• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ოჯახური სკანდალის ფონზე ვიქტორია ბექჰემს საფრანგეთში საპატიო ორდენი გადასცეს

January 27, 2026
საკითხავი დრო: 3 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ინგლისელმა მომღერალმა და მოდის დიზაინერმა ვიქტორია ბექჰემმა ოჯახური კონფლიქტისგან თავის დაღწევა მოახერხა და ქმართან და შვილებთან ერთად პარიზში გაემგზავრა, რომ საფრანგეთის კულტურის სამინისტროსგან ჯილდო მიეღო.

ყოფილი Spice Girl-ს საფრანგეთის მთავრობამ ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო – ხელოვნებისა და ლიტერატურის საპატიო ორდენი გადასცა. დაჯილდოების ცერემონია გუშინ, პარიზის მოდის კვირეულის პირველ დღეს გაიმართა და მას ფრანსუა-ანრი პინო, ანა ვინტური, ანტუან არნო, ჰაიდერ აკერმანი, სინდი ბრუნა, ასევე დევიდი, რომეო, კრუზ და ჰარპერ ბექჰემები ესწრებოდნენ.

მედლის გადაცემისას, საფრანგეთის კულტურის მინისტრმა რაშიდა დათიმ ვიქტორიას „მისაბაძი მაგალითი“ უწოდა, რომელსაც ფრანგების გულებში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. დათიმ ტანსაცმლის დიზაინისადმი ბექჰემის „ზედმიწევნითი, თითქმის არქიტექტურული“ მიდგომა განსაკუთრებით აღნიშნა.

„შრომისა და თავდადების წყალობით, თქვენ შექმენით ღრმა, გულწრფელი და ხანგრძლივი კავშირი საფრანგეთთან“ – მიმართა მინისტრმა 51 წლის დიზაინერს.

ცნობისთვის, ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენი იმ ადამიანებს გადაეცემათ, რომლებმაც საფრანგეთის კულტურულ ცხოვრებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს.

გასულ პარასკევს, პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საპატიო ლეგიონის ორდენი გადასცა Louis Vuitton-ის დიზაინერსა და რეპერ ფარელ უილიამსს, შარშან კი საფრანგეთში მოღვაწე ქართველ დიზაინერს, დემნა გვასალიას ხელოვნების რაინდის წოდება გადაეცა,

რა თქმა უნდა, დაჯილდოების ცერემონიაზე არავის უხსენებია სკანდალი, რომელიც ბექჰემების ოჯახში, დიზაინერის  უფროსი ვაჟის, ბრუკლინის მონაწილეობით განვითარდა. ინსტაგრამის პოსტში, რომელმაც ოჯახში უთანხმოების შესახებ არსებული ჭორები დაადასტურა, ბრუკლინმა განაცხადა, რომ ვიქტორია ბექჰემმა ქორწილის დღეს პირველი ცეკვა „მოპარა“ და მასთან „შეუსაბამოდ“ იცეკვა. ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ჭორების თანახმად, ბრუკლინი, რომელმაც მშობლებს თითქმის ყველა ამქვეყნიურ ცოდვაში დასდო ბრალი, უკვე მეუღლესთან, ნიკოლა პელცთან ერთად მემუარების დასაწერად ემზადება. The Sun-ის წყაროები იუწყებიან, რომ წყვილი მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს გამომცემლობასთან –Penguin Random House-თან უკვე მოლაპარაკებებს აწარმოებს, სადაც ექვსნიშნა ჰონორარზეა საუბარი. ჟურნალისტებმა უკვ ბექჰემების უფროსი ვაჟის საკუთარი ოჯახის წინააღმდეგ ამბოხსა და ბრიტანელი პრინცის, ჰარის  გაქცევას შორის პარალელი გაავლეს და დაასკვნეს, რომ დიდება და ფული ოჯახში ჯანსაღ ფსიქოლოგიურ საზღვრებს ვერ ანაცვლებს.

ასევე დაგაინტერესებთ

#OK! „არავინ მაკონტროლებს. ცხოვრებაში პირველად, თავის დაცვა შემიძლია“ – ბექჰემების დრამა გრძელდება

 

გაიგე მეტი: ანა ვინტურიბრუკლინ ბექჰემიდევიდ ბეკჰემიდემნა გვასალიავიქტორია ბექჰემი

ასევე გაეცანი

#OK! ვახტანგ ყიფიანის სახელობის პრევენციული მედიცინის ასოციაცია დაფუძნდა
OK! News

#OK! ვახტანგ ყიფიანის სახელობის პრევენციული მედიცინის ასოციაცია დაფუძნდა

November 11, 2026
ავერსი – კორეული უმსხვილესი წარმომადგენელი საქართველოში
Health & Beauty

ავერსი – კორეული უმსხვილესი წარმომადგენელი საქართველოში

November 11, 2026
#OK! ბელა ჰადიდმა ახალი რჩეული გამოაჩინა – რა არის ცნობილი მოდელის ახალი სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ?
OK! News

#OK! ბელა ჰადიდმა ახალი რჩეული გამოაჩინა – რა არის ცნობილი მოდელის ახალი სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ?

November 11, 2026
#OK! პოლ მაკარტნი მილიარდერი გახდა – The Beatles-ის ლეგენდარული წევრის ქონება 1.4 მილიარდ დოლარს შეადგენს
OK! News

#OK! პოლ მაკარტნი მილიარდერი გახდა – The Beatles-ის ლეგენდარული წევრის ქონება 1.4 მილიარდ დოლარს შეადგენს

November 11, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! Marrson – ინტერვიუ ბრენდის დამფუძნებელ მარიამ ბიბილაშვილთან

#OK! Marrson – ინტერვიუ ბრენდის დამფუძნებელ მარიამ ბიბილაშვილთან

December 28, 2021
#OK! მია ზოიძე პროფესიაზე, ოჯახსა და საყვარელ ქალაქზე

#OK! მია ზოიძე პროფესიაზე, ოჯახსა და საყვარელ ქალაქზე

September 11, 2021
#OK! ქეთა თოფურიას 20 გამორჩეული იმიჯი!

#OK! ქეთა თოფურიას 20 გამორჩეული იმიჯი!

September 9, 2021
#OK! 7 ვარსკვლავი, რომელიც ვალენტინობის დღესასწაულს მეწყვილეს გარეშე ხვდება

#OK! 7 ვარსკვლავი, რომელიც ვალენტინობის დღესასწაულს მეწყვილეს გარეშე ხვდება

February 14, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ლაშაო გაბუნიას ახალი ეტაპი – დიზაინერმა Mercedes-Benz Fashion Week-ზე JESUS STAR-ის სახელით ბოლო ჩვენება გამართა

#OK! ლაშაო გაბუნიას ახალი ეტაპი – დიზაინერმა Mercedes-Benz Fashion Week-ზე JESUS STAR-ის სახელით ბოლო ჩვენება გამართა

November 9, 2026
#OK! სინდი კროუფორდი შვილის გარდაცვალების შემდეგ – როგორ ცდილობს ოჯახი ტრაგედიასთან გამკლავებას?

#OK! სინდი კროუფორდი შვილის გარდაცვალების შემდეგ – როგორ ცდილობს ოჯახი ტრაგედიასთან გამკლავებას?

November 6, 2026
#OK! რატომ მოხვდა ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ქალიშვილი საავადმყოფოში – ვივიენ ჯოლი ჯანმრთელობის პრობლემებისა და რთული გამოცდილების შესახებ პირველად საუბრობს

#OK! რატომ მოხვდა ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ქალიშვილი საავადმყოფოში – ვივიენ ჯოლი ჯანმრთელობის პრობლემებისა და რთული გამოცდილების შესახებ პირველად საუბრობს

November 9, 2026
#OK! რა ეხმარება დემი მურს ახალგაზრდული იერის შენარჩუნებაში – მსახიობის სილამაზის რუტინა და ყოველდღიური ჩვევები

#OK! რა ეხმარება დემი მურს ახალგაზრდული იერის შენარჩუნებაში – მსახიობის სილამაზის რუტინა და ყოველდღიური ჩვევები

November 11, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები