• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ხათუნა აბაშიძე და გიორგი ყიფიანი

აგვისტო 29, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

მოგვიყევით თქვენს პროფესიაზე. რატომ და როდის აირჩიეთ?

(ხათუნა):  ჩემი პირველი პროფესია მსახიობობას უკავშირდება. დავამთავრე თეატრისა კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი, ჯერ თეატრი და კინო, ხოლო შემდეგ − ინტერიერი და დიზაინი. ყოველთვის დაინტერესებული ვიყავი ამ სფეროთი, ამიტომ გადავწყვიტე გამევლო კურსები და უფრო კარგად შემესწავლა ეს საქმე. თუმცა მიმაჩნია, რომ ეს პროფესია არ ისწავლება. შესაძლოა არსებობდეს გარკვეული წესები და კანონები, რაც უნდა იცოდე, მაგრამ ის, თუ რამდენად პროფესიულად გამოგდის, მეტწილად დამოკიდებულია შენს ხედვასა და გემოვნებაზე. გემოვნებაც შეიძლება შეისწავლო და დროთა განმავლობაში დახვეწო, თუმცა ხედვა არის ის, რასაც ვერ ისწავლი.

(გიორგი):  ჩემი პროფესია და საქმიანობა ჩემთან ერთად დაიბადა. ოჯახში, სადაც მე დავიბადე და გავიზარდე, ყოველთვის აქტუალური იყო ეს სფერო. მეც ბავშვობიდანვე დავინტერესდი და გადავწყვიტე მეთამაშა ფეხბურთი. სამწუხაროდ, ეს დიდი ხანი არ გაგრძელებულა, მაგრამ მაინც დავრჩი იგივე სფეროში და დაახლოებით 2010 წელს წავედი მენეჯერული განხრით. როდესაც ჩემი კარიერა დავამთავრე, როგორც მოთამაშემ, გადავწყვიტე ჰოლანდიაში წავსულიყავი სასწავლებლად, სადაც რამდენიმე წელი გავატარე. ამის შემდეგ დავბრუნდი საქართველოში და დამატებით ადგილობრივი კურსები გავიარე, რათა უკეთ შემძლებოდა ამ საქმის კეთება და დღეს ვარ იქ, სადაც ვარ. მიმაჩნია, რომ ძალიან გამიმართლა, რადგან ვაკეთებ იმას, რაც მართლა ძალიან მომწონს. ზოგადად, ბედნიერებაა, როდესაც იპოვი იმ საქმეს, რისი კეთებაც გსიამოვნებს და ამ მხრივ მე მართლაც გამიმართლა, ეს მაძლევს ყოველდღიურ მოტივაციას.

გაგიკეთებიათ თუ არა ისეთი რამ, რაც ყველაზე მეტად გეამაყებათ?

(ხათუნა):  კონკრეტულად ვერ გამოვყოფ რაიმეს, რაც სიამაყეს მომგვრის, მაგრამ აღვნიშნავ, რომ პრეზიდენტის სასახლეზე და სხვა ობიექტებზეც მიმუშავია. ბევრ კარგ არქიტექტორთან ერთად, მეც შევიტანე საკუთარი წვლილი.

(გიორგი):  ჯერჯერობით რაიმე კონკრეტულს ვერ დავასახელებდი. როგორც უკვე აღვნიშნე, ზოგადად, მეამაყება ის, რასაც ვაკეთებ. მომწონს და მიყვარს ჩემი საქმე და ვფიქრობ, მომავალში ბევრი საინტერესო რამის გაკეთება შემიძლია. ამ სფეროს აქვს დიდი პოტენციალი. ჩემთვის გამოწვევაა ამ პოტენციალის ბოლომდე გამოყენება და იმედი მაქვს, მე ვიქნები ამ ცვლილებების თანამონაწილე, რაც მომავალში წარმატებას მომიტანს. უკვე 6 წელია „ლოკომოტივში“ ვმუშაობ. „ლოკომოტივის“ აკადემიას ჰყავს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის დაახლოებით 500 ბავშვი. ვფიქრობ, ეს ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია, რომელსაც ხაზს გავუსვამდი.

რა შეიძლება გახდეს შთაგონების წყარო?

(ხათუნა):  ჩემი აზრით, შთაგონების წყარო ნებისმიერი რამ შეიძლება გახდეს, ადამიანის თვალებიც კი. თუ ამ საკითხით ხარ დაინტერესებული, ყველა დეტალს აკვირდები და შენებურად აღიქვამ. პირადად მე შეიძლება რაღაც კონკრეტულ ამბავს ვერ ვიმახსოვრებდე, თუმცა ყოველთვის მამახსოვრდება შექმნილი შთაბეჭდილება. ეს ალბათ იმიტომ ხდება, რომ მე ამ ყველაფრით დაინტერესებული ვარ და ყოველთვის შესაძლოა ახალი და საინტერესო რამ აღმოვაჩინო.

რამდენად დიდი გავლენა მოახდინა ოჯახმა პროფესიის არჩევაში?

(გიორგი):  რა თქმა უნდა, ოჯახს დიდი როლი მიუძღვის. ჩემს შემთხვევაში კი, განსაკუთრებით მამაჩემს. მისი განვლილი გზა ჩემთვის იყო მოტივაცია, რამაც გამოიწვია ჩემი ინტერესი ამ ყველაფრის მიმართ. წარსულში არაერთხელ მიფიქრია, შეცდომა ხომ არ იყო ჩემი ამ სფეროში ყოფნა. საერთოდ, ფეხბურთელობა ან შემდეგ მენეჯერობა. მქონია დილემები, ასე ვთქვათ, მაგრამ შემდეგ უკვე მივხვდი, რომ ეს ის არის, რაც უნდა ვაკეთო და დღეს უკვე ზუსტად ვიცი, რომ იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო.

ფეხბურთელის შთამომავალი…

გარკვეულწილად, მეხმარება კიდეც, დიდ პასუხისმგებლობასაც მაკისრებს და ამავდროულად, ძალიან საამაყოა, იყო ასეთი წარსულის მქონე ადამიანის შთამომავალი.

რამდენად მნიშვნელოვანია განწყობა თქვენს საქმეში?

(ხათუნა):  განწყობა ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია. განწყობა შესაძლოა გქონდეს ყველანაირი − ძალიან კარგი, არაჩვეულებრივად კარგი, ცუდი, სევდიანი, ტრაგიკული. თუმცა ყველანაირი განწყობის დროს შეიძლება საქმის კეთება. ცხადია, ეს დიდ გავლენას ახდენს შემოქმედებით საქმიანობაზე.

(გიორგი):  განწყობა, ზოგადად, ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია. განწყობას და იმას, თუ როგორ გრძნობ თავს, უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თუ როგორი მოტივაციით აკეთებ საქმეს, აისახება შედეგზე. მე შემიძლია ჩემს თავზე მუშაობა განწყობის შესაქმნელად.

 

 

როგორ ინარჩუნებთ ფორმას? როგორია თქვენი თავის მოვლის რუტინა?

(ხათუნა):  დღევანდელ რეალობაში ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი. სწორი კვება, ვარჯიში და ასე შემდეგ, მაგრამ მგონია, რომ მაინც ყველაფერი, მათ შორის სილამაზეც, სულიერ სიმშვიდეზეა დამოკიდებული.

რა როლი მიუძღვის ჯანსაღ ცხოვრებას თქვენს ყოველდღიურობაში?

(გიორგი):  ყველაზე მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი და არაფერი იმაზე მნიშვნელოვანი არ არის, რასაც ჰქვია ჯანმრთელობა. ყველამ აუცილებლად უნდა ვეცადოთ, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ჯანმრთელი ცხოვრება. წესად ჩამოვიყალიბოთ, ვაქციოთ ჩვენს ყოველდღიურ რუტინად − იქნება ეს კვება, ვარჯიში, ძილი თუ სხვა ქმედება, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს ჯანმრთელობას.

რა არის თქვენთვის სილამაზე?

