• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! წარმატებული ქალი სხვა აქცენტებით – ინტერვიუ ლიანა ბედინაძესთან

March 7, 2024
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

 

დამეთანხმებით ალბათ, რომ მოზარდის აღზრდაში მასწავლებლის როლი უმნიშვნელოვანესია. მან უნდა შეძლოს, მოსწავლე არა მხოლოდ ცოდნას, არამედ ზნეობრივ ღირებულებებს აზიაროს, რადგან ამ ყველაფრის გარეშე წარმოუდგენელია პიროვნების ჩამოყალიბება. მასწავლებელიც ისევე უნდა იყოს მოტივირებული, როგორც მოსწავლე, სულ უნდა ეცნობოდეს დარგის ცვლილებებს, რათა თანამედროვეობას ფეხი აუწყოს. ის მოსწავლის მრჩეველი, დიდი მეგობარი და გზამკვლევი უნდა იყოს. დღევანდელი ჩვენი სტუმარიც სწორედ ასეთია, დიდ გამოცდილებასა და ცოდნასთან ერთად, ინოვატორიცაა და სიახლეების ძებნით ცდილობს არა მხოლოდ მოსწავლეებს, არამედ პედაგოგებსაც ხელი შეუწყოს პროფესიულ ზრდასა და განვითარებაში. ჟურნალი OK! გთავაზობთ ინტერვიუს იაკობ გოგებაშვილის მედლისა და სიგელის მფლობელ, №24-ე საჯარო სკოლის დამსახურებულ პედაგოგთან, ასოციაცია „მცოდნელის“ დამფუძნებელსა და დირექტორთან, ლიანა ბედინაძესთან. ქალბატონი ლია გვესაუბრება პედაგოგის როლზე მოსწავლის პიროვნებად ჩამოყალიბებაში და მოსწავლის წიგნზე, „ყოფაქცევის კულტურა“, რომელიც ზნეობრივი აღზრდისათვის გამოიყენება სკოლებში სადამრიგებლო საათზე.

 

ბავშვობა

დავიბადე და გავიზარდე პედაგოგების ოჯახში. ხშირად ხდება, რომ ბავშვი სწორედ იმ პროფესიას ირჩევს, რა პროფესიისაც თავად მშობელია, ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა. ძალიან მიყვარდა მუსიკა და ხატვა, ვწერდი ლექსებს, ასევე, ჩემთვის საინტერესო აქტივობა იყო როლური თამაშები. ხშირად ვათვალიერებდი მშობლების ბიბლიოთეკას და ჩემთვის საინტერესო წიგნს ვეძებდი.

ყოველთვის ვგრძნობდი მშობლების მხარდაჭერას. ისინი ჩემში ემოციური ინტელექტის განვითარებას ცდილობდნენ. მაძლევდნენ საშუალებას, შემეფასებინა ჩემი ძლიერი და სუსტი მხარეები. ამან განაპირობა ის, რომ ბათუმის N1-ლი საჯარო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებელში გავაგრძელე. ვმუშაობდი ახალშენის კულტურის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელად და ამავე კულტურის სახლის დირექტორად, ბათუმის მასწავლებელთა სახლის დირექტორის მოადგილედ, აჭარის კულტურის სამინისტროს მეთოდურ კაბინეტში მეთოდისტად, პარალელურად კი ვსწავლობდი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში დაწყებითი განათლების პედაგოგის სპეციალობაზე. ამჟამად კომპეტენციით ვარ ფილოლოგი.

გარდა ამისა, 2007 წლიდან ვარ ასოციაცია „მცოდნელის“ დამფუძნებელი. ეს გახლავთ სიახლეთა კვლევის ცენტრი, რომელიც აერთიანებს პედაგოგებს საქართველოს მასშტაბით, ნერგავს თანამედროვე სწავლების მეთოდებს და განსაკუთრებით, მუშაობს ეთიკის საკითხებზე, ნერგავს ყოფაქცევის კულტურის სწავლებას სხვადასხვა სკოლაში.

 

პედაგოგობა

პედაგოგობის არსი, უპირველესად, მოიცავს სწავლებისა და „აღზრდის“ ცნებას, აღსაზრდელზე გარკვეულ გეგმაზომიერ, მიზანმიმართულ, სისტემატურ ზემოქმედებას. ცოდნის გადაცემასთან ერთად უმთავრესი, რაც მასწავლებელს მოეთხოვება, ეს არის მოსწავლის ფორმირება ზნეობრივად. აღზრდაში ჩვენ მხოლოდ დადებითი ადამიანური თვისებების ფორმირებას, დადებით ღირებულებებს ვგულისხმობთ.

 

 

რატომ უნდა ისწავლებოდეს ეთიკა როგორც საგანი, სკოლებში?

სწორედ ეთიკა განსაზღვრავს და არის გზამკვლევი, მოზარდს ჩაუნერგოს ის ღირებულებები, რაც უმთავრესია იმისთვის, რომ პიროვნებად ჩამოყალიბდეს. გადაჭარბებულ ნათქვამად არ ჩამეთვლება, თუ აღვნიშნავ, რომ „ყოფაქცევის კულტურაში“ მოცემული თემატიკა იაკობ გოგებაშვილის აღმზრდელობით პრინციპებს ესადაგება, მისი „მემკვიდრეობის ღირსეული გამგრძელებელია“. წიგნში მოცემული მასალა უნიკალურადაა დალაგებული, ევროპულ სტანდარტებს მორგებული, თანამედროვეობითა და ქართული ტრადიციების ელემენტებით გაჯერებული, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ ბავშვი ჰარმონიულად განვითარდეს და ევროპული კულტურის ნაწილად იქცეს.

„ყოფაქცევის კულტურა“ – ასე მოვიაზრე მისი სახელწოდება მაშინ, როცა მიზნად დავისახე შემექმნა წიგნი, რომელიც თითოეული მოზარდისთვის გზამკვლევი იქნებოდა ცხოვრების გზაზე. სწორედ მაშინ, როცა ქართველი მოსწავლეები ურთულესი გამოწვევის წინაშე დადგნენ. ეს ის პერიოდია, როცა ქვეყანაში ქაოსი და განუკითხაობა სუფევდა; როცა სკოლაში მოსწავლეებმა თავისუფლება აღიქვეს ისე, როგორც მათ სურდათ მოქცეულიყვნენ და არა ისე, როგორ ემართათ საკუთარი „მე“ და ყოფილიყვნენ თავიანთი თავის უფალი, თავის თვითრეგულატორი. ვხედავდი მათ ქცევას ტრანსპორტში, ქუჩაში, სკოლაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე… მაშინ მსურდა ამეხსნა მათთვის, რომ ყველაფერში არსებობს ზღვარი, რომ ზღვარგადასული არაფერი ვარგა. ამის გამო გადავწყვიტე კლასში დამემუშავებინა ისეთი საკითხები, რაც ყოფაქცევის კულტურის სწავლებისთვის გამომადგებოდა: „რა არის კულტურა? საზოგადოება, ოჯახი, ტრადიცია, ტოლერანტობა“ და სხვ. სულ 32 თემა, რომელიც ერთ სასწავლო წელზე არის გათვლილი.

 

რა არის წიგნის, „ყოფაქცევის კულტურა“, დაწერის უმთავრესი მიზანი?

მსურდა ყველა მოზარდს ერთნაირად ჰქონოდა ხელმისაწვდომობა წიგნზე, რომელიც მათ განუმტკიცებდა ან შესძენდა „ყოფაქცევის კულტურას“. აღნიშნული წიგნი დაწყებითი განათლების საფეხურებზე სწავლებას მოიცავს. წლებია უკვე, მას სხვადასხვა სკოლაში ასწავლიან. გარდა ამისა, ვატარებ მასტერკლასებს როგორც პედაგოგებთან, ისე მოსწავლეებთან. მიხარია, რომ საოცრად მოტივირებულები არიან სწავლა-სწავლებისთვის.

აღსანიშნავია, რომ „ყოფაქცევის კულტურა“ საქართველოში წარდგენილი იყო არაერთ კონფერენციაზე და ასევე, საზღვრებს გარეთაც. ამასთანავე, აღნიშნული სახელმძღვანელო დაჯილდოვდა იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედლითა და სიგელით.

წიგნი ეხმარება მოზარდს, გაანალიზოს როგორც ცხოვრებისეული უარყოფითი, ისე დადებითი ქმედებები, აჩვევს დამოუკიდებლად აზროვნებას, სწორი დასკვნების გამოტანას, განსხვავებული აზრის პატივისცემას და სხვ.

 

რას ეტყოდით მომავალ პედაგოგებს?

უპირველესი და უმთავრესია, აღვზარდოთ პიროვნება, ადამიანი. ამასთანავე, უნდა გახსოვდეთ, რომ გაზრდასა და აღზრდას შორის დიდი ზღვარია. უნდა მივცეთ მათ ადამიანური დონის ღირსებები, „ყოფაქცევის კულტურა“, რათა ცხოვრებისეულ სირთულეებს გაუმკლავდნენ.

მასწავლებლობა ისეთი პროფესიაა, რომელიც უშრეტ ენერგიას მოითხოვს. მოტივირებული უნდა იყო, მიილტვოდე სიახლეებისკენ, რათა მოსწავლესაც „გადასდო“ იგი. ასევე, უნდა შეგეძლოს კლასის მართვა, მომთხოვნიც უნდა იყო, მეგობარიც, მრჩეველიც, აღმზრდელიც და ცოდნის მიმწოდებელიც. დათმობაც უნდა შეგეძლოს, ბოდიშის მოხდაც და პატიებაც.

მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელი მუდმივად იმაღლებდეს ცოდნას – „სწავლა სიბერემდეაო“, – უთქვამს ბრძენს, და ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ აღზარდო და ცოდნით შეაიარაღო მომავალი მოქალაქე. გახსოვდეთ – ბავშვი ყველაზე ხშირად დედისა და მასწავლებლის ქცევას ითვისებს.

 

 

სამომავლო გეგმები

ჩემი ჰობია მუსიკა და ლექსების წერა. გამოცემული მაქვს: მასწავლებელთათვის დამხმარე სახელმძღვანელო „ენა ბურჯია ერისა“ – ოთხი სცენარით; მოსწავლეთათვის დამხმარე სახელმძღვანელო „ყოფაქცევის კულტურა“ – სამ დონედ; „ისწავლე და იხალისე არდადეგებზე“; მათემატიკური ლექს-ამოცანები; სასწავლო ტესტები ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით და სხვ. არ ვკმაყოფილდები ამას და კიდევ რამდენიმე წიგნის გამოცემას ვაპირებ. ეს იქნება ლექსების კრებული, სადაც 170-მდე ლექსი იქნება შეტანილი, ალბათ „მუზის საჩუქარს“ დავარქმევ. ახლახან კი გამოვიდა თანამედროვე პოეტთა ლექსების კრებული „ისევ ერთად“, სადაც შეტანილია ჩემი ლექსები. ასევე, უკვე მზადაა გამოსაცემად ილუსტრირებული პოემა აჭარის წარსულიდან – „მანდილი“, რომელიც შეიქმნა ასმათ ბაჯელიძის ლეგენდის, „მანდილის“ მიხედვით. მზად მაქვს „საბავშვო ლექსები სკოლამდელთათვის“, აგრეთვე „მოთხრობები ზნეობაზე“.

 

წარმატებები, ქალბატონო ლიანა!

მადლობა, თქვენც…

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

OK! ქეთევან ბოჭორიშვილის პროფესიული გზა – უწყვეტი განვითარებით შექმნილი წარმატების ისტორია
Slider Area

OK! ქეთევან ბოჭორიშვილის პროფესიული გზა – უწყვეტი განვითარებით შექმნილი წარმატების ისტორია

August 24, 2026
#OK! Hotel Babu Kutaisi – ოჯახური სითბოსა და სტუმარმასპინძლობის მისამართი
OK! ქუთაისი

#OK! Hotel Babu Kutaisi – ოჯახური სითბოსა და სტუმარმასპინძლობის მისამართი

August 25, 2026
OK! ბელა როგავა – ლიდერი, რომელიც განვითარებას ადამიანების გაძლიერებად აქცევს
Slider Area

OK! ბელა როგავა – ლიდერი, რომელიც განვითარებას ადამიანების გაძლიერებად აქცევს

August 20, 2026
#OK! გიორგი ხატიაშვილის აკადემიური წარმატება: საერთაშორისო განათლებიდან George Washington University-მდე
Slider Area

#OK! გიორგი ხატიაშვილის აკადემიური წარმატება: საერთაშორისო განათლებიდან George Washington University-მდე

August 20, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! რომელია ყველაზე გავრცელებული თვალის დაავადება და როგორია მისი მკურნალობის მეთოდი? –  ინტერვიუ ლევან მასხარაშვილთან

#OK! რომელია ყველაზე გავრცელებული თვალის დაავადება და როგორია მისი მკურნალობის მეთოდი? – ინტერვიუ ლევან მასხარაშვილთან

December 22, 2024
#OK! ირინა შეიკის და პატარა ლეას ყველაზე მოდური დედაშვილური მომენტები

#OK! ირინა შეიკის და პატარა ლეას ყველაზე მოდური დედაშვილური მომენტები

October 20, 2021
#OK! ქართველი მოდელები მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში ACT N°1-ის ჩვენებაზე გამოვიდნენ

#OK! ქართველი მოდელები მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში ACT N°1-ის ჩვენებაზე გამოვიდნენ

March 1, 2022
#OK! პენელოპა კრუზის თვალისმომჭრელი იმიჯი ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამართულ MoMa-ს დაჯილდოების ცერემონიაზე

#OK! პენელოპა კრუზის თვალისმომჭრელი იმიჯი ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამართულ MoMa-ს დაჯილდოების ცერემონიაზე

December 15, 2021

კვირის ჰიტები

#OK! სალმა ჰაიეკის გამორჩეული როლები – პერსონაჟები, რომლებმაც მისი კარიერა შექმნა

#OK! სალმა ჰაიეკის გამორჩეული როლები – პერსონაჟები, რომლებმაც მისი კარიერა შექმნა

September 2, 2026
#OK! საქართველოს სახელით „ოსკარზე“ ლევან კოღუაშვილის ფილმი „გურია“ წარდგება

#OK! საქართველოს სახელით „ოსკარზე“ ლევან კოღუაშვილის ფილმი „გურია“ წარდგება

September 3, 2026
#OK! Demo Version – ლიკა ევგენიძემ ახალი სიმღერა და ვიდეოკლიპი გამოუშვა

#OK! Demo Version – ლიკა ევგენიძემ ახალი სიმღერა და ვიდეოკლიპი გამოუშვა

September 4, 2026
#OK! გივიკო ბარათაშვილი და ანასტასია ჭანტურაია პირველ შვილს ელოდებიან

#OK! გივიკო ბარათაშვილი და ანასტასია ჭანტურაია პირველ შვილს ელოდებიან

August 31, 2026
PANDAWA4D
SALDOKU777
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
PANDAWA4D
177winbet
pandawa177
saldoku777
https://xblarcade.com/
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები