• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Fashion

#OK! სპორტის გავლენა მოდაზე

April 12, 2023
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

სპორტი და მოდა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი  ნაწილებია. ეს თითქოს ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული სფერო, უკვე ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენელია. ჯანსაღი ცხოვრების წესი და სპორტი დღესდღეობით ძალიან აქტუალურია. ყველა ცდილობს სპორტით დაკავდეს, რამაც სპორტული მოდის განვითარებასაც შეუწყო ხელი. სპორტი დიზაინერების შთაგონების წყაროც გახდა და მათი კოლექციები ხშირად სპორტის სხვადასხვა სახეობის შთაგონებით იქმნება. ბოლო დროს კი ძალიან აქტუალურია სპორტული ხაზებისა და მაღალი მოდის ბრენდების კოლაბორაციები. ხშირად სპორტული ბრენდები ცნობილ ვარსკვლავებთან ერთადაც ქმნიან საერთო კოლექციებს, რომლებიც მომენტალურად სეზონის ჰიტად იქცევა ხოლმე. რაც უფრო განსხვავდება ერთმანეთისგან სპორტული და მოდის ბრენდები, მით უფრო საინტერესო და კრეატიული გამოდის მათი კოლექციები. 2022 წელს უამრავი ასეთი კოლაბორაციით გაგვაოცა არაერთმა დიზაინერმა. ვფიქრობთ, ამ მხრივ 2023 წელიც არანაკლებ საინტერესო იქნება.

Adidas x Gucci

Adidas-ის ლეგენდარული სამი ზოლი გამოჩნდა Gucci-ს 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციაში. რედაქტორები, ბაერები და სრულიად საზოგადოება გაოცებული იყო. ვერავის წარმოედგინა, თუ ასე ჰარმონიულად შეერწყმებოდა ეს სრულიად სხვადასხვა სტილის ბრენდი. თუმცა ალესანდრო მიკელე, ბრენდის იმჟამინდელი კრეატიული დირექტორი, Adidas-ის Gazelle კედების დიდი მოყვარული და კოლექციონერი გახლდათ და მას სწორედ ამან გადააწყვეტინა Gucci x Adidas კოლაბორაციის შექმნა. უნდა აღინიშნოს, რომ Adidas-ს იქამდეც არაერთი წარმატებული თანამშრომლობა ჰქონდა მაღალი მოდის ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა – Balenciaga, Margiela, Stella McCartney, Raf Simons.

 

 

Fila x Roksanda

თავისი არატრადიციული სილუეტებითა და ორიგინალური ფაქტურებით Roksanda-მ Fila-ს სპორტული სამოსის სრული გარდაქმნა მოახერხა. ამ კოლაბორაციამ კიდევ ერთხელ დაგვანახვა მოდის ძალა და ის, რომ უსაზღვრო ფანტაზიას ყველაფრის საოცრად გარდაქმნა შეუძლია. ფუშფუშა კაბებითა და მხიარული ფერებით Fila-ს სპორტული ხაზი მაღალი მოდის კოლექციებში თავმომწონედ გაერია.

 

 

Nike x Jacquemus

Nike ის სპორტული ბრენდია, რომელიც ყველაზე ხშირად თანამშრომლობს მაღალი მოდის ბრენდებთან და საინტერესო კოლაბორაციებით გვანებივრებს. ვიხილეთ Nike-ის საერთო კოლექცია OFF White-თან, Louis Vuitton-თან, Dior-თან, Tiffany-სთან, Sacai-სთან, Swarowski-სთან და ა. შ. უნდა გამოვყოთ ბოლოდროინდელი თანამშრომლობა ფრანგულ ბრენდ Jacquemus-სთან. დედამიწის ტონებში გადაწყვეტილ კოლექციას ვინტაჟური ელფერი დაჰკრავდა. კოლექციაში ასევე დომინირებდა მკვეთრი ვარდისფერი, რომელიც ახალგაზრდა გოგონებმა მაშინვე აიტაცეს.

 

 

Puma x Dua Lipa

არც Puma გვაკლებს საინტერესო კოლაბორაციებს. ცოტა ხნის წინ ვიხილეთ მისი თანამშრომლობა Coca-Cola-სთან, რომელიც ახალგაზრდა თაობის საყვარელი კოლექცია გახდა. გარდა ამისა, Puma-მ შექმნა კედების საერთო კოლექცია მომღერალ დუა ლიპასთან. მკვეთრი ფერთა პალიტრითა და თამამი დიზაინით შექმნილი კოლაბორაცია საკმაოდ წარმატებული გამოდგა. Puma-ს მომხმარებელთა რიცხვს კი მომღერლის გულშემატკივრები დაემატნენ.

 

 

David Koma

მოდასა და სპორტზე საუბრის დროს შეუძლებელია ზემოთ ჩამოთვლილ ბრენდებთან ერთად არ ვახსენოთ წარმოშობით ქართველი დიზაინერი დევიდ კომა. სპორტულ ბრენდ Koral-თან საერთო კაფსულა კოლექციის შექმნის გარდა, სპორტი კომას არაერთი კოლექციის ინსპირაცია ყოფილა. ლონდონის მოდის კვირეულზე დიზაინერის 2021 წლის საგაზაფხულო კოლექციის ყოველი ელემენტი ჩოგბურთით იყო შთაგონებული. 2022 წლის საგაზაფხულო კოლექციასაც ეტყობოდა სპორტის გავლენა. საღამოს კაბებს საცურაო კოსტიუმების დეტალები ჰქონდათ. იმავე წლის საშემოდგომო კოლექციის შთაგონების წყარო კი მთლიანად ფეხბურთი გახლდათ. 2023 წლის Pre Fall კოლექცია დიზაინერმა არქტიკულ სპორტს მიუძღვნა. ამჯერად მისი ინსპირაცია რეკორდსმენი ქალი DeeDee Ann Jonrowe გახლდათ, რომელიც მარხილში ჩაბმული ძაღლების შეჯიბრის რეკორდსმენია.

 

info@imaxtree.com

ასევე გაეცანი

#OK! კიმ კარდაშიანის $5 მილიარდიანი ბიზნეს იმპერია
Fashion

#OK! კიმ კარდაშიანის $5 მილიარდიანი ბიზნეს იმპერია

February 13, 2026
#OK! ქართველი მოდელი მაკო მაჭავარიანი ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე
Fashion

#OK! ქართველი მოდელი მაკო მაჭავარიანი ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე

February 7, 2026
#OK! მილა იოვოვიჩის 18 წლის ქალიშვილი Dior-ის ახალი სახე გახდა
Fashion

#OK! მილა იოვოვიჩის 18 წლის ქალიშვილი Dior-ის ახალი სახე გახდა

February 5, 2026
#OK! ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმული ვარსკვლავები გრემის რიგით 68-ე დაჯილდოებაზე
Fashion

#OK! ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმული ვარსკვლავები გრემის რიგით 68-ე დაჯილდოებაზე

February 2, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! როუზი ჰანტინგტონის მონოქრომული იმიჯი! მოდელი Bottega Veneta-ს ძვირადღირებული სამოსით!

#OK! როუზი ჰანტინგტონის მონოქრომული იმიჯი! მოდელი Bottega Veneta-ს ძვირადღირებული სამოსით!

April 29, 2021
#OK! სოციალური მეწარმეობა და CSR

#OK! სოციალური მეწარმეობა და CSR

March 28, 2024
#OK! დათო შენგელიას მიერ დანახული დალი ჩიტალაძე – 1994 წლის ფოტოსესია

#OK! დათო შენგელიას მიერ დანახული დალი ჩიტალაძე – 1994 წლის ფოტოსესია

January 16, 2023
#OK! ციფრული ამნეზია – როგორ გვავიწყდება მოვლენები, როცა ყველაფერს ტელეფონით ვაფიქსირებთ?

#OK! ციფრული ამნეზია – როგორ გვავიწყდება მოვლენები, როცა ყველაფერს ტელეფონით ვაფიქსირებთ?

August 6, 2025

კვირის ჰიტები

#OK!  AI-ს მიერ გაცოცხლებული ნიკო ფიროსმანისა და მარგარიტას სიყვარულის ისტორია

#OK! AI-ს მიერ გაცოცხლებული ნიკო ფიროსმანისა და მარგარიტას სიყვარულის ისტორია

February 13, 2026
#OK! 16 წელი ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგედიიდან

#OK! 16 წელი ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგედიიდან

February 12, 2026
#OK! ახალი კვლევა – ცნობილია სიყვარულში ყველაზე ბედნიერი თაობა

#OK! ახალი კვლევა – ცნობილია სიყვარულში ყველაზე ბედნიერი თაობა

February 14, 2026
#OK! როგორ გახდა სკოლის გუნდიდან გარიცხული მაიკლ ჯორდანი კალათბურთის ლეგენდა

#OK! როგორ გახდა სკოლის გუნდიდან გარიცხული მაიკლ ჯორდანი კალათბურთის ლეგენდა

February 12, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები