• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! News

#OK! შეაჩერე ძალადობა!

October 4, 2024
საკითხავი დრო: 2 mins read

ქალზე ძალადობა და მისი ჩაგვრა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემაა მთელ მსოფლიოში და რამდენად სამწუხაროც არ უნდა იყოს ძალიან ხშირად ვდგავართ ამ რეალობის წინაშე. თანამედროვე საზოგადოება თითქოს ირიდებს ფაქტებს, რომლებიც გვამცნობენ უამრავ ამბავს ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ. ფემიციდი, ადრეული ქორწინება, ვაჟისადმი უპირატესობის მინიჭება – ეს ყველაფერი წარსულს ჯერ არ ჩაბარებია.

18 სექტემბერს ცნობილი მოდელი და მსახიობი, ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე მოკლეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სავარაუდო დამნაშავე მოკლული ქალის მეგობარი მამაკაცია, რომელმაც მას მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. ამასთან ერთად, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გარდაცვლილი სავარაუდოდ ყოფილი პარტნიორის მხრიდან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას განიცდიდა, რაზეც პოლიცია ინფორმირებული იყო და გარკვეული დროით კესარიას ქვეყნის დატოვებაც მოუწია. სავარაუდო დამნაშავე უკვე დაკავებულია.

OK!-ის გუნდი უსამძიმრებს კესარიას ოჯახს მომხდარის გამო.

 

 

 

ჟურნალი OK! მუდმივად ჩართულია ფემიციდისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გამართულ კამპანიებში.

აღსანიშნავია, რომ 25 ნოემბერი გაეროს გენერალურ ასამბლეას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღედ აქვს გამოცხადებული. გასულ წელს აღნიშნულ კამპანიას ჟურნალი OK!-იც შეუერთდა.

 

მაიკო წერეთელი – ჟურნალ OK!-ის მთავარი რედაქტორი

ოცდამეერთე საუკუნეშიც გვიწევს ბრძოლა იმისთვის, რომ თანასწორობა დავამტკიცოთ; იმისთვის, რომ ჩვენი შვილების მამებს ვუთხრათ – ქალის და კაცის საქმე ოჯახში ერთნაირია, არ განსხვავდება; რომ შვილებს მამაც ყოველწამს სჭირდებათ; რომ დედაც იღლება სახლის დაუფასებელი საქმეებისგან, იმ საქმეებისგან, რომლის გაკეთებას ვერავინ ამჩნევს, გაუკეთებლობა კი ყველას უკვირს. დიახ, ამისთვის ბრძოლა დღემდე გვიწევს. დღემდე გვიწევს იმის მტკიცება, რომ „არა კაც ჰკლა“ ისევე ეხება ქალს, როგორც კაცს, რომ ქალი არავის საკუთრება არაა და ის, უპირველესად, ადამიანია, რომელსაც საკუთარი სურვილები აქვს.

ქალებო! გისურვებთ, იყოთ ძლიერები იმისთვის, რომ საკუთარი თავის იმედი გქონდეთ; იმისთვის, რომ არ დაგჭირდეთ მოითმინოთ ჩაგვრა, აიტანოთ უმადურობა, ძალადობა; იმისთვის, რომ თავად შეასხათ ხორცი საკუთარ ოცნებებს, ისწავლოთ, განვითარდეთ, იმოგზაუროთ, იპოვოთ სიმშვიდე და ყოველთვის შეგეძლოთ დატკბეთ მზის ყველა სხივით.

ნინო ფსუტური, 2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი

ქალთა მიმართ ძალადობა, სამწუხაროდ, დღესაც აქტუალური თემაა და სკოლამ, როგორც ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა ინსტიტუციამ, რომელიც ადამიანში აყალიბებს სწორ მოქალაქეობრივ პოზიციასა და დამოკიდებულებებს, მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს ამ კუთხითაც. ეს შესაძლოა მოხდეს როგორც ფორმალური განათლებით, ასევე ყურადღება უნდა გამახვილდეს არაფორმალურ განათლებაშიც. მასწავლებლები უნდა დაეხმარონ მოსწავლეებს ამ საკითხის განხილვასა და სწორი პოზიციების ჩამოყალიბებაში დისკუსიისა და ფიქრის საშუალებით. სათავე ქალთა მიმართ ძალადობისა მაინც გენდერულ უთანასწორობაშია.

ზოგადად, არ მეგულება საქართველოში სკოლა და არა მხოლოდ საქართველოში, სადაც ეს პრობლემა არაა, თუმცა სხვადასხვა სიმძაფრით. ჩემი აზრით, პრევენცია ყველაზე კარგი იარაღია პრობლემასთან საბრძოლველად. მოსწავლემ უნდა იცოდეს საფრთხეების ამოცნობა და ის, თუ როგორ მოახდინოს მასზე სწორი რეაგირება, განსაკუთრებით ეს კიბერბულინგს და კიბერდანაშაულს ეხება.

მარიამ ბანძელაძე – გაეროს მოსახლეობის ფონდის პროგრამის ანალიტიკოსი

ქალზე ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრისთვის აუცილებელია მრავალსექტორული მიდგომა. თუმცა ცნობიერების ამაღლება, საკმაოდ რთულია, რადგან საზოგადოებაში ფესვგადგმული საზიანო პრაქტიკებისა და სტერეოტიპების აღმოფხვრას დიდი დრო და რესურსი სჭირდება. მუშაობა საჭიროა ბავშვებთან, მშობლებთან, სკოლის დირექტორებთან, პედაგოგებთან, თემის წარმომადგენლებთან. გოგოები, რომლებიც ადრეული ქორწინების მსხვერპლი ხდებიან, დგანან ძალადობის მომატებული რისკის წინაშე.

აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებები, რადგან არის საკითხები, რაც კანონით არ რეგულირდება, რაზეც ჩვენი ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს შესაბამის უწყებებთან და პარტნიორებთან კოორდინაციით. ასევე შსს-თან და 112-თან ერთად ვახორციელებთ აქტივობებს, დავდივართ სკოლებში და ვესაუბრებით ბავშვებს. ვეუბნებით, ვის უნდა მიმართონ მათზე განხორციელებული ძალადობის შემთხვევაში და ვაწვდით ვიზუალურ მასალას.

აპლიკაციაში ჩაშენდა SOS ღილაკი. ნებისმიერ ქალს ან ბავშვს, რომელსაც აქვს ამის საჭირობა, შეუძლია ღილაკზე ერთი თითის დაჭერით გამოიძახოს დახმარება. ასევე დაემატა ინფორმაცია ადრეული ქორწინების შესახებ, ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.

ანა ცხადაძე – AVON საქართველოს გენერალური დირექტორი

უნდა აღინიშნოს, რომ ოჯახში ძალადობა არის დღემდე გავრცელებული პრობლემა საქართველოში, რომელიც გავლენას ახდენს ათასობით ქალზე და არის კრიტიკული ბარიერი მათი გაძლიერებისა და კეთილდღეობის გზაზე.

საქველმოქმედო ინიციატივების მეშვეობით ვცდილობთ მხარი დავუჭიროთ და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ისეთი სამყაროს შექმნაში, რომელშიც ქალებს შეეძლებათ მაქსიმალურად გამოავლინონ თავიანთი პოტენციალი. ოჯახში ძალადობა ძალიან მგრძნობიარე და ემოციურად დატვირთული საკითხია, ამიტომ ჩვენ ყოველთვის თანამოაზრე არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ვმუშაობთ, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ერთგულებას გენდერული თანასწორობისა და სოციალური სამართლიანობის კუთხით.

სამწუხაროდ, გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ძალადობას აქვს უამრავი ფორმა, იქნება ეს ფიზიკური, სექსუალური თუ ფსიქოლოგიური, ამიტომ ძალადობაგამოვლილ ქალებს სჭირდებათ ექიმის, გინეკოლოგის, ფსიქოლოგის დახმარება. ვცდილობთ ვაჩვენოთ, რომ ძალადობას არ აქვს მხოლოდ ფიზიკური სახე. ჩვენ ყველაზე მეტს ვიბრძვით ქალების გაძლიერებისა და ეკონიმიკური თავისუფლებისთვის.

კრიტიკულ შემთხვევაში ქალებმა უნდა გაბედონ და ისაუბრონ ამის შესახებ. ზოგჯერ რთულია იმის დაჯერება, რომ გამოსავალი არსებობს. მათ უნდა ისაუბრონ ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და მიმართონ შესაბამის ორგანიზაციებს. ასევე მნიშვნელოვანია ქალებმა ერთმანეთის მიმართ სოლიდარობა გამოვხატოთ. რაც შეიძლება მეტ ქალს უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია და ვიბრძოლოთ ერთმანეთის გაძლიერებისთვის.

ასევე გაეცანი

#OK! ილონ მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი პოდიუმს იპყრობს
OK! News

#OK! ილონ მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი პოდიუმს იპყრობს

October 8, 2025
#OK! ბენ აფლეკის შვილი პირბადეების დაბრუნებას ითხოვს
OK! News

#OK! ბენ აფლეკის შვილი პირბადეების დაბრუნებას ითხოვს

October 8, 2025
#OK! თორნიკე გოგრიჭიანი BBC-ის ცნობილ სერიალში გადაიღეს
OK! News

#OK! თორნიკე გოგრიჭიანი BBC-ის ცნობილ სერიალში გადაიღეს

October 8, 2025
# OK! „ვერ წარმოუდგენიათ, რომ ქალი ვარ“- ტილდა სუინტონი
OK! News

# OK! „ვერ წარმოუდგენიათ, რომ ქალი ვარ“- ტილდა სუინტონი

October 8, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! საჭირო ტექნიკა ბლოგერობის დასაწყებად

#OK! საჭირო ტექნიკა ბლოგერობის დასაწყებად

June 4, 2021
#OK! ბილ გეითსთან დაშორების შემდეგ მელინდა გეითსი მილიარდერების სიას შეუერთდა

#OK! ბილ გეითსთან დაშორების შემდეგ მელინდა გეითსი მილიარდერების სიას შეუერთდა

May 9, 2021
#OK! როდესაც ჩოხა ხვდება სარის – ცეკვა, რომელიც საზღვრებს გააქრობს

#OK! როდესაც ჩოხა ხვდება სარის – ცეკვა, რომელიც საზღვრებს გააქრობს

August 11, 2025
#OK! 51 წლის კეტრინ ზეტა-ჯონსი და 76 წლის მაიკლ დუგლასი Emmys-ის დაჯილდოების წითელ ხალიჩაზე

#OK! 51 წლის კეტრინ ზეტა-ჯონსი და 76 წლის მაიკლ დუგლასი Emmys-ის დაჯილდოების წითელ ხალიჩაზე

September 27, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ოქტომბრის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

#OK! ოქტომბრის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

October 6, 2025
#OK! მარიამ კოტრიკაძე ბერძნული „ვოისის“ მომდევნო ტურში გადავიდა

#OK! მარიამ კოტრიკაძე ბერძნული „ვოისის“ მომდევნო ტურში გადავიდა

October 7, 2025
#OK! ტომ ჰოლანდი და ზენდაია დაინიშნენ – ჰოლივუდი ქორწილის მოლოდინშია

#OK! ტომ ჰოლანდი და ზენდაია დაინიშნენ – ჰოლივუდი ქორწილის მოლოდინშია

October 2, 2025
#OK! მეგან მარკლი Balenciaga-ს ახალი მუზა

#OK! მეგან მარკლი Balenciaga-ს ახალი მუზა

October 6, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები