ქართველი მოდელის, მატილდა გვარლიანის საერთაშორისო მოდის ინდუსტრიაში თავბრუდამხვევი წარმატების ფონზე, საქართველოში 19 წლის მოდელი – ანო შენგელია გამოჩნდა, რომელსაც ცნობილ მოდელთან მსგავსების გამო, „მატილდა გვარლიანის ორეული“ შეარქვეს.

ანო ბრიტანული Premier Model Management-ის მოდელია და ისეთ ცნობილ ბრენდებთან და სააგენტოებთან თანამშრომლობს, როგორიცაა: Vanguard Magazine, WAVE MANAGEMENT MILAN, Jonak Paris, Lukelli, BERSHKA, H&M, SCARPIERA და სხვ.

გადაცემაში „ჩემი ოჯახი“ ანო შენგელიამ თავის ოჯახზე, სამოდელო საქმიანობის დაწყებაზე, და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა:
„ცეკვა 9 წლის ასაკში დავიწყე, თან გადაღებებში ვიღებდი მონაწილეობას. კამერასთან მუშაობა მომეწონა და გადავწყვიტე, რომ ეს საქმე გამეგრძელებინა.
არ ვთვლი, რომ ბავშვობა დავკარგე – ეს საქმე მსიამოვნებს და სიამოვნებით ვაკეთებ. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ საერთაშორისო სამოდელო სააგენტო Premier Models-ის აგენტმა სოციალური მედიიდან მიპოვა და ზუმში შეხვედრა ჩამინიშნა. ამ დროს არასრულწლოვანი ვიყავი და შეთანხმების პროცესში მშობლების მონაწილეობდნენ. საუბრის და განხილვის შემდეგ კონტრაქტზე ხელი მოვაწერე. პირველად H&M-ის ფოტოსესიაზე რომ ჩავედი, დედა გამომყვა. რამდენჯერაც საზღვარგარეთ ვარ ნამყოფი, ყოველთვის მშობლებს ბრმად მივყვებოდი, ამიტომ თავიდან გამიჭირდა, თუმცა ახლა უკვე შევეგუე. რომ ჩავდივარ პირველ დღეს უმეტესად, დასვენება მაქვს და მეორე დღეს გადაღება, თუმცა გააჩნია რამდენი დღით მივდივარ.
ჩემი მიზანია რაც შეიძლება ბევრ ცნობად ბრენდთან მუშაობა. ჩემი ერთ-ერთი ოცნება „ვოგის“ გარეკანზე ყოფნაა და ამისთვის ყველანაირად ვიშრომებ“ – განაცხადა ანო შენგელიამ გადაცემაში „ჩემი ოჯახი“ სტუმრობისას.


ასევე დაგაინტერესებთ












