• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! კულტურა

#OK! მუსიკა, როგორც თვითგამოხატვის საშუალება… ზურაბ ჯეგნარაძე მუსიკოსი ბათუმიდან

January 5, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

ბავშვობაში მოსმენილი პირველი მელოდია ზოგისთვის, უბრალოდ, მოგონებაა, ზოგისთვის კი ახალი გზის დასაწყისი. ზურაბ ჯეგნარაძისთვის მუსიკა არის ემოცია, რომელიც ფორმას იძენს, ის მისთვის თვითგამოხატვის ყველაზე კარგი საშუალებაა, სადაც ყოველი ნოტი ამბობს იმაზე მეტს, ვიდრე, უბრალოდ, სიტყვები… ეს არის ამბავი მუსიკოსზე, რომლისთვისაც მუსიკა მხოლოდ ჰობი და პროფესია არ არის, არამედ ჟანგბადია, რომელიც სასიცოცხლო ენერგიით ავსებს.

 

როდის შემოვიდა თქვენს ცხოვრებაში მუსიკა?

ჩემი მუსიკალური გზა ადრეული ბავშვობიდან დაიწყო, შეიძლება ითქვას, რომ პირველი ნაბიჯებიც მუსიკასთან ერთად გადავდგი, ამ პროცესში კი ოჯახმა უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა. ჩვენს სახლში ხშირად ტარდებოდა სალონური საღამოები, რომელსაც ქართული მრავალხმიანობა აგვირგვინებდა და ასეთ გარემოში შეუძლებელი იყო მუსიკა არ შეგყვარებოდა. 8 წლის ასაკში მშობლებმა შემიყვანეს ბათუმის ზ. ფალიაშვილის სახ. სამუსიკო სკოლაში და მალევე საუკეთესო პედაგოგების დამსახურებით მუსიკა ჩემს მეორე სამეტყველო ენად იქცა.

მახსოვს პირველი ზიარება სცენასთან, როდესაც ბლოკ-ფლეიტით შევასრულე რამდენიმე ქართული პიესა და სცენაზე დგომისგან არაჩვეულებრივი ემოციები მივიღე. შიში და ღელვა სიამოვნებად მექცა, როდესაც ვიგრძენი, რომ დარბაზიც მუსიკასთან ერთად სუნთქავდა. ეს ერთიანობის განცდა განსაკუთრებით სასიამოვნო იყო.

სწავლის პერიოდში სხვადასხვა ინსტრუმენტს დავეუფლე და ყოველი მათგანი განსაკუთრებულად შემიყვარდა. მას შემდეგ მუსიკა არ ყოფილა ჩემთვის მხოლოდ ჰობი ან პროფესია – ის გახდა ჩემი გზა და ყველაზე ძლიერი თვითგამოხატვის საშუალება.

 

 

როდის დაინტერესდით საქსოფონით? რატომ სწორედ საქსოფონი?

ყველა ადამიანს აქვს გამორჩეულად საყვარელი მელოდია. ჩემთვის ასეთია ქენდი დალფერის „Lily was here“ – ეს არის კომპოზიცია, რომელმაც საქსოფონი შემაყვარა და, ფაქტობრივად, გადამაწყვეტინა დავუფლებოდი მას.

საქსოფონი გამოირჩევა საოცარი თვისებით: მას შეუძლია ერთ ნოტში ჩაატიოს სიხარული, სევდა, სითბო, ვნება და მელოდიას მისცეს ისეთი შეფერილობა, რომელსაც სიტყვები ვერ აღწერს. სწორედ ამიტომ ავირჩიე ის და რაც უფრო მეტს ვუკრავ საქსოფონზე, ვხვდები, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე.

 

გვესაუბრეთ თქვენს შემოქმედებით ცხოვრებაზე. რამდენად დაკავებული ხართ დღეს და სად შეუძლია მსმენელს თქვენი მოსმენა?

ჩემი შემოქმედებითი ცხოვრება საკმაოდ დინამიკურია. ესაა მუდმივი მოძრაობა, რეპეტიციები, კონცერტები, სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობა და ახალი იდეების ძიება. მუსიკოსისთვის ყველაზე დიდი მტერია სტაგნაცია, ამიტომ ვცდილობ არასდროს გავჩერდე და მუდამ აქტიურ რეჟიმში ვიყო. ჩემი საშემსრულებლო საქმიანობა ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს – სოლო შესრულება და ბენდი. ამჟამად ორივე მათგანი საკმაოდ მოთხოვნადია.

რაც შეეხება იმას, თუ სად შეუძლია მსმენელს ჩემი მოსმენა, ხშირად გამოვდივარ ქალაქის კონცერტებსა და ფესტივალებზე. ასევე ვიღებ კერძო შეკვეთებს დახურულ საღამოებზე, როგორიცაა კორპორაციული წვეულებები, ქორწილები და ხელის მოწერები, სადაც საქსოფონის ცოცხალი ჟღერადობა განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის.

რა არის მუსიკა თქვენთვის?

ზოგისთვის მუსიკა, უბრალოდ, ჰობი ან პროფესიაა… ჩემთვის მუსიკა ჟანგბადია, რომელიც სასიცოცხლო ენერგიით მავსებს. მუსიკალურ სამყაროში სიმშვიდეც და ქაოსიც თავის ადგილს პოულობს და ეს იდეალური სისტემის მაგალითია. მუსიკით უსიტყვოდ შეიძლება გააგებინო ადამიანებს ის, რასაც გრძნობ და ფიქრობ.

 

 

რა ან ვინ არის თქვენი შემოქმედებითი ცხოვრების მთავარი მოტივატორი?

ჩემთვის მთავარი მამოძრავებელი ძალა, უპირველესად, საკუთარი გზაა. ვინაიდან დიდხანს ვერ იქნები ერთ ადგილზე, უნდა აირჩიო – ან წინ მიდიხარ, ან უკან. შესაბამისად, ვცდილობ გავხდე გუშინდელზე უკეთესი, თუნდაც ერთი ნოტით, ერთი ფრაზით. ეს შიდა კონკურენცია ჩემთვის ძლიერი მოტივაციაა.

მეორე დიდი ძალა არის ემოციები და ადამიანები, ვინც მათ იწვევს. როცა მსმენელის სახეზე ვამჩნევ მუსიკით გამოწვეულ სიამოვნებას, ვგრძნობ, რომ მთავარი მისია შესრულებულია.

 

როგორც ჩვენთვის ცნობილია, პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევით, გვიამბეთ ამის შესახებ.

დიახ, სწავლის დასრულებისთანავე ჩემმა პედაგოგმა საცდელად რამდენიმე მოსწავლე მომაბარა და როცა პირველ გამოცდას წარმატებით გავართვი თავი, უკვე ოფიციალურად დავიწყე მუშაობა ბათუმის ზ. ფალიაშვილის სახ. სამუსიკო სკოლაში. დღეს ჩემი მოსწავლეები მრავალი საერთაშორისო კონკურს-ფესტივალის გამარჯვებულები არიან და ამით ძალიან ვამაყობ. აქვე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სკოლას იმ მუდმივი თანადგომისა და მხარდაჭერისთვის, რომელსაც წლების განმავლობაში იჩენს პედაგოგების მიმართ. თითოეული წარმატებული მოსწავლის მიღწევა ჩემთვისაც განახლებული შთაგონებაა. ამ პროცესში მე თვითონაც ვსწავლობ – მოთმინებას, უკეთ მოსმენას, სწორად აღქმას და იმას, რომ პედაგოგიკა, პირველ რიგში, ადამიანურ ურთიერთობებზეა აგებული და მასში ურთიერთპატივისცემა ძალიან დიდ როლს თამაშობს.

 

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

სამომავლო გეგმები, უპირველესად, პროფესიულ განვითარებას უკავშირდება, რათა მსმენელს შევთავაზო კიდევ უფრო მაღალი კლასის მუსიკალური შესრულება. ვაპირებ ვიმუშაო ახალ რეპერტუარზე მეტად კომპლექსურ მუსიკალურ პროექტებში. გარდა ამისა, მსურს ჩემი გამოცდილება კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას გავუზიარო და შევქმნა ძლიერი, მოტივირებული გარემო, განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობებით.

დაბოლოს, ყველაზე გლობალური მიზანი: შევქმნა ისეთი მუსიკა, რომელიც სხვებისთვის გახდება შთაგონების წყარო ისევე, როგორც ოდესღაც ჩემთვის გახდა კომპოზიცია „Lily was here“.

 

წარმატებები!

გმადლობთ ინტერვიუსთვის!

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: დენის ტამბოვცევი

ასევე გაეცანი

#OK! Medcorner – სივრცე, სადაც ინოვაცია, პროფესიონალიზმი და ესთეტიკა ერთმანეთთან თანხვედრაშია
OK! Doctors

#OK! Medcorner – სივრცე, სადაც ინოვაცია, პროფესიონალიზმი და ესთეტიკა ერთმანეთთან თანხვედრაშია

January 7, 2026
#OK! 24-წლიანი გამოცდილება ერთ ბრენდში  „კორპო“ –  კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევის ახალი სტანდარტი ჯიპიაი ჰოლდინგისგან
ინტერვიუ

#OK! 24-წლიანი გამოცდილება ერთ ბრენდში „კორპო“ –  კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევის ახალი სტანდარტი ჯიპიაი ჰოლდინგისგან

January 7, 2026
#OK! მედიცინა, ემპათია და ლიდერობა – ინდირა კოპალეიშვილის გზა
OK! Doctors

#OK! მედიცინა, ემპათია და ლიდერობა – ინდირა კოპალეიშვილის გზა

January 7, 2026
#OK! წლის რჩეული ოფთალმოლოგი ილონა წერედიანი
OK! Doctors

#OK! წლის რჩეული ოფთალმოლოგი ილონა წერედიანი

January 7, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! „ჩვენი მიზანია ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი“ – გაიცანით ესთეტიკური მედიცინის ცენტრი „პრესტიჟ ლუქსი“

#OK! „ჩვენი მიზანია ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი“ – გაიცანით ესთეტიკური მედიცინის ცენტრი „პრესტიჟ ლუქსი“

November 4, 2022
#OK! პირველი გამოჩენა: როგორ გამოიყურება ჯიჯი ჰადიდის ქალიშვილი

#OK! პირველი გამოჩენა: როგორ გამოიყურება ჯიჯი ჰადიდის ქალიშვილი

January 21, 2022
#OK! ბექჰემების ფეშენებელური სახლი, რომლის ფასიც £31 მილიონია

#OK! ბექჰემების ფეშენებელური სახლი, რომლის ფასიც £31 მილიონია

November 11, 2022
OK! მიხარია, რომ ბათუმელმა მსმენელმა მიგვიღო და შეგვიყვარა – ინტერვიუ Barbara Bell-თან

OK! მიხარია, რომ ბათუმელმა მსმენელმა მიგვიღო და შეგვიყვარა – ინტერვიუ Barbara Bell-თან

December 30, 2023

კვირის ჰიტები

საჩუქრები, რომლებსაც ბავშვები გულით ელიან

საჩუქრები, რომლებსაც ბავშვები გულით ელიან

January 5, 2026
#OK! მამაკაცმა მოხუცი მშობლები 160 კილომეტრის მანძილზე ზურგით ატარა

#OK! მამაკაცმა მოხუცი მშობლები 160 კილომეტრის მანძილზე ზურგით ატარა

January 5, 2026
#OK! Medcorner – სივრცე, სადაც ინოვაცია, პროფესიონალიზმი და ესთეტიკა ერთმანეთთან თანხვედრაშია

#OK! Medcorner – სივრცე, სადაც ინოვაცია, პროფესიონალიზმი და ესთეტიკა ერთმანეთთან თანხვედრაშია

January 7, 2026
#OK! ადრიანო ჩელენტანოს და კლაუდია მორის ქორწინების საიდუმლო, რომელიც 60 წელზე მეტია გრძელდება

#OK! ადრიანო ჩელენტანოს და კლაუდია მორის ქორწინების საიდუმლო, რომელიც 60 წელზე მეტია გრძელდება

January 6, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები