• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK სალომე თოდრია – პროფესიაში ნაპოვნი ჰარმონია

November 28, 2023
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი

მიაჩნია, რომ პროფესიის არჩევის დროს აუცილებელია შინაგანი შეგრძნებებისა და სურვილების გაცნობიერება, რაც გაძლევს შესაძლებლობას, სწორი მიმართულებით იარო და აკეთო ის საქმე, რომელიც წარმატებასთან ერთად, მოგიტანს ბედნიერებას, ადამიანების სიყვარულსა და ნდობას. ბავშვობიდანვე გაიტაცა ხატვისა და ხელნაკეთი ნივთების შექმნისადმი დიდმა სიყვარულმა და მალევე გააცნობიერებინა, რომ პროფესია, რომელსაც თავის ცხოვრებას დაუკავშირებდა, აუცილებლად იქნებოდა ხელოვნება. ასეც მოხდა და ის დღეს თავის პროფესიაში წარმატებული პიროვნებაა, რომელიც მუდმივად ზრუნავს, ადამიანებს შეუქმნას ხარისხიანი, გემოვნებიანი და კომფორტული გარემო. „OK! ბათუმის“ სტუმარი ინტერიერის დიზაინერი და არქიტექტორი სალომე თოდრიაა, რომელიც პროფესიაზე, აღნიშნული კუთხით გამოცდილებასა და რეკომენდაციებზე, ასევე, თავის წილ ბათუმზე, მოგზაურობებისგან მიღებულ ემოციებსა და ინტერესებზე მოგვიყვება.

როგორ ფიქრობთ, რა არის ის მთავარი თვისება, რასაც ადამიანისათვის წარმატება მოაქვს…

კონკრეტულად ერთი თვისების გამოყოფა გამიჭირდება, რადგან, ჩემი აზრით, წარმატება შემოქმედებითი აზროვნებაა. შემოქმედებითი აზროვნება კი სხვადასხვა დამხმარე კომპონენტისგან შედგება და ესენია: ფოკუსირება სწორ მიზანზე, შრომისუნარიანობა, საკუთარ თავზე მუშაობა, ნიჭი და, რაც მთავარია, სიყვარული საქმისა და ადამიანების მიმართ.

ხართ ინტერიერის დიზაინერი, არქიტექტორი, შემოქმედებითი ადამიანი.

 

მოგვიყევით თქვენს საქმიანობასა და იმაზე, რა გაძლევთ ინსპირაციას მუშაობის პროცესში…

ჩემი საქმიანობა ძალიან საინტერესოა, რადგან ყოველი დღე გამოწვევებით არის სავსე. დავიწყებ ინსპირაციით. ჩემს შემთხვევაში ეს არის მამოძრავებელი ძალა. ადამიანებთან, კონკრეტულად კი დამკვეთებთან კომუნიკაციას უდიდესი ემოციები მოაქვს ჩემთვის, სწორედ ისინი არიან ინსპირაციის წყარო. მათთან საუბარი, ჩაცმის სტილი, მუსიკალური გემოვნება, ყოველდღიურობა, გარკვეული ჩვევები და თვისებები მეხმარება სივრცის შექმნაში. მაგრამ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვა რამეში ვპოულობდი ინსპირაციას. კიდევ ძალიან მიყვარს ფეხით სიარული, რაც ქაოსური იდეებისა და ფიქრების ფორმულირებასა და სასურველი შედეგის მიღებაში მეხმარება. გააჩნია რაზე ვმუშაობ, – არქიტექტურულ პროექტზე თუ ინტერიერის დიზაინზე. არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი სხვადასხვა ხასიათის მატარებლები არიან. ჩემი საქმიანობა რეალურად ადამიანებისთვის სასურველი სივრცის შექმნაა, იქნება ეს ბინა თუ კომერციული სივრცე. ყველას თავისი მეთოდი აქვს, ჩემს შემთხვევაში აუცილებელია, რაც შეიძლება სწრაფად გავიგო, თუ რა სურს დამკვეთს, სწორად დასმული კითხვების მეშვეობით. შემდეგ კი იწყება პროექტირების პროცესი, რომელიც სხვადასხვა ტექნიკური და კრეატიული ეტაპისგან შედგება. მომხიბვლელი ვიზუალის უკან ძალიან დიდი შრომა დევს, როგორც ინტელექტუალური, ასევე ფიზიკური, მაგრამ შედეგი ამად ღირს.

რატომ უნდა ჩაერთოს პროფესიონალი დიზაინერი ინტერიერის გაფორმების დროს? გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულება და გამოცდილება აღნიშნული მიმართულებით…

პირველ რიგში, იმისთვის, რომ სივრცე ტექნიკურად და ფუნქციურად სწორად იყოს შესრულებული და განაწილებული. ასევე, გამოყენებული იყოს სათანადო მასალები, ფერები, ავეჯი და ფურნიტურა. სწორად მოეწყოს სველი წერტილები და სამზარეულო, მაქსიმალურად გამოყენებული იყოს ყველა კუთხე. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ განათება დიდ როლს თამაშობს ინტერიერის მოწყობაში. ამ ჩამონათვალის გათვალისწინებით და ე.წ. რენდერების მეშვეობით ვიღებთ სივრცის საბოლოო იერსახეს, სადაც ნათლად ჩანს, თუ რა ტიპის ინტერიერს მივიღებთ. ეს კომპლექსური სამუშაოა და სწორად უნდა იყოს დაგეგმილი პროფესიონალის მიერ. სწორედ ასეთი მიდგომა ეხმარება დამკვეთს გადაწყვეტილებების მიღებაში, მისი ბიუჯეტის, დროის სწორად და აქცენტირებულად განაწილებაში.

 

პროექტი, რომლითაც ყველაზე მეტად ამაყობთ…

გამოვარჩევდი ქართველი დიზაინერის, თაკო მექვაბიძის შოურუმს, რომელიც თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს. ასევე, ენგურის ტურისტული ცენტრის პროექტს, რომელიც სოციალური მედიის მეშვეობით გახდა ცნობილი, მაგრამ სამწუხაროდ, ამ ეტაპზე რეალიზებული არ არის. თუმცა ვიმედოვნებ, რომ მომავალში მის განხორციელებაზე მუშაობას დაიწყებენ.

არსებობს ინტერიერის რამდენიმე სტილი. თუ არის თქვენთვის მეტად კომფორტული რომელიმე, რომელიც, მიგაჩნიათ, რომ თქვენი ხელწერის მატარებელია…

ზოგადად, ექსპერიმენტები მიყვარს, ამიტომ ნაკლებად ვცდილობ ერთ სტილში ვიმუშაო. პირიქით, რაც უფრო არასტანდარტული მოცემულობა მაქვს, მით უფრო მომწონს პროექტზე მუშაობა. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რამე კონკრეტულ სტილს არ ვიყენებ ინტერიერის შექმნაში.

ხშირად მოგზაურობთ. პროფესიული თვალსაზრისით, რომელმა ქვეყანამ მოახდინა თქვენზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება…

ჩემს პროფესიულ განვითარებაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა ესტონეთმა, კონკრეტულად კი ტალინში ცხოვრებამ. ტალინში დავამთავრე სამაგისტრო პროგრამა ინჟინერიისა და დიზაინის მიმართულებით და აქვე მივიღე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო გამოცდილება ერთ-ერთ წამყვან არქიტექტურულ კომპანია koko Architect-ში . შესაბამისად, დიდი დრო მქონდა იმისთვის, რომ ეს ქალაქი უკეთესად გამეცნო. მისი ძველი ქალაქის არქიტექტურა შეუდარებელია, თუმცა არანაკლები დახვეწილობით გამოირჩევა ამ ქალაქის ინტერიერებიც. არ შემიძლია არ აღვნიშნო პრაღაც, სადაც ასევე ვცხოვრობდი და პრაღის ტექნიკურ უნივერსიტეტში ექსპერიმენტალური არქიტექტურის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. რა თქმა უნდა, იტალიას აუცილებლად შევიყვან ამ ჩამონათვალში, რადგან თითოეული ქალაქის იერსახე შეუდარებელი სილამაზითა და დახვეწილობით გამოირჩევა. მაგრამ ჩემთვის ნებისმიერ ქვეყანაში მოგზაურობა ყოველთვის დაუვიწყარია, აუცილებლად ვპოულობ ღირებულ ადგილს, ან სულ მცირე დეტალს მაინც, რომელსაც სამომავლოდ რომელიმე პროექტის შესრულების დროს ვიყენებ.

თუ გაქვთ საყვარელი ფერები, რომელსაც თქვენი ხედვით განსაკუთრებული სითბო და ჰარმონია შეაქვს ინტერიერში…

ფერები ძალიან მიყვარს და ხშირად ვიყენებ, თუ მაქვს ამის შესაძლებლობა, მაგრამ კონკრეტულად ერთი ფერის გამოყოფა გამიჭირდება. ინტერიერის დიზაინერის საქმე ფერებისა და მასალების კორექტულად შეხამებას მოიცავს. პირველ რიგში, ყოველთვის ვფიქრობ, თუ რა მოცემულობა უნდა მივიღო საბოლოდ და ამის მიხედვით ვირჩევ ფერთა პალიტრას. თუმცა ღია ტონებში შესრულებული ინტერიერიც ძალიან მიყვარს, რადგან სხვა დეკორის ელემენტებისთვის სასიამოვნო ბაზას ქმნის.

ჰობი, გატაცება, რომელიც ფერადი ემოციებით გავსებთ…

ხატვა, რომელიც დიდ სიმოვნებას მანიჭებს, მაგრამ ეს ნაწილობრივ ჩემს პროფესიასაც უკავშირდება. ასევე, ცეკვა და ვარჯიში ჩემთვის დიდი პოზიტივის მომცემია.

სიყვარულია, როცა…

ხედავ სილამაზის არსს…

თქვენი კავშირი ბათუმთან და ემოციები, რომლებიც ამ ქალაქს მოაქვს თქვენთვის…

ბათუმთან ბავშვობა მაკავშირებს, მამა ბათუმელია. 10 წლის ვიყავი, როცა ოჯახი ბათუმში გადმოვედით საცხოვრებლად და რამდენიმე წელი სკოლაშიც აქ დავდიოდი. ამიტომ ბათუმში ძალიან ლაღი და სახალისო პერიოდი მაქვს გატარებული. ეს ქალაქი ყოველთვის ზაფხულთან, მეგობრებსა და საინტერესო ადამიანებთან, სასიამოვნო დროის გატარებასთან ასოცირდება. ჩვენი ბათუმის სახლი ისტორიული ძეგლია, ამიტომ არ შემიძლია არ აღვნიშნო ძველი ბათუმის არქიტექტურის მნიშვნელობა და სილამაზე, რადგან ამ გარემომ ნაწილობრივ ჩემი გემოვნების ჩამოყალიბებაზე იმოქმედა.

 

რომელ მუსიკალურ ჟანრს შეადარებდით საკუთარ თავს…

ჯაზს…

ფილმი, რომელზეც სულ გეტირებათ…

ნებისმიერ ფილმსა და მომენტზე შეიძლება ამეტიროს…

მსოფლიოს მასშტაბით, რომელი შენობის არქიტექტორი იქნებოდით დიდი სიამოვნებით?

პირამიდების…

განტვირთვა თქვენთვის ზღვასთან უფრო ასოცირდება, თუ მთასთან…

ზღვასთან…

 მოდა თქვენს ცხოვრებაში…

ინსპირაციის ერთ-ერთი წყარო…

რომელი დიზაინერის სახე გახდებოდით დიდი სიამოვნებით…

სენ ლორანის ან ალექსანდრე მაკქუინის (ოღონდ შემქმნელების პერიოდში).

იყო ძლიერი და წარმატებული ქალი ნიშნავს…

იყო საკუთარი თავისა და ოცნებების ერთგული.

მსურს…

ყველამ ჩაიფიქროს და აღმოაჩინოს თავისი სურვილი.

როგორ ხედავთ საკუთარ თავს რამდენიმე წლის შემდეგ…

პირველ რიგში, ბედნიერ ადამიანად, დანარჩენს ბედნიერება მოიზიდავს…

 

ფოტო: ალექსეი სეროვ

 ჟურნალისტი: ნანა აბულაძე

ასევე გაეცანი

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად
ინტერვიუ

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად

January 13, 2026
#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში
ინტერვიუ

#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში

January 11, 2026
#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი
Décor

#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი

January 11, 2026
#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა

January 9, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! წარმატებას ერთადერთი ფორმულა აქვს – ეს არის შრომა – ნათია კახიანი

#OK! წარმატებას ერთადერთი ფორმულა აქვს – ეს არის შრომა – ნათია კახიანი

November 10, 2025
#OK! “რატომ უკეთებს კენდალ ჯენერი რეკლამას Balenciaga-ს ამ ყველაფრის შემდეგ” – ამერიკელი მოდელი კრიტიკის ობიექტია

#OK! “რატომ უკეთებს კენდალ ჯენერი რეკლამას Balenciaga-ს ამ ყველაფრის შემდეგ” – ამერიკელი მოდელი კრიტიკის ობიექტია

December 21, 2022
#OK! მამარდა – 26 მარტის გმირი!

#OK! მამარდა – 26 მარტის გმირი!

April 5, 2024
#OK! როგორ აღნიშნა ნანუკა გუდავაძემ დაბადების დღე

#OK! როგორ აღნიშნა ნანუკა გუდავაძემ დაბადების დღე

January 11, 2022

კვირის ჰიტები

#OK! „ლამაზმანი 2“-ის გადაღება შეუძლებელია – ჯულია რობერტსი

#OK! „ლამაზმანი 2“-ის გადაღება შეუძლებელია – ჯულია რობერტსი

January 8, 2026
#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი

#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი

January 11, 2026
#OK! „ოქროს გლობუსი 2026“ – დაჯილდოების ცერემონიის საუკეთესო ლუქები

#OK! „ოქროს გლობუსი 2026“ – დაჯილდოების ცერემონიის საუკეთესო ლუქები

January 12, 2026
#OK! „Princess Gourielli“ – ვინ იყო ქართველი თავადის  ცოლი, რომელიც „კოსმეტიკის დედოფალი“ გახდა

#OK! „Princess Gourielli“ – ვინ იყო ქართველი თავადის ცოლი, რომელიც „კოსმეტიკის დედოფალი“ გახდა

January 10, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები