• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! “ბევრ ადამიანს სურს გაიგოს, თუ რატომ გამოიყურება ჩემი სახის კანი “იდეალურად” – ჯენიფერ ლოპესი საკუთარი კოსმეტიკური ბრენდის შესახებ

August 9, 2021
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

სილამაზის ინდუსტრია დღითიდღე ფართოვდება, ცნობილი ადამიანები იყენებენ კავშირებს საკუთარი სამოსის, კოსმეტიკური და სილამაზის ბრენდების შესაქმნელად. კონკურენტუნარიან ბაზარზე, რომელიც გამუდმებით იზრდება და ვითარდება, რთულია ისეთი პროდუქცია შესთავაზო მომხმარებელს, რომელიც სხვა ბრენდებისგან რადიკალურად გამოირჩევა. სილამაზის ინდუსტრიაში ვარსკვლავების დიდი ნაწილია ჩართული, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ლედი გაგას Haus Laboratories, სელენა გომეზის Rare Beauty, კაილი ჯენერის Kylie Cosmetics და რობინ რიანა ფენტის Fenty Beauty-ია. ეს იმ ვარსკვლავების მცირე ჩამონათვალია, რომლებმაც საკუთარი კოსმეტიკური ხაზი გამოუშვეს და სილამაზის ბრენდი ჩამოაყალიბეს. აღნიშნულ ქალბატონთა რიცხვს 52 წლის ამერიკელი მომღერალი, მოცეკვავე და მსახიობი ჯენიფერ ლოპესიც შეუერთდა. შემსრულებელმა წლების წინ საზოგადოებას საკუთარი სუნამოს ხაზი წარუდგინა, ასევე ითანამშრომლა კოსმეტიკურ კომპანია Inglot-თან, საბოლოოდ კი კანის მოვლის კოსმეტიკური საშუალებების საკუთარი ხაზი JLo Beauty შექმნა.

ჯენიფერ ლოპესის უახლესი პროდუქციის მთავარი ინგრედიენტი ზეითუნის ზეთია, რომელიც მისი თქმით ოჯახის “სილამაზის ელექსირია”.

“დედაჩემი ამბობდა, რომ ზეითუნის ზეთი ყველაფრის სამკურნალო საშუალებაა, ეს ის საიდუმლო ინგრედიენტია, რომელსაც წლების განმავლობაში ვიყენებდი და რაც დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ 100%-ით ეფექტურია. როდესაც პროდუქციის შექმნა დავიწყეთ, განვაცხადე, რომ ბუნების ჯადოსნური ინგრედიენტის – ზეითუნის ზეთის ექსტრაქტი აუცილებლად უნდა გამოგვეყენებინა. ბევრ ადამიანს სურს გაიგოს, თუ რატომ გამოიყურება ჩემი სახის კანი “იდეალურად”, მე კი ასეთი პასუხი მაქვს – ეს არის ჩემი ცხოვრების წესი, რაც ძალიან მარტივია.”

“JLo Beauty არ არის ჩვეულებრივი პროექტი, ეს არის ჩემი 30 წლიანი ოცნება, რომლის ასრულებასაც მოუთმენლად ველოდი, ძალიან დიდი ბედნიერებაა, როდესაც აცნობიერებ, რომ შენი სახელი რაღაც მნიშვნელოვანს უკავშირდება. შემოქმედებით ჯგუფთან ერთად ამ პროექტზე დიდხანს ვმუშაობდი, მინდა ქალბატონებს კანის მოვლის შესახებ არაერთი საიდუმლო გავუზაირო.”

“საუკუნოვანი ინგრედიენტის” ზეითუნის ზეთის ექსტრაქტების გარდა პროდუქციაში შედის ასაკის მატების საწინააღმდეგო პეპტიდები, ანტიოქსიდანტები, საფუარიდან მიღებული ფერმენტები და იაპონური ბრინჯითა და შაქრით მიღებული სასარგებლო ნივთიერებები. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჯენიფერმა პროდუქციის მთავარი ინგრედიენტის ინსპირაცია დედისგან მიიღო, შემსრულებლის განცხადებით მომხმარებელი ზეთისხილისგან მიღებული სკუალანით, ფერმენტირებული ზეთითა და ზეითუნის ფოთლის ექსტრაქტით შექმნილ მოდერნიზებულ პროდუქციას იხილავს. 52 წლის ვარსკვლავი აცხადებს, რომ აღნიშნული ნივთიერებებით სავსე კოსმეტიკა ადამიანების რუტინაში ნაკლებად გამოიყენება, ის მომხმარებელს მსუბუქი ტექსტურის მქონე პროდუქციას სთავაზობს, რომელიც დამატენიანებელ კრემებს, კანის გამწმენდ საშუალებებს, შრატებსა და სახის ნიღბებს მოიცავს.

“18 წლის ასაკში ორ დერმატოლოგთან მივედი, ერთმა მითხრა, რომ მზისგან დამცავი კრემი დამატენიანებლის მსგავსად ყოველდღიურად გამომეყენებინა, მეორემ კი მირჩია, სახეზე არსებული მცირედი ნაოჭების გამო, რომელიც დღემდე მაქვს, ბოტოქსი გამეკეთებინა. მე არასდროს მიმიმართავს პლასტიკური ქირურგისთვის და არც ბოტოქსი გამიკეთებია.”

“ბრწყინვალება ეს ის არის, რაც გარედან ჩანს, თუმცა შიგნიდან მოდის. ადრეულ ასაკში ვიყენებდი სახის მოვლის ძვირადღირებულ საშუალებებს, თუმცა ერთ რამეს მივხვდი, საკუთარი თავის მოვლა სხეულის მოვლიდან იწყება, აუცილებელია დაკავდეთ ფიზიკური აქტივობით, მიირთვათ ჯანსაღი საკვები და სვათ ბევრი წყალი. ეს არის ცხოვრების წესი, რაც სულიერ, გონებრივ, ემოციურ და ფიზიკურ სიამოვნებას გგვრის.”

51 წლის ვარსკვლავი ხშირად აღნიშნავს, რომ კატეგორიული წინააღმდეგია ალკოჰოლისა და სიგარეტის, ის მაქსიმალურად ცდილობს არაჯანსაღი საკვები იშვიათად მიიღოს და არ მიირთვას კოფეინის შემცველი სასმელები, რომლებიც, მისი თქმით, კანის ნაადრევ დაბერებას უწყობს ხელს.

“ძალიან კომუნიკაბელური ადამიანი ვარ, მიყვარს მეგობრებთან და ახლობელ ადამიანებთან ერთად დროის გატარება. რესტორნების უმეტესობა გვთავაზობს დაბალკალორიულ კერძებს, ამიტომ მენიუში ყოველთვის ისეთ საჭმელებს ვეძებ, რომლებიც ჩემი ცხოვრების სტილსა და რიტმს შეესაბამება, ასეთია მაგალითად სალათი, ან თევზი ბოსტნეულით.”

ჯენიფერ ლოპესმა ითამაშა 31 ფილმში, გამოუშვა 8 სტუდიური ალბომი და 40-ზე მეტი სინგლი, თუმცა კითხვა, რომელსაც მრავალმხრივ ნიჭიერი ვარსკვლავი ყველაზე ხშირად უცხო ადამიანებისგან იღებს, არა მუსიკალურ და კინოინდუსტრიას, არამედ მის გარეგნობას ეხება.

“საკუთარი კოსმეტიკური ხაზის შექმნით ჩემთვის დიდი ხნის ოცნება ახდა, გეგმა, რომლის განხორციელებასაც 20 წელიწადზე მეტი დასჭირდა.”

“ყოველთვის ვალდებულად ვგრძნობდი თავს ჩემი საიდუმლო ქალბატონებისთვის გამემხილა, რადგან ნომერ პირველი შეკითხვა, რასაც წლების განმავლობაში ვიღებდი, არა ჩემს როლებსა და მუსიკას, არამედ სახის კანს უკავშირდება. კოსმეტიკური ხაზის თითოეული პროდუქტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმაში, თუ როგორ ვინარჩუნებ ახალგაზრდულ იერს. ხშირად მიწევს დეკორატიული კოსმეტიკის გამოყენება, ყველაზე თავდაჯერებული მაშინ ვარ, როდესაც სახეზე მაკიაჟი არ მისვია და კანი სუფთაა. მტკიცედ მწამს SPF-ის და ვცდილობ დიდხანს არ ვიყო მზეზე.”

კოსმეტიკური ბრენდებით სავსე სამყაროში ადგილის დამკვიდრება რთულია, თუმცა ჯენიფერ ლოპესი საზოგადოებას უამრავ ინოვაციურ იდეასა და მოდერნიზებულ საშუალებას ჰპირდება.

გაიგე მეტი: სილამაზის ინდუსტრიაჯენიფერ ლოპესი

ასევე გაეცანი

#OK! ჯპს-ის დაბადების დღე: 5 რამ, რისთვისაც გაორმაგებული ქულების გამოყენებას გირჩევთ
Health & Beauty

#OK! ჯპს-ის დაბადების დღე: 5 რამ, რისთვისაც გაორმაგებული ქულების გამოყენებას გირჩევთ

October 23, 2026
#OK! New Wave Hotel-ში ღია კარის დღე გაიმართა
OK! News

#OK! New Wave Hotel-ში ღია კარის დღე გაიმართა

October 23, 2026
#OK! Unlimited Summit 2026-მდე 4 დღე რჩება — რას უნდა ელოდონ მონაწილეები 24-25 ოქტომბერს?
OK! News

#OK! Unlimited Summit 2026-მდე 4 დღე რჩება — რას უნდა ელოდონ მონაწილეები 24-25 ოქტომბერს?

October 20, 2026
#OK! CHRONOS – ქართული დიზაინით შექმნილი გამორჩეული სივრცე ნიუ-იორკში
OK! News

#OK! CHRONOS – ქართული დიზაინით შექმნილი გამორჩეული სივრცე ნიუ-იორკში

October 20, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! როგორ გამოვიდა დონატელა ვერსაჩე საკუთარი ძმის ჩრდილიდან

#OK! როგორ გამოვიდა დონატელა ვერსაჩე საკუთარი ძმის ჩრდილიდან

April 2, 2021
#OK! “ორი ლამაზმანი, რომლებმაც წითელ ხალიჩაზე ყველას ყურადღება მიიპყრეს” – გალ გადო და გვინეტ პელტროუ Solaire Culture-ის გამოფენაზე

#OK! “ორი ლამაზმანი, რომლებმაც წითელ ხალიჩაზე ყველას ყურადღება მიიპყრეს” – გალ გადო და გვინეტ პელტროუ Solaire Culture-ის გამოფენაზე

October 26, 2022
#OK! ჯონათან ანდერსონი პოდიუმს მიღმა

#OK! ჯონათან ანდერსონი პოდიუმს მიღმა

October 14, 2025
#OK! სამგზავრო სავარძელი აუცილებელია ბავშვის უსაფრთხო მგზავრობისთვის

#OK! სამგზავრო სავარძელი აუცილებელია ბავშვის უსაფრთხო მგზავრობისთვის

May 1, 2022

კვირის ჰიტები

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

October 17, 2026
#OK! საკუთარი უფლებიდან სხვისი უფლებების დაცვამდე

#OK! საკუთარი უფლებიდან სხვისი უფლებების დაცვამდე

October 17, 2026
#OK! Unlimited Summit 2026-მდე 4 დღე რჩება — რას უნდა ელოდონ მონაწილეები 24-25 ოქტომბერს?

#OK! Unlimited Summit 2026-მდე 4 დღე რჩება — რას უნდა ელოდონ მონაწილეები 24-25 ოქტომბერს?

October 20, 2026
#OK! სასტუმრო ibis Tbilisi City – კორპორატიული შეხვედრებისა და ღონისძიებების საუკეთესო სივრცე თბილისში

#OK! სასტუმრო ibis Tbilisi City – კორპორატიული შეხვედრებისა და ღონისძიებების საუკეთესო სივრცე თბილისში

October 19, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები