• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! თეატრალიზებული თავისუფლება…

September 4, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

„თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა“ − ალბათ, მსგავსი ფრაზები თავისუფალ საქართველოში დაბადებულთაგან ცოტათი უცნაური მოსასმენია, მაგრამ ჩემდა უნებურად გალაკტიონის ეს სტრიქონი ჩემს გონებაში თავისით მოვიდა… ვინ იცის, იქნებ იმიტომ, რომ ჩემ ირგვლივ ახალგაზრდები მუდამ ამ თემაზე საუბრობენ… ისე კი, გიფიქრიათ, რა არის თავისუფლება? როგორია მისი გააზრება დღეს ჩვენს საზოგადოებაში?

თავისუფლება არის კი მხოლოდ ფინანსური კეთილდღეობა, როგორც ეს ჩემმა რესპონდენტმა მითხრა? თუ ის ქვეყანაა, სადაც თავისუფლების ქანდაკება დგას და რომელიც ხანდახან ქანდაკებებსაც ამსხვრევს? ვინ რას კითხულობს და ეძებს ამ სიტყვაში, ესეც საინტერესოა… თუკი შინაარს ეტიმოლოგიით ჩავყვებით, საკუთარი თავის უფლობა, ფლობაა  თავისუფლება… და ვართ კი საქართველოში ჩვენივე ქვეყნის მფლობელები? ვართ კი მზად იმ საქართველოსთვის, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებულებს აღარასდროს გვათქმევინებს − თავისუფლებისთვის ბრძოლაა საჭირო… როდის დადგება დრო, როცა სიამაყით ვიტყვით, რომ „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს…“ ყველაფერს მოპოვება სჭირდება, მათ შორის საკუთარი თავის შეცნობასაც და სამშობლოს სიყვარულსაც. ვინ იცის?.. ალბათ, თავისუფლების გაგებაც იმდენნაირია, რამდენიც ადამიანი… თუმცა, რაზე ვდავობთ და რაზე ვერა, ეს უკვე სხვა საქმეა. მთავარი მაინც ისაა, სწორ ღირებულებებზე შევთანხმდეთ, როგორი ქვეყანა გვინდა ავაშენოთ, სადაც ყველაფერი „არ მოსულა“ და სადაც სიყვარულის გულისთვის, მეგობრობის გულისთვის, სამშობლოს თუ ღმერთის გულისთვის თავს გავწირავთ დაუფიქრებლად. სადაც მიზანს ყველა საშუალება არ ამართლებს და სადაც კულტურა გვაჩვენებს გზას ჭეშმარიტ ღირებულებებამდე. ჰო, კულტურა ვახსენე და „ქალაქის თეატრზე“ უნდა მოგიყვეთ, რომელიც კოკო როინიშვილის ახალი წამოწყებაა. ნეტავ, იქ თუა თეატრი? − ამაზე ხშირად ვფიქრობ. მაგრამ ეს ისევ ფიქრად დავტოვოთ, აქ კი ვსაუბრობთ ქალაქის თეატრსა და ევროპულ ღირებულებებზე, კოკო როინიშვილთან ერთად.

კოკო, ცოტა თავიდან დავიწყოთ. მოგვიყევით, დღეს რას საქმიანობთ?

ჩემი საქმიანობის ძირითადი სფერო არის თეატრი. ვარ რეჟისორი, მსახიობი და ტელეწამყვანი „მთავარ არხზე“.

როდის და რატომ დაინტერესდით თეატრით?

ბავშვობიდან ვარ დაინტერესებული თეატრით. ხელოვანთა ოჯახში გავიზარდე: დედაჩემი მომღერალია, მამაჩემი − მსახიობი. შესაბამისად, მუდამ მიწევდა თეატრში ყოფნა პატარა ასაკიდანვე. ამიტომ, არჩევანის გაკეთებისას ბევრი არ მიფიქრია.

„ქალაქის თეატრი“ − ასე ჰქვია ახალ სივრცეს. მოგვიყევით, როგორ შეიქმნა ეს თეატრი?

პირველად იყო იდეა, რომელიც დიდი ხანია არსებობს და განხორციელების საშუალება სულ ცოტა ხნის წინ მოგვეცა. თეატრის გარდა, აქ იქნება საგამოფენო და კამერული საკონცერტო სივრცეც. მოკლედ, ბევრ ფუნქციას შეითავსებს „ქალაქის თეატრი“. ეს იყო შესაძლებლობა ადამიანებისთვის, წარმოეჩინათ თავიანთი პოტენციალი ხელოვნებაში, კონკრეტულად ამ სფეროში. ამიტომ ყველასთვის გავაკეთეთ „ქალაქის თეატრი“.

რამდენი ადამიანია დღეს დასაქმებული თქვენს თეატრში?

შტატი არ არსებობს ჩვენს თეატრში, თუმცა ჩვენთან დასაქმებულია ყველა. ბევრი ადამიანი მოდის და გვეხმარება.

ძირითადი გამოწვევები, რომლებსაც ახალ წამოწყებაში აწყდებით…

ძალიან ბევრ რაღაცას შევეჭიდეთ და ბევრი წინაღობა შეგვხვდა მე და ჩემს მეგობრებს. ძირითადად, ეს გამოწვევები არის ფინანსური კუთხით. მადლობა ღმერთს, გამოჩნდნენ ადამიანები და კომპანიები, რომლებიც გვერდით დაგვიდგნენ. თუმცა, გასაკეთებელი ძალიან ბევრია და თუკი ვინმეს გვერდში დადგომის სურვილი ექნება, აქ ვართ. მთავარი გამოწვევა ზუსტად ეს არის, რომ თეატრის შექმნა დავასრულოთ, ამისათვის კი, საჭიროა კეთილი ადამიანები.

თქვენი აზრით, რა არის თეატრის მთავარი სათქმელი?

თეატრმა უნდა ილაპარაკოს ყოველთვის არსებულ პრობლემაზე. ეს არ ეხება მხოლოდ პოლიტიკურ თუ სოციალურ საკითხებს. ეს ეხება ყველა საკითხს. თეატრი უნდა იყოს მუდამ თანამედროვე − როგორც სათქმელით, ასევე გადმოცემის საშუალებებით და ჩვენ ვეცდებით ასეთი თეატრი ვიყოთ.

OK!-ის ეს ნომერი ეხება ევროპის თემას. თქვენთვის რა არის ევროპის მთავარი მონაპოვარი?

თავისუფლება და ადამიანის უფლებები, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რასაც ევროპამ მიაღწია, ამისთვის ბევრი იბრძოლეს და დღეს იქ არიან, სადაც არიან. იმედია, ჩვენს ქვეყანაშიც დადგება დღე, როცა ჩვენი ქვეყანაც მიაღწევს თავისუფლებას, მშვიდ ცხოვრებას. ამ თავისუფლებაში ხომ ბევრი რამ მოიაზრება − როგორც ფინანსური კეთილდღეობა, ისე შემოქმედებითი თავისუფლება, რომელიც საშუალებას გაძლევს ფრთები გაშალო და უფრო გულდასმით აკეთო შენი საქმე. ეს არის ევროპის მთავარი მონაპოვარი დღეს.

საოცნებო ქვეყანა, რომელშიც იცხოვრებდით…

ჩემთვის, საქართველო არის საოცნებო ქვეყანა. ისეთ საქართველოში მინდა ცხოვრება, სადაც თითოეული ადამიანის უფლება დაცულია, თითოეული ადამიანის აზრის გამოხატვა თავისუფალია და ადამიანები ცხოვრობენ, კი არ არსებობენ, არამედ − ცხოვრობენ. იმისათვის, რომ ასეთ ქვეყანაში ვიცხოვროთ, ჩვენ დღეს, აი, ახლა უნდა გადავდგათ ნაბიჯი, რათა ასეთი ქვეყანა ავაშენოთ.

თეატრი, ანუ სარკე, რომელშიც ყველანი ვხედავთ ჩვენს თავს − როგორია კოკო როინიშვილი?

სხვათა შორის, ადამიანი სარკეში როგორც ხედავს თავის თავს, ისეთი ნამდვილად არ არის. და აი, იმ გამოსახულების მიღმა, როგორია კოკო როინიშვილი, ეგ საქმით და ჩემი ადამიანობით უნდა გამოჩნდეს. არ ვიცი, რამდენად არის თეატრი სარკე, რომელშიც ადამიანებმა საკუთარი თავი უნდა დაინახონ. ისეთს ვხედავთ სარკეში ჩვენ თავს, როგორებიც ვართ? არ ვიცი. თეატრი მე მგონი უფრო ღრმა წერტილებში „ურტყამს“, ვიდრე მხოლოდ გამოსახულებაა.

ტექსტი: მარიამ გაბედავა

ფოტო: ალექსეი სეროვი

გაიგე მეტი: თეატრიკოკო როინიშვილი

ასევე გაეცანი

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე
Health & Beauty

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე

June 16, 2025
#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ
Gastro

#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ

June 17, 2025
#OK! სირთულეში ნაპოვნი შანსი: პანდემიის დროს ჩამოყალიბებული წარმატებული ბიზნესის საიდუმლო
OK! Business

#OK! სირთულეში ნაპოვნი შანსი: პანდემიის დროს ჩამოყალიბებული წარმატებული ბიზნესის საიდუმლო

June 17, 2025
#OK! მინიმალიზმში ნაპოვნი სრულყოფილება – ბრენდი, რომელიც ინოვაციურ დიზაინს ქმნის
OK! Business

#OK! მინიმალიზმში ნაპოვნი სრულყოფილება – ბრენდი, რომელიც ინოვაციურ დიზაინს ქმნის

June 17, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! მსოფლიო Rock N Roll-ის ლეგენდას ტინა ტერნერს ემშვიდობება!

#OK! მსოფლიო Rock N Roll-ის ლეგენდას ტინა ტერნერს ემშვიდობება!

May 25, 2023
#OK! ირინა შეიკის თვალისმომჭრელი ფოტოსესია Elle-ისთვის

#OK! ირინა შეიკის თვალისმომჭრელი ფოტოსესია Elle-ისთვის

March 4, 2021
#OK! პასუხისმგებლობა თბილისელი

#OK! პასუხისმგებლობა თბილისელი

October 4, 2022
#OK! ტომ ჰოლანდი “პრადას” ახალი კამპანიაში – Prada Spring/Summer 2022

#OK! ტომ ჰოლანდი “პრადას” ახალი კამპანიაში – Prada Spring/Summer 2022

January 14, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ,,ვფიქრობ, რომ 2026 წელს ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე ჭკვიანი იქნება” – ილონ მასკი

#OK! ,,ვფიქრობ, რომ 2026 წელს ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე ჭკვიანი იქნება” – ილონ მასკი

June 16, 2025
#OK! ,,მინდა ჩემი შვილები ხედავდნენ, რომ მათი მამა კვლავ ფორმაშია” – დევიდ ბექჰემი

#OK! ,,მინდა ჩემი შვილები ხედავდნენ, რომ მათი მამა კვლავ ფორმაშია” – დევიდ ბექჰემი

June 19, 2025
#OK! რატომ არ იბანს დილით პირს სალმა ჰაიეკი? – მექსიკელი მსახიობის სილამაზის საიდუმლო

#OK! რატომ არ იბანს დილით პირს სალმა ჰაიეკი? – მექსიკელი მსახიობის სილამაზის საიდუმლო

June 20, 2025
#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე

June 16, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები