ბოლო წლებში ქალები სულ უფრო ხშირად ამბობენ ერთსა და იმავე ფრაზას: „მინდა ადგილი, სადაც საკუთარ თავზე ზრუნვა არ არის მხოლოდ პროცედურა – ეს ემოციაა, გარემოა, გამოცდილებაა“ სწორედ ამ სურვილმა შეცვალა თანამედროვე ესთეტიკის კულტურა: „სწრაფი შედეგის“ ნაცვლად პრიორიტეტული გახდა საკუთარი თავის შეცნობა, გამოკვლევა, თანამიმდევრულობა და შინაგანი სიმშვიდე. ამ ფილოსოფიას ეყრდნობა Kani Aesthetic და Beauty Studio by Kani – სივრცეები, სადაც მეცნიერება, თანამედროვე ტექნოლოგიები და თბილი ადამიანური დამოკიდებულება ერთიანდება. Kani Aesthetic-ის და Beauty Studio-ს დამფუძნებელი, მაია წურწუმია გვესაუბრება თანამედროვე self-care კულტურაზე, რეგენერაციულ ესთეტიკასა და იმ ტრენდებზე, რომლებიც 2026 წელს ქალის ბუნებრივ სილამაზეს კიდევ უფრო წინ წამოწევს. გთავაზობთ მაიასთან ძალიან საინტერესო და ინფორმაციულ ინტერვიუს.

როგორ შეიცვალა ქალების self-care კულტურა ბოლო წლებში?
ბოლო წლებში ქალების დამოკიდებულება საკუთარ თავთან მიმართებით ძალიან შეიცვალა. self-care აღარ არის ზედაპირული სილამაზე – ეს გახდა შეგნებული გადაწყვეტილება: აირჩიო ხარისხი, შეისწავლო საკუთარი კანი, გაიგო სხეულის მოთხოვნები და მიიღო გრძელვადიანი შედეგი.
დღეს მუშაობს შემდეგი მოდელი: „ვუყურებ ჩემს კანს, ვაცნობიერებ მის საჭიროებებს და ვირჩევ იმას, რაც რეალურად მეხმარება“.
Kani Aesthetic სწორედ ამ იდეიდან დაიბადა – მინდოდა შემექმნა სივრცე, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიები, ესთეტიკა და ადამიანური დამოკიდებულება ერთ გარემოში გაერთიანდებოდა.
Beauty Studio კი ამ გამოცდილების გაგრძელებაა – სივრცე, სადაც ქალი მოდის დასამშვიდებლად, ენერგიის შესავსებად და ბუნებრივი სილამაზის გასაძლიერებლად.
რას ნიშნავს თანამედროვე ტერმინი self-care, იგივე საკუთარ თავზე ზრუნვა და მოვლა?
თანამედროვე self-care არ არის მარტო კანის მოვლა. ეს საკუთარ თავთან მეგობრობაა.
მე მას სამ დონედ ვყოფ:
- ფიზიკური – სწორი მოვლა, პროცედურები, კვება, ბარიერის დაცვა;
- ემოციური – საკუთარი თავის მოსმენა, სტრესის კონტროლი;
- მენტალური – არჩევანის გაკეთება შემდეგნაირად: არა „დიახ, იაფია“, არამედ „დიახ, ეს ჩემთვისაა“.
როცა ეს დონეები ერთიანდება, self-care ხდება რიტუალი და არა ვალდებულება. ეს არის ის, რასაც ვაზიარებ როგორც ჩემს გუნდში, ისე მომხმარებლებში: საკუთარ თავზე ზრუნვა ფუფუნება არ არის, ის ბაზაა.

სად გადის ზღვარი „ზრუნვასა“ და „ზედმეტ ჩარევას“ შორის?
ზედმეტი ჩარევა იწყება იქ, სადაც ქრება შინაგანი სიმშვიდე და ჩნდება შფოთვა: „კიდევ ცოტას გავიკეთებ… კიდევ… მას მინდა, რომ ვგავდე…“
სილამაზე ფასეულია მხოლოდ მაშინ, როცა არ გვართმევს ინდივიდუალურობას.
ზედმეტია ყველაფერი, რაც:
სახეს „ერთნაირს“ ხდის, ემოციას აქრობს, ბუნებრიობას შლის.
ძალიან მარტივ კითხვას ვსვამთ: „რა მინდა – ვიქცე სხვა ადამიანად, თუ გავხდე საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია?“
თუ პასუხია „საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია“ – ეს არის ჯანსაღი გზა.
თუ პასუხია „ვიქცე სხვა ადამიანად” – ეს უკვე საფრთხილო ზონაა.
რამდენად ახდენს გავლენას ვიზუალი და თავდაჯერება კარიერულ წარმატებაზე?
თავდაჯერება პირველი ენერგიაა, რომელსაც ადამიანი გრძნობს შენ გვერდით.
ვიზუალი კი ამ ენერგიის გაგრძელებაა. გარეგნობა არ არის მხოლოდ ესთეტიკა. ის არის თვითშეფასების ნაწილი, რომელიც ხშირად კარიერულ შესაძლებლობებს ხსნის. როდესაც ქალი მოწესრიგებულია როგორც გარეგნულად, ისე შინაგანად, მისი პროფესიული ხმა უფრო მკაფიო და პრინციპულია. ეს არ ნიშნავს „იდეალურობას“. ეს ნიშნავს საკუთარი თავის პატივისცემას და საკუთარი ენერგიის მართვას.

გადავიდეთ კანის მოვლასა და სეზონურ ფაქტორებზე. როგორ უნდა ვიზრუნოთ კანზე ზამთრის პერიოდში?
ზამთარში გარემო ფაქტორები მნიშვნელოვნად ცვლიან კანის მდგომარეობას: დაბალი ტემპერატურა, მშრალი ჰაერი და გათბობის სისტემები არღვევენ მის ბუნებრივ ბარიერს და ამცირებენ ტენიანობას. სწორედ ამიტომ, ამ სეზონზე მთავარი მიზანია არა ექსპერიმენტები, არამედ კანის დაცვა, ბარიერის აღდგენა და რეგენერაციული პროცესების გაძლიერება.
რომელი პროცედურებია ამ სეზონზე კანისთვის რეკომენდებული?
დავიწყებ მთავარით: სწორად დასმული დიაგნოზი უდრის სწორ მკურნალობას.
როცა პაციენტი მოდის ჩვენთან, პირველ რიგში, ვეძებთ იმ მიზეზებს, რის გამოც მისი კანი მოითხოვს ყურადღებას. ამიტომ პირველი ნაბიჯი ყოველთვის VISIA დიაგნოსტიკაა.
VISIA არ არის უბრალოდ ფოტო ან ზედაპირული დათვალიერება. ეს არის სრული სიღრმისეული სკანირება, რომელიც გვაძლევს კანის „რუკას“ და გვაჩვენებს:
- პიგმენტაციის ღრმა შრეებს
- UV დაზიანებებს
- კანის „ბიოლოგიურ“ ასაკს, რეალურ მდგომარეობას
- ცხიმიანობასა და ტექსტურულ პრობლემებს
- ფორების ზომასა და მათთან დაკავშირებულ ცვლილებებს
- გადაღლილ ან სტრესულ ზონებს
VISIA ზუსტად გვაჩვენებს, სად არის პრობლემა და მის გადასაჭრელად რა მეთოდებს უნდა მივმართოთ.

ზამთრის სეზონისთვის ერთ-ერთი ყველაზე სწორი არჩევანია ნაზი ქიმიური პილინგები – მაგალითად, როგორიცაა BioRePeel და ნუშის პილინგი.
- ნაზი პილინგები წმენდენ კანის ზედაპირს ზედმეტი გაღიზიანების გარეშე
- აუმჯობესებენ კანის ტონს და ერთგვაროვნებას
- არ საჭიროებენ ხანგრძლივ რეაბილიტაციას
- აღადგენენ ბუნებრივ დამცავ ბარიერს და ხელს უწყობენ რეგენერაციას
ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს დატენიანება და რეგენერაცია. PDRN (პოლინუკლეოტიდები) დღეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი რეგენერაციული მეთოდია. ის არ მოქმედებს მხოლოდ ზედაპირზე – არამედ მუშაობს ქსოვილურ დონეზე:
- აქტიურდება კანის აღდგენითი პროცესები
- მცირდება ანთება და გაღიზიანება
- უმჯობესდება მიკროცირკულაცია და ჟანგბადის მიმოცვლა
- კანი ხდება უფრო გლუვი და ელასტიკური
- ძლიერდება დამცავი ბარიერი და კანი ხდება უფრო დატენიანებული
- კანი იძენს ბუნებრივ Healthy Glow-ს
ეს პროცედურა არ არის მხოლოდ გარეგნული სილამაზისთვის – PDRN არის ქსოვილის რეალური გაძლიერება და ბუნებრივი რეგენერაციის სტიმულირება.
თუ გვინდა ტექსტურის ერთგვაროვნება, ფორების შემცირება და მსუბუქი ლიფტინგი, RF Microneedling არის ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი.
ჩვენ ვმუშაობთ Venus Viva აპარატურით, რომელიც:
- ააქტიურებს კოლაგენის და ელასტინის წარმოქმნას
- ამკვრივებს კანს ღრმა ფენებში
- აუმჯობესებს სიმკვრივეს და ელასტიკურობას
- ამცირებს ნაწიბურებს, პოსტაკნეს ნიშნებს და გაფართოებულ ფორებს
- ქმნის სწორედ იმ holiday glow-ს, რისკენაც ქალები წინასაახალწლოდ მიისწრაფვიან
რომელი პროცედურები იყო ყველაზე მოთხოვნადი წინასაახალწლოდ?
წინასაახალწლო პერიოდი ყოველთვის დაკავშირებულია „განახლების ეფექტთან“ – ქალი არც რადიკალურ გარდაქმნას ეძებს და არც ზედმეტ ჩარევებს. მისი მთავარი სურვილია: სუფთა, ბზინვარე კანი და მოვლილი ვიზუალი.
რომელია Kani Aesthetic-ში ყველაზე მოთხოვნადი პროცედურები?
ყველაზე მოთხოვნადია:
Glow boosters – პროცედურების ინდივიდუალური კომბინაციები (Hydration Therapy + PDRN, მსუბუქი პილინგი), რომლებიც კანს სწრაფად აცოცხლებს და უბრუნებს ბუნებრივ ბზინვარებას.
RF Microneedling (Venus Viva) – მსუბუქი ლიფტინგი, ტექსტურის გასწორება, ფორების შემცირება. ეს ზუსტად ის „holiday-prep“ ეფექტია, რომელიც ევროპულ ესთეტიკაში ყველაზე პოპულარული გახდა: კანი უფრო მკვრივია, ელასტიკურია და ფოტოგენური.
ბიორევიტალიზაცია – ღრმა დატენიანება და ბარიერის აღდგენა. ბიორევიტალიზაცია აქრობს დაღლილ იერს და კანს მაკიაჟისთვის ძალიან კარგად ამზადებს.
რა მომსახურებას სთავაზობს Beauty Studio ქალებს?
რაც შეეხება Beauty Studio-ს, ქალებს შეუძლიათ ისარგებლონ სალონური მომსახურების სრული სპექტრით: კლასიკური მანიკიური და გელ-ლაქი, თმის შეჭრა, სტაილინგი, შეღებვა და მელირება, წარბის და წამწამის ლამინირება, დღის და საღამოს მაკიაჟი, სახის და სხეულის მასაჟები.
ამ მიმართულებით მოთხოვნადი სერვისებია:
ლიმფოდრენაჟი და სახის მასაჟები – ეს არის „სწრაფი შედეგის“ პროცედურები, მაგრამ არა ზედაპირული ეფექტის ხარჯზე. ლიმფოდრენაჟი აცხრობს შეშუპებას, ამცირებს სტრესის ნიშნებს და ქმნის მსუბუქ ლიფტინგს.
თმის, ფრჩხილისა და მაკიაჟის პროცედურები – ხშირად ქალები მხოლოდ კანის მოვლით არ იფარგლებიან – ისინი ქმნიან მთელ სილუეტს, მთელ იმიჯს. ახალი ვარცხნილობა, ფერი, მოვლილი ფრჩხილები, სწორად შერჩეული მაკიაჟი – ეს არის თავდაჯერებულობის ენა, რომელიც ქალებს კიდევ უფრო ალამაზებს.
თმის მოვლის სპა-პროცედურები – ყველაზე მოთხოვნადია ღრმა დატენიანება და სტრუქტურის აღდგენა. განსხვავება მარტივია: ჩვენ არ ვქმნით ბზინვარებას სპრეით – ბზინვარებას ქმნის ჯანმრთელი თმა. ეს კი სწორედ ის შედეგია, რომელსაც ქალი ყველაზე მეტად აფასებს.
სილამაზის და მოვლის რომელი ტენდენციებია დღეს ყველაზე აქტუალური?
დღეს ესთეტიკის მთავარი ფორმულაა: ბუნებრიობა + ტექნოლოგია
ამ მიდგომას განსაზღვრავს რამდენიმე მიმართულება:
რეგენერაციული ესთეტიკა – პროცედურები, რომლებიც კანის თვითაღდგენას აძლიერებს.
ინტელექტუალური აპარატურა – მოწყობილობები, რომლებიც ზუსტად მუშაობენ ქსოვილურ დონეზე და მინიმუმამდე ამცირებენ ჩარევას.
პერსონალიზებული skincare – ინდივიდუალური პროტოკოლები და არა „ერთი სქემა ყველასთვის“.
მინიმალურად ინვაზიური კორექციები – ბუნებრივი შედეგი დღეს მთავარი ფაქტორია.
რატომ გახდა რეგენერაცია მთავარი ტრენდი?
რადგან რეგენერაცია მუშაობს არა მხოლოდ ზედაპირზე, არამედ ქსოვილურ დონეზე. ის ააქტიურებს საკუთარი ორგანიზმის რესურსებს – კოლაგენის, ელასტინის და ჰიალურონის მჟავას სინთეზს, რის შედეგად კანი თავად იწყებს აღდგენასა და გამკვრივებას. ამიტომ შედეგი ბუნებრივია, ხანგრძლივი და ჯანსაღი. სწორედ ამიტომ ავირჩიეთ მთავარ მიმართულებად Kani Aesthetic-ში რეგენერაციული პროცედურები.
მოვლის პრაქტიკაში რომელი მიმართულებები ითვლება არაჯანსაღად და აღარ შეესაბამება თანამედროვე ესთეტიკურ მედიცინას?
ყველაფერი, რაც სახეს ბუნებრიობას ართმევს, უნდა დარჩეს წარსულში.
ეს მოიცავს:
- ზედმეტად მკვეთრ კონტურირებას
- არაბუნებრივ, გადაჭარბებულ მოცულობებს
- „გაყინულ“ ან ემოციისგან დაცლილ სახეს
- მძიმე, სქელ ტონალობას
- ძლიერ ჩარევებს ძალიან ახალგაზრდა ასაკში
- სილამაზე არ უნდა ფარავდეს ინდივიდუალობას – ის უნდა აძლიერებდეს მას.
რა არის ყველაზე გავრცელებული მითები ესთეტიკურ მედიცინაში?
პირველი მითი: „ერთი პროცედურა საკმარისია“.
ეს არ არის სიმართლე. სილამაზე არის სისტემა – შედეგს ქმნის პროცედურების კომბინაცია, ცხოვრების სტილი და სტაბილური ზრუნვა. ერთჯერადი ჩარევა თითქმის არასდროს გვაძლევს სტაბილურ შედეგს.
მეორე მითი: „კოსმეტოლოგია ყველას ერთნაირს ხდის“.
არაპროფესიონალ სპეციალისტთან შეიძლება ყველამ ერთი და იგივე ვიზუალი მიიღოს. მაგრამ პროფესიონალი პირიქით – ინდივიდუალობას აძლიერებს, ირჩევს პერსონალურ პროტოკოლს და ხაზს უსვამს პიროვნების ავთენტურ სილამაზეს.

როგორ ვიპოვოთ ბალანსი მინიმალიზმსა და ეფექტურობას შორის?
ძალიან მარტივად: აირჩიეთ არა რაოდენობა, არამედ ხარისხი.
შეიძლება ჩაიტაროთ 30 პროცედურა, რომლებიც რეალურად არ გჭირდებათ და შედეგის მომცემი არ იყოს, მაგრამ შეიძლება ჩაიტაროთ სწორად შერჩეული 3 პროცედურა და კანი ბრწყინავდეს.
დამოუკიდებლად „მინიმალიზმი“ არაფერს ნიშნავს. მინიმალიზმი მხოლოდ მაშინ არის ძლიერი, როცა კანის რეალურ საჭიროებებს ემსახურება.
შეიცვლება თუ არა რაიმე 2026 წლის ტრენდებში? რა იქნება ამ წელს პოპულარული?
ვფიქრობ, 2026 წელს ეს სამი მიმართულება კიდევ უფრო გაძლიერდება:
- რეგენერაციული ესთეტიკა
- ინტელექტუალური დიაგნოსტიკა
- პერსონალიზებული skincare-პროტოკოლები
და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტენდენცია: ესთეტიკა აღარ შემოიფარგლება მხოლოდ სხეულით – ის გადადის სივრცეში, კომუნიკაციაში, სერვისში, შეფუთვაში. ადამიანი დღეს ეძებს არა მხოლოდ შედეგს, არამედ გამოცდილებას, რომელიც მთლიანად მის ბუნებრივ იდენტობას ემთხვევა.
დაბოლოს, რას ეტყოდით ქალებს ახალ წელს?
მინდა, რომ თითოეულმა ქალმა იგრძნოს საკუთარი მნიშვნელობა – არა სიტყვით, არამედ შინაგანად. იმ სიმშვიდიდან იწყება ნამდვილი სილამაზე, სადაც ქალი არ ადარებს საკუთარ თავს სხვებს და არ ებრძვის საკუთარ თავს.
ქალს შეუძლია ყველაფერი: განვითარებაც, კარიერაც, ოჯახიც, სიყვარულიც, საკუთარი თავის პოვნა და საკუთარი ოცნების ასრულება – ნებისმიერი რამის მსხვერპლად შეწირვის გარეშე.
ქალი ყველაზე ძლიერია მაშინ, როცა ერგება საკუთარ ბუნებას და არა სხვის სტანდარტებს.
ტექსტი: თაკო გვაზავა
ფოტო: ალექსეი სეროვი