(ხათუნა):  სილამაზე შეიძლება ყველაფერში დაინახო − ბუნებაში, არქიტექტურაში, მუსიკაში, ადამიანში. თუ კონკრეტულად ადამიანზე ვილაპარაკებთ, ძალიან ბევრის დასახელება შემიძლია, ვისაც ლამაზად მივიჩნევ. ადამიანი შესაძლოა გარეგნულად იყოს ულამაზესი, მაგრამ მისი გარეგნობა წამში გაუფერულდეს და დაინგრეს მისი შინაგანი სამყაროს გაცნობის შემთხვევაში. თუ ადამიანი შინაგანად არ არის საინტერესო, ის ვერ იქნება ლამაზი გარეგნულად. სილამაზე ყველაფრის − ჭკუის, ცოდნის, კულტურის, მანერების ერთობლიობაა.

საქართველოში სილამაზის ეტალონად ბევრი შეგვიძლია მივიჩნიოთ, მაგრამ გამოვყოფდი ლიკა ქავჟარაძეს, სოფიკო ჭიაურელს, ნინო რამიშვილსა და ნანი ბრეგვაძეს.

ასევე გაეცანი

#OK! ორიგინალური იდეები, განსხვავებული გარემო და პროფესიული ფოტო-ვიდეოგადაღება IQ studio-სგან
ინტერვიუ

#OK! ორიგინალური იდეები, განსხვავებული გარემო და პროფესიული ფოტო-ვიდეოგადაღება IQ studio-სგან

აგვისტო 3, 2022
#OK! ყველაზე ცნობილი ქორწილების ორგანიზატორი საქართველოში – ინტერვიუ ედემ გვარმიანთან
Décor

#OK! ყველაზე ცნობილი ქორწილების ორგანიზატორი საქართველოში – ინტერვიუ ედემ გვარმიანთან

აგვისტო 3, 2022
#OK! M|group – სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტჯგუფი
Gastro

#OK! M|group – სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტჯგუფი

აგვისტო 3, 2022
#OK! გამომცემლობა „პალიტრა L“ – კარგ კომპანიას პროფესიონალები ქმნიან
ინტერვიუ

#OK! გამომცემლობა „პალიტრა L“ – კარგ კომპანიას პროფესიონალები ქმნიან

აგვისტო 4, 2022

ახლა კითხულობენ

#OK! კენდალ ჯენერის თამამი იმიჯი! მოდელი პარიზში შენიშნეს!

#OK! კენდალ ჯენერის თამამი იმიჯი! მოდელი პარიზში შენიშნეს!

ივლისი 1, 2021
#OK! ვინ არის ქოულ სპრაუსის მეგობარი გოგონა: ახალი ვარსკვლავური წყვილი პაპარაცებმა პირველ პაემანზე Echo Park-ში დააფიქსირეს

#OK! ვინ არის ქოულ სპრაუსის მეგობარი გოგონა: ახალი ვარსკვლავური წყვილი პაპარაცებმა პირველ პაემანზე Echo Park-ში დააფიქსირეს

მაისი 31, 2021
#OK! დღეს ჩემს გუნდთან ერთად, ვაკეთებ საქმეს, რომელიც მიყვარს ნინო ნიაურის „ვან ფოინთი“

#OK! დღეს ჩემს გუნდთან ერთად, ვაკეთებ საქმეს, რომელიც მიყვარს ნინო ნიაურის „ვან ფოინთი“

მარტი 11, 2021
#OK! The Weeknd რამდენიმე საათის წინ UN World Food Programme-ის კეთილი ნების ელჩად დაასახელეს

#OK! The Weeknd რამდენიმე საათის წინ UN World Food Programme-ის კეთილი ნების ელჩად დაასახელეს

ოქტომბერი 8, 2021

კვირის ჰიტები

#OK! აგვისტოს თვის ასტროლოგიური პროგნოზი

#OK! აგვისტოს თვის ასტროლოგიური პროგნოზი

აგვისტო 4, 2022
#OK! საირმე – ისტორიული კურორტი სამკურნალო-გამაჯანსაღებელი რესურსით

#OK! საირმე – ისტორიული კურორტი სამკურნალო-გამაჯანსაღებელი რესურსით

აგვისტო 5, 2022
#OK! ტროპიკული მიმართულებები

#OK! ტროპიკული მიმართულებები

აგვისტო 5, 2022
#OK! 84 წლის ჯეინ ფონდა H&M-ის ახალ კამპანიაში

#OK! 84 წლის ჯეინ ფონდა H&M-ის ახალ კამპანიაში

აგვისტო 4, 2022
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×