• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! წარმატებული კარიერა და ბედნიერი პირადი ცხოვრება – ინტერვიუ ელენე შამუგიასთან

March 7, 2024
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ბალანსი, როგორც ბედნიერების საწინდარი…

 

ელენესთან ხანმოკლე კომუნიკაციაც კი საკმარისია იმისთვის, რომ მიხვდეთ, თუ როგორი მშვიდი, საკუთარი საქმის პროფესიონალი და გულწრფელი ადამიანია. ეს თვისებები კი განაპირობებს მის დამოკიდებულებას პაციენტებთანაც. მიაჩნია, რომ მომხმარებელმა უნდა მიიღოს არა მხოლოდ ხარისხიანი მომსახურება, არამედ ამომწურავი ინფორმაციაც პროცედურაზე. თუ როგორია მისი წარმატებული კარიერის ისტორია და როგორ შეძლო ამ ყველაფრის პარალელურად ბედნიერი პირადის შექმნა, თავად სტომატოლოგი, თერაპევტ-პაროდონტოლოგი, ელენე შამუგია, გვიამბობს.

 

რა ადგილი უჭირავს თქვენს პროფესიულ საქმიანობას თქვენს ცხოვრებაში?

(ელენე შამუგია): დიდი ადგილი უჭირავს, რადგან ეს არის საქმე, რომელიც ძალიან მიყვარს. მაქვს 12-წლიანი სტომატოლოგიური სტაჟი, მიმუშავია არაერთ წამყვან სტომატოლოგიურ კლინიკაში. ყველგან გამოვირჩეოდი შრომისმოყვარეობითა და კრეატიულობით, ვითავსებდი მენეჯერულ-მარკეტინგულ საქმეებსაც და ეს ყველაფერი კარგად გამომდიოდა. ამასთანავე, აქტიურად ვმუშაობდი თერაპიული და ქირურგიული კუთხითაც. მუდმივად ვვითარდებოდი, ვზრდიდი პროფესიულ არეალს, ახალ პროფესიულ უნარ-ჩვევებს ვითვისებდი და ეს პროცესი სიამოვნებას მანიჭებდა. შემდგომ გავიარე პარადონტოლოგია და ა. შ. დღეს კი ყველა მიცნობს როგორც კბილების ქიმიური გათეთრების ექსპერტს. 4 წლის მანძილზე ეს საქმიანობა ჩემი სამუშაოს უდიდესი ნაწილი გახდა. შეიძლება ითქვას, არა მხოლოდ პაციენტების, არამედ კოლეგების წარმოდგენაც შევცვალე აღნიშნულ სფეროზე, რადგან ეს პროფილი გამჭვირვალე გავხადე. გავიზარდე პროფესიულად და კარგად შევისწავლე აღნიშნული მიმართულება, ამ ცოდნას კი დღეს ჩემს კოლეგებს ვუზიარებ.

 

 

ელენე, რატომ გადაწყვიტეთ პროფილის შეცვლა?

ხშირად მეკითხებიან ამას, ბევრ ჩემს გამომწერს და კოლეგას აინტერებს და მგონია, მომავალი სტომატოლოგებისთვის თუ სხვა პროფესიის მქონე ადამიანებისთვის მამოტივირებელი ისტორია შეიძლება იყოს. ერთ დღეს, როდესაც კოვიდპანდემიით იმდენად დავითრგუნე, რომ მივხვდი, ერთადერთი, რაც მსურდა – ბედნიერი ადამიანის ღიმილის დანახვა იყო, გამოვეყავი კლინიკას, სოცსივრცეში შევქმენი ჩემი გვერდი და დავიწყე მუშაობა ესთეტიკური სტომატოლოგიის განხრით. საკმაოდ დიდი რისკი იყო, კოლეგები, მეგობრები და ოჯახის წევრებიც კი მეუბნებოდნენ, ამ პანდემიის დროს ვინ ფიქრობს კბილების გათეთრებაზე, პაციენტები არ გეყოლებაო, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, შეცდნენ. დავიწყე აქტიურად ბლოგის წერა აღნიშნულ თემაზე, რამაც ბევრი ადამიანის დაინტერესება გამოიწვია.

ესთეტიკური სტომატოლოგია საინტერესო გამოწვევა აღმოჩნდა. გარდა ამისა, რეჟიმი უფრო კომფორტული იყო ჩემთვის, უფრო მეტი დრო მრჩებოდა ოჯახისთვის, შვილებისთვის.

 

მნიშვნელოვანია, სპეციალისტს ენდობოდე, როგორია თქვენი მიდგომა პაციენტებთან?

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათთან ურთიერთობა. ვფიქრობ, გულწრფელი მიდგომა ერთ-ერთი გადამწყვეტია ჩემს პროფესიაში. ყოველთვის ვცდილობ, ის მოლოდინი გავუმართლო, რაც მათ აქვთ, ასევე პროცედურაზე დაწვრილებითი ინფორმაცია მივაწოდო. მე პასუხისმგებელი ვარ იმ სამუშაოზე, რაც უნდა გავწიო.

 

ელენე, გაგვაცანით თქვენი მეუღლე.

ჩემი მეუღლე – გიორგი გურგენიძე, ყბა-სახის ქირურგია. 20 წელზე მეტია რაც პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ყბა-სახის ქირურგიის განყოფილებაში მუშაობს.

ჩვენი გაცნობის ისტორია ძალიან მიყვარს. თავდაპირველად მასთან მეგობრობა იმიტომ დავიწყე, რომ მინდოდა მისგან, როგორც პროფესიონალი ქირურგისგან, ბევრი რამ მესწავლა ჩემს პროფესიაში. უზომოდ უყვარს თავისი საქმე, მეც ასე ვარ, თუმცა ყველა საკითხს ერთნაირად არ ვუყურებთ. მაგალითად, მე აქტიური ვარ სოცმედიაში, აღნიშნულ პლატფორმას ვიყენებ იმისთვის, რომ მომხმარებელს ბევრი საინტერესო ინფორმაცია მივაწოდო, რათა უფრო ინფორმირებულები მოვიდნენ ჩემთან, ეს ჩემთვის კომფორტულია. გიორგი კი პირიქით, საერთოდ არ არის აქტიური სოცქსელებში.

 

 

შვილები

ორი ვაჟი გვყავს – 6 წლის დავითი და წლის და 8 თვის ანდრია. ჩემი და გიორგის თავისუფალი დრო მთლიანად მათ ეკუთვნით, ორივე თანაბრად ვინაწილებთ შვილებზე მზრუნველობას და მოვლას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ორი შვილის დედობას ჩემს კარიერულ წინსვლაში ხელი არ შეუშლია, მთავარია, დრო სწორად გადაანაწილოთ და მეუღლე მხარში გედგეთ. ამასთანავე, ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ რთულია ან შეუძლებელიც კი, წარმატებული კარიერის პარალელურად პირადი ცხოვრების შექმნა. ვეტყოდი მათ, რომ შეუძლებელი არაფერია, მთავარია ბალანსის დაცვა. ბევრი ვიშრომე, რომ ჩემი სამსახური ჩემს ოჯახს მორგებოდა და არა პირიქით.

 

სამომავლო გეგმები

ამჟამად გავდივარ ქოუჩინგის კურსებს. ძალიან მაინტერესებდა ეს მიმართულება, რადგან ქოუჩი არის ადამიანი, რომელიც გეხმარებათ სურვილების კონკრეტიზებაში, მცირე მიზნების შედგენაში – დიდი მიზნის მიღწევის გზაზე. ვფიქრობ, ეს ცოდნა უფრო მეტად დამეხმარება მიზნების სწრაფად შესრულებასა და გუნდის სწორ მართვაში. გარდა ამისა, 2024 წელს გადავწყვიტე დავტკბე მიღებული შედეგით და ოჯახური ბალანსით. მინდა მოვდუნდე და დავისვენო, ვიმოგზაურო და სხვა კუთხით განვვითარდე.

 

რა რჩევას მისცემდით ქალებს, ვინც ახლა იწყებს კარიერას?

ცოდნით და შრომით ყველა მიზანი მიიღწევა. თუ ამას დაუმატებ შეუპოვრობასა და მოთმინებას, ყველაფერი გამოგივა. მიენდე შენს ცოდნას და ინტუიციას და იპოვე თუნდაც ერთი თანამოაზრე.

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! აჩი და შოთი არველაძეები
OK! Sport

#OK! აჩი და შოთი არველაძეები

February 22, 2026
#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა
OK! News

#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა

February 18, 2026
#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას - ქეთო ჭარელაშვილი
ინტერვიუ

#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას – ქეთო ჭარელაშვილი

February 18, 2026
#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე
Gastro

#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე

February 18, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! რეგიონული განვითარების მეტი შესაძლებლობა – როგორ შთავბეროთ ახალი სიცოცხლე მიწის ფართს და ვაქციოთ თანამედროვე პროექტად

#OK! რეგიონული განვითარების მეტი შესაძლებლობა – როგორ შთავბეროთ ახალი სიცოცხლე მიწის ფართს და ვაქციოთ თანამედროვე პროექტად

December 28, 2021
#OK! “მამა ყოველთვის მეუბნებოდა, რომ მსუქანი ვიყავი” – ბრიტნი სპირსმა აღიარა, რომ მკერდის პლასტიკური ოპერაციის გაკეთება სურდა

#OK! “მამა ყოველთვის მეუბნებოდა, რომ მსუქანი ვიყავი” – ბრიტნი სპირსმა აღიარა, რომ მკერდის პლასტიკური ოპერაციის გაკეთება სურდა

March 25, 2022
#OK! ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი ერთად Self Portrait-ის ღონისძიებაზე

#OK! ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი ერთად Self Portrait-ის ღონისძიებაზე

October 31, 2022
#OK! ვამაყობ, რომ ქართველი ვარ!“ – გიორგი ქოჩორაშვილი!

#OK! ვამაყობ, რომ ქართველი ვარ!“ – გიორგი ქოჩორაშვილი!

April 29, 2024

კვირის ჰიტები

#OK! რატომ გაქრა პოდიუმიდან მოდელი, რომელმაც მინი-კაბის მოდა დაამკვიდრა

#OK! რატომ გაქრა პოდიუმიდან მოდელი, რომელმაც მინი-კაბის მოდა დაამკვიდრა

February 27, 2026
#OK! ცნობილი ადამიანების 10 ყველაზე ძვირადღირებული ნიშნობის ბეჭედი

#OK! ცნობილი ადამიანების 10 ყველაზე ძვირადღირებული ნიშნობის ბეჭედი

February 21, 2026
#OK! GUCCI PRIMAVERA-დემნას პირველი ჩვენება მოდის სახლისთვის

#OK! GUCCI PRIMAVERA-დემნას პირველი ჩვენება მოდის სახლისთვის

February 27, 2026
#OK! 10 მოსალოდნელი ქორწილი 2026 წელს

#OK! 10 მოსალოდნელი ქორწილი 2026 წელს

February 27, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები