• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

OK! სასტუმრო NEW WAVE თქვენი იდეალური დასვენებისთვის…

January 4, 2024
საკითხავი დრო: 1 min read

არ აქვს მნიშვნელობა, დასასვენებლად ხართ ჩამოსული, მივლინებაში თუ საქორწილო მოგზაურობის ფარგლებში, სასტუმრო NEW WAVE საუკეთესო არჩევანია კომფორტული და სასიამოვნო დასვენებისთვის. ბათუმის ზღვისპირა ბულვარიდან 200 მეტრში, ქალაქის ელიტურ უბანში მდებარე სასტუმრო უკვე 3 წელია წარმატებით ოპერირებს ბაზარზე და მისი მყუდრო ატმოსფერო და იდეალური ადგილმდებარეობა მომხმარებლის მოწონებას იმსახურებს. აღსანიშნავია, რომ სასტუმრო აქტიურად მონაწილეობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო გამოფენებში, რაც თავის მხრივ ნაყოფიერი სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის საწინდარია. NEW WAVE-ის უპირატესობებსა და სამომავლო გეგმებზე სასტუმროს საოპერაციო მართვის მენეჯერი, ანა თურმანიძე გვესაუბრა.

 

ანა, რა არის თქვენს პროფესიაში ყველაზე მთავარი?

გუნდურობა და ერთად დასახული ლოკალური თუ გლობალური მიზნები არის წარმატების ფორმულა, რომელიც მომსახურების სფეროში მნიშვნელოვანი პოზიციონირების საშუალებას გვაძლევს. „ერთად შეგვიძლია მივაღწიოთ მეტს“ – სწორედ ეს გახლავთ ჩემი ათწლიანი გამოცდილების დევიზი, რომელიც საშუალებას მაძლევს, სტრატეგიული ცვლილებების გზით მომსახურების მაღალი ხარისხი შევქმნათ და სტუმრისთვის სასიამოვნო მოგონებების ადგილად ვიქცეთ.

ზოგადად, სასტუმრო ინდუსტრია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური სისტემის ერთ-ერთ სწრაფად განვითარებად დარგს წარმოადგენს. კარგად განვითარებული განთავსების სფერო ტურიზმის დარგის განვითარების მაღალ ტემპებს ნიშნავს, რაც მთელი ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობაზე დადებითად ისახება. სასტუმრო ბიზნესი არის ინდუსტრია მაღალი დონის კონკურენციით, რომლის მიზანია მაქსიმალურად დააკმაყოფილოს მომხმარებელთა მოთხოვნილებები, უზრუნველყოს მაღალი დონის კომფორტი, დააკმაყოფილოს სტუმრების მრავალფეროვანი საყოფაცხოვრებო, ეკონომიკური და კულტურული საჭიროებები.

 

წარმოგვიდგინეთ სასტუმრო NEW WAVE.

სასტუმრო NEW WAVE გახლავთ საინვესტიციო დეველოპერული კომპანია „არფი ჯგუფის“ მიერ დასრულებული პროექტი, რომელიც მდებარეობს ბათუმის ზღვისპირა ბულვარიდან 200 მეტრში, ქალაქის ელიტურ უბანში. სამი წლის განმავლობაში ჩვენმა სასტუმრომ მრავალ ღონისძიებას უმასპინძლა, როგორც ბიზნესის, ასევე რეკრეაციული მიმართულებით. სასტუმრო გახდა მოთხოვნადი სივრცე MICE ჯგუფებისთვის, დელეგაციებისთვის, სპორტული ფედერაციებისა და სამთავრობო სტრუქტურებისთვის. სახელის იდეაც სწორედ ახალი ენერგიის სიმბოლურ დატვირთვად შეიქმნა. არქიტექტურული ნამუშევარი „ახალი ტალღა“ განასახიერებს ბათუმთან ყველაზე ახლომდგომ ნიშას – ტალღას. აღსანიშნავია, რომ ყველა ნომრიდან იშლება ულამაზესი ხედები როგორც ზღვის, ასევე ქალაქის. ჩვენი პრიორიტეტი სტუმრის კმაყოფილება და დაუვიწყარი მოგონებებია. ჩვენი დევიზია: შეიგრძენი და მიჰყევი ტალღებს (Feel & follow the waves).

 

 

როგორ ფიქრობთ, რა გამოარჩევს NEW WAVE-ს ბაზარზე?

სასტუმრო NEW WAVE-ის მთავარი შიდა კორპორაციული ღირებულება გახლავთ სტაბილური მომხმარებელი. დამსვენებელმა იცის, თუ რა დახვდება სასტუმროში და ამიტომ თავისუფლად ირჩევს და ენდობა მისთვის ნაცნობ ადგილს.

ყველა ნომერში დაცულია სისუფთავის უმაღლესი სტანდარტები და უზრუნველყოფილია საცხოვრებელი კომფორტი.

ჩვენი უპირატესობებია:

  • ადგილმდებარეობა
  • კონკურენტუნარიანი ფასი
  • მომსახურების მაღალი ხარისხი
  • ოპერატიული და კვალიფიციური პერსონალი
  • ოთახები ზღვის ხედით
  • ქართული და ევროპული სამზარეულო (რესტორანი „ატლანტისი“)

გარდა ამისა, სტუმრებს საშუალება ეძლევათ ისარგებლონ აქვე განთავსებული სპა-მომსახურებით, ფინური საუნით, ღია საცურაო აუზით, სავარჯიშო დარბაზით, სილამაზის სალონით, ლობი-ბარითა და უნიკალური ინტერიერის მქონე კოქტეილ-ბარით, რომელიც თამამად შემიძლია ვთქვა, სრულად წარმოადგენს ქუჩის ხელოვნების გალერეას. სასტუმროს გააჩნია გარე/შიდა პარკინგი, საკონფერენციო დარბაზი „საფირონი“.

 

 

როგორ შეაჯამებდით 2023 წელს?

თითოეული წელი ჩვენი გუნდისთვის ახალი გამოწვევებისა და ახალი შესაძლებლობების გენერატორია. 2023 წლის წარმატება განაპირობა სიახლეებისკენ სწრაფვამ, მუდმივი განვითარების სურვილმა, რომელიც დამყარდა თანამშრომლების თავდაუზოგავი და გუნდური მუშაობით. ჩემი შეფასებით, მიმდინარე წელმა ყველაზე მეტად გააძლიერა სასტუმროს გუნდის წევრების უნარები, ვინაიდან მთელი წლის მანძილზე ხდებოდა ყველა დეპარტამენტის თანამშრომელთა გადამზადება აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ.

აღსანიშნავია, ისიც, რომ NEW WAVE აქტიურად მონაწილეობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო გამოფენებში, რომლებიც ნაყოფიერი სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის საწინდარია. გავამრავალფეროვნეთ საერთაშორისო გამოცდილება და ვესწრებოდით სტამბოლის, დუბაის, ტაშკენტისა და პრაღის ტურისტულ გამოფენებს.

ასევე, ვმონაწილეობდით სხვადასხვა პროექტში, როგორიცაა: Welcome to Georgia – ეს არის ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში არსებული ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია, რომელიც საქართველოში 2015 წლიდან ტარდება. ჩვენი ნომინაცია გახლავთ – „საუკეთესო ზღვისპირა სასტუმრო“.

აჭარის ტურიზმის დაჯილდოება „მაგნოლია“ არის აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული საზეიმო ცერემონია, რომლის ფარგლებშიც რეგიონის ტურისტული სფეროს წლის საუკეთესო წარმომადგენლებს გადაეცემა სპეციალური ჯილდოები და მადლობის სიგელები. აღნიშნულ ღონისძიებაში ჩვენი ნომინაციებია: საუკეთესო არაბრენდული სასტუმრო და ყველაზე პოპულარული რესტორანი.

 

სამომავლო გეგმები…

სამომავლოდ იგეგმება NEW WAVE-ის მეორე ფილიალის, აპარტ-ოტელის გახსნა ახალ ბულვარში, რომელიც ზაფხულში უმასპინძლებს სტუმრებს. ჩვენი ხარისხით, სერვისითა და სტუმარმასპინძლობით უფრო დიდი წარმატების მიღწევას ვაგრძელებთ, არ ვუშინდებით გამოწვევებსა და კონკურენტული ბაზრის ცვლილებას, პირიქით, ორიენტირებული ვართ ყოველდღიურ ზრდასა და განვითარებაზე.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სასტუმრო NEW WAVE მონაწილეობს ტურიზმის 2024 წლის ამერიკის საერთაშორისო გამოფენაში – New York Travel Show.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: გიორგი კალანდაძე

ასევე გაეცანი

#OK! სანდოობა, გამოცდილება და შედეგი – რატომ ირჩევენ მომხმარებლები „არტ ესთეტიკას“
Health & Beauty

#OK! სანდოობა, გამოცდილება და შედეგი – რატომ ირჩევენ მომხმარებლები „არტ ესთეტიკას“

August 10, 2025
#OK! თითქოს ჩემს ოცნებას ჩავეხუტე…  16 წლის ნინა ბოლქვაძე სწავლას ბრიტანეთის ერთ-ერთ პრესტიჟულ სკოლაში განაგრძობს
ინტერვიუ

#OK! თითქოს ჩემს ოცნებას ჩავეხუტე… 16 წლის ნინა ბოლქვაძე სწავლას ბრიტანეთის ერთ-ერთ პრესტიჟულ სკოლაში განაგრძობს

August 10, 2025
#OK! Ganga Fashion House – პირველი ინდური ბრენდი საქართველოში
ინტერვიუ

#OK! Ganga Fashion House – პირველი ინდური ბრენდი საქართველოში

August 10, 2025
#OK! Ideahub სანდო ციფრული პარტნიორი
OK! Business

#OK! Ideahub სანდო ციფრული პარტნიორი

August 10, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! კიმონო − იაპონური კულტურის გამომხატველი სამოსი საქართველოში

#OK! კიმონო − იაპონური კულტურის გამომხატველი სამოსი საქართველოში

April 4, 2021
#OK! იპოვე საკუთარი ელემენტი „8 ელემენტში“ – მინერალები ყველა სეზონისთვის

#OK! იპოვე საკუთარი ელემენტი „8 ელემენტში“ – მინერალები ყველა სეზონისთვის

September 7, 2024
#OK! კულინარია, როგორც თერაპია

#OK! კულინარია, როგორც თერაპია

September 5, 2022
#OK! ნუცა ბუზალაძე American Idol-ის ფინალში ბრუნდება!

#OK! ნუცა ბუზალაძე American Idol-ის ფინალში ბრუნდება!

May 17, 2023

კვირის ჰიტები

#OK! ტეილორ სვიფტმა ახალი ალბომი – ,,The Life of a Showgirl” დაანონსა

#OK! ტეილორ სვიფტმა ახალი ალბომი – ,,The Life of a Showgirl” დაანონსა

August 14, 2025
#OK! გამორჩეული როლები ედრიენ ბროუდის შემოქმედებიდან

#OK! გამორჩეული როლები ედრიენ ბროუდის შემოქმედებიდან

August 16, 2025
#OK! კაროლინ ბესეტ-კენედი – მინიმალიზმის დედოფალი

#OK! კაროლინ ბესეტ-კენედი – მინიმალიზმის დედოფალი

August 19, 2025
#OK! ტეილორ სვიფტი და მისი ყოფილები

#OK! ტეილორ სვიფტი და მისი ყოფილები

August 16, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები