• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Fashion News

#OK! “ტრანსგენდერები ვიღებთ უამრავ დაცინვას და დამცირებას, მხოლოდ იმიტომ, რომ ზოგიერთის აზრით, არ გვაქვს არსებობის უფლება” – ვალენტინა სამპაიო

October 4, 2024
საკითხავი დრო: 1 min read

ვალენტინა სამპაიო 26 წლის ბრაზილიელი მოდელია, ტრანსგენდერი, რომელიც კარიერული საქმიანობით ისტორიაში არაერთხელ შევიდა და უკვე წლებია მოდის ინდუსტრიაში არსებულ ბარიერებს ამსხვრევს. 2017 წელს ვალენტინამ საერთაშორისო მედიის ყურადღება მიიპყრო, როდესაც გახდა პირველი ტრანსგენდერი მოდელი, რომელმაც ფრანგული Vogue-ის გარეკანი დაამშვენა, 2019 წელს ქალის თეთრეულის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ბრენდ Victoria’s Secret-თან ითანამშრომლა და ამჯერად უკვე Sports Illustrated Swimsuit Issue-ის გვერდები დაამშვენა.

სამპაიო გამოცემის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ პერსონალურ ესეიში შემოქმედებით გუნდს მადლობას უხდის და წერს: „მადლობა SI-ის ჩემი პიროვნების პატივისცემისთვის და იმის გააზრებისთვის, რომ სხვა ყველაფერზე მნიშვნელოვანი და წინ მდგარი ჩემი ადამიანობაა. მათ პატივი სცეს პიროვნებას და მიმიღეს ისეთი, როგორიც ვარ. მადლობა სიყვარულის, თანაგრძნობისა და ერთიანობის გზავნილების გავრცელების მხარდაჭერისთვის“.

Valentina Sampaio Makes History As the First Trans Model in the 'Sports Illustrated' Swimsuit Issue - Fashionista

Who Is Valentina Sampaio? 10 Facts About Victoria's Secret First Transgender Model - Jetss

„იყო ტრანსგენდერი, ხშირად ხალხის გულისა და გონების ჩაკეტილ კართან დაპირისპირებას ჰგავს. ჩვენ ვიღებთ და განვიცდით უამრავ დაცინვას, შემზარავ კომენტარსა და ფიზიკურ ძალადობას, მხოლოდ იმიტომ, რომ ზოგიერთი ადამიანის აზრით, არსებობის უფლება არ გვაქვს. გაიზარდო მოსიყვარულე ოჯახში, გქონდეს ნაყოფიერი გამოცდილება სკოლაში და იშოვო ღირსეული სამსახური, წარმოუდგენლად შეზღუდული და ლიმიტირებულია ჩვენთვის“, − განაცხადა ვალენტინამ SI-სთან საუბრისას.

ვალენტინა სამპაიო ბრაზილიის ჩრდილოეთ ნაწილში, სეარაში გაიზარდა. მან 8 წლის ასაკში ფსიქოლოგის დახმარებით აღმოაჩინა, რომ ტრანსგენდერი იყო, თუმცა საკუთარ თავს 12 წლის ასაკამდე ვალენტინას არ უწოდებდა. ბრაზილიელმა ლამაზმანმა სამოდელო საქმიანობა 16 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც იგი მაკიაჟის არტისტმა აღმოაჩინა და სან პაულოს სამოდელო სააგენტოსთან დააკავშირა.

Valentina Sampaio (Model) Wiki, Biography, Age, Boyfriend, Family, Facts and More - Wikifamouspeople

„მე ბრაზილიის ჩრდილოეთ ნაწილში გავიზარდე, მეთევზეების სოფელში. ჩვენი ქვეყანა მართლაც ძალიან ლამაზია, თუმცა ტრანსგენდერი ადამიანებისადმი მეტად უმოწყალოა, მათი მკვლელობისა და ძალადობრივ დანაშაულთა მაჩვენებლებით კი მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი (აშშ-ის მაჩვენებელზე სამჯერ მეტი)“.

ვალენტინასთვის სიყვარულისა და მიმღეობის გავრცელება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, მისი გზავნილი მსოფლიოსთვის თანაგრძნობაა.

„მე მჯერა, რომ უკეთესი ადამიანები შექმნიან უკეთეს სამყაროს თითოეული ჩვენგანისთვის, მე კი ყველა იმ ადამიანის გვერდით ვიდგები, რომლებიც ჩემ მსგავსად ცრურწმენების გამო იტანჯებიან და სტანდარტზე მორგება მხოლოდ ამის გამო არ შეუძლიათ“.

ბრაზილიელმა მოდელმა გამოცემასთან გულწრფელად ისაუბრა და განაცხადა, შესაძლებლობა რომ ჰქონოდა, საკუთარ თავს 14 წლის ასაკში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და გასათვალისწინებელ რჩევას მისცემდა:

Jos Van Heel — Style News, Fashion Photography, Interviews

„იმისათვის, რომ იყო ძლიერი, მტკიცე და განვითარებული, აუცილებელია გაიაზრო − შენს ცხოვრებაში იარსებებს მეტად რთული და ზოგჯერ გაუსაძლისი მომენტები, შენ კი არ გექნება საკმარისი ცხოვრებისეული გამოცდილება იმისათვის, რომ მათთან გამკლავება მარტივად და უმტკივნეულოდ შეძლო. არასდროს იგრძნო თავი გარიყულად, მხოლოდ იმის გამო, რომ შენ განსხვავებული დაიბადე. ნუ შეგრცხვება და შეგეშინდება იმის, რომ ტრანსგენდერი ხარ“.

ვალენტინას განცხადებით, ინფლუენსერებით სავსე სამყაროში მასზე ადამიანები იშვიათად ახდენენ მნიშვნელოვან ზეგავლენას, თუმცა ჰყავს ინსპირაციის წყარო, ერთგვარი შთაგონება, რომელსაც ძლიერი და მიზანდასახული ადამიანებისგან იღებს. მოდელმა მამაცი ქალბატონების გამბედაობისა და რწმენის მაგალითზე, საკუთარი დედა გაიხსენა, რომელმაც შვიდი ბავშვი გაზარდა. ბრაზილიელი ლამაზმანის განცხადებით, მას პერსონალურ და პროფესიულ მოტივაციას ის ადამიანები სძენენ, რომლებიც ცრურწმენების ზეგავლენის ქვეშ არიან მოქცეულნი, მათი დახმარების შესაძლებლობა და სურვილი კი მოდელს განსხვავებული ადამიანების აღმოჩენაში უწყობს ხელს.

Valentina Sampaio ELLE France 2019 Cover Fashion Editorial

Valentina Sampaio Is Reportedly Victoria's Secret's 1st Trans Model - E! Online - AU

ვალენტინასთვის კარიერული წინსვლა მარტივი ნამდვილად არ ყოფილა, რადგან გენდერული იდენტიფიკაციის გამო, ხშირად დაცინვისა და დისკრიმინაციის მსხვერპლი გამხდარა, თუმცა ამჯერად აანალიზებს, რომ მისმა სტატუსმა პოზიტიური ცვლილების საშუალება მისცა. სამპაიოს მიაჩნია, რომ ეს შანსი, ბრაზილიის ტრანსგენდერი მოსახლეობის წინაშე დიდი პასუხისმგებლობაა: „ვაცნობიერებ, რომ იღბლიანი ვარ და ვეცდები, ეს ყველაფერი ცვლილებებისთვის მაქსიმალურად გამოვიყენო“. ის პირობას დებს, რომ შეინარჩუნებს საკუთარ გზას, ერთგვარ მისიას, გააგრძელოს მარგინალიზებული ადამიანების შეგულიანება. მოდელი LGBTQ+ აქტივისტია, რომელიც ხშირად საუბრობს ტრანსგენდერებისთვის არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე, აქტიურად იბრძვის ადამიანების უფლებების დასაცავად და მათი ცნობიერების ასამაღლებლად.

გაიგე მეტი: ვანელტინა სამპაიო

ასევე გაეცანი

#OK! ილონ მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი პოდიუმს იპყრობს
OK! News

#OK! ილონ მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი პოდიუმს იპყრობს

October 8, 2025
#OK! ბენ აფლეკის შვილი პირბადეების დაბრუნებას ითხოვს
OK! News

#OK! ბენ აფლეკის შვილი პირბადეების დაბრუნებას ითხოვს

October 8, 2025
#OK! თორნიკე გოგრიჭიანი BBC-ის ცნობილ სერიალში გადაიღეს
OK! News

#OK! თორნიკე გოგრიჭიანი BBC-ის ცნობილ სერიალში გადაიღეს

October 8, 2025
# OK! „ვერ წარმოუდგენიათ, რომ ქალი ვარ“- ტილდა სუინტონი
OK! News

# OK! „ვერ წარმოუდგენიათ, რომ ქალი ვარ“- ტილდა სუინტონი

October 8, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! დიალოგი მარჯანიშვილის თეატრის კულისებს მიღმა

#OK! დიალოგი მარჯანიშვილის თეატრის კულისებს მიღმა

October 21, 2021
#OK! Gabrielle Rites 25 წლის იუბილეს აღნიშნავს და ქართველ მსმენელთან შესახვედრად ემზადება

#OK! Gabrielle Rites 25 წლის იუბილეს აღნიშნავს და ქართველ მსმენელთან შესახვედრად ემზადება

September 20, 2023
#OK! DUE – ინტერიერის დიზაინის ქართული სტუდია

#OK! DUE – ინტერიერის დიზაინის ქართული სტუდია

November 6, 2022
#OK! ქეთა თოფურია და ლევ დენგოვი მალდივებზე ისვენებენ

#OK! ქეთა თოფურია და ლევ დენგოვი მალდივებზე ისვენებენ

May 8, 2021

კვირის ჰიტები

#OK! გვინეტ პელტროუ შვილთან ერთად რეკლამაში პირველად გადაიღეს

#OK! გვინეტ პელტროუ შვილთან ერთად რეკლამაში პირველად გადაიღეს

October 3, 2025
#OK! HR Congress 2025

#OK! HR Congress 2025

October 7, 2025
#OK! ტექნოლოგიებში თითოეული ქალის ხმა ქმნის არა საკუთარ, არამედ სხვა ქალების წარმატებასაც – ინტერვიუ თათია კობერიძესთან

#OK! ტექნოლოგიებში თითოეული ქალის ხმა ქმნის არა საკუთარ, არამედ სხვა ქალების წარმატებასაც – ინტერვიუ თათია კობერიძესთან

October 9, 2025
#OK! მარიამ კოტრიკაძე ბერძნული „ვოისის“ მომდევნო ტურში გადავიდა

#OK! მარიამ კოტრიკაძე ბერძნული „ვოისის“ მომდევნო ტურში გადავიდა

October 7, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები