• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! სტუმრად წიგნების ილუსტრაციების სამყაროში ანუ ამბის თხრობა ნახატებით

August 9, 2024
საკითხავი დრო: 1 min read

სამყაროში, სადაც 2 მთვარე და 9 მზე არსებობს, სადაც სპილოები დაფრინავენ და ცისარტყელაზე გვირილები ხარობენ – აქ მთავარი პერსონაჟი მეგობრობა და სიკეთეა. ამ სამყაროში ერთხელ ყველას გვირბენია და ჩვენს საყვარელ ზღაპრის გმირებთან ერთად, ჩაის სმის რიტუალიც მოგვიწყვია. ამ ფერადოვანი წარმოდგენების განმსაზღვრელი ხშირ შემთხვევაში ის ილუსტრაციები ხდებიან, რომლებიც ჩვენს პირველ შეხებას ლიტერატურასთან უფრო ფერადსა და ჯადოსნურს ხდიან. და ვინ იცის, იქნებ ჩვენს მკითხველად ჩამოყალიბებაშიც სწორედ ეს ილუსტრაციები თამაშობენ ერთ-ერთ გადამწყვეტ როლსაც. ვინ იცის?! ილუსტრაციები ტექსტის მხატვრული აქსესუარია, ერთგვარი მინიშნებაა იმისა, თუ რა ჩაიფიქრა ავტორმა, სად იმოგზაურა, რომელ ცას შეეხო ხელით და რომელი ზღვის ფსკერიდან მოიტანა ამბავი, ამბავი, რომელმაც შემდეგ ჩვენს გონებაში ძვრები და დიდი გადატრიალებები მოახდინა. დღეს მე გიამბობთ ამბავს, თუ როგორ ქმნიან ჯადოსნურ სამყაროებს და რა გზას გადის ილუსტრაცია ესკიზიდან ფინალურ ობიექტამდე. ამ ამბის გზამკვლევი კი ილუსტრატორი, თათია ნადარეიშვილი იქნება.

 

თუ გახსოვს ბავშვობის ის ყველაზე გამორჩეული წიგნი, რომლის ილუსტრაციებიც შენს გონებაში სამუდამოდ აღიბეჭდა?

ჩვენს ბავშვობაში, სამწუხაროდ, არ იყო ბევრი ილუსტრირებული წიგნი და ცალკე ამ პროფესიის შესახებ არც ვიცოდი. თუმცა მაინც არის ერთი ასეთი – განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჩემს მეხსიერებაში მურმან ლებანიძის საბავშვო პოემების კრებულს. თენგიზ მირზაშვილის ილუსტრირებული იყო მარტივი და გრაფიკული ილუსტრაციები ჰქონდა გაკეთებული. ამ წიგნს მამა დილაობით საწოლში გვიკითხავდა და ამიტომ განსაკუთრებულად მიყვარს დღემდე.

 

როგორია ილუსტრაციებზე მუშაობის პროცესი და როგორ ახერხებ ისტორიის მოყოლას ნახატებით?

ჩემი სამუშაო პროცესი სხვადასხვანაირია, იმაზეა დამოკიდებული, თუ რაზე ვმუშაობ. ერთი მიმართულებაა, როცა ჩემს საკუთარ ისტორიაზე ვმუშაობ და ტექსტსაც და ილუსტრაციებსაც მე ვაკეთებ. ამ დროს ჯერ იდეით და ტექსტით ვიწყებ, შემდეგ ვაკეთებ სთორიბორდს, ანუ ყველა განშლის ჩანახატს და შემდეგ ვარჩევ ილუსტრაციის ტექნიკას. ხატვა და დიზაინი ბოლო და მნიშვნელოვანი ეტაპია. მთავარი ამბის თხრობაა – ილუსტრაცია და ტექსტი, უბრალოდ, ამბის თხრობის იარაღებია. ვარჩევ ხოლმე, რა დაიხატოს და რა დაიწეროს, რომ ამბავი სრულყოფილად და საინტერესოდ მივიდეს ადრესატამდე. სხვაა, როცა სხვა ავტორის ტექსტს ვასურათებ, ან ყდის დიზაინს ვაკეთებ წიგნისთვის. აუცილებლად ყურადღებით ვკითხულობ ტექსტს და მერე ვიწყებ დასახატი ეპიზოდების გამორჩევას, შესაბამისი ტექნიკის ძებნას და ხატვას. ვფიქრობ, რა დამატებითი დეტალის შეტანა შეუძლია ილუსტრაციას თხრობის პროცესში, რით დავეხმარები ავტორს.

 

როგორ ფიქრობ, ვინ არის ის ერთი მთავარი გმირი, რომელიც ყველა საბავშვო წიგნის ილუსტრაციაში ჩნდება ხოლმე?

აქ შეიძლება ორი მიმართულებით წავიდეთ, ერთი უფრო კონკრეტულად – მართლაც არსებობენ ისეთი პერსონაჟები, კონკრეტული ცხოველები ან არსებები, მაგალითად, მელა, თაგუნა, ფერია ან ჯადოქარი – არსებები, ვინც ბავშვებს განსაკუთრებულად უყვართ და მეორე, უფრო ზოგადი – მეგობარი. მეგობარი შეიძლება იყოს ნებისმიერი არსება და მას საბავშვო წიგნებში ყველაზე ხშირად შეხვდებით. მეგობარი, რომელიც მთავარ გმირს გასაჭირში ეხმარება, ცხოვრებას უხალისებს, ან მთლიანად ისტორია შეიძლება მეგობრის პოვნაზე იყოს. თუ ყველაზე ცნობილ საბავშვო წიგნებს გაიხსენებთ, მიხვდებით, რასაც ვგულისხმობ.

ახერხებს თუ არა ილუსტრირებული წიგნები ბავშვისთვის იმ ჯადოსნური კარის გაღებას, რომელსაც ლიტერატურის საოცარ სამყაროში მივყავართ?

რასაკვირველია! მე ყოველთვის ვამბობ, რომ ამას მხოლოდ ილუსტრირებული წიგნი ახერხებს. ბავშვის მკითხველად ჩამოყალიბება გაცილებით ადრე ხდება, ვიდრე ის კითხვას ისწავლის. თუ ბავშვს მაშინ მივაწვდით წიგნს პირველად, როცა კითხვას იწყებს, დიდი შანსია, მისი გამოცდილება არ იყოს პოზიტიური. დასაწყისში კითხვის სწავლა რთულია და რუტინულ შრომას მოითხოვს, ასონიშნების ამოცნობა ღლით ხოლმე ბავშვებს, ამიტომ ამ მომენტისთვის მათი ინტერესი უკვე საკმარისად უნდა იყოს გაღვივებული. წიგნთან ურთიერთობა ბავშვმა აუცილებლად რამდენიმე თვის ასაკიდან უნდა დაიწყოს. არსებობს წიგნები მარტივი ფორმებით და ფერებით, ტექსტის გარეშე, აბაზანის წიგნები, სათამაშო წიგნები და ა.შ. 8-9 თვის ასაკში უკვე უნდა ვუკითხავდეთ ბავშვებს პატარა ილუსტრირებულ წიგნებს. შესაძლოა ბავშვმა ამბავი მთლიანად ვერ აღიქვას, მაგრამ აუცილებლად ინტერესით ისმენს და ილუსტრაციებში ნაცნობ ობიექტებს პოულობს. ამ პროცესით ძალიან ერთობიან, ეს პირადი გამოცდილებითაც ვიცი.

 

რომელია შენი ყველაზე საყვარელი პროექტი, რომელზეც გიმუშავია?

ჩემთვის ყველა პროექტი თავისებურად საყვარელი და ძვირფასია, რადგან თუ თემა არ მაინტერესებს, ძალიან გამიჭირდება მასზე მუშაობა. მრავალფეროვნებაც ძალიან მიყვარს, თუ ზოგჯერ წიგნის იოლუსტრაციებზე ვმუშაობ, შეიძლება სხვა დროს რაიმე საინტერესო გამოფენა იყოს ჩემი ინტერესის საგანი, სადაც ნახატის გარდა სამგანზომილებიანი ობიექტებიც იქნება. ან კომიქსი, ან რამე სხვა. თუმცა ყველაზე ძვირფასი ალბათ დღემდე ჩემი სულ პირველი წიგნია – „სახლი“ – ასე ჰქვია და ჩემი ბავშვობის სახლსა და მის ბინადრებზეა. ამ წიგნმა ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა და ძალიან რთული სიტუაციიდან გამომიყვანა. ამ წიგნმა მაჩვენა ჩემი პროფესიის მთავარი სიძლიერე – შეიძლება ირგვლივ ყველაფერი ძალიან ცუდად იყოს, მაგრამ შენ შეგიძლია აიღო ფურცელი, ფანქარი და მოჰყვე შენს ამბავს, მერე კი თავისუფლად ამოისუნთქო.

ტექსტი: თაკო დარახველიძე

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი
ინტერვიუ

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი

June 26, 2025
#OK! სტეფანე
OK! კულტურა

#OK! სტეფანე

June 22, 2025
#OK! როდესაც დრამი შეხვდა ბასს – ლიკა ევგენიძის და ნიკა კოჩაროვის წყვილი
ინტერვიუ

#OK! როდესაც დრამი შეხვდა ბასს – ლიკა ევგენიძის და ნიკა კოჩაროვის წყვილი

June 22, 2025
#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე
Health & Beauty

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე

June 24, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! სტილის ინსპირაცია ირინა შეიკისგან! მოდელი 4 წლის ქალიშვილთან, ლეასთან ერთად!

#OK! სტილის ინსპირაცია ირინა შეიკისგან! მოდელი 4 წლის ქალიშვილთან, ლეასთან ერთად!

May 12, 2021
#OK! თეა მრევლიშვილის განვითარების უწყვეტი გზა

#OK! თეა მრევლიშვილის განვითარების უწყვეტი გზა

March 12, 2025
#OK! A$AP Rocky და რიანა შესაძლოა დაქორწინდნენ

#OK! A$AP Rocky და რიანა შესაძლოა დაქორწინდნენ

September 4, 2021
#OK! კაილი ჯენერი Poster Girl-ის კაბით! ვარსკვლავი Kylie Cosmetics-ის სათაო ოფისში!

#OK! კაილი ჯენერი Poster Girl-ის კაბით! ვარსკვლავი Kylie Cosmetics-ის სათაო ოფისში!

March 13, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ვინ არის ინეს დე რამონი? –  გაიცანით ბრედ პიტის შეყვარებული

#OK! ვინ არის ინეს დე რამონი? – გაიცანით ბრედ პიტის შეყვარებული

June 29, 2025
#OK! ნამდვილი მიზეზი, თუ რატომ არ ესწრება კეტი პერი ბეზოსების ,,საუკუნის ქორწილს”

#OK! ნამდვილი მიზეზი, თუ რატომ არ ესწრება კეტი პერი ბეზოსების ,,საუკუნის ქორწილს”

June 29, 2025
#OK! დიზაინერი ფერმერების ოჯახიდან – სიმონ პორტე ჟაკმუსის წარმატების ისტორია

#OK! დიზაინერი ფერმერების ოჯახიდან – სიმონ პორტე ჟაკმუსის წარმატების ისტორია

July 2, 2025
#OK! HONOR 400 Series – 200MP ულტრა მკაფიო AI კამერა

#OK! HONOR 400 Series – 200MP ულტრა მკაფიო AI კამერა

June 27, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები