A24-ის ახალი ფილმი ,,The Drama” არის ამერიკული რომანტიკული დრამა/კომედია, რომელსაც იღებს ნორვეგიელი რეჟისორი კრისტოფერ ბორკლი. ფილმის პრემიერა კინოთეატრებში 2026 წლის 3 აპრილს შედგება. დრამაში მთავარი გმირები არიან ემა ჰარვუდი (ზენდაია) და ჩარლი ტომპსონი (რობერტ პატინსონი) — დანიშნული წყვილი, რომლის ურთიერთობა დიდ გამოცდას გადის სწორედ ქორწილის წინ.

ფილმის ოფიციალური სინოფსისი გვიამობს, რომ ამ მოვლენების ფონზე ემა და ჩარლი ქორწილის კვირას მოულოდნელი წნეხის წინაშე დგებიან, რაც მთლიანად ცვლის ურთიერთობას და ყველაფერს თავდაყირა აყენებს.
ფილმი არ არის მარტივი რომანტიკული კომედია — მისი ტრეილერები და პრომო მასალა ავლენს უფრო კომპლექსურ, ემოციურ და არასტანდარტულ ისტორიას, სადაც ხუმრობა, კონფლიქტი და ფსიქოლოგიური დრამა ერთმანეთს ავსებს. ფილმის რეჟისორი კრისთოფერ ბორლი, უკვე თანამშრომლობდა A24-თან ფილმ Dream Scenario-ში, რომელიც კრიტიკოსთა ყურადღების ცენტრში მოხვდა.
,,The Drama”-ში მთავარ ვარსკვლავებთან ერთად მსახიობთა შემადგენლობას ოქტომბერში შეუერთდნენ მამუდუ ეითი, ალანა ჰაიმი და ჰეილი გეიტსი.
ტრეილერები, ინტერვიუები და ფოტოები, რომლებიც ახლახან გავრცელდა, აჩვენებს ფილმის კრეატიულ და ხშირად არაპროგნოზირებად სტილს — არა მხოლოდ ჩვეულ რომანტიკულ ისტორიას, არამედ ურთიერთობების ადრეულ კრიზისს, ნერვული დაძაბულობით და ემოციური ქაოსით.
ფილმების „The Odyssey“ და „Dune: Part Three“ გადაღებების დასრულების შემდეგ, მსახიობები Interview Magazine-თან გამოჩნდნენ ფოტოსესიასა და ინტერვიუში, სადაც მათ ისაუბრეს ფილმზე ,,The Drama”.
View this post on Instagram
ფოტოებში ორივე მსახიობი არასტანდარტულ, დრამატულ ვიზუალში წარსდგა — თამამი მაკიაჟითა და უჩვეულო ჩაცმულობით, რამაც მედიაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ეს ესთეტიკა კარგად ეხმიანება ფილმის კონცეფციას, რომელიც სიყვარულისა და ემოციური ქაოსის ისტორიას მოგვითხრობს.
Interview Magazine-თან ინტერვიუში პატინსონმა აღიარა, რომ ფილმზე საუბარი რთულია, რადგან პროექტში ძალიან იყვნენ ჩართულები, ხოლო ზენდაიამ ხუმრობით აღნიშნა, რომ მათი პირველი პრეს-ტურის „თემა იყო — არ ვიცი“.












