, იმ პერიოდში, როდესაც საქართველოში ამაზე პრაქტიკულად არავინ საუბრობდა. შემდგომ წლებში, 2019, 2022, 2024 და უკვე 2027 წლამდე, ჯამში ხუთი ევროპული სტანდარტის სერტიფიცირება გვაქვს, რაც მუდმივად განახლებულ ცოდნაზეა დაფუძნებული. ჩვენი გუნდის საქმიანობა სწორედ ამ პრინციპზე – მუდმივ განვითარებაზე დგას. „როდესაც საკუთარ თავს ყოველდღიურად წვრთნი დ ზრდი, მაშინ ჭშმარიტად იბადები და საკუთარ ბედნიერებას აქ და ახლა ქმნი!“ ჩვენი ექიმები ყოველწლიურად გადიან უწყვეტ განათლებას წამყვან საერთაშორისო კლინიკებთან ურთიერთობით, რაც პირდაპირ აისახება შედეგებზე და ზრდის ორსულობის მიღების მაჩვენებლებს. რეპროდუქტოლოგია კომპლექსური სფეროა. შედეგზე ორიენტაციისთვის აუცილებელია როგორც ქალის, ისე მამაკაცის ჯანმრთელობის სრულყოფილი შეფასება. სწორედ ამიტომ პროცესში ჩართულია სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტი: ენდოკრინოლოგი, რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი, ქირურგი-გინეკოლოგი, რადიოლოგი, გენეტიკოსი, ანდროლოგიური და ლაბორატორიული მიმართულებები. ეს უწყვეტი და სასიცოცხლოდ აუცილებელი პროცესია ჩვენი პროფესიისა და პაციენტებისთვის. ჩვენი მიზანია, პაციენტმა ერთ სივრცეში მიიღოს სრულყოფილი სერვისი. სწორედ ეს არის მაღალი ხარისხის ევროპული კლინიკის სტანდარტი, რომ ადამიანს არ უწევდეს სხვადასხვა კლინიკაში გადაადგილება კვლევებისთვის. ნდობას კი ამყარებს პაციენტთან გულწრფელი კომუნიკაცია, მოსმენა, საჭიროების შემთხვევაში, განმარტებების მრავალჯერ გამეორება. ჩვენი მთავარი პრინციპია: „არასოდეს გავუკეთოთ სხვას ის, რასაც საკუთარ თავს არ გავუკეთებდით“.

 

 

ანი გვენეტაძე – ექიმი რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი.

ორსულობის განმეორებითი შეწყვეტა (RPL) ნიშნავს ორი ან მეტი კლინიკურად დადასტურებული ორსულობის დაკარგვას. ეს მდგომარეობა მოითხოვს ინდივიდუალურ და სიღრმისეულ შეფასებას.

ჩვენს კლინიკაში RPL განიხილება როგორც მრავალფაქტორული პრობლემა, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს გენეტიკურ, ანატომიურ, ენდოკრინოლოგიურ, იმუნოლოგიურ ან ჰემოსტაზურ ფაქტორებთან. სწორედ ამიტომ, ჩვენი მიდგომა ეფუძნება ეტაპობრივ, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ და პაციენტზე მორგებულ მართვას. დიაგნოსტიკა იწყება დეტალური ანამნეზითა და ორსულობის შეწყვეტის ეპიზოდების ანალიზით, ხოლო კვლევები იგეგმება ინდივიდუალური კლინიკური სურათის მიხედვით. კლინიკაში პაციენტებს ვთავაზობთ საშვილოსნოს ანატომიის შეფასებას თანამედროვე ულტრასონოგრაფიული მეთოდებით, მათ შორის 3D/4D კვლევებით, ასევე – საჭირო ლაბორატორიულ, ჰორმონულ და გენეტიკურ გამოკვლევებს. საჭიროების შემთხვევაში ტარდება დამატებითი, სპეციალიზებული კვლევებიც. მკურნალობის საფუძველს წარმოადგენს ინდივიდუალური გეგმა, რომელიც შემუშავდება დიაგნოსტიკის შემდეგ და ითვალისწინებს პაციენტის ასაკს, რეპროდუქციულ ისტორიას, თანმხლებ დაავადებებსა და შესაძლო მიზეზებს. პროცესი შეიძლება მოიცავდეს პრეკონცეფციურ მომზადებას, მიზნობრივ მკურნალობას და დაორსულების შემდეგ ადრეული ეტაპიდან ინდივიდუალურ მონიტორინგს. ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილია, რომ RPL არ ნიშნავს უიმედო მდგომარეობას. სწორად დაგეგმილი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შემთხვევაში, წარმატებული ორსულობა უმეტეს შემთხვევაში სრულიად მიღწევადია. კლინიკა 2016 წლიდან არის ორსულობის განმეორებითი შეწყვეტის სერტიფიცირებული ცენტრი. ამ დროის განმავლობაში 500-ზე მეტი წყვილი, რომელთაც 2-ზე მეტი და ერთ შემთხვევაში 11 შეწყვეტილი ორსულობაც კი ჰქონდათ ანამნეზში, გახდა მშობელი. ჩვენი კლინიკის მონაცემებით, 10 წყვილიდან დაახლოებით 9 საბოლოოდ აღწევს წარმატებულ შედეგს, ანუ ახალშობილის გაჩენას, რაც ძალიან კარგი შედეგია.

 

 

დიანა ჭანუყვაძე – რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი

პრეეკლამპსია ორსულობის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გართულებაა, რომელიც ვითარდება 20 კვირის შემდეგ და ხასიათდება არტერიული წნევის მატებითა და სხვადასხვა ორგანოთა სისტემების დაზიანებით. ის მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც დედის, ისე ნაყოფის ჯანმრთელობაზე და მსოფლიოში კვლავ რჩება დედათა და პერინატალური გართულებების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად. ჩვენს კლინიკაში პრეეკლამპსიის რისკის შეფასება და მართვა მიმდინარეობს საერთაშორისო გაიდლაინების შესაბამისად, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ უსაფრთხოებას როგორც დედისთვის, ისე ნაყოფისთვის. სტატისტიკურად, პრეეკლამპსია ორსულობათა დაახლოებით 2-8%-ში გვხვდება, თუმცა დროული დიაგნოსტიკა მნიშვნელოვნად ამცირებს გართულებების რისკს. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რისკის ადრეულ შეფასებას. პირველი ტრიმესტრის სკრინინგი (11-14 კვირა) საშუალებას იძლევა, დროულად გამოვლინდეს მაღალი რისკის ჯგუფი და დაიგეგმოს პრევენციული ღონისძიებები. თანამედროვე მედიცინა გვაძლევს შესაძლებლობას, სწორი მონიტორინგისა და მართვის პირობებში ორსულობა უსაფრთხო ფარგლებში გაგრძელდეს და მინიმუმამდე შემცირდეს როგორც დედის, ისე ჩვილის ჯანმრთელობის რისკები.

 

ლელა ირემაძე – რეპროდუქტოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ინ ვიტრო მიმართულების ხელმძღვანელი, კლინიკური დირექტორი

კლინიკაში ინ ვიტრო განაყოფიერება 2012 წლიდან, თანამედროვე ამერიკული და ევროპული სტანდარტების შესაბამისად დაინერგა და დღემდე აქტიურად ვითარდება. ჩვენი კლინიკა მუდმივად ინარჩუნებს ნოვატორის როლს, ახორციელებს ინოვაციურ მიდგომებს, მუდმივად აახლებს ლაბორატორიულ ტექნოლოგიებს და აუმჯობესებს კლინიკურ პროტოკოლებს, რაც პირდაპირ ზრდის ორსულობის მიღების მაჩვენებლებს. გუნდი ორიენტირებულია ხარისხსა და პაციენტის უსაფრთხოებაზე. თითოეული პაციენტისთვის იგეგმება ინდივიდუალური პროტოკოლი, რაც მნიშვნელოვნად ზრდის წარმატების ალბათობას. კლინიკა პაციენტებს სთავაზობს სრულ მხარდაჭერას მთელი პროცესის განმავლობაში. მკურნალობის კონტროლს, ფსიქოლოგიურ მხარდაჭერასა და სრულ ინფორმირებას. პროცესის ყველა ეტაპზე თითოეულ წყვილს ეძლევა დეტალური ინფორმაცია როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით. პროცესის გამჭვირვალობა ზრდის ნდობას. დოკუმენტაცია ხელმოწერილია როგორც მკურნალი ექიმის, ისე ემბრიოლოგის მიერ. ორსულობის მაჩვენებელი თითოეულ ციკლში საშუალოდ 44-50%-ს შეადგენს, რაც სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. 2025 წელს კლინიკაში დაფიქსირდა 904 ორსულობა (დაახლოებით 80% ბუნებრივი გზით, დანარჩენი ინ ვიტრო ტექნოლოგიით), რაც უწყვეტი განვითარების შედეგია.

 

მაკა გეგეჭკორი – რეპროდუქტოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი

გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგია წარმოადგენს ზოგადი ენდოკრინოლოგიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ამავე დროს მრავალმხრივ მიმართულებას. ადამიანის ორგანიზმში პრაქტიკულად ყველა ფიზიოლოგიური პროცესი ჰორმონებზეა დამოკიდებული. ეს ეხება როგორც გარეგნობას, კანისა და თმის მდგომარეობას, ასევე განწყობას, ენერგეტიკულ დონეს, მეტაბოლიზმს და, რა თქმა უნდა, რეპროდუქციულ ფუნქციას. სწორედ ამიტომ, ჰორმონული დისბალანსი ხშირად არ ვლინდება მხოლოდ ერთი კონკრეტული სიმპტომით. ის შეიძლება გამოიხატოს მენსტრუალური ციკლის დარღვევით, უნაყოფობით, წონის ცვლილებით, კანის პრობლემებით, ემოციური ფონითა და სხვა მრავალი ნიშნით, რომლებიც ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია. ამ ყველაფრის სწორად დანახვა და ერთმანეთთან დაკავშირება არის გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგიის მთავარი ამოცანა. ზურაბ საბახტარიშვილის რეპროდუქციულ კლინიკაში ამ მიმართულებით დაგროვილია მრავალწლიანი გამოცდილება და პრაქტიკა. ჩვენი მიდგომა ეფუძნება კომპლექსურ და სიღრმისეულ შეფასებას. თითოეული პაციენტის ისტორია ინდივიდუალურია და შესაბამისად, დიაგნოსტიკა და მკურნალობის გეგმაც სრულად პერსონალიზებულია. კლინიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა არის ის, რომ პაციენტს შეუძლია ერთ სივრცეში მიიღოს სრულყოფილი მომსახურება: ჩაიტაროს ჰორმონული კვლევები, ინსტრუმენტული დიაგნოსტიკა, კონსულტაციები სხვადასხვა სპეციალისტთან და საჭიროების შემთხვევაში ქირურგიული ჩარევაც. ეს არა მხოლოდ ამარტივებს პროცესს, არამედ მნიშვნელოვნად ზრდის დიაგნოზის სიზუსტეს და მკურნალობის ეფექტურობას. გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგია მჭიდროდ არის დაკავშირებული რეპროდუქტოლოგიასთან, რადგან ჰორმონული ბალანსი პირდაპირ განსაზღვრავს დაორსულებისა და შენარჩუნების შესაძლებლობას. სწორედ ამიტომ, ჩვენი გუნდი ამ მიმართულებას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს და მუშაობს თანამედროვე გაიდლაინებისა და საერთაშორისო რეკომენდაციების შესაბამისად. ჩვენი მთავარი პრინციპია პაციენტის მიმართ პატივისცემა, ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა და მაქსიმალური ჩართულობა მკურნალობის პროცესში. თითოეულ პაციენტს ეთმობა დრო, ყურადღება და დეტალური ახსნა, თუ რა ხდება მის ორგანიზმში, რა არის პრობლემის მიზეზი და რა გზით ვგეგმავთ მის მოგვარებას. საბოლოოდ, სწორედ ასეთი ინდივიდუალური, გააზრებული და პაციენტზე მორგებული მიდგომა განსაზღვრავს იმ ხარისხს, რომელსაც ჩვენი კლინიკა ყოველდღიურად სთავაზობს თითოეულ ადამიანს.

 

 

ტექსტი: თათია ხარაიშვილი

ფოტო: გვანცა ზარქუა

ასევე გაეცანი

OK! ქეთევან ბოჭორიშვილის პროფესიული გზა – უწყვეტი განვითარებით შექმნილი წარმატების ისტორია
Slider Area

OK! ქეთევან ბოჭორიშვილის პროფესიული გზა – უწყვეტი განვითარებით შექმნილი წარმატების ისტორია

August 24, 2026
#OK! Hotel Babu Kutaisi – ოჯახური სითბოსა და სტუმარმასპინძლობის მისამართი
OK! ქუთაისი

#OK! Hotel Babu Kutaisi – ოჯახური სითბოსა და სტუმარმასპინძლობის მისამართი

August 25, 2026
OK! ბელა როგავა – ლიდერი, რომელიც განვითარებას ადამიანების გაძლიერებად აქცევს
Slider Area

OK! ბელა როგავა – ლიდერი, რომელიც განვითარებას ადამიანების გაძლიერებად აქცევს

August 20, 2026
#OK! გიორგი ხატიაშვილის აკადემიური წარმატება: საერთაშორისო განათლებიდან George Washington University-მდე
Slider Area

#OK! გიორგი ხატიაშვილის აკადემიური წარმატება: საერთაშორისო განათლებიდან George Washington University-მდე

August 20, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ქუთაისის „ტორპედო“ მრავალწლიანი წარსულით და სამომავლო გეგმებით

#OK! ქუთაისის „ტორპედო“ მრავალწლიანი წარსულით და სამომავლო გეგმებით

June 12, 2025
#OK! ”ქეითი ძალიან გემრიელ საჭმელებს აკეთებს, მისი მომზადებული კერძი როდესაც არ არის, უბრალოდ “ნაგავს” ვჭამ” – პრინცი უილიამი

#OK! ”ქეითი ძალიან გემრიელ საჭმელებს აკეთებს, მისი მომზადებული კერძი როდესაც არ არის, უბრალოდ “ნაგავს” ვჭამ” – პრინცი უილიამი

November 27, 2023
#OK! ილონ მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი პოდიუმს იპყრობს

#OK! ილონ მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი პოდიუმს იპყრობს

October 10, 2025
#OK! The Weeknd რამდენიმე საათის წინ UN World Food Programme-ის კეთილი ნების ელჩად დაასახელეს

#OK! The Weeknd რამდენიმე საათის წინ UN World Food Programme-ის კეთილი ნების ელჩად დაასახელეს

October 8, 2021

კვირის ჰიტები

#OK! მაიკლ ჯექსონი: რთული ბავშვობა, სკანდალური ბრალდებები და ტრაგიკული დასასრული

#OK! მაიკლ ჯექსონი: რთული ბავშვობა, სკანდალური ბრალდებები და ტრაგიკული დასასრული

August 29, 2026
#OK! დემნა გვასალიას კაბა Gucci-ს მუზეუმში – ფლორენციაში ბრენდის ახალი გამოფენა გაიხსნა

#OK! დემნა გვასალიას კაბა Gucci-ს მუზეუმში – ფლორენციაში ბრენდის ახალი გამოფენა გაიხსნა

August 27, 2026
#OK! დოლი პარტონი – ლეგენდარული მომღერლის ცხოვრების, სიყვარულისა და წარმატების ისტორია

#OK! დოლი პარტონი – ლეგენდარული მომღერლის ცხოვრების, სიყვარულისა და წარმატების ისტორია

August 26, 2026
#OK! გივიკო ბარათაშვილი და ანასტასია ჭანტურაია პირველ შვილს ელოდებიან

#OK! გივიკო ბარათაშვილი და ანასტასია ჭანტურაია პირველ შვილს ელოდებიან

August 31, 2026
PANDAWA4D
SALDOKU777
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
PANDAWA4D
177winbet
pandawa177
saldoku777
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები