• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! სექსოლოგიისა და ფსიქოლოგიის ცენტრი 4&8 – კარგ კომპანიას პროფესიონალები ქმნიან

February 10, 2025
საკითხავი დრო: 2 mins read

ქართული OK! წარმოგიდგენთ სექსოლოგიისა და ფსიქოლოგიის ცენტრს, „4&8“ – უნიკალურ სივრცეს, სადაც ყველა პრობლემის, ეს იქნება სექსოლოგიური ხასიათის, ფსიქიკურის თუ ორგანულის იდინტიფიცირება ჯგუფური ჩართულობით ხდება. სხვადასხვა დარგის წამყვანი სპეციალისტები კომპლექსური მიდგომით უზრუნველყოფენ თითოეული პაციენტის კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.

ეკა დარასელია, ცენტრ „4&8“-ის დამფუძნებელი: ცენტრი „4&8“ ჩვენი ხედვისა და გამოცდილების შედეგია. მიზანი იყო საზოგადოებისთვის ისეთი სივრცის შეთავაზება, სადაც პაციენტები პრობლემებს პროფესიონალების ჩართულობით და კომპლექსური მიდგომების დახმარებით მოაგვარებდნენ. ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანს აქვს პრობლემა, მაგრამ არ იცის, რომელ სპეციალისტს მიმართოს, რაც დაბნეულობას იწვევს. გვსურდა, ერთ სივრცეში, სასიამოვნო და კომფორტულ გარემოში მოგვექცია ყველა ის მიმართულება, რაც ჩვენს მენტალურ და სექსუალურ ჯანმრთელობას უზრუნველყოფს.

ჩვენი ცენტრის უნიკალურობა იმაშია, რომ ის აერთიანებს ოთხ ძირითად მიმართულებას: სექსოლოგია, ფსიქოლოგია, ესთეტიკური გინეკოლოგია და ვენეროლოგია. ეს ის სფეროებია, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია და ხშირად ერთმანეთის განსაზღვრის გარეშე შეუძლებელია პრობლემის გადაჭრა. მაგალითად, სქესობრივი ცხოვრების პრობლემები შესაძლოა ფსიქოლოგიური ხასიათის იყოს ან საჭიროებდეს ესთეტიკურ და სამედიცინო ჩარევას.

 

ჩვენ გვსურს, რომ ცენტრი „4&8“ იქცეს იმ ადგილად, სადაც ადამიანები მიიღებენ სწორ დიაგნოზს, პროფესიონალურ რჩევებს და ეფექტიან მკურნალობას. ასევე, ჩვენი მისიაა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება აღნიშნულ საკითხებზე, რადგან ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობა ყველასთვის თანაბრად მნიშვნელოვანია. ჩვენ გვენდობიან პაციენტები და ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. ჩვენ ვზრუნავთ თითოეული პაციენტის კეთილდღეობაზე და ვეხმარებით მათ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.

როდესაც ასეთ მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას იღებ და ხსნი ასეთ უნიკალურ სივრცეს, მნიშვნელოვანია, რომ ზურგს ნამდვილი პროფესიონალები გიმაგრებდნენ. მიხარია, რომ ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია გამოცდილი და საკუთარ საქმეზე უზომოდ შეყვარებული ადამიანებით. ჩვენი გუნდი განაგრძობს ზრდას. ვფიქრობ რამდენიმე სხვა მიმართულების დამატებაზეც, რადგან უკვე არის მოთხოვნა პაციენტების მხრიდან.

 

 

ეკატერინე დარსანია, ფსიქოთერაპევტი: „4&8“ ცენტრი პირველია ბაზარზე, რომელიც სექსოლოგიასა და ფსიქოთერაპიას მულტიდისციპლინურად აერთიანებს. ჩვენ ვქმნით განათლების, ემოციური მხარდაჭერის და პიროვნული განვითარების სივრცეს. ასევე, ის უნიკალურია მოზარდებისა და მათი ოჯახებისთვის. ინტეგრირებული მიდგომა – სექსოლოგიის, ფსიქოთერაპიისა და განათლების შერწყმა, რაც უზრუნველყოფს ინდივიდის ჰოლისტიკურ მხარდაჭერას.

მოზარდობის პერიოდი სექსუალური იდენტობის, თვითშეფასებისა და ურთიერთობების ფორმირების უმნიშვნელოვანესი ეტაპია. სწორედ ამ დროს სწორი ინფორმაცია და ემოციური მხარდაჭერა განსაზღვრავს მოზარდის მომავალ დამოკიდებულებას საკუთარ სხეულთან, სექსუალობასა და ინტიმურ ურთიერთობებთან. ჩვენ მათ ვთავაზობთ როგორც ინდივიდუალური თერაპიის ფორმატს, ასევე ჯგუფურს. „4&8“ ცენტრში მოზარდი არასდროს გრძნობს, რომ მარტოა ამ გზაზე – ჩვენ ვაძლევთ ცოდნას, ემოციურ მხარდაჭერას და ინსტრუმენტებს, რომლებიც დაეხმარება მთელი ცხოვრების განმავლობაში.

 

 

ნინო ოქრომჭედლიშვილი, ფსიქოლოგი: დღეს ერთ სივრცეში მიიღო ხარისხზე ორიენტირებული მომსახურება და მიდგომა, რომელსაც ჩვენი სპეციალუსტებისგან შემდგარი მულტიდისციპლინური გუნდი სთავაზობს მომხმარებელს, ფუფუნებაა. კომუნიკაციური უნარების მიმართულება ცენტრში მოსულ ადამიანებს ეხმარება, განივითარონ საკუთარი კომპეტენციები, უნარები, რათა ისეთი ქცევა გამოავლინონ, რომელიც პოზიტიური ფსიქოემოციური გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს. სხვადასხვა თემატიკის ტრენინგები და ასევე კონსულტაციები დაეხმარებათ, გაიაზრონ საკუთარი როლები, რომელიც არაერთი გვაქვს თითოეულ ჩვენთაგანს, გააცნობიერონ, რა მისიით არიან ამა თუ იმ როლში, დაანგრიონ ისეთი რწმენა, შეხედულებები, რომლითაც ზიანს აყენებენ როგორც საკუთარ თავს, ასევე ყველაზე ღირებულს, რაც გააჩნიათ.

 

ვერა ჭაფოძე, ევროპული აკრედიტაციის მქონე გეშტალტთერაპევტი/ფსიქოთერაპევტი: გეშტალტთერაპია უნიკალურია თავისი ჰოლისტიკური მიდგომით. ის ადამიანს ხედავს როგორც ერთ მთლიანობას: აზრებს, ემოციებს, სხეულს და გარემოს ერთიანად განიხილავს, რაც თერაპიულ პროცესში უნიკალურ გამოცდილებას ქმნის კლიენტისთვის. ხშირად ასეთი შეხვედრა საკუთარ მთლიანობასთან პირველი და ძალზე ემოციური შთაბეჭდილებაა, სწორედ ამიტომ განვიხილავთ ჩვენ, გეშტალტის სკოლის წარმომადგენლები, ამ პროცესს არა როგორც მხოლოდ თერაპიას, არამედ როგორც ცნობიერი ცხოვრების, როგორც პიროვნული ზრდის პროცესს.

გეშტალტ თერაპია თანამედროვე რეალობაში იძლევა ეფექტიანი განკურნების ფართო სპექტრს: შფოთვა, სტრესი, დამოკიდებულება, ტრავმა, დეპრესია… თითქმის ყველა პიროვნულ აშლილობასთან მუშაობს, იქნება ეს გრძელვადიანი თერაპია თუ ერთჯერადი კონსულტაცია.

სექსოლოგიისა და ფსიქოლოგიის ცენტრი „4&8“ ადამიანებს სთავაზობს უსაფრთხო, დამხმარე სივრცეს, რათა გამოიკვლიონ აქამდე მათთვის არავალიდური, რთული გრძნობები, დაინახონ პირად ურთიერთობებში არსებული შაბლონები, რომლებიც ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლის საშუალებას არ იძლევა.

ამასთან, გეშტალტი არის ძალზე ეფექტიანი და ცვლილებების მაინსპირირებელი როგორც ინდივიდებთან, ასევე წყვილებთან, ჯგუფებსა და ორგანიზაციებთან მუშაობისას. ფსიქოთერაპიულ ჯგუფში მონაწილეობა უდიდესი გამოცდილებაა. გეშტალტი არის შესაძლებლობა, რომელიც ამ გზას გაგატარებთ უსაფრთხოდ, ამ პროცესში გეყოლებათ პროფესიონალი გზამკვლევი, მიიღებთ ახალ გამოცდილებებს და მოგეცემათ რესურსი, შეცვალოთ საკუთარი ცხოვრება მხოლოდ საკუთარი პერსპექტივით.

 

 

მარიკა ინჯგია, ფსიქოკონსულტირებისა და დიაგნოსტიკის სპეციალისტი: ცენტრი „4&8“ არის სივრცე, რომელიც შექმნილია პაციენტების კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად. პროფესიონალებით დაკომპლექტებული მულტიდისციპლინური გუნდი კომპლექსური მიდგომით მუშაობს როგორც სომატურ, ისე მენტალურ ჯანმრთელობაზე.

ფსიქოკონსულტირება და დიაგნოსტიკა კი არის ამ სისტემური მიდგომის მნიშვნელოვანი რგოლი, რომლის დახმარებითაც ხდება მენტალური მდგომარეობის შეფასება როგორც კონსულტირების, ისე დიაგნოსტიკური კითხვარების გამოყენებით, რაც მკურნალობისთვის მაქსიმალურად სწორი და რელევანტური მიმართულების განსაზღვრის საშუალებას იძლევა.

 

 

ნინო გულუა, ენდოკრინოლოგი: მე გუნდის ახალი წევრი ვარ, მაგრამ რაც უდავოა და ერთი შეხედვითაც ნათლად ჩანს – ეს არის პაციენტზე მორგებული პროფესიონალთა გუნდი და არაჩვეულებრივი გარემო. რაც შეეხება ენდოკრინოლოგის როლს ამ ცენტრში, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჰორმონული ბალანსი მჭიდრო კავშირშია განწყობის რეგულაციასთან, საერთო ფსიქიკურ კეთილდღეობასა და სექსუალურ ჯანმრთელობასთან. სწორედ ენდოკრინულ სისტემას, რომელიც აკონტროლებს ჰორმონებს, მნიშვნელოვნად შეუძლია იმოქმედოს ზემოთ ხსენებულ ასპექტებზე. ისეთი ენდოკრინული დარღვევები, როგორიცაა სასქესო ჰორმონების დისბალანსი, თიროიდული დისბალანსი, სხვა მეტაბოლური დარღვევები, მათ შორის თუნდაც სიმსუქნე და ა. შ., გავლენას ახდენს პაციენტის ფსიქოლოგიურ მდგომარეობასა და სექსუალურ ფუნქციაზე. ცენტრ „4&8“-ში შესაძლებელია კლინიკო-ლაბორატირიულ და სხვა დიაგნოსტიკურ მეთოდებზე დაყრდნობით ყველა ამ პათოლოგიის გამოვლენა და შესაბამისად მკურნალობა.

 

 

 

ჯაბა ყრუაშვილი, სექსოლოგიისა და ფსიქოლოგიის ცენტრ „4&8“-ის ხელმძღვანელი: „4&8“ არის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი კლინიკა, სადაც უზრუნველვყოფთ, ადამიანებს ჰქონდეთ იმის კომფორტი, რომ მათი პრობლემის იდინტიფიცირება ჯგუფური ჩართულობით მარტივად და სწორად მოხდეს. სწორედ კომპლექსური მიდგომა გამოგვარჩევს ბაზარზე. ვცდილობთ, რომ ისეთი ორი დიდი დარგი, როგორიცაა ფსიქოლოგია და სექსოლოგია, დავაახლოოთ ერთმანეთს. ადამიანებს ვთავაზობთ ერთმანეთთან დაკავშირებული სხვადასხვა მიმართულების ერთიან პაკეტს, რასაც ძალიან კარგი შედეგი აქვს. სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტი ერთობლივად მუშაობს ინდივიდის კონკრეტულ პრობლემაზე, სადაც ხდება როგორც ორგანული მხარის, ასევე ფსიქოგენური ფაქტორების გამოკვლევა.

 

 

ჩვენთან ტარდება როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური თერაპიები. ასევე, გვაქვს ჯგუფური თერაპიების სხვადასხვა მიმართულება, მაგალითად: მშობლებისთვის, რომელიც მოზარდებს სირთულეების დაძლევაში ეხმარება. ჯგუფური თერაპიები ცალკე მოზარდებისთვისაც ტარდება. ამას გარდა, გვაქვს ახალი პროგრამა ემიგრანტებისთვის – ონლაინმომსახურება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ემიგრანტები ხშირად აწყდებიან ფსიქოლოგიური ხასიათის სირთულეს, შესაძლებელია ეს სექსოლოგიური ხასიათისაც იყოს.

 

 

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! რა ხდება გონებაში ,,სქროლვის” დროს?
Health & Beauty

#OK! რა ხდება გონებაში ,,სქროლვის” დროს?

June 23, 2025
#OK! სტეფანე
OK! კულტურა

#OK! სტეფანე

June 22, 2025
#OK! როდესაც დრამი შეხვდა ბასს – ლიკა ევგენიძის და ნიკა კოჩაროვის წყვილი
ინტერვიუ

#OK! როდესაც დრამი შეხვდა ბასს – ლიკა ევგენიძის და ნიკა კოჩაროვის წყვილი

June 22, 2025
#OK! ექსპერტების თქმით, დღეში 7500 ნაბიჯი საკმარისია ნაადრევი სიკვდილიანობის პრევენციისთვის
Health & Beauty

#OK! ექსპერტების თქმით, დღეში 7500 ნაბიჯი საკმარისია ნაადრევი სიკვდილიანობის პრევენციისთვის

June 22, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! “ჟან პოლ გოტიეს” 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის ოტ კუტიურ კოლექცია

#OK! “ჟან პოლ გოტიეს” 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის ოტ კუტიურ კოლექცია

January 31, 2022
#OK! 86 ჯული ენდრიუსი AFI Life Achievement Award გალაზე გამოჩნდა

#OK! 86 ჯული ენდრიუსი AFI Life Achievement Award გალაზე გამოჩნდა

June 10, 2022
#OK! ფაქტები, რომლებიც პრინცესა დაიანას ქალიშვილის არსებობას მოწმობს

#OK! ფაქტები, რომლებიც პრინცესა დაიანას ქალიშვილის არსებობას მოწმობს

March 1, 2021
#OK! 7 საკულტო ლურჯი კაბა კინემატოგრაფიის ისტორიაში

#OK! 7 საკულტო ლურჯი კაბა კინემატოგრაფიის ისტორიაში

September 4, 2021

კვირის ჰიტები

#OK! დღეს მერილ სტრიპი 76 წლის გახდა: ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქალი მსახიობი იუბილარია

#OK! დღეს მერილ სტრიპი 76 წლის გახდა: ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქალი მსახიობი იუბილარია

June 22, 2025
#OK! წელის დაწვრილება – საშიში ტენდენცია, რომელიც მსოფლიოში გავრცელდა

#OK! წელის დაწვრილება – საშიში ტენდენცია, რომელიც მსოფლიოში გავრცელდა

June 19, 2025
#OK! რა ხდება გონებაში ,,სქროლვის” დროს?

#OK! რა ხდება გონებაში ,,სქროლვის” დროს?

June 23, 2025
#OK! ზაფხულში შვილებთან ერთად წასაკითხი 3 წიგნი

#OK! ზაფხულში შვილებთან ერთად წასაკითხი 3 წიგნი

June 25, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები