• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ულტრაბგერითი კვლევა, ხშირ შემთხვევაში, პირველადი რგოლია დაავადების აღმოჩენისას

February 1, 2023
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

XXI საუკუნე ტექნოლოგიების ერად შეიძლება მივიჩნიოთ, განსაკუთრებით სამედიცინო მიმართულებაში, რადგან ადამიანის სიცოცხლის ხარისხი ყველაზე მნიშვნელოვანია. დღესდღეობით სამედიცინო ტექნოლოგიები განუსაზღვრელ შესაძლებლობებს იძლევა. რადიოლოგია მედიცინის ის დარგია, რომლითაც ყოველგვარი ტკივილისა და დისკომფორტის გარეშე შეიძლება დაისვას პაციენტის სწორი დიაგნოზი. ყურადღება გვინდა გავამახვილოთ კონკრეტულად ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპიაზე. იგი ულტრაბგერითი კვლევის მეთოდია, რომელიც გამოირჩევა მაღალი მგრძნობელობით. ექოსკოპიური კვლევა დღევანდელ რეალობაში ეხმარება რადიოლოგს, განსაზღვროს ჯირკვლის ზომა, ფორმა, კვანძების არსებობა-არარსებობა, კეროვანი და დიფუზიური დაზიანებების გამოვლენა, ლიმფური კვანძის მდგომარეობის შეფასება. საინტერესოა, რას ნიშნავს იყო ამ მართლაც უნიკალური პროფესიის წარმომადგენელი. ჩვენს დღევანდელ სტატიაში გაეცნობით სწორედ ექიმ-რადიოლოგს ეკა ნადირაშვილს, რომელიც დეტალურად მოგვიყვება თავისი საქმიანობის შესახებ.

 

მოგვიყევით თქვენ შესახებ, რატომ გადაწყვიტეთ ექიმობა?

გავიზარდე ოჯახში, სადაც ოჯახის არც ერთი წევრი ექიმი არ ყოფილა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მასწავლეს, რომ ყველაზე ღირებული ცხოვრებაში არის ადამიანი, სხვა დანარჩენი კი მეორე და მესამეხარისხოვანია. მასწავლეს, რომ წაქცეულ ადამიანს  უნდა დაეხმარო და ხელი შეაშველო. პაციენტი ის ადამიანია, ვისაც დახმარება სჭირდება. მედიცინა არის დარგი, რომელიც ამაში ყველაზე მეტად მეხმარება და ჩემს ინდივიდუალურ და შინაგან მდგომარეობასთან მაქვს გაიგივებული. პროფესია ექიმი, დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად, ყველაზე ჰუმანური და განსაკუთებული პროფესიაა.

 

რატომ აირჩიეთ სამედიცინო რადიოლოგია?

რადიოლოგია, ამ შემთხვევაში ულტრაბგერითი კვლევის მეთოდი, დიაგნოსტიკურ კვლევებს შორის მსოფლიოში  ერთ-ერთი წამყვანი დარგია. კვლევის ეს მეთოდი არის არაინვაზიური, უმტკივნეულო, უსაფრთხო და ინფორმაციული. გამოკვლევები ტარდება ულტრათანამედროვე აპარატებით, რაც მუდმივად ახლდება და, აქედან გამომდინარე, აქტუალური და საინტერესოა. ულტრაბგერითი კვლევა ხშირ შემთხვევაში არის პირველადი რგოლი დაავადების აღმოჩენისას, ხოლო დაავადების ადრეულ და დროულ დიაგნოსტიკას უდიდესი მნიშვნელობა აქვს სამკურნალო ღონისძიებების ეფექტურად ჩატარებისა და პაციენტის სრული გამოჯანმრთელებისთვის.

 

რა შემთხვევაში მოგმართავენ პაციენტები?

ყველაზე ხშირად პაციენტები ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევის ჩასატარებლად მოგვმართავენ შემდეგი კლინიკური ჩივილების შემთხვევაში: ეს არის ზეწოლის, მოხრჩობის შეგრძნება კისრის წინა ზედაპირზე, სპაზმური ხველა, ხმის ტემბრის შეცვლა. კვანძოვანი წარმონაქმნების დროს შესაძლებელია ვიზუალურადაც გამოჩნდეს ჩიყვის სიმპტომები და ეს გახდეს ექიმთან ვიზიტის მიზეზი. ან თუ ოჯახის რომელიმე წევრს ანამნეზში უკვე დაუდგინდა ჩიყვის დიაგნოზი. ულტრაბგერით კაბინეტში ძირითადად ასეთ შემთხვევებში მოგვმართავენ.

 

რომელია ძირითადი ჩივილები, რა დროსაც არ უნდა გადადო ექოსკოპიური გამოკვლევა. რა მახასიათებლების შეფასება ხდება ამ დროს?

ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმეს გამოვლენისას სასურველია ჩატარდეს ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევა. ამ დროს ექიმი რადიოლოგის მიერ ფასდება ისეთი მახასიათებლები, როგორიცაა: ფარისებრი ჯირკვლის ფორმა, ზომა, სტრუქტურა და ჯირკვლის სისხლმომარაგება. ასევე აუცილებლად ისაზღვრება ჯირკვლის მოცულობა. ფარისებრ ჯირკვალში ხშირია კვანძოვანი წარმონაქმნების არსებობა. ასეთ შემთხვევაში უნდა მოხდეს მათი რაოდენობისა და ლოკალიზაციის ზუსტი განსაზღვრა. დეტალურად უნდა შეფასდეს კვანძის ბუნება, რაც ქმნის შემდგომი კვლევის ჩატარების საფუძველს, ამაში კი პუნქციური ბიოფსია იგულისხმება.

 

 

 

რა არის პუნქციური ბიოფსია?

ბიოფსია არის პროცედურა, რომლის მეშვეობითაც დიაგნოზი ციტოლოგიური კვლევით დგინდება. ვიკვლევთ, როგორია კვანძი – ავთვისებიანი თუ კეთილთვისებიანი. ამის შემდეგ გადაწყდება, რა ტიპის მკურნალობა ესაჭიროება პაციენტს,  ოპერაციული თუ მედიკამენტოზური. კლინიკა „ენმედიცში“ ბიოფსიის ჩატარება შესაძლებელია წვრილნემსიანი ვაკუუმასპირატორით, ამიტომ ეს პროცედურა პაციენტისთვის პრაქტიკულად უმტკივნეულოა. პროცედურის ხანგრძლივობა არის რამდენიმე წუთი. არ საჭიროებს რაიმე სპეციალურ მომზადებას, ანესთეზიას. პროცედურის დასრულების შემდეგ კი, ყოველგვარი გართულების გარეშე,  რამდენიმე წუთში ტოვებს კლინიკას.

 

რა მცდარი წარმოდგენა აქვთ პაციენტებს ბიოფსიასთან დაკავშირებით?

ყველაზე ხშირად პაციენტებს აინტერესებთ, რამდენად საშიშია ეს პროცედურა. კვანძი უფრო ხომ არ გაღიზიანდება, ხომ არ დააჩქარებს მის ზრდას და ა. შ. მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ეს მოსაზრება არის მცდარი და არ შეესაბამება სიმართლეს. ეს მეთოდი კვანძოვანი წარმონაქმნების დიაგნოსტიკაში ოქროს სტანდარტადაა აღიარებული და მიჩნეული.

 

რას ურჩევდით მათ, ვინც ჩივილების მიუხედავად თავს არიდებენ ექოსკოპისტთან ვიზიტს?

ზემოთ აღნიშნული სიმპტომებიდან ადამიანს თუ რომელიმე აწუხებს და დისკომფორტს უქმნის,  აუცილებელია როგორც ექოსკოპიური, ასევე ლაბორატორიული კვლევების ჩატარება, რათა დაზიანების შემთხვევაში დროულად მოხდეს მისი აღმოჩენა და სამკურნალო ღონისძიებების ჩატარება.

 

ტექსტი: გვანცა ჯვარიძე

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! Health&Beauty ეპოქალური ვერსაჩე
Health & Beauty

#OK! Health&Beauty ეპოქალური ვერსაჩე

September 12, 2026
#OK! Health&Beauty შემოდგომის პარფიუმი „ვულე ვუსგან“
Health & Beauty

#OK! Health&Beauty შემოდგომის პარფიუმი „ვულე ვუსგან“

September 12, 2026
#OK! Health&Beauty KORFF – სექტემბრის მაკიაჟის must-have თქვენს კოსმეტიკის ჩანთებში
Health & Beauty

#OK! Health&Beauty KORFF – სექტემბრის მაკიაჟის must-have თქვენს კოსმეტიკის ჩანთებში

September 12, 2026
#OK! Health&Beauty LANCASTER SUN PERFECT მზისგან ყოველდღიური უხილავი დაცვა და კანის კონკრეტული პრობლემის მიზნობრივი კორექცია
Health & Beauty

#OK! Health&Beauty LANCASTER SUN PERFECT მზისგან ყოველდღიური უხილავი დაცვა და კანის კონკრეტული პრობლემის მიზნობრივი კორექცია

September 12, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! უკრაინელი დიზაინერები, რომლებსაც უნდა იცნობდეთ

#OK! უკრაინელი დიზაინერები, რომლებსაც უნდა იცნობდეთ

April 4, 2022
#OK! ანჯელინა ჯოლი ყოფილ მეუღლესთან ერთად: რომანტიკულ ვახშამზე მიმავალი ვარსკვლავების უახლესი პაპარაცული ფოტოები

#OK! ანჯელინა ჯოლი ყოფილ მეუღლესთან ერთად: რომანტიკულ ვახშამზე მიმავალი ვარსკვლავების უახლესი პაპარაცული ფოტოები

October 14, 2021
#OK! „ტრესორი“ – ყველაზე ​ბრჭყვიალა საახალწლო GIFT GUIDE  ქალბატონებისთვის

#OK! „ტრესორი“ – ყველაზე ​ბრჭყვიალა საახალწლო GIFT GUIDE ქალბატონებისთვის

December 23, 2023
#OK! წინასაახალწლო სამზადისი „გუდვილში“

#OK! წინასაახალწლო სამზადისი „გუდვილში“

December 11, 2023

კვირის ჰიტები

#OK! Health&Beauty KORFF – სექტემბრის მაკიაჟის must-have თქვენს კოსმეტიკის ჩანთებში

#OK! Health&Beauty KORFF – სექტემბრის მაკიაჟის must-have თქვენს კოსმეტიკის ჩანთებში

September 12, 2026
#OK! ქართველი არტისტის დიდი აღიარება ჩინეთში – დავით კენჭიაშვილი ,,Silk Way Star”-ის უცვლელი ჟიურის წევრია

#OK! ქართველი არტისტის დიდი აღიარება ჩინეთში – დავით კენჭიაშვილი ,,Silk Way Star”-ის უცვლელი ჟიურის წევრია

September 14, 2026
#OK! აგურილენდი – აგურისა და კერამიკული მასალების ახალი სტანდარტი საქართველოში

#OK! აგურილენდი – აგურისა და კერამიკული მასალების ახალი სტანდარტი საქართველოში

September 11, 2026
#OK! Health&Beauty ეპოქალური ვერსაჩე

#OK! Health&Beauty ეპოქალური ვერსაჩე

September 12, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები