რეკლამა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
რეკლამა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
რეკლამა
მთავარი Gastro

#ok! „ტყუპების საღვინე სახლი ნაფარეულში“ 25 წლისაა

December 8, 2022
საკითხავი დრო: 1 min read
რეკლამა

„ღვინის შექმნის უძველესი ხელოვნება“

25 წელი − საუკუნის მეოთხედი, ზოგიერთებისთვის ცხოვრების გადაფასების ეტაპია და ხშირად ამას ვერცხლის წლისთავის აღნიშვნითაც გამოხატავენ.

2022 წელი კი „ტყუპების საღვინე სახლისთვის“ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან 25 წლის წინ, 1997 წელს გია და გელა გამტკიცულაშვილებმა, სოფელ ნაფარეულში, წინაპრების მიერ დაფუძნებულ ძველი მარნის ბაზაზე, ქვევრის ღვინის წარმოება და გაყიდვა დაიწყეს.

ღვინის დაყენების ტრადიცია თაობიდან თაობას გადაეცემოდა და სწორედ ამ უწყვეტი გენეტიკური ჯაჭვით მათ საფუძველი ჩაუყარეს ქვევრის ღვინის თანამედროვე წარმოებას.

„ტყუპების საღვინე სახლი ნაფარეულში“ პირველია ქვევრის ღვინის წარმოებასა და პოპულარიზაციაში. შესაძლოა ითქვას, რომ ქვევრი და ქვევრის ღვინო კომპანიის მთავარი სავიზიტო ბარათია. კომპანია ფლობს ინტელექტუალურ საკუთრებას „გაჭრილი“ ქვევრების სახით, რომელიც შესაძლებლობას იძლევა თვალი ვადევნოთ ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგიურ პროცესს.

 

რეკლამა

 

მეღვინეობის ტერიტორიაზე 135 ქვევრი ფუნქციონირებს. „ტყუპების მეღვინეობა“ მოიცავს 17 ჰა ვენახს, მათ შორის 2,5 ჰა ბიოვენახს. აღნიშნული ვენახებიდან მოწეული მოსავლის მიხედვით, კომპანია ღვინის ფართო ასორტიმენტს გთავაზობთ. აქ, ქვევრებში, დგება რქაწითლის, საფერავის, ხიხვის, ქისის, კახური მწვანის ვაზის ჯიშებიდან მოწეული უმაღლესი ხარისხის ღვინო. ასევე, ჭაჭის არაყი და ბრენდი. აღნიშნული ღვინის სახეობები ბაზარზე ცნობილია სახელწოდებით „ტყუპების ღვინო“, „ქვევრის მზე“, „თავანკარა“ და ასევე, გამორჩეულად შეგვიძლია მივიჩნიოთ „ფირუზი“, რომელიც სერტიფიცირებული ბიოღვინოა ბიოვენახებიდან, რომლის გაფართოებისა და განვითარების გეგმა კომპანიისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

„ტყუპების საღვინე სახლის“ ღვინის სახეობები პოპულარულია როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე. ამას მოწმობს კომპანიის ღვინის გაზრდილი ექსპორტი სხვადასხვა ქვეყანაში. საერთაშორისო გამოფენებსა და კონკურსებში მიღებული გამარჯვებებიდან კი მნიშვნელოვანია მიმდინარე წელს მოპოვებული Decanter-ის ჯილდო − „ქვევრის მზე“ კახურმა მწვანემ 86 ქულა და ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.

 

 

ღვინის წარმოებასთან ერთად, კომპანია აქტიურად არის ჩართული ღვინის ტურიზმში. „ტყუპების საღვინე სახლი ნაფარეულში“ აერთიანებს 30-ნომრიან სასტუმროს ღია აუზითა და საუნით, სარესტორნო სივრცეებს, ასევე, „ზავოდს“, ღია და დახურული ტიპის მარნებთან ერთად.

ტურისტებისთვის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ქვევრისა და ქვევრის ღვინის მუზეუმი, რომელშიც წარმოდგენილია გაჭრილი ქვევრები, ქვევრის ღვინოსთან დაკავშირებული ექსპონატები, კომპანიის მრავალწლიანი ღვინის სახეობების კოლექცია, საარქივო ფოტომასალა და ინფორმაცია ქართული ვაზის ჯიშების, ქვევრის, მარნისა და საწნახლის შესახებ. ასევე მნიშვნელოვანია მუზეუმის სივრცეში არსებული თანამედროვე ტიპის სადეგუსტაციო დარბაზი და ღვინის მაღაზია.

25-წლიანმა შრომამ, გამოცდილებამ და შეძენილმა ცოდნამ კომპანიის დამფუძნებლები ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა.

25 წლის იუბილეს კომპანია განახლებული გუნდით და ახალი ხედვებით შეხვდა.

განვლილი წლებისა და დაგროვილი ცოდნის საფუძველზე, „ტყუპების საღვინე სახლის“ ბაზაზე, გია და გელა გამტკიცულაშვილების ჩართულობით შეიქმნება სასწავლო სივრცე პროფესიული მომზადების პროგრამისთვის − „ქვევრის და ქვევრის ღვინის სპეციალისტი“. პროგრამის მიზანია ქვევრისა და ქვევრის ღვინის წარმოების სფეროში კვალიფიციური კადრების მომზადება შრომის ბაზრისთვის, ეროვნული ტრადიციების შენარჩუნებისა და ქვევრის ღვინის პოპულარიზაციის გაზრდის გათვალისწინებით.

სწორედ ეს არის იმ საუკუნოვანი ქართული საქმის გაგრძელება, რომელიც ძმებმა − გია და გელა გამტკიცულაშვილებმა მიზნად დაისახეს.

 

რეკლამა

ასევე გაეცანი

OK! Luca Polare რაც ყველაზე ძალიან მიყვარს… – ვრცლად ქართული ბრენდის სიახლეების შესახებ
Gastro

OK! Luca Polare რაც ყველაზე ძალიან მიყვარს… – ვრცლად ქართული ბრენდის სიახლეების შესახებ

February 1, 2023
#OK! 2023 წლის ასტროლოგიური პროგნოზი – ინტერვიუ მიხეილ ცაგარელთან
Décor

#OK! როგორ გავაწყოთ 2023 წლის საახალწლო სუფრა

January 4, 2023
#OK! შეფთან სახლში – გიორგი იოსავას კინო სამზარეულოში
Gastro

#OK! შეფთან სახლში – გიორგი იოსავას კინო სამზარეულოში

December 1, 2022
#OK! გოგონა ფერადი ჩაიდნებით – ნია მოძმანაშვილის ჯადოსნური სამყარო
Gastro

#OK! გოგონა ფერადი ჩაიდნებით – ნია მოძმანაშვილის ჯადოსნური სამყარო

November 28, 2022
რეკლამა

ახლა კითხულობენ

#OK! რომანტიზმისა და გლამურის ნაზავი რალფ ლორენის უახლეს კოლექციაში/ Ralph Lauren SPRING 2021 READY-TO-WEAR

#OK! რომანტიზმისა და გლამურის ნაზავი რალფ ლორენის უახლეს კოლექციაში/ Ralph Lauren SPRING 2021 READY-TO-WEAR

March 26, 2021
#OK! შექმენით ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების არქიტექტურული პროექტი „ჰუროსთან“ ერთად

#OK! შექმენით ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების არქიტექტურული პროექტი „ჰუროსთან“ ერთად

May 20, 2021
#OK! პირველად 3 წლის შემდეგ: ლიამ პეინის და შერილ ქოლის საერთო გამოჩენა

#OK! პირველად 3 წლის შემდეგ: ლიამ პეინის და შერილ ქოლის საერთო გამოჩენა

June 29, 2021
#OK! ბიონსემ Ivy Park-ის ახალი კოლექცია წარადგინა, რომელიც სპეციალურად ვალენტინობის დღისთვის შეიქმნა

#OK! ბიონსემ Ivy Park-ის ახალი კოლექცია წარადგინა, რომელიც სპეციალურად ვალენტინობის დღისთვის შეიქმნა

February 2, 2022
რეკლამა

კვირის ჰიტები

#OK! თევზები – საჩუქარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით FRANCO FONTANA-სგან

#OK! თევზები – საჩუქარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით FRANCO FONTANA-სგან

February 1, 2023
#OK! კურორტი საირმე – აქ ყველაფერია სრულყოფილი დასვენებისთვის

#OK! კურორტი საირმე – აქ ყველაფერია სრულყოფილი დასვენებისთვის

February 3, 2023
#OK! Nike x Tiffany & Co-ს ახალი, ყველაზე გახმაურებული კოლაბორაცია

#OK! Nike x Tiffany & Co-ს ახალი, ყველაზე გახმაურებული კოლაბორაცია

February 2, 2023
#OK! “სტილის გაკვეთილი პრინცესა ქეითისგან” – მუქი მწვანე და ყავისფერი ფერების კომბინაცია

#OK! “სტილის გაკვეთილი პრინცესა ქეითისგან” – მუქი მწვანე და ყავისფერი ფერების კომბინაცია

February 1, 2023
რეკლამა
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×