• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! ვიდეო OK! სხვა კითხვები

#OK! სხვა კითხვები – გოგა ჩანადირი (ვიდეო)

April 22, 2025
საკითხავი დრო: 2 mins read

ჟურნალი OK! იწყებს ახალ რუბრიკას – „სხვა კითხვები“. ჩვენი მასპინძელია რესტორანი „სხვა“, სადაც გემოვნებიანი ინტერიერი, სასიამოვნო გარემო და უგემრიელესი კერძები ერთმანეთთან თანხვედრაშია. დღევანდელი ჩვენი სტუმარია თავისი საქმის პროფესიონალი, ყველასათვის საყვარელი ფოტოგრაფი და, უბრალოდ, კარგი მოქალაქე – გოგა ჩანადირი.

 

 

გოგა, რას ნიშნავს, იყო კარგი მოქალაქე?

უპირველესად, კარგი მოქალაქე არის კარგი ადამიანი. კარგი ადამიანი კი, არ უნდა იყოს მავნებელი. თუ სახლში არ ვლეწავთ ავეჯს, არ ვანაგვიანებთ ოთახს და ვუფრთხილდებით ოჯახს, ასევეა სახელმწიფოშიც, მოქალაქემ უნდა გაიაზროს, რომ სახელმწიფოც მისი სახლია და არ უნდა მოჰპაროს, არ უნდა დაანაგვიანოს და არ ავნოს მას. უფრო მაღალი კულტურაა, როდესაც მოქალაქე არათუ მავნებელი არ არის, არამედ სასარგებლო ხდება სახელმწიფოსთვის.

 

როგორი მოქალაქეა გოგა ჩანადირი?

ჩვეულებრივი, მაგრამ ხანდახან, როცა მაქებენ, მიკვირს ხოლმე, რადგან ძალიან ჩვეულებრივად ვიქცევი. მაგალითად: ღამით მე შემიძლია გავჩერდე წითელ შუქზე, მაშინაც კი, როცა არცერთი მანქანა არ მოძრაობს, რადგან მიმაჩნია, რომ ეს არის ჩვეულებრივი ნორმა – დაიცვა მოძრაობის წესები. ვიღაცისთვის შეიძლება ეს სიგიჟე იყოს – „თუ არ მოძრაობს მანქანები, ადექი და გადადი“, მაგრამ თუ ერთხელ დაუშვებ გამონაკლისს, ამას კვლავ გაიმეორებ. თუმცა უნდა ვაღიარო, რომ არის ქვეყნები, სადაც პირიქით, მიჩნდება სურვილი, წესრიგი დავარღვიო. მაგალითად: როდესაც გერმანიაში ვსწავლობდი, იმდენად მოწესრიგებული იყო ყველაფერი, რომ პროტესტიც კი მიჩნდებოდა. ვიეტნამში კი ისეთი ქაოსური მოძრაობაა, შეუძლებელია არ დაარღვიო.

 

სოციალურ სივრცეში ძალიან აქტიური ხართ, რა არ მოგწონთ ინტერნეტსივრცეში?

სამი რამ არ მომწონს. პირველი ეს არის ენის დამახინჯება, მეორე – სიძულვილის ენა და მესამე – სოციალური ქსელები როგორც ძალადობის ახალი საშუალება, განსაკუთრებით მოზარდები ხდებიან სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი.

 

 

ყველაზე უცნაური იდეა, რაც თავში მოგსვლიათ…

გადამერჩინა სამყარო გლობალური გამოწვევებისგან, როგორიცაა მიწისძვრები, კლიმატური ცვლილებები და მისით გამოწვეული მძიმე შედეგები. ადამიანი ვარ და არ მაქვს ეს უნარი, თუმცა ჩვენ – ადამიანებს, შეგვიძლია შევამციროთ ეს პრობლემები, მაგალითად, მძიმე აირის გამოყოფა გარემოში და სხვ. ხანდახან მგონია, რომ დონ კიხოტი ვარ. აქვე ვიტყვი, რომ დონ კიხოტმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე, როდესაც ის წავიკითხე, 12 წლის ვიყავი.

 

რაზე ოცნებობდა 12 წლის გოგა?

კოსმონავტობაზე. მინდოდა ვყოფილიყავი პირველი ქართველი კოსმონავტი.

 

რას ეტყოდით მოზარდ გოგას?

მაინც კოსმონავტი გამხდარიყო.

 

2021 წლის ინტერვიუში ამბობთ, რომ „ადრე თუ გვიან ალბათ მაინც მწერლობისკენ გადავალ“, ახლაც ასე ფიქრობთ?

წერა ძალიან მიყვარს. როგორც იქნა, ჩამოვყალიბდი იდეაზე, თუ რაზე უნდა დავწერო წიგნი. ეს იქნება ერთი ადამიანის განცდები. ასევე დაწყებული მაქვს ერთი წიგნის წერა, ეს არის მე-19 საუკუნის თბილისური ისტორია, რომელმაც თბილისის ცხოვრება შეცვალა. ძალიან საინტერესო ამბავი მოხდა თბილისში.

ერთობ მრავალფეროვანი და მრავალმხრივი ცხოვრება მქონდა. საერთოდ, მე ვარ უნივერსალიზმის მომხრე, რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანს ერთზე მეტი საქმის გაკეთება თანაბრად კარგად შეეძლოს. ვცდილობ, რამდენიმე საქმე კვალიფიციურად ვისწავლო. სულ ვეძებ სიახლეებს და ბევრს ვკითხულობ. ადამიანი, რომელიც სწავლობს, არ ბერდება.

მაშინ ბერდები, როცა სწავლაზე უარს ამბობ, რადგან ახალგაზრდობას მხოლოდ ის ინარჩუნებს, ვინც მუდმივად იძენს ცოდნას. როცა სწავლობ, დრო არ გრჩება, რომ დაბერდე.

 

რომელია თქვენი საყვარელი წიგნი?

ბიბლია, „ვეფხისტყაოსანი“, ი.გოგებაშვილის „საგანძური“ და „დონ კიხოტი“.

 

ბოლოს რა წიგნი წაიკითხეთ?

წუხელ დავამთავრე სტივენ კინგის – „მწვანე გზა“. დიდი ხანია ეს შეგრძნება არ მქონია, როცა ერთი ამოსუნთქვით კითხულობ წიგნს. ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის. ეს წიგნი გვიამბობს სიკვდილმისჯილ ჯონ კოფის ამბავს, რომელსაც ორი მოზარდი გოგონას გაუპატიურება ჰბრალდება. საერთოდ, ბევრს ვკითხულობ, მაგრამ მაშინ, როცა დრო მაქვს, თუმცა ეს წიგნი ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე.

მგონია, რომ რაც მეტს წავიკითხავთ, მით უფრო დავხვეწთ სალაპარაკო ენას. უამრავ ბარბარიზმს ვიყენებთ, რადგან არ ვკითხულობთ წიგნებს მშობლიურ ენაზე. შენი ენა ეს არის ფესვები, თითოეული ფესვის მოჭრა მიდის იქამდე, რომ საბოლოო ჯამში გაახმოს ხე. ხე ამ შემთხვევაში არის ერი. რაც უფრო ნაკლებად გამოიყენებ შენს სიტყვებს, მით უფრო უახლოვდები დაბერებასა და სიკვდილს.

ენა არ არის მხოლოდ ენათმეცნიერების საზრუნავი! თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავაცნობიეროთ, რომ ყველამ ვიზრუნოთ ენაზე, რათა ის არ გაღარიბდეს!

 

სად გადის ზღვარი ენის გამდიდრებასა და დანაგვიანებას შორის?

ენა ნაგვიანდება მაშინ, როდესაც გაქვს შენი სიტყვა და იყენებ სხვისას. ენის გამდიდრება ხდება მაშინ, როდესაც ერი იგონებს ახალ-ახალ სიტყვებს ან როდესაც არ აქვს ახლის შესატყვისი და შემოაქვს ახალი სიტყვა.

 

ფოტოგრაფია არის გზა….

შემოსავლის, საკუთარი თავის თვითგამოხატვის, საქართველოს პოპულარიზაციისა და სხვისი დახმარების გზა.

 

რამდენ ქვეყანაში ხართ ნამყოფი და რომელმა მოახდინა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება?

130-მდე ქვეყანაში ვარ ნამყოფი. გამოვარჩევ ვიეტნამს, ტუნისს, მაროკოს და კუბას. ძირითადად ისეთ ქვეყნებს, სადაც ნათლად არის ეთნოგრაფია თვალში საცემი. შესაძლოა გაგიკვირდეთ, თუმცა ყველაზე ნაკლებად ევროპა მიზიდავს სამოგზაუროდ.

 

 

რომელი ქვეყნის სამზარეულოს გამოარჩევდით?

ქართული, იაპონური, ტაილანდური, იტალიური და ჩინური.

 

საყვარელი ქართული კერძი

აჭარული ხაჭაპური, ჭახრაკინა და ქართული ფხალეული ძალიან მიყვარს.

 

ხინკალი თუ მწვადი?

ხინკალი.

 

სამი ნივთი, რომლის გარეშეც სამოგზაუროდ არ წახვალთ…

ფოტოაპარატი, წიგნი და პირადი ჰიგიენის ნივთები.

 

საქართველოს გარდა სად იცხოვრებდი?

ნიუ-იორკში.

 

როგორი მამაა გოგა ჩანდირი?

ისეთი მამა, როგორიც წესით, უნდა იყოს მამა. მე ერთი შვილი მყავს – 7 წლის ანიტა. ისეთი მეგობრული ურთიერთობა მაქვს მასთან, რომ მამას არ მეძახის, გოგას მეძახის. ხანდახან ვუპროტესტებ ამას.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! სავსემთვარეობა ვერძში – ვისი ცხოვრება შეიცვლება?
OK! News

#OK! სავსემთვარეობა ვერძში – ვისი ცხოვრება შეიცვლება?

October 7, 2025
#OK! ოქტომბრის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
OK! News

#OK! ოქტომბრის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

October 6, 2025
#OK! „მკაცრი დედა ვარ“ – ჯულია რობერტსი
OK! News

#OK! „მკაცრი დედა ვარ“ – ჯულია რობერტსი

October 7, 2025
#OK! ცნობილი მსახიობები უჩვეულო გარეგნობით
OK! News

#OK! ცნობილი მსახიობები უჩვეულო გარეგნობით

October 6, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! შემოქმედი პლასტიკურ ქირურგიაში – ქრისტი ჩალაძე

#OK! შემოქმედი პლასტიკურ ქირურგიაში – ქრისტი ჩალაძე

June 12, 2024
#OK! ნატალი პორტმანის მინიმალისტური სტილი: ვარსკვლავის უახლესი პაპარაცული ფოტოები ლოს ანჯელესის ქუჩებიდან

#OK! ნატალი პორტმანის მინიმალისტური სტილი: ვარსკვლავის უახლესი პაპარაცული ფოტოები ლოს ანჯელესის ქუჩებიდან

February 9, 2022
#OK! ვოლოდიმირ ზელენსკიმ დემნა გვასალია ფონდ United24-ის ელჩად წარადგინა

#OK! ვოლოდიმირ ზელენსკიმ დემნა გვასალია ფონდ United24-ის ელჩად წარადგინა

August 29, 2022
#OK! ანჯელინა ჯოლის ღვთაებრივი იმიჯი: 46 წლის მსახიობი “ვალენტინოს” კაბით ბრენდის 2018 წლის ოტ კუტიურ კოლექციიდან

#OK! ანჯელინა ჯოლის ღვთაებრივი იმიჯი: 46 წლის მსახიობი “ვალენტინოს” კაბით ბრენდის 2018 წლის ოტ კუტიურ კოლექციიდან

November 9, 2021

კვირის ჰიტები

#OK! HR Congress 2025

#OK! HR Congress 2025

October 7, 2025
#OK! ტომ ჰოლანდი და ზენდაია დაინიშნენ – ჰოლივუდი ქორწილის მოლოდინშია

#OK! ტომ ჰოლანდი და ზენდაია დაინიშნენ – ჰოლივუდი ქორწილის მოლოდინშია

October 2, 2025
#OK! H&M გალერია თბილისში ბრუნდება

#OK! H&M გალერია თბილისში ბრუნდება

October 1, 2025
#OK! ილონ მასკი დარჩენილი სიცოცხლის გატარებას და სიკვდილს მარსზე გეგმავს

#OK! ილონ მასკი დარჩენილი სიცოცხლის გატარებას და სიკვდილს მარსზე გეგმავს

October 2, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები