• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ინტერვიუ ჩარუ მენონთან – Ad Black Sea 2023

October 9, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

 

16 სექტემბერს, ბათუმის საზაფხულო თეატრში, კრეატიული ინდუსტრიის საერთაშორისო ფესტივალის, Ad Black Sea 2023-ის დახურვის ცერემონიალი და დაჯილდოება გაიმართა. 1300-ზე მეტ ქართველ და უცხოელ დელეგატს მსოფლიოს სარეკლამო ინდუსტრიის საერთაშორისო ლიდერების გამოსვლებზე, პანელურ დისკუსიებზე, ვორქშოპებსა და დაჯილდოების ცერემონიაზე დასწრების საშუალება მიეცა.

აღსანიშნავია, რომ კონკურსანტები სხვადასხვა ქვეყნიდან ერთმანეთს 14 კატეგორიაში (მათ შორის: ბრენდინგი, მდგრადობა, დიზაინი, ციფრული კომუნიკაცია) ეჯიბრებოდნენ. მათ საერთაშორისო ჟიურის 4 გუნდი აფასებდა, გრან პრი აზერბაიჯანულ Endorphin-ს ერგო. ჟურნალი OK! გთავაზობთ აღნიშნული ფესტივალის ჟიურის წევრთან, Heckler-ის მმართველ დირექტორსა და აღმასრულებელ პროდიუსერთან, ჩარუ მენონთან ინტერვიუს. ის არაერთი ჯილდოს მფლობელია, მისი ნამუშევრები აღიარებულია Cannes Lions-ის, D&AD-ის, AWARD-ის, YDA-ის, St Kilda-ს, Doc Edge-სა და Spikes-ის მიერ.

 

 

რა მიზნით ესტუმრეთ ფესტივალს? როგორი მოლოდინები გქონდათ და რა რეალობა დაგხვდათ?

AD black sea 2023-ის შესახებ მეგობრისგან გავიგე, ის  ჟიურის ერთ-ერთი წევრი იყო. რადგან პირველად უნდა ვწვეოდი თქვენს ქვეყანას, მოვიძიე ინფორმაცია როგორც აღნიშნულ ფესტივალზე, ისე რეგიონზე. ჩემთვის ამ ფესტივალის ჟიურის წევრობა ერთგვარად, ახალი შესაძლებლობა იყო. რაც შეეხება მოლოდინებს, უმეტესწილად გამართლდა, ძალიან მომეწონა – სასიამოვნო ატმოსფერო და კარგი ენერგეტიკა იყო. მიხარია, რომ აღნიშნული ფესტივალის ნაწილი ვიყავი. ის ფაქტი, რომ ბევრი ახალგაზრდაა სარეკლამო ინდუსტრიით დაინტერესებული და ჩართულია მასში, ძალზე სასიხარულოა.

 

თქვენ გაიზარდეთ ხელოვანების ოჯახში – მამა მწერალი, დედა არტისტი… ალბათ, თქვენს პროფესიულ არჩევანზე ამანაც იქონია გავლენა. როგორც აღნიშნავთ, ამბის მოყოლის მოკლე ფორმა იყო ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც აირჩიეთ შემოქმედებითი ინდუსტრია. მას შემდეგ როგორ შეიცვალა ამბის თხრობის ხელოვნება?

პირადად მე 2018 წლამდე დოკუმენტალისტიკაში ვიყავი, ვმუშაობდი სცენარებზე და უფრო მეტად კონტენტს ვქმნიდი, შემდეგ კი კომერციულ, შემოქმედებით ინდუსტრიაში გადმოვინაცვლე. ეს სფერო მუდმივად ვითარდება, ბაზარზე ყოველწლიურად ახალ-ახალი ინსტრუმენტები ჩნდება, რომელსაც შემოქმედებითი ინდუსტრია იყენებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ბაზარზე ხელოვნური ინტელექტის გამოჩენამ უფრო ეფექტური გახადა მუშაობა, შეამცირა დრო. მაგალითად იმას, რასაც კვირები ვუნდებოდით ხოლმე, ახლა ერთ დღეში კეთდება. ვფიქრობ, ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება, ვითარდება და საკმაოდ რთულია მიჰყვე ამ ტემპს, თუმცა მნიშვნელოვანია ყოველთვის ვიცოდეთ, რა არის ახალი, რათა არ ჩამოვრჩეთ დროს და იმ შესაძლებლობებს, რასაც აღნიშნული ინდუსტრია გვაძლევს.

 

რა მოგცათ Ad Black Sea 2023-ის ფესტივალმა?

კიდევ ერთელ დამანახვა ამ სფეროს შეუზღუდავი შესაძლებლობები. გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ ბევრი კმაყოფილი ადამიანი მოდიოდა და მიზიარებდა შთაბეჭდილებებს ფესტივალის შესახებ. მათ შორის იყო ერთი, რომლის ნათქვამიც დამამახსოვრდა. მან აღნიშნა, რომ საქართველოში არ აქვთ დიდი ფინანსური რესურსი და ხშირად ენთუზიაზმზე უწევთ მუშაობა. თქვენი ჩამოსვლა კი მნიშვნელოვანია, რათა მოხდეს ცვლილებებიო. ეს სიტყვები ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო და ჩემი მხრიდან მეც გამოვხატე მზაობა.

თქვენ გიმუშავიათ უზარმაზარ გავლენიან პიროვნებებთან, შეგისრულებიათ ბევრი წარმატებული და შესანიშნავი სამუშაო, რომელიც ვირუსულად გავრცელებულა. დღეს ადამიანები სწორედ ამისგან სწავლობენ. რომელია თქვენი ფავორიტი პროექტი, საყვარელი და არა წარმატებული.

როდესაც საქმე ეხება სარეკლამო ინდუსტრიას, რთულია გამოარჩიო, თუმცა მაინც ჩემს პირველ დოკუმენტალურ პროექტს – A labour of Love-ს დავასახელებდი. ეს იდეა დიდი ხნით ადრე მქონდა და მხოლოდ 10 წლის შემდეგ განვახორციელე, რაც შემდეგ ჩემს ყოველდღიურ სამსახურად და შემოსავლად გადაიქცა. ახლა რომ ვფიქრობ, იმ დროისთვის ეს დიდი რისკი იყო.

 

 

რამდენად ხშირად აწყდებით გენდერულ სტერეოტიპებს სარეკლამო ინდუსტრიაში?

მინდა აღვნიშნო, რომ ამ მხრივ ბევრად უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე ათი წლის წინ იყო. სარეკლამო ინდუსტრია უფრო მრავალფეროვანი გახდა. ზოგიერთ ქვეყანაში მთავრობის მოთხოვნაც კია , რომ ამ ინდუსტრიაში ქალების ჩართულობა გაიზარდოს. ინდუსტრიის მესვეურები ვალდებულები გახადეს, სულ მცირე, ერთი ქალი რეჟისორი მაინც ჰყავდეთ, რაც უცილობლად პოზიტიურ ცვლილებებზე მიანიშნებს.

 

რა რჩევას მისცემდით ქალ რეჟისორებს?

განსაკუთრებულს, ალბათ, ვერაფერს ვურჩევ, თუმცა იმ ქალებს, ვისაც აქვს ისეთი შეგრძნება, რომ არ იმსახურებენ იმ ადგილს, სადაც არიან (მინდა აღვნიშნო, რომ მსგავსი გრძნობა, ალბათ, მეც მქონია), ვეტყოდი: იმუშავეთ საკუთარ თავზე, არ იხადოთ ბოდიშები და მადლობები თქვენი პოზიციისთვის. მიუხედავად წინააღმდეგობებისა თუ საკუთარ თავთან ბრძოლისა, თქვენი ხმა ყოველთვის გააგონეთ სხვას.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: Ad Black Sea

 

ამავე თემაზე: 

 

#OK! AD BLACK SEA 2023-ის გამარჯვებულები ცნობილია

ასევე გაეცანი

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“
ინტერვიუ

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“

July 8, 2025
#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია
OK! ქუთაისი

#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია

July 8, 2025
#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა
ინტერვიუ

#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა

July 8, 2025
#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი
ინტერვიუ

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი

June 26, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ევროპული ისტორიები – ოტენის აფთიაქი

#OK! ევროპული ისტორიები – ოტენის აფთიაქი

September 8, 2022
#OK! დღეს ლანა დელ რეი 38 წლის გახდა – წარმოგიდგენთ ბევრისთვის აქამდე უცნობ 5 ფაქტს ვარსკვლავის შესახებ

#OK! დღეს ლანა დელ რეი 38 წლის გახდა – წარმოგიდგენთ ბევრისთვის აქამდე უცნობ 5 ფაქტს ვარსკვლავის შესახებ

June 21, 2023
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის თებერვლის ნომრისთვის

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის თებერვლის ნომრისთვის

February 1, 2024
#OK! “ლეონარდო დიკაპრიო კამილა მორონემ მიატოვა, რადგან სერიოზული ურთოერთობა არ სურდა” – რას წერენ უცხოური გამოცემები და ტაბლოიდები

#OK! “ლეონარდო დიკაპრიო კამილა მორონემ მიატოვა, რადგან სერიოზული ურთოერთობა არ სურდა” – რას წერენ უცხოური გამოცემები და ტაბლოიდები

September 22, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ლეგენდარული პრინცესა დიანას საკულტო ფოტოები – ივლისში ის 64 წლის გახდებოდა

#OK! ლეგენდარული პრინცესა დიანას საკულტო ფოტოები – ივლისში ის 64 წლის გახდებოდა

July 3, 2025
#OK! ოჯახური ფესვებიდან პროფესიულ ინოვაციამდე – ილია და ბადრი ალფაიძეები

#OK! ოჯახური ფესვებიდან პროფესიულ ინოვაციამდე – ილია და ბადრი ალფაიძეები

July 4, 2025
#OK! იაპონური ,,Washoku” – კვების სტილი, როგორც დეპრესიის პრევენცია

#OK! იაპონური ,,Washoku” – კვების სტილი, როგორც დეპრესიის პრევენცია

July 3, 2025
#OK! 100 წლის შემდეგ სენაში ცურვა ნებადართულია –  პარიზი ოლიმპიადისთვის ემზადება

#OK! 100 წლის შემდეგ სენაში ცურვა ნებადართულია – პარიზი ოლიმპიადისთვის ემზადება

July 8, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები