მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბერმელი“ ქართულ საფინანსო ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი საფინანსო კომპანიაა. ორგანიზაცია მუშაობას შეუდგა ერთი დასაქმებულით და ექვსასი დოლარის ანაბრით, თუმცა ახლა „ბერმელში“ 150-მდე ადამიანია დასაქმებული. „ბერმელს“ აქვს ფასეულობები, ისტორია, ტრადიციები, მისია, მიზნები, საკრედიტო დაწესებულებების ნდობა, საფირმო სტილი და ა.შ. ამ და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ კომპანიის დირექტორის მოადგილე ადამიანურ რესურსებში, პიარმარკეტინგსა და იურიდიულ საკითხებში, ინგა გორგაძე გვიამბობს.
უპირველესად, გაგვაცანით მიკროსაფინანსო კომპანია „ბერმელი“. რამდენი ხანია ბაზარზე ოპერირებს?
„ბერმელის“ მთავარი ამოცანაა მრავალფეროვანი, მაღალხარისხოვანი და ხელმისაწვდომი ფინანსური მომსახურება მოსახლეობისთვის, მთავარი ღირებულება კი მომხმარებელთა მოთხოვნების გათვალისწინება, რაც პირდაპირ აისახება ორგანიზაციის სლოგანზე – „სურვილები სრულდება ბერმელში!“ მოსახლეობის ნდობამ და ჩვენმა რეპუტაციამ, კომერციული და სოციალური ამოცანების დაახლოებამ და ბალანსის დაცვამ „ბერმელი“ წარმატებულ ბრენდად აქცია.
კომპანია თავისი 25-წლიანი წარმატებულად განვლილი გზით შესანიშნავი მაგალითია გამარჯვების, გამოწვევების დაძლევისა და განვითარების.
რა უპირატესობებით სარგებლობს „ბერმელი“?
ჩვენი მთავარი უპირატესობაა მოქნილობა მომხმარებელთა მოთხოვნებისა და საჭიროების შესაბამისად. ჩვენთვის მომხმარებელთან ურთიერთობა იწყება გაცნობიდან და არ სრულდება. მიუხედავად ვალდებულების შესრულებისა, ალბათ ეს ურთიერთობებიც განაპირობებს გრძელვადიანი თანამშრომლობის შენარჩუნებას მომხმარებელთან. ჩვენთან შესაძლებელია ერთ სამუშაო დღეში გრძელვადიანი სამომხმარებლო/ბიზნეს/იპოთეკური განაცხადის მიღება-დამუშავება, დამტკიცება და გაცემა. ასევე, ჩვენთან ხდება ყველა სესხის გაცემა გენერალური ხაზის ქვეშ, რაც უზრუნველყოფს, მომხმარებლის მხრიდან საჭიროების შემთხვევაში სწრაფად აითვისოს დარჩენილი ლიმიტი ან უკვე შემცირებული ლიმიტი შეავსოს გენერალური ხაზის ლიმიტამდე/ფარგლებში.
მომხმარებლის საჭიროების და სურვილის შემთხვევაში, არსებულ სესხებზე ვახორციელებთ ცვლილებებს, მომხმარებლის ზედმეტი დროის კარგვისა და პროცედურების გარეშე. შესაძლებელია გრაფიკის გადახდის რიცხვის ცვლილება, სესხის ვადის გაზრდა/შემცირება, საშეღავათო პერიოდით სარგებლობა როგორც სრულ შენატანზე, ასევე გრაფიკით განსაზღვრული შენატანის რომელიმე კომპონენტზე, ძირსა თუ პროცენტზე. რაც მთავარია, ჩვენთან სესხის აღება შესაძლებელია ნებისმიერი დადასტურებული და დაუდასტურებელი შემოსავლის საუძველზე, როგორიცაა: რეპეტიტორი, სტილისტი, მკერავი, ფოტოგრაფი, სანტექნიკოსი, მექანიკოსი, ელექტრიკოსი, მღებავი, მებათქაშე და სხვა. ვითვალისწინებთ აგრეთვე იჯარის შემოსავლებს ადგილზე და ფულად გზავნილებს ნებისმიერი ქვეყნიდან, არ დაგჭირდებათ ფიქრი იმაზე, როგორ დაადასტუროთ დაუდასტურებელი შემოსავალი, ამ საკითხზე ჩვენი ოფიცრები იზრუნებენ. სესხს გავცემთ როგორც რეზიდენტ პირებზე, ასევე არარეზიდენტ პირებზე. თუ მსესხებლის შემოსავალი არ არის საკმარისი სესხის გასაცემად, მაშინ მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, ოჯახის წევრი ჩართოს თანამსესხებლად და გამოიყენოს საოჯახო მეურნეობის შემოსავლებიც.
განსაკუთრებული შეთავაზება გვაქვს ემიგრანტებისთვის იპოთეკური სესხების შემთხვევაში და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის გარეთ მიღებული შემოსავლის დასტურის საფუძველზე გავცემთ ქონების ღირებულების 70%-მდე, არ აქვს მნიშვნელობა შემოსავლის ოდენობას. ასევე, ჩვენთან შესაძლებელია სესხის გაცემა უძრავი ქონების მიმწოდებლის გამოყენებითაც, რაც გულისხმობს უძრავი ქონების მიმწოდებლის გათავისუფლებას შემოსავლების დადასტურებისგან, თუ ის აწოდებს არასაცხოვრებელ ქონებას (კომერციული ფართი, დაუმთავრებელი მშენებლობა, მიწა, ბინა და სხვა). მომხმარებლებს ვაძლევთ აგრეთვე შესაძლებლობას, შეიძინოს ახალი საცხოვრებელი ქონება არსებული ქონების რეალიზაციის ხარჯზე, და არსებული ბინის რეალიზაციამდე გავცემთ უგრაფიკო სესხს, რომელსაც არა აქვს თვიური შენატანები და შესაძლებელია სესხის ერთიანი დაფარვა არსებული ქონების რეალიზაცის შემდეგ.
ჩვენი პირობები მომხიბლველია არა მარტო პირველადი მომხმარებლებისთვის, ვისაც სურს შეძენა, მშენებლობა, რემონტი და ზოგადად, საქმის დაწყება, არამედ არსებულ მომხმარებელთათვისაც, ვინც უკვე არის ამ პროცესში.
კომპანია ხშირად აწყობს აქციებს არსებულ მომხმარებლებზე (ვინც რამდენიმე წელია ჩვენი მომხმარებელია) პროცენტის შემცირებასთან დაკავშირებით და უამრავ მსესხებელს შემცირებია არსებული საპროცენტო განაკვეთი მოთხოვნის/თხოვნის გარეშე. ჩვენ აქტიურად დავეხმარეთ იმ მსესხებლებსაც, ვისაც გაუჭირდა ვალდებულების დაფარვა, მაქსიმალურად დავუკორექტირეთ ჯარიმები, გავუკეთეთ რესტრუქტურიზაცია და დაგროვილი დავალიანება უპროცენტოდ გადავუნაწილეთ მათთვის სასურველ პერიოდზე.
რა ტიპის სესხით სარგებლობა შეუძლია მომხმარებელს თქვენთან?
ჩვენთან შესაძლებელია გრძელვადიანი (ათ წლამდე ვადა) იპოთეკური/ბიზნეს და სამომხმარებლო სესხების აღება 100 000 ლარამდე, გავცემთ სხვა ბანკებიდან და საფინანსო კომპანიებიდან პორტირებულ (გადმოტანილ) სესხებს, გავცემთ აგრეთვე სესხებს ემიგრანტებისათვის, თვითდასაქმებულთათვის, სტუდენტურ სესხებს და, რაც მთავარია, გავცემთ სტარტაპ სესხებს (ვაფინანსებთ დამწყებ ბიზნესს). „ბერმელის“ ყველა ფილიალში მიმდინარეობს სავალუტო ოპერაციების განხორციელება.
სავალუტო ოპერაციები „ბერმელის“ იმ მომხმარებლებისთვის, ვინც სარგებლობს „ბერმელის“ ავტოსაკრედიტო სესხებით, კეთდება საშეღავათო პირობებით. ასევე, გვაქვს ავტოსესხი და ავტოლიზინგი. ჩვენთან შესაძლებელია ძვირფასი ქვებითა და ლითონებით უზრუნველყოფილი სესხებით სარგებლობა და ასევე, ტექნიკით უზრუნველყოფილი სესხის მიღება.
რამდენად რთულია მოცემულ კონკურენტულ გარემოში მუშაობა?
დიახ, დღეს კონკურენციის გაძლიერებულ სივრცეში გვიწევს მუშაობა და აღსანიშნავია, რომ არა მარტო კონკურენტული გარემო მძაფრდება, არამედ იცვლება, იხვეწება და მკაცრდება საკანონმდებლო რეგულაციები, სწორედ რომ კონკურენციამ და საკანონმდებლო რეგულაციების ცვლილებამ განაპირობა ბაზრიდან უამრავი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის გაქრობა. „ბერმელისთვის“ კი ადაპტაცია არ ყოფილა რთული, ნდობამ, რეპუტაციამ და წარსულმა გამოცდილებამ გაგვიმარტივა პროცესი და მოგვცა შესაძლებლობა, ძლიერთა შორის საკუთარი სათქმელი ჩვენც ვთქვათ.
სულ რამდენი ფილიალი გაქვთ ამ ეტაპზე და რამდენი ადამიანია დასაქმებული?
ამ ეტაპზე გვაქვს 24 ფილილი. წარმოდგენილი ვართ აჭარის რეგიონში 8 ფილიალითა და ოთხი სერვისცენტრით, სამეგრელოში – ერთი ფილიალი, იმერეთის რეგიონში გვაქვს 5 ფილიალი, თბილისსა და ქვემო ქართლში – 5 ფილიალი. დასაქმებული გვყავს 150-მდე თანამშრომელი.
ჩვენთვის ცნობილია, რომ გყავთ 10-15-წლიანი და ზოგიც 24-წლიანი კადრი, რომლებიც დაარსების დღიდან ზურგს უმაგრებენ ორგანიზაციას. დღეს კომპანიებისთვის ასეთი თანამშრომლები ნამდვილი ფუფუნებაა. რაშია თქვენი თანამშრომელთან ურთიერთობის საიდუმლო?
დიახ გვყავს კადრები, რომლებიც კომპანიაში 10 და 15 წელზე მეტია მუშაობენ და ეს განპირობებულია კომპანიაში შექმნილი სამუშაო გარემოთი, კვალიფიკაციის ამაღლებაზე ორიენტირებული მენეჯმენტით. ასევე, მნიშვნელოვან როლს თამაშობს კომპანიაში დანერგილი საბონუსე სისტემა, პრემიები და წამახალისებელი ფასიანი საჩუქრები. ბერმელი ცდილობს, თანამშრომლებს ხშირად შესთავაზოს განტვირთვის დღეები, იქნება ეს ექსკურსიები თუ სხვა გასვლითი ღონისძიებები. აგრეთვე, სხვადასხვა ბენეფიტი, როგორიცაა ჯანმრთელობის კორპორაციული დაზღვევა და სხვა. კომპანიაში დანერგილია უფასო სტაჟირების სისტემა, რაც გვეხმარება კადრების შერჩევაში თავდაპირველი მიღებისას. ჩვენი სახელფასო ანაზღაურებაც არ ჩამორჩება სხვებისას, პირიქით, ბევრისას უსწრებს კიდეც.
სამომავლო გეგმებზეც მოგვიყევით.
ჩვენი მთავარი მიზანი არის სოციალური და ეკონომიკური მიზნების დაახლოება და ყოველდღიურად ვიბრძვით ამისთვის. სამომავლოდ ვაპირებთ ფილიალების დამატებას სხვადასხვა რეგიონში, პროდუქტების სპექტრის გაფართოებას და ასევე, მიკრობანკის სტატუსის მიღებას.
ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე
ფოტო: გიორგი კალანდაძე