• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! სინამდვილეში ევროპა თავისუფლებაა! – ნანკა კალატოზიშვილი

December 19, 2024
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

სხვადასხვაგვარი კულტურული იდენტობისა და წარსულის მქონე ქვეყნების გადაკვეთის წერტილი დღეს ევროპაა. დიდი შესაძლებლობების სივერცე, სადაც არ ღალატობენ ღირებულებებს, პატივს სცემენ ისტორიას და ისწრაფვიან განვითარებისკენ. ევროპა თავისუფლებაა, რომელსაც ღირებულებები ამტკიცებს და ფუნდამენტურ საწყისს, ადამიანის უფლებებს ეფუძნება.

რატომ ევროპა? იმიტომ, რომ ევროპა ფერადია; იმიტომ, რომ ევროპაში ადამიანები 50 წლის შემდეგაც ცხოვრობენ; იმიტომ, რომ ევროპა ლაღია; იმიტომ, რომ ევროპაში თითოეული ადამიანის უფლება დაცულია; იმიტომ, რომ ევროპაში დემოკრატიისა და თანასწორობის მაღალი სტანდარტია; იმიტომ, რომ ევროპაში კანონი უზენაესია; იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანას ევროპული კულტურა აქვს და იმიტომ, რომ ჩვენი ისტორია ინახავს ფურცლებს, სადაც ჩვენი წინაპრები სწორედ ასეთი მომავლისკენ ილტვოდნენ. აი ამიტომ გვინდა ევროპა ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი შვილების მომავლისთვის! საქართველო და ევროპა ერთსა და იმავე მიზნებსა და ღირებულებებს იზიარებენ. ეს ღირებულებები კი საქართველოს ნამდვილად მიიყვანს ევროპამდე.

 

ნანკა, რატომ ევროპა?..

რატომ ევროპა? იმიტომ, რომ ახლა ჩვენს ქვეყანას მძიმე პერიოდი აქვს. ვდგავართ მემკვიდრეობისა და იდენტობის შენარჩუნების გზაზე. ევროპა კი ამ გზაზე ყოველთვის გვეხმარებოდა. გამჭირვალობას როდესაც ვითხოვთ, სწორედ ეს გამჭვირვალობა არის ევროპაში, კორუფცია კი მინიმუმამდეა დაყვანილი. ვფიქრობ, რომ ჩემი ქვეყნის გადარჩენისთვის დღეს მჭირდება ევროპის მოკავშირეობა და გვერდში დგომა.

 

 

 

ევროპაზე როდესაც ვსაუბრობთ, ეს არ არის კონკრეტული ერთი ქვეყნის მოდელი, რომელიც ასე ერთი შეხედვით გვიზიდავს. ეს არის ღირებულებების ერთიანობა, რომელიც გვინდა, რომ ჩვენიც იყოს. რომელია ის მნიშვნელოვანი ღირებულებები, რომელიც დღეს ქართულ საზოგადოებას აკლია?

ადამიანის უფლებები, რაც ყველაზე მთავარია. როდესაც ეს არის შენთვის უპირატესი, შემდეგ ყველაფერი ლაგდება. იქნება ეს სასამართლო, არჩევნები თუ რაიმე სხვა. ფუნდამენტურია, რომ ადამიანს გააჩნდეს უფლებები, რაც ჩვენთან ილახება. ევროპა არ ნიშნავს, ადამიანმა თავის ტრადიციებზე ან ღირებულებებზე თქვას უარი. ზუსტად ამიტომ მომწონს ევროპა, რომ იტალია არის იტალია, თავისი ღირებულებებით და კულტურულით. ამ ყველაფრის ფონზე ისტორიასაც ინარჩუნებენ და თანამედროვე განვითარებასაც არ კარგავენ – ეს სიმბიოზი აქვთ. ევროპა კიდევ იმით გამოირჩევა, რომ ხელშეუხებელი კანონთან მიმართებაში არავინაა. კოვიდის დროს გამართული წვეულების გამო, იქ შეუძლიათ თანამდებობიდან გადააყენონ პრემიერ-მინისტრი. სწორედ კანონთან ასეთი თანასწორუფლებიანობა არის ჩემთვის ევროპა.

 

შენი, როგორც კულტურის სფეროს წარმომადგენლის გადმოსახედიდან, როგორია ევროპაში დამოკიდებულება კულტურის მიმართ?

შრომა ფასდება! გასტროლებზე როდესაც დადიხარ და ხედავ, იქ რა პირობებში არიან კულტურის სფეროს წარმომადგენლები, გული გწყდება. აქ, როდესაც შენი თეატრის თანამშრომელს შესაძლოა ჰქონდეს 400-500 ლარი ხელფასი, ამას განვიცდი. იქ სიბერისაც არ ეშინიათ ადამიანებს, ევროპაში თუ ვინმე მოგზაურობს, – ასაკოვანი ადამიანები, რომლებიც ბედნიერები არიან. ეგეთი სიბერე რატომ არ უნდა გინდოდეს ადამიანს?!

 

 

ბოლო პერიოდში ხშირად გხედავთ როგორც სამოქალაქო აქტივისტს. როდის გაიაზრე, რომ შენი მოვალეობა იყო ბრძოლა ქვეყნისთვის?

20 ივნისის შემდეგ, როდესაც ძალიან ღიად და დაუფარავად დავინახე, რომ რუსეთისკენ მივექანებით, მაშინ მივხვდი, რომ, უბრალოდ, ქვეყანას ვკარგავ. მივხვდი, რომ ყველაფერს ფასი ეკარგებოდა, როდესაც ქვეყანა დაიკარგებოდა. იქ აღარაფერი აღარ იარსებებდა, მათ შორის აღარც კულტურა. მაშინ მივხვდი, რომ არ უნდა გავჩერდე, რადგან დანებების შემდეგ, ჩემს შვილს თვალებში ვეღარ შევხედავდი. ყველა თაობას, სამწუხაროდ, თავისი ბრძოლა აქვს. ჯერ კიდევ გვაქვს დასაკარგი, როდესაც დასაკარგი აღარ გვექნება, მაშინ ბრძოლასაც აღარ ექნება აზრი.

 

ბევრი ფიქრობს, რომ ერთ ადამიანს არ შეუძლია დიდი ცვლილებების მოხდენა. რა ძალა აქვს სამოქალაქო აქტივიზმში ერთი ადამიანის პროტესტს?

არ უნდა დაელოდო არავის, ის ერთი ადამიანი ხარ სწორედ შენ. ერთ ადამიანს შეუძლია გააძლიეროს 100 ადამიანი, 100 ადამიანს შეუძლია გააძლიეროს 1000 ადამიანი, ამიტომ უნდა დავიჯეროთ ჩვენი შესაძლებლობების.

 

 

რა ძალა გვაჩვენეს ბოლო პერიოდში ახალი თაობის წარმომადგენლებმა?

მათ ზუსტად იციან თავისუფლების ფასი. განათლება ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ვერ მოგვატყუონ. ეს არის თაობა, რომელიც ჩვენს ქვეყანას დაუბრუნებს ყველაზე მთავარს, ერთობას!

 

რა ხდება დღევანდელ კულტურულ ცხოვრებაში და რა ხდება ახალი შენს პროფესიაში?

სულ ახლახან იყო პრემიერა სპექტაკლის „პეტრა ფონ კანტის ცხარე ცრემლები“. ალბათ ცენზურაში მოვყვებით, ჩათვლიან, რომ ეს პროპაგანდაა. მახსოვს 1995 წელს გოგი გვახარიას გადაცემა სწორედ ამ ფილმის გამო დაიხურა.

 

დიდი ხანია არ გამოჩენილხარ ფილმებში…

სამწუხაროდ, გვიან გავიაზრე, რომ როგორც მსახიობს, დიდი პრობლემა შემიქმნა ტელევიზიამ. ტელესახედ აღქმა ძალიან გიშლის ხელს ამ პროფესიაში. მე და დუტა როდესაც ერთად ვთამაშობდით სპექტაკლში, სცენაზე დიდი დრო გვჭირდებოდა იმისთვის, რომ მაყურებელს დაევიწყებინა ჩვენი სატელევიზიო სახეები. ამიტომ მაქსიმალურად ჩამოვშორდი ტელევიზიას. ტელესახედ აღვიქმებოდი ძალიან დიდხანს, თუმცა ახლა ამ თაობამ სპექტაკლებიდან გამიცნო, რაც ძალიან მახარებს.

 

 

კინო თუ თეატრი?

თეატრი, რადგან სცენაზე პერსონაჟის ცხოვრებას ვიწყებ და ბოლომდე გავდივარ. თან ამ ყველაფერს თან ახლავს ცოცხალი მაყურებელი და მათთან გაცვლილი ენერგეტიკა. კი, თეატრი განსაკუთრებულად მიყვარს.

 

როგორ წარმოგიდგენია ჩვენი ქვეყანა ხუთი-ათი წლის შემდეგ?

გაერთიანებული და ძლიერი. მხოლოდ ამ ერთიანობით შევინარჩუნებთ ენას, მამულს და სარწმუნოებას, სხვა შემთხვევაში ყველაფერი საფრთხის ქვეშ არის.

 

ფოტო: ნანო თენოშვილი

პროექტის ავტორი: ნიკა გომართელი

ვიზაჟი: სოფიო საენკო

ტექსტი: თაკო დარახველიძე

ლოკაცია: IQ Studio

ასევე გაეცანი

#OK! ყარაჯალარიდან მილანის მოდის კვირეულამდე – გალიბ გასანოვის გზა მსოფლიო მოდაში
Fashion

#OK! ყარაჯალარიდან მილანის მოდის კვირეულამდე – გალიბ გასანოვის გზა მსოფლიო მოდაში

March 12, 2026
#OK! მსოფლიოს ყველაზე ცნობილი უნივერსიტეტების ისტორიები და მათი დამფუძნებლები
OK! News

#OK! მსოფლიოს ყველაზე ცნობილი უნივერსიტეტების ისტორიები და მათი დამფუძნებლები

March 12, 2026
#OK! 10 წლის მაქს ალექსანდერი – ყველაზე ახალგაზრდა დიზაინერი პარიზის მოდის კვირეულზე
Fashion

#OK! 10 წლის მაქს ალექსანდერი – ყველაზე ახალგაზრდა დიზაინერი პარიზის მოდის კვირეულზე

March 12, 2026
#OK! ,,On Replay” – დღეს ევროვიზიის ოფიციალურ YouTube არხზე ,,ბზიკები”-ს ახალი ვიდეორგოლის პრემიერა შედგება
OK! News

#OK! ,,On Replay” – დღეს ევროვიზიის ოფიციალურ YouTube არხზე ,,ბზიკები”-ს ახალი ვიდეორგოლის პრემიერა შედგება

March 11, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! “ვფიქრობ უკრაინელ ქალებზე, რომლებიც საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში აგდებენ ქვეყნისა და ხალხის დასაცავად” – ჯენიფერ ენისტონი

#OK! “ვფიქრობ უკრაინელ ქალებზე, რომლებიც საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში აგდებენ ქვეყნისა და ხალხის დასაცავად” – ჯენიფერ ენისტონი

March 11, 2022
#OK! ,,დავქორწინდით! კიდევ ერთხელ! ” – Scary Spice – ის მეორე ქორწილი მაროკოში გაიმართა

#OK! ,,დავქორწინდით! კიდევ ერთხელ! ” – Scary Spice – ის მეორე ქორწილი მაროკოში გაიმართა

August 4, 2025
#OK! სელმა ჰაიეკი DuJour-ის 10 წლის საიუბილეო წვეულებაზე

#OK! სელმა ჰაიეკი DuJour-ის 10 წლის საიუბილეო წვეულებაზე

December 13, 2022
#OK! ორქიდეა – სივრცე თქვენი სილამაზისთვის

#OK! ორქიდეა – სივრცე თქვენი სილამაზისთვის

December 29, 2022

კვირის ჰიტები

#OK! გამარჯვების დროშები

#OK! გამარჯვების დროშები

March 7, 2026
#OK! „ახლობლები შეიმუშავებენ გეგმას, რომელიც მის კეთილდღეობასა და წარმატებას დაეხმარება“ – რა ხდება ბრიტნი სპირსის ცხოვრებაში

#OK! „ახლობლები შეიმუშავებენ გეგმას, რომელიც მის კეთილდღეობასა და წარმატებას დაეხმარება“ – რა ხდება ბრიტნი სპირსის ცხოვრებაში

March 10, 2026
#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

March 7, 2026
#OK! ესთეტიკა, როგორც ცხოვრების ხელოვნება – სოფიო თოიძის პროფესიული გზა

#OK! ესთეტიკა, როგორც ცხოვრების ხელოვნება – სოფიო თოიძის პროფესიული გზა

March 9, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები