• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! სიყვარული ვერტიკალურია და თან ბრუნვადი

May 2, 2023
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზეო, დაწერს გალაკტიონი და მთელ გალაქტიკას ჩააფიქრებს სიყვარულზე… მართლაც, სიყვარულის გარეშე არ არსებობს აბსოლუტური სინათლე… ეს გრძნობა იმდენად ამაღელვებელი და ამაღლებულია, რომ შემიძლია დაუსრულებლად ვიფიქრო და თან პირველად მაშინებს, ვწერო… „სიყვარულია მშობელი ოცნებისა, ოცნება აღვიძებს კაცთა მოდგმის მთვლემარე გონებას, გონება აღძრავს ქმედებას“… – „შერეკილების“ ფორმულამდეც მივედი და ნამდვილად სწორადაც, ალბათ – სიყვარული ატრიალებს დედამიწას, დომენიკო და სწორედ ეს გრძნობა იხსნის კაცთა მოდგმას ცოდვებისაგან… ბევრი რომ აღარ გამიგრძელდეს, გეტყვით, რომ ეს ფიქრები რუსკა ქარქაშაძემ ამიშალა, რადგან ბევრი ვესაუბრე მას სიყვარულზე. ვრცლად იხილეთ ჩვენს ინტერვიუში:

 

ამბავი სიყვარულზე

მე და ჩემმა საქმრომ ერთმანეთი დაბადების დღეზე გავიცანით, ჩვენს საერთო მეგობართან. მერე, როგორც აღმოვაჩინეთ, ძალიან ბევრი საერთო მეგობარი გვყოლია, მაგრამ რატომღაც აქამდე ერთმანეთს არ ვიცნობდით. თუმცა შემთხვევით ხომ არაფერი ხდება და აი, იმ დაბადების დღის მერე დაიწყო ყველაფერი. და ისე ჩქარა მოხდა ჩვენი სიყვარულის განვითარება, რომ შემიძლია ვთქვა, ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება…

 

 

და შენთვის რა არის სიყვარული, რუსკა?

აი, როგორ ვიყავი, იცი? სულ კარგ ხასიათზე, წვრილმანებიც კი მაბედნიერებდა. ყველაფერს უფრო დიდი მოტივაციითა და სიყვარულით ვაკეთებდი და ჩემში  ამ ცვლილებებმა მაგრძნობინა, რომ შეყვარებული ვარ. სიყვარული ჩემთვის არის მოტივაცია – იყო უკეთესი ადამიანი, უკეთ აკეთო ყველაფერი. სიყვარულია, როცა შეგიძლია უანგაროდ აკეთო რაღაცები, შეიყვარო ადამიანი ისეთი, როგორიც არის. ყველაფერი წვრილმანებით იწყება და საბოლოოდ უდიდეს შეგრძნებაში გადადის.

 

მოგვიყევი, რას საქმიანობ დღეს?

ვარ საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის ფაკულტეტის სტუდენტი. პარალელურად, ვთამაშობ ახალ თეატრში. საერთოდ, აქტიური ცხოვრების წესი მაქვს. ბავშვობიდან ასე ვარ, რუტინულ საქმიანობას ვერ ვიტან – მიყვარს, როცა დღის რეჟიმი დატვირთული მაქვს. ასე გარკვეულ საქმეზე კონცენტრირებასაც უკეთესად ვახერხებ.

 

ხელოვნური სუნთქვა

ვფიქრობ, ეს სერიალი ტრამპლინი იყო ჩემს ცხოვრებაში. ჩემი კარიერული მიღწევების პირველი ნაბიჯი, საიდანაც ყველაფერი დაიწყო. მაშინ ცამეტი წლის ვიყავი და უდიდესი გამოცდილება მივიღე.

 

 

რუსკა, როგორ ფიქრობ, რა არის შენი თაობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფასეულობა?

ვერასდროს ვერ შევეგუებით თავისუფლების დაკარგვას. ძალიან მამაცები ვართ, ძალიან მებრძოლები ვართ, ძალიან შეუპოვრები. ვამაყობ ჩემი თაობით. ყველანი ნიჭიერები და მიზანდასახულები არიან…

 

და თავისუფლება რა არის, როგორ გესმის?

თავისუფლება არ არის ის, რომ ყველაფრის კეთების უფლება გაქვს. ეს არის გარემოს და სხვა ადამიანების მიმართ – პასუხისმგებლობის შეგრძნება. მარტო მე ვიყო თავისუფალი და დანარჩენი არ მაინტერესებს ასე არაა. სხვა ხალხის მიმართ პატივიცემა და მათი გათვალისწინებაა თავისუფლება.

 

 

როგორ ფიქრობ, წარმატებას რა სჭირდება?

ყველა ადამიანს წარმატების ინდივიდუალური ფორმულა აქვს. მე შემიძლია ვთქვა, ჩემს შემთხვევაში რა იყოს ეს – ძალიან დამეხმარა თავდაჯერებულობა და საკუთარი თავის რწმენა. მაშინაც კი, როცა ჩემი არავის სჯეროდა, მე ვიყავი ის ერთადერთი ადამიანი, ვისაც ჩემი თავის მჯეროდა. გარდა ამისა, შრომისმოყვარეობაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შრომის გარეშე საერთოდ არაფერი არ გამოდის. და იღბალიც, რა თქმა უნდა, – საჭირო დროს საჭირო ადგილას მოხვედრა. ყველა რესურსი, რასაც ჩვენს შრომაში ჩავდებთ, აუცილებლად დაგვიბრუნდება. უნდა გჯეროდეთ ამის და ყველაფერი გააკეთოთ თქვენი მიზნებისთვის.

 

ყველაზე მთავარი რა არის შენთვის?

ჩემთვის მთავარია, რომ მე, ჩემი ოჯახი, ჩემი მეგობრები და ძვირფასი ადამიანები თავს ბედნიერად ვგრძნობდეთ. სხვა დანარჩენი ჩემთვის აქედან გამომდინარეობს.

 

 

ფოტო: მაკა მეგრელიძე

პროექტის ავტორი: ნიკა გომართელი

ტექსტი: მარიამ გაბედავა

მიზაჟი: სოფია საენკო

ვარცხნილობა: ირმა იასაღაშვილი

ჩაცმულობა: STRADIVARIUS

ლოკაცია: IQ Studio

ასევე გაეცანი

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად
ინტერვიუ

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად

January 13, 2026
#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში
ინტერვიუ

#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში

January 11, 2026
#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი
Décor

#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი

January 11, 2026
#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა

January 9, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! “ყველას სუნთქვა უნდა, მაგრამ ულიმიტო არ არის ადგილები.. სიცოცხლეც რა ცოტა ყოფილა,” -თამუნა თანდაშვილის ემოციური პოსტი კოვიდკლინიკიდან

#OK! “ყველას სუნთქვა უნდა, მაგრამ ულიმიტო არ არის ადგილები.. სიცოცხლეც რა ცოტა ყოფილა,” -თამუნა თანდაშვილის ემოციური პოსტი კოვიდკლინიკიდან

August 11, 2021
#OK! Body Esthetic

#OK! Body Esthetic

March 17, 2025
#OK! ბელა ჰადიდი საავადმყოფოდან ფოტოებს აქვეყნებს – რა დაემართა 28 წლის მოდელს?

#OK! ბელა ჰადიდი საავადმყოფოდან ფოტოებს აქვეყნებს – რა დაემართა 28 წლის მოდელს?

September 18, 2025
#OK! ბუდუ

#OK! ბუდუ

March 29, 2025

კვირის ჰიტები

#OK! ჯორჯ ბალანჩინის უკანასკნელი მუზა და უარყოფილი სიყვარულის ისტორია

#OK! ჯორჯ ბალანჩინის უკანასკნელი მუზა და უარყოფილი სიყვარულის ისტორია

January 22, 2026
#OK! შაბათ-კვირა ზოდიაქოს 3 ნიშანს სიურპრიზს უმზადებს

#OK! შაბათ-კვირა ზოდიაქოს 3 ნიშანს სიურპრიზს უმზადებს

January 23, 2026
#OK! რატომ არასოდეს ჩაუცვამს ჯინსი მის გამომგონებელს?

#OK! რატომ არასოდეს ჩაუცვამს ჯინსი მის გამომგონებელს?

January 25, 2026
#OK! ვის დარჩება ვალენტინო გარავანის 2 მილიარდიანი ქონება?

#OK! ვის დარჩება ვალენტინო გარავანის 2 მილიარდიანი ქონება?

January 22, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები