• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! Business

#OK! მინიმალიზმში ნაპოვნი სრულყოფილება – ბრენდი, რომელიც ინოვაციურ დიზაინს ქმნის

June 17, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

ახალგაზრდა დიზაინერის გზა მცირე დროში მიღწეულ წარმატებასა და სირთულეებზე. ქალაქ ბათუმში დაფუძნებული ონლაინმაღაზია Wonderspace-MRSH ბრენდია, რომელიც მომხმარებლებს არა მხოლოდ გამორჩეულ დიზაინსა და ხარისხიან სამოსს სთავაზობს, არამედ უნიკალურ შანსს აძლევს ყველას, საკუთარი სტილით მათივე იდენტობა გამოხატონ. ჟურნალი OK! გაგაცნობთ დიზაინერს, მარიშკა ჭიტაძეს, რომელმაც მცირე დროში შეძლო მოდის სამყაროში საკუთარი ადგილი დაემკვიდრებინა.

 

 

 

უპირველესად, გაგვეცანით და გვიამბეთ თქვენი ბრენდის შესახებ. რამდენი ხანია არსებობს?

დიდი მადლობა, რომ საშუალება მომეცით, საზოგადოებას საკუთარი თავი და ჩემი ბრენდი გავაცნო. მე ვარ მარიშკა ჭიტაძე, ქალაქ ბათუმიდან. პროფესიით ტანსაცმლის დიზაინერ-კონსტრუქტორი და ბრენდ Wonderspace-MRSH-ის დამფუძნებელი. საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ ვფიქრობდი, რომ ჩემი მომავალი ამ სფეროსთან იქნებოდა დაკავშირებული, თუმცა დროის გასვლასთან ერთად მესმოდა შინაგანი ხმა და მოწოდება, რომელიც ბავშვობიდან თან მდევდა და საკუთარი სივრცის არსებობას მოითხოვდა. მსურდა შემექმნა რაიმე საკუთარი, ჩემს ემოციებსა და პიროვნებასთან ასოცირებული, რომელმაც მიმიყვანა გადაწყვეტილებამდე, თავიდან გამევლო სტუდენტური გზა და ჩავაბარე კოლეჯ ბლექსში – სამკერვალო წარმოების ფაკულტეტზე. პარალელურად გავიარე 3D მოდის კურსი კიბერაკადემიაში. ეს იყო გადაწყვეტილება, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა და მაპოვნინა საკუთარი თავი. ტექნიკამ, პრაქტიკამ და თავდაჯერებულობამ დამაწყებინა ის შემოქმედებითი პროცესი, რამაც დიზაინერად ჩამომაყალიბა. ბრენდი Wonderspace-MRSH ჩემი სურვილების გაგრძელებაა, რომელიც უკვე წელიწადზე მეტია ქართულ ბაზარზე ოპერირებს. ის იმ ადამიანების საჭიროებებს პასუხობს, რომლებსაც უყვართ კომფორტი, მინიმალიზმი და ინდივიდუალურობა. ჩვენი ტანსაცმელი იქმნება მათთვის, ვინც ხარისხს და სტილს აფასებს არა როგორც ზედაპირულ ტენდენციას, არამედ როგორც ხასიათის გაგრძელებას. დღეს კი თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ბრენდი არ არის უბრალოდ სამოსი – ეს არის ხედვა, განცდა და იდეა, რომელიც ადამიანს თვითგამოხატვის საშუალებას აძლევს.

სამუშაო სივრცე – სახლი, სახელოსნო. სად იქმნება კოლექცია?

კოლექცია იქმნება სახელოსნოში, რომელიც ერთდროულად სივრცე, სავარჯიშო მოედანი და მუზის წყაროა. ადგილი, სადაც შთაგონება ხორციელდება ფურცლიდან ქსოვილზე, ქსოვილიდან – კონსტრუქციამდე და ბოლოს დასრულებულ სამოსამდე. სახელოსნო თავადაც პროცესის ნაწილია. ამ ადგილზე იბადება ყველა მოდელი პირველ ხაზად, შემდეგ ფორმად და ბოლოს ტანსაცმელი, რომელიც მზადაა იპოვოს მფლობელი.

 

რას აქცევთ ყურადღებას ქსოვილების არჩევის დროს? ადგილობრივია თუ იმპორტირებული?

ქსოვილის შერჩევა ჩემთვის ბალანსია ხარისხსა და ესთეტიკას შორის. სწორედ ამიტომ არჩევის პროცესი ერთ-ერთი ყველაზე ფაქიზი და მნიშვნელოვანი ეტაპია. მასშია ასახულია სამოსის ხასიათი, შეგრძნება და ის ემოციები, რომლის გადმოცემაც საკუთარი ნაშრომით გვსურს. ყველაზე დიდი ყურადღება და დრო ქსოვილის ტექსტურის არჩევას სჭირდება. სინაზე, სიმკვრივე და, რაც მთავარია, შემადგენლობა, ბუნებრივი ან კომბინირებული ბოჭკოების სწორად შერჩევის განსაზღვრა – ყველა დეტალი საბოლოოდ სამოსის ფორმაზე აისახება, რომ დროთა განმავლობაში არ დაკარგოს ფერი, სტილი და ა.შ. რაც შეეხება წარმომავლობას, ვმუშაობ როგორც ადგილობრივ, ისე იმპორტირებულ ქსოვილებზე. უმეტესწილად, სამოსი, მრავალფეროვანი არჩევნიდან გამომდინარე, იმპორტირებული მასალით იქმნება. განსაკუთრებული ფაქტურის, ფერის ან მაღალი ტექნოლოგიური თვისებების მქონე ქსოვილის შეძენა უცხოეთში მეტადაა შესაძლებელი.

 

სამოსის შექმნის პროცესი, დამხმარე გუნდი, სირთულეები…

სამოსის შექმნა კრეატიული და ტექნიკური პროცესის თანხვედრაა. გზა სუფთა ფურცლიდან საბოლოო შედეგამდე ძალიან საპასუხისმგებლო, შრომატევადი და საინტერესოა. ამ დროს მუშავდება ბევრი დეტალი და მიღებული შედეგიც მეტად ინოვაციურია. ყველაფერი შთაგონებით იწყება, რომელსაც ესკიზის შექმნამდე, ქსოვილის არჩევასა და კონსტრუქციულ გადაწყვეტილებამდე მივყავარ. მუშაობის პროცესში გვერდით ძალიან საიმედო ადამიანი მყავს, რომელთან ერთადაც ის დრო უფრო მეტად მშვიდი, სასიამოვნო და პოზიტიურია. ადამიანი, რომელიც მეხმარება სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში, მათ დაგეგმარებასა და შესრულებაში. მასთან ერთად ვასრულებ საპილოტე ნიმუშების კონსტრუირებას, მოზომვას, კორექტირებებს. მხოლოდ ამის შემდეგ გადადის მოდელი სრულფასოვან წარმოებაში. ვისარგებლებ შემთხვევით და დიდ მადლობას გადავუხდი ნათიას გაწეული შრომისთვის. გამოწვევები ყოველთვის არის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მცირე რაოდენობაზე მუშაობ, დეტალებზე ორიენტირებულად და ხარისხზე მაქსიმალური პასუხისმგებლობით. ხშირად რთულია ქსოვილის ან აქსესუარის პოვნა. ამას ემატება შეზღუდული დრო, დაგეგმარების პროცესი და ტექნიკურად რთული დეტალის გადაჭრა მცირე რესურსით. მიუხედავად ამისა, არსებული გამოწვევები პროფესიული ზრდისკენ გვიბიძგებს და დიდ მოტივაციას გვაძლევს.

 

 

 

რა მეთოდებს იყენებთ საკუთარი კოლექციის წარსადგენად?

ტრადიციული და ციფრული სივრცეები ერთმანეთს კვეთენ, აქედან გამომდინარე, კოლექციის წარდგენის ფორმაც მრავალფეროვანია. ძირითადად, ბრენდი მთავარ სათქმელს სოციალური ქსელის მეშვეობით გადმოცემს და განვითარების სხვადასხვა ეტაპს გადის. იმისდა მიუხედავად, რომ Wonderspace-MRSH არცთუ ისე დიდი ხანია არსებობს, ბრენდს სადებიუტო კოლექციის ჩვენება უკვე ჰქონდა, რომელმაც წარმატებით ჩაიარა.

 

როგორ ახერხებთ პირად ცხოვრებასა და წარმატებულ კარიერას შორის ბალანსის დაცვას?

ბალანსის შენარჩუნება ერთგვარი პროცესია, რომელსაც ყოველდღიურად გავდივარ. ვისწავლე, რომ წარმატება არ ნიშნავს მხოლოდ მიღწევებს. მას შინაგანი სიმშვიდე და უშრეტი ენერგიული ბალანსი სჭირდება. ამის შენარჩუნება რთული იქნებოდა, რომ არა გვერდით ისეთი ადამიანი, რომელიც ჩემი სურვილების გზამკვლევი, საყრდენი და საიმედო ძალაა. ადამიანი, რომელიც მუდამ მეტი განვითარებისკენ გიბიძგებს. სრული მხარდაჭერისთვის მადლობა ჩემს მეუღლეს, ის ჩემთვის დიდი მოტივაციაა.

 

სამომავლო გეგმები

პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი ბრენდის ცნობადობის გაზრდა და მისი გამყარებაა, როგორც იდენტობის მქონე ძლიერი პლატფორმა, რომელიც არა მხოლოდ სამოსს ქმნის, არამედ ადამიანებს ისტორიას და ღირებულებებს უზიარებს. ჩემთვის ბრენდი სტატიკური პროექტი არ არის. ის ცოცხალი ორგანიზმივით მუდმივად ვითარდება და იზრდება. სამომავლოდ ვგეგმავ მეტის სწავლას, უფრო მეტი ექსპერიმენტული შესაძლებლობის გამომუშავებასა და განვითარებას.

 

ტექსტი: ანნო ბუხრაშვილი

ფოტო: ირინა ბოიარჩუკ

ასევე გაეცანი

#OK! ახალი წლის ტრადიციები საქართველოში
Slider Area

#OK! ახალი წლის ტრადიციები საქართველოში

December 3, 2025
#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში
ინტერვიუ

#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში

November 22, 2025
ფოტოგრაფია – ეს არის მეხსიერება
OK! Business

ფოტოგრაფია – ეს არის მეხსიერება

November 24, 2025
GOGLA’s ახდენილი ოცნება – ნინო თუთბერიძე
OK! Business

GOGLA’s ახდენილი ოცნება – ნინო თუთბერიძე

November 20, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ანჯელინა ჯოლი ისტორიული სახლის გაყიდვას და ლოს-ანჯელესის დატოვებას აპირებს

#OK! ანჯელინა ჯოლი ისტორიული სახლის გაყიდვას და ლოს-ანჯელესის დატოვებას აპირებს

August 13, 2025
#OK! რამდენიმე კვირა პრემიერამდე – ლედი გაგა House of Gucci-ის ახალ პოსტერს აქვეყნებს

#OK! რამდენიმე კვირა პრემიერამდე – ლედი გაგა House of Gucci-ის ახალ პოსტერს აქვეყნებს

November 9, 2021
#OK! House Of Gucci – რა უნდა ვიცოდეთ მაურიციო გუჩისა და პატრიცია რეჯიანის შესახებ

#OK! House Of Gucci – რა უნდა ვიცოდეთ მაურიციო გუჩისა და პატრიცია რეჯიანის შესახებ

December 2, 2021
#OK! სელენა გომესი ახალ დოკუმენტურ ფილმში ლინდა როსტადტის როლს შეასრულებს

#OK! სელენა გომესი ახალ დოკუმენტურ ფილმში ლინდა როსტადტის როლს შეასრულებს

January 15, 2024

კვირის ჰიტები

#OK! „ჩემი ქმარი გრინჩს ჰგავს“ –  გვინეთ პელტროუ შობის დღეებში თავს მარტოსულად გრძნობს

#OK! „ჩემი ქმარი გრინჩს ჰგავს“ – გვინეთ პელტროუ შობის დღეებში თავს მარტოსულად გრძნობს

December 3, 2025
#OK! როდის დავდგათ ნაძვის ხე? – დეკემბრის იღბლიანი დღეები

#OK! როდის დავდგათ ნაძვის ხე? – დეკემბრის იღბლიანი დღეები

November 28, 2025
#OK! სელინ დიონმა გულშემატკივრებს მადლიერების დღე ემოციურად მიულოცა

#OK! სელინ დიონმა გულშემატკივრებს მადლიერების დღე ემოციურად მიულოცა

November 28, 2025
#OK! „მის სამყაროს“ ორმა კონკურსანტმა ტიტულზე უარი თქვა

#OK! „მის სამყაროს“ ორმა კონკურსანტმა ტიტულზე უარი თქვა

November 28, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები