• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Gastro

#OK! თინა ვაშაკიძე

March 6, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

შეფმზარეული, კულინარიის აკადემიის ლექტორი

 

თინა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კულინარია განსაკუთრებით პოპულარული და მოთხოვნადი პროფესია გახდა. როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია ეს მიდგომა და დამოკიდებულება?

მზარდმა სარესტორნო ინდუსტრიამ. მზარეულის პროფესია საკმაოდ მოთხოვნადი გახდა. ჩვენს სფეროში თითქმის მუდამ კადრების ნაკლებობაა.

შეფები 21-ე საუკუნის როკვარსკვლავები არიან. სატელევიზიო შოუებმა ეს იმიჯი განსაკუთრებით გაამყარა − ძლიერი, სწრაფი, მოხერხებული, შემოქმედი, ნამდვილი სუპერგმირი, რომელიც ხელოვნებას ქმნის. თუმცა, სინამდვილე ხშირად განსხვავებულია, ოცნებამდე მისასვლელად კი გრძელი და შრომატევადი გზაა გასავლელი.

 

გარდა განათლებისა და ცოდნისა, რა არის საჭირო იმისათვის, რომ გახდე პროფესიონალი კულინარი?

თვისება, რომელიც ყველა მზარეულს სჭირდება, არის ნებისყოფა, გამძლეობა და საქმის სიყვარული. დანარჩენი უკვე ინდივიდუალურია. საბოლოო პროდუქტი, როგორც „ლეგოს“ სათამაშო, სხვადასხვა ფორმის, ფერისა და ზომის ფიგურისგან აიწყობა. რესტორანს ქმნის გუნდი, სადაც განსხვავებული უნარებისა და შესაძლებლობების ადამიანები მუშაობენ. ზოგი შემოქმედია, ზოგი − სწრაფი და მოხერხებული, ზოგმა ფიზიკა და ქიმია იცის. ორკესტრია, სადაც ყველა მუსიკოსი ერთ კომპოზიციას სხვადასხვა ინსტრუმენტზე უკრავს. მთავარია, მუსიკა ესმოდეს, გრძნობდეს და ბევრს მეცადინეობდეს.

თავად სად დაეუფლეთ ამ პროფესიას და როდის დაინტერესდით პირველად?

კულინარიის აკადემია ახალი გახსნილი იყო და სამოყვარულო კურსები ტარდებოდა კვირაობით. ერთხელ მეგობარმა დამპატიჟა, შევედი აკადემიაში და შინ მოვხვდი. ერთ დილით სამსახურში მიმავალმა, გზიდან გადავუხვიე, აპლიკაცია შევავსე და სტუდენტი გავხდი. პირველი ორი კვირა გამუდმებით  ვტიროდი, რამდენიმეჯერ დანებებაც კი ვცადე. ადვილად არაფერი გამომდიოდა, ხაჭაპურის თანაბრად გაბრტყელება შეუსრულებელი მისია იყო ჩემთვის. თუმცა ნელ-ნელა შევეჩვიე და კულინარიის აკადემია დღეს ჩემი „ჰოგვორტსია“.

 

როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია მოგზაურობა და სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული გემოებისა და არომატების დაგემოვნება?

მზარეულისთვის შთაგონების წყარო ყველაზე ხშირად გემოს მეხსიერებაა. ბავშვობის გემოები, საყვარელი ადამიანების მიერ მომზადებული კერძები, პირველად გასინჯული უცხო ხილი, რომელიც მალევე ქრება და რჩება მისით აღფრთოვანება. პირველი, სადაც მოგზაურობისას უნდა წახვიდეთ, ბაზარია, თუნდაც საქართველოში. თითქმის ყველა ქალაქში არის სრულიად განსხვავებული და საინტერესო ბაზარი. მოგზაურობამდე წინასწარ შეადგინეთ რესტორნების სია, წაიკითხეთ შეფასებები, მოერიდეთ ტურისტულ ადგილებს; გაიკითხეთ, სად დადიან ადგილობრივები. გასინჯეთ ადგილობრივი ქუჩის საკვები. დაიმახსოვრეთ ქალაქების, ტყეების, ზღვის, ტბების, წვიმის სურნელი. ეს ყველაფერი გამოგადგებათ ახალი კერძების შესაქმნელად.

 

თქვენ ხართ საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ გასტრონომიულ კონკურს „მასტერშეფის“ მონაწილე. რა შეცვალა ამ პროექტმა თქვენს ცხოვრებაში და როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი კონკურსების არსებობა კულინარიის, როგორც პროფესიის, კიდევ უფრო გასავითარებლად?

„მასტერშეფი“ საკმაოდ ხარისხიანი, კარგი სატელევიზიო შოუა და ბევრ დამწყებ თუ მოყვარულ მზარეულს დაეხმარა ოცნებებთან მიახლოებაში. თუმცა კულინარია ის სფეროა, სადაც ნამდვილი, ხელშესახები პროდუქტი იქმნება და მხოლოდ ეკრანზე გამოჩენის იმედად ვერ იქნები. რეალურად უნდა იდგე და საათობით ამზადო, ჭრა, რეცხო, შეწვა, მოხარშო, მოშუშო, ჩათუშო, ააწყო, გამოაცხო… ჯადოსნური ჯოხი შენი ხელებია, რომლებიც დღეში მინიმუმ 10 საათი უნდა მუშაობდეს.

დაბოლოს, რას ურჩევდით დამწყებ კულინარებს?

რა არის ყველაზე მთავარი კულინარიაში? კერძი, რომელიც სამზარეულოდან გადის! მთავარი არ ვარ მე, შეფი სუპერგმირი, მთავარი არის კერძი, რომელიც მე შევქმენი. დამწყებ და გამოცდილ მზარეულებსაც მუდამ უნდა გვახსოვდეს ეს. ყოველდღე უკეთესები უნდა გავხდეთ, წიგნები ვიკითხოთ, ვიმოგზაუროთ, ფრთები გამოვიბათ და ცნობისმოყვარეები ვიყოთ. სტუმრებს შინ ვეპატიჟებით და ჩვენს ემოციებს ვჩუქნით, ვეცადოთ პატივი ვცეთ მათ და კარგად ვაკეთოთ ეს საქმე. ასე სამყაროც უკეთესი ადგილი გახდება.

 

ასევე გაეცანი

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“
Gastro

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“

July 13, 2025
#OK! ისტორიების მატარებელი სასტუმრო „მემუარი“
Gastro

#OK! ისტორიების მატარებელი სასტუმრო „მემუარი“

July 13, 2025
#OK! რესტორანი „დანდიანა“ – ნეტარების საბადო, ბედნიერებისა და კმაყოფილების სინთეზი
Gastro

#OK! რესტორანი „დანდიანა“ – ნეტარების საბადო, ბედნიერებისა და კმაყოფილების სინთეზი

July 8, 2025
#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ
Gastro

#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ

June 17, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! პირველი დაბადების დღე პრინცესას სტატუსით – დღეს ქეით მიდლტონი 41 წლის გახდა

#OK! პირველი დაბადების დღე პრინცესას სტატუსით – დღეს ქეით მიდლტონი 41 წლის გახდა

January 25, 2023
„სხვა უბანი” დიდ დიღომში – მშვიდი, უსაფრთხო, კომფორტული ცხოვრებისთვის

„სხვა უბანი” დიდ დიღომში – მშვიდი, უსაფრთხო, კომფორტული ცხოვრებისთვის

November 23, 2023
#OK! რეპერი Lil Nas X დაჯილდოების ცერემონიაზე კაბით გამოჩნდა

#OK! რეპერი Lil Nas X დაჯილდოების ცერემონიაზე კაბით გამოჩნდა

June 29, 2021
#OK! VISA − მცირე ბიზნესის გვერდით

#OK! VISA − მცირე ბიზნესის გვერდით

March 25, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ისტორიების მატარებელი სასტუმრო „მემუარი“

#OK! ისტორიების მატარებელი სასტუმრო „მემუარი“

July 13, 2025
#OK! Spice Girls-ის წევრი Mel B  სტილისტ რორი მაფიზე დაქორწინდა

#OK! Spice Girls-ის წევრი Mel B სტილისტ რორი მაფიზე დაქორწინდა

July 8, 2025
#OK! მედიცინის მსოფლიო სტანდარტი – lorence Healthcare International

#OK! მედიცინის მსოფლიო სტანდარტი – lorence Healthcare International

July 14, 2025
#OK! ჯეინ ბირკინის ორიგინალი ჩანთა აუქციონზე 8.6 მილიონ ევროდ გაიყიდა

#OK! ჯეინ ბირკინის ორიგინალი ჩანთა აუქციონზე 8.6 მილიონ ევროდ გაიყიდა

July 10, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები